„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა, მერაბ ქვარაია
ნომერი
#07-3/120/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-12
ბიუროს ნომერი 130

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი: ,,ჟ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომელთა ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება. 2. მე-6 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ , „პ“ ან ,,ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.“ 4. კანონის 221 მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ.“. მუხლი 2. გარდამავალი დებულება ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: პროექტით განისაზღვრება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების თანამშრომელთა სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების განსაზღვრა, რადგან ჩვენი ქვეყნის ბუნების, ტყეების, დაცული ტერიტორიების შენარჩუნება ისეთივე საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, როგორც სამშობლოს ერთიანობის ან მართლწესრიგის დაცვა. ეკოსისტემების და ბუნებრივი რესურსების დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით. ეს საკითხები ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ არაერთ დოკუმენტში, მაგ. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, ეროვნულ სატყეო კონცეფციაში და სხვ. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილ პირთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულ რისკებთან და საფრთხეებთან. აღნიშნულის მაგალითია საქართველოს ტყეებში გასულ წელს შექმნილი საგანგებო სიტუაცია ხანძრებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მეტყევეების გარეშე შეუძლებელია ხანძრის ჩაქრობა და რომ არა მათი თავდაუზოგავი შრომა, ზიანის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე საქართველოს ტყის ფონდმა განიცადა ამ ბოლო პერიოდის მანძილზე. თითოეულ ტყის მცველზე და დაცული ტერიტორიების რეინჯერზე ათასობით ჰექტარი დასაცავი ტერიტორია მოდის. დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტყის მცველზე მოდის დაახლოებით 3 700 ჰა ფართობი, მაშინ როდესაც ევროპაში არსებული სტანდარტებით 1 ტყის მცველზე მოდის 500-1000 ჰა-მდე. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური მონაცემებით (2016), ყოველწლიურად დაახლოებით 3500 სამართლდარღვევის ფაქტის გამოვლინება ხდება ტყის მცველების მიერ. რთულ ბუნებრივ პირობებში მათ ყოველდღიურად ათობით კილომეტრის გავლა უწევთ. ხშირად უპირისპირდებიან მათზე გაცილებით კარგად აღჭურვილ, შეიარაღებულ ბრაკონიერებს. მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებით მაღალია დაღუპვის რისკი. საბედნიეროდ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს ბუნების დამცველების დაღუპვის ფაქტები არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც სამხედრო ოპერაციებისას დაღუპული ჯარისკაცებისა. თუმცა, არსებობს ძალზე მძიმე საბედისწერო შემთხვევები, სულ რამდენიმეს ჩამოვთვლით: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მერაბ არევაძე 2012 წლის 17 მაისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს ბრაკონიერებმა; 2011 წლის 23 ივლისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს დაიღუპა რეინჯერი დურსუნ სურმანიძე (მიენიჭა ღირსების ორდენი); 2016 წლის 21 ივლისს სალიცენზიო ფართობზე ტყეკაფების დახურვის სამუშაოების დროს, სატვირთო ავტომობილის ავარიის შედეგად დაიღუპნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მეტყევე დემურ ჯოლოხავა და სპეციალისტი გელა ბარძემიშვილი; 2017 წლის 26 თებერვალს კასპის სატყეო უბნის ტყის მცველი კახაბერ ყურაშვილი მოკლეს ბრაკონიერებმა (მიენიჭა ღირსების ორდენი). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „ჟ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, 2018 წლის 1 ივნისიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც კანონმდებლობის მინიჭებული დარღვევის აქვთ გარემოს ფაქტების დაცვის სფეროში მოქმედი გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრებს ყოველთვიურად დაუწესდებათ 1000 ლარიანი კომპენსაცია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები 2018 წლიდან და შემდგომ საბიუჯეტო წლებში დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება 2018 წელსა და შემდგომ საშუალოვადიან პერიოდზე გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ზრდის მიმართულებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად1, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 თანამშრომელი, კერძოდ: 2011 წელს - 1 თანამშრომელი, 2012 წელს - 1 თანამშრომელი, 2016 წელს - 2 თანამშრომელი და 2017 წელს - 1 თანამშრომელი. რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თანამშრომლის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების ფაქტები არ ფიქსირდება. 1 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილი #2792. 28.03.2017. ვინაიდან, საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი თანამშრომლების ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება და ვინაიდან მათ მიერ ზემოხსენებული მიზეზით მისაღები კომპენსაციის ოდენობა თვეში შეადგენს 1000 ლარს, არსებული სტატისტიკისა და კანონპროექტის ამოქმედების ვადის (1 ივნისი) მიხედვით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების მიერ მისაღები შემოსავალი 2018 წელს შეადგენს 35 000 ლარს, ხოლო შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში შეადგენს წლიურად 60 000 ლარს. აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყოველწლიურად საშუალოდ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს 2 ადამიანით, მაშინ 2018 წლიდან ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გასაცემი იქნება 2 ახალი ოჯახისთვის კომპენსაცია, კერძოდ: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დაახლოებით 7 ოჯახისთვის კომპენსაციის გამოყოფა 7 თვეზე გაანგარიშებით (ივნისი-დეკემბერი) 49 000 ლარის ოდენობით, 2019 წელს საშუალოდ წლიურად დამატებით კიდევ 24 000 ლარის ოდენობით (ჯამში 108 000 ლარი) და ა.შ. შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 2018-2021 წლებში საშუალოდ წლიურად იქნება: 2018 წელი - 49 000 ლარი; 2019 წელი - 108 000 ლარი; 2020 წელი - 132 000 ლარი; 2021 წელი - 156 000 ლარი. გარდა ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის დანიშვნას კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ შემთხვევებზეც და ამ ეტაპისათვის, არ არსებობს სტატისტიკა ამ მიმართულებით 2011 წლამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შესახებ, შესაბამისი სამართლებრივი შემთხვევების წარმოშობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნულს გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს იქონიებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა (რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება) ოჯახის წევრები მიიღებენ ყოველთვიურ კომპენსაციას 1000 ლარის ოდენობით, თითო ოჯახი წელიწადში მიიღებს კომპენსაციას 12 000 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორები: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ირაკლი ხახუბია, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ირინე ფრუიძე, ანრი ოხანაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ირაკლი მეზურნიშვილი, სვეტლანა კუდბა და მერაბ ქვარაია.