საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (N21615; 09.11.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.01.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#1301/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-06
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 1301 29/01/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, 2018 წლის 25 იანვარს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებას „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ (N21615; 09.11.2017) წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების საკანონმდებლო ინიციატივად შემუშავების მიზნით, კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე