საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, ირინა ფრიუძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილი) 2017 წლის 19-26 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127
📜 ტექსტი
წერილი
N 1037
25/01/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
წარმოგიდგენთ 2017 წლის 19-26 დეკემბრის ჩინეთში ვიზიტის ანგარიშს.
გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში.
დანართი 3 გვ.
პატივისცემით,
სოფიო ქაცარავა
თავმჯდომარე
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინების მიზანი:
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ორმხრივი საპარლამენტო
კავშირების გაძლიერება
დელეგაციის წევრები:
სოფიო ქაცარავა - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (დელეგაციის
ხელმძღვანელი)
ირინა ფრუიძე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი
ირაკლი ბერაია - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ირაკლი შიოლაშვილი - სოფლის მეურნეობისა და აგრარულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე
თამარ ამირეჯიბი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე
მივლინების ადგილი: ქ.პეკინი, ქ.სიანი, შაანსის პროვინცია; ქ.შანხაი, შანხაის პროვინცია,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მივლინების თარიღი: 2017 წლის 19-26 დეკემბერი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის, მა პეიჰუას საქართველოში ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ სოფიო ქაცარავა
მიწვეულ იქნებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შესაბამისად საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიიღო ოფიციალური მოწვევა.
2017 წლის 19-26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩინეთის სამ ქალაქს
ეწვია: პეკინს, სიანსა და შანხაის, სადაც გამართა მაღალი დონის შეხვედრები.
21 დეკემბერს, ქალაქ პეკინში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო
კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჩენ
ფენსიანთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული
მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა. სოფიო ქაცარავამ საქართველოში
მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო, ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“
ინიციატივასა და ინიციატივის შესაძლებლობებზე, თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში
გაზრდილ ექსპორტ-იმპორტზე ჩინეთ-საქართველოს შორის, ამ შესაძლებლობის უფრო
მეტად გამოყენებაზე და ქართული ღვინის მნიშვნელობაზე.
სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ვიზიტების
გააქტიურებას და მეგობრობის ჯგუფის როლს ამ მიმართულებით. სოფიო ქაცარავამ ჩენ
ფენსიანი საქართველოში მოიწვია და მხარეები შეთანხმდნენ საკანონმდებლო დონეზე
თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ჩენ ფენსიანმა აღნიშნა ეკონომიკური სტაბილურობის
მნიშვნელობა, ასევე ისაუბრა ქართულ კულტურასა და მის ღირშესანიშნაობაზე,
კულტურათა და ხალხთა შორის დაახლოვებაზე, აღნიშნა „ქართულ ოცნებასთან“
თანამშრომლობა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის აქტიურობა ჩინეთთან.
სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დროს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა და
საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
დელეგაციას ასევე უმასპინძლა პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერმა, მა პეიჰუამ, რომელთანაც საუბარი შეეხო სექტემბერში განხორციელებულ მის
ვიზიტს. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტმა მასზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა, როგორც ბიზნეს გარემოს და განვითარების, ისვე
კულტურული
მიმართულებით. აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს
წარმოადგენს. მა პეიჰუამ ხაზი გაუსვა პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის
მზადყოფნას საქართველოსთან სამომავლო უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის.
სოფიო ქაცარავამ საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მის პოტენციალსა და
სტაბილურობაზე
ისაუბრა.
ყურადღება
გაამახვილა
ეკონომიკის,
სავაჭრო
ურთიერთობების, ტურიზმის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ინოვაციების
მიმართულებით თანამშრომლობაზე და მზადყოფნა გამოთქვა უფრო მეტად აქტიური
ურთიერთობებისთვის საკანონმდებლო დონეზე, რათა ხელი შეეწყოს ორ ქვეყანას შორის
მრავალი მიმართულებით კავშირების გამყარებას.
დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის
თავმჯდომარის მოადგილესთან, რომელთანაც სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს
ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე. მხარეებმა განიხილეს
საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერების საკითხები და სოფიო ქაცარავამ კოლეგას
შესთავაზა ჩინეთის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის მიერ გამართულ კონფერენციებში
ქართველი სტუდენტების მონაწილეობა.
დელეგაციამ ჩინეთის ისტორიულ ქალაქ სიანში და აბრეშუმის გზის სამშობლოში,
შაანსის პროვინციის სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართა
შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა საკუთარი ქვეყნები წარადგინეს და ისაუბრეს
აბრეშუმის გზისა და „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის შესახებ. ამის
საფუძველზე სოფიო ქაცარავა გამოვიდა ინიციატივით სიანისა და თბილისის
დაძმობილების შესახებ, რაც კოლეგამ დადებითად შეაფასა და მხარეები შემდგომ
ნაბიჯებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სოფიო ქაცარავამ საქმის კურსში ჩააყენა ქალაქ
თბილისის მერი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქალაქების დაძმობილება
თბილისისთვის დიდი შესაძლებლობების მომცემი იქნება.
დელეგაციას ასევე უმასპინძლა შანხაის პროვინციის მუნიციპალიტეტის, სახალხო
კონგრესის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სიუ ვენსიონმა.
სოფიო ქაცარავამ დაინტერესება გამოხატა ურბანული განვითარების
გამოცდილების გაზიარების შესახებ, რაზეც მზადყოფნა გამოთქვა კოლეგამ.
კუთხით
სიუ ვენსიონმა აღნიშნა, რომ პროვინციის კონგრესი, წელიწადში 20 საკანონმდებლო
ინიციატივას ამტკიცებს და დაკავებულია მთავრობის კონტროლითა და პოლიტიკური
კურსის განსაზღვრით.
მასპინძლებმა დელეგაციას გააცნეს ქალაქ პეკინის,
ღირსშესანიშნაობები და ისტორიული მუზეუმები.
სიანისა
და
შანხაის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციტივით გაიმართება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა, (საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და ჩინეთთან მეგ. ჯგუფი) რომელიც ხელს
შეუწყობს სამუშაო ჯგუფის შექმნას ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა
და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ექსპორტის გაზრდის საკითხებზე.
25.01.2018
თამარ ამირეჯიბი