ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ მომართვა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ფრაქციის კუთვნილი კვოტით პარლამენტის წევრის ოთარ დანელიას, ფრაქცია „ქართული ოცნების მიერ“ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას და ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ დათმობილი კვოტით პარლამენტის წევრის ედიშერ თოლორაიას წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127
📜 ტექსტი
წერილი
1098-3-9-3-201801251930
N 1098
25/01/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ გიორგი კახიანს
ასლი: გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ კახაბერ კუჭავას
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისად,
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ საქართველოს პარლამენტის გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში კუთვნილი კვოტით ნიშნავს ოთარ
დანელიას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ დათმობილი კვოტით ირაკლი ხახუბიას,
ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ დათმობილი
კვოტით ედიშერ თოლორაიას.
გთხოვთ, ზემოაღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
გოჩა ენუქიძე