„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-19
ბიუროს ნომერი 131
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, 56, 28/12/2005, მუხ.390) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მა თ შორის ,
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა,
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმათლებლო
დაწესწბულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა,
მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის
და ა
გა ნა თლების , სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი
დაწესებულებებისა)
განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო
საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი
ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ
განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, აგრეთვე, საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ისეთი შრომითი ანაზღაურების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო
საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,
2018 წლის
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია ოკუპირებულ ტერიტორიებში მომუშავე და საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საპენსიო ასაკის პირებს, სახელმწიფო პენსიის
მიღების უფლება მიეცეს.
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან გალის რაიონში სსიპ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება პროგრამა, რომლის
თანახმად გალის რაიონის მკვიდრ აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება უფასოდ გაიარონ
ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სამთვიანი კურსი. აღნიშნული მიზნისთვის,
პროგრამაში დასაქმებულია 46 მასწავლებელი და სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას იღებენ
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.
გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამაში ჩართული 11 პედაგოგი ასაკით პენსიონერია, 2016
წელს, აბიტურიენტთა მოსამზადებელი პროგრამის 3 თვიან პერიოდში, „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად ვერ მოიპოვეს შრომითი ანაზღაურების პარალელურად, სახელმწიფო პენსიის
მიღების უფლება, ვინაიდან სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აფხაზეთში მაცხოვრებელ ეთნიკურად ქართველ
მოსახლეობას განსაკუთრებულ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და უფლებრივ მდგომარეობაში
უწევს ცხოვრება. დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად გალის რაიონის სკოლებში
გაუქმდა ქართულ ენაზე სწავლება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დამამთავრებელი
კლასის
მოსწავლეთა
შესაძლებლობაზე,
ჩააბარონ
გამოცდები
საქართველოს
უნივერსიტეტებში.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული
აბიტურიენტთა მომზადების პროგრამა მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს გალის
რაიონის აბიტურიენტებისა და პედაგოგებისათვის. ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ 2017 წელს
გალის რაიონიდან 120 აბიტურიენტი ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტებში (2013 წელს-60,
2014 წელს-86, 2015 წელს-90, 2016 წელს-84). აღნიშნული პროგრამა მასწავლებლებისათვისაც
მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს, რომელთა ნაწილს, სწავლების რუსულ ენაზე
გადასვლის გამო შეუმცირდათ სამუშაო საათები ან სრულებით განთავისუფლდნენ
სამსახურიდან.
ამდენად, არა მხოლოდ ზემოაღნიშნულ პედაგოგთა ინტერესების დაცვის მიზნით, არამედ
მთლიანად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შრომითი ანაზღაურებდი საქმიანობის
განმახორციელებელ პირთათვის აუცილებელია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვალოს საჯარო საქმიანობად.
2
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის შემუშავების მიზანია საჯარო საქმიანობად არ ჩაითვალოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაწეული
შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვლას საჯარო საქმიანობად, რაც თავის მხრივ არ
გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
განხორციელებული ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განმახორციელებელი
პირებისათვის, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით მიიჩნევა საჯარო საქმიანობად, სახელმწიფო პენსიის გაცემის
უფლების წარმოშობას. შესაბამისად, კანონპროექტს მიმდინარე 2018 წელს და მომდევნო
საშუალოვადიან პერიოდში ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
განხორციელებული ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის განმახორციელებელი
პირებისათვის, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით მიიჩნევა საჯარო საქმიანობად, სახელმწიფო პენსიის გაცემის
უფლების წარმოშობას. შესაბამისად, კანონპროექტს მიმდინარე 2018 წელს და მომდევნო
საშუალოვადიან პერიოდში ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებების
ზრდის მიმართულებით (რამდენადაც აღარ მოხდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა
ბენეფიციარებისათვის აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში).
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი გალის
რაიონში შრომით ანაზღაურებად საქმიანობას პროგრამის სახით ახორციელებს სსიპ შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის განხორციელების
პერიოდისათვის(სამი თვე) პროგრამაში ჩართული ასაკით პენსიონერი 11 პედაგოგისთვის
გასაცემი პენსიის ჯამური ოდენობა ყოველწლიურად და შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა
შეადგენს 5940 ლარს. თუმცა ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში და სამომავლოდ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული სხვა საჯარო საქმიანობით დაკავებული
საპენსიო ასაკის პირების ოდენობის ცვლილების შესაბამისად, შესაძლებელია შეიცვალოს
3
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საპენსიო თანხის ოდენობა და შესაბამისად, კანონპროექტის
რაოდენობრივი გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტს ექნება ფინანსური შედეგი იმ საპენსიო ასაკის პირთათვის, რომლებიც
ახორციელებენ ისეთ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის
„გ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციით მიიჩნევა საჯარო საქმიანობად. კერძოდ, მათთვის აღარ
მოხდება სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული
საქმიანობის პერიოდში.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი გალის
რაიონში შრომით ანაზღაურებად საქმიანობას პროგრამის სახით ახორციელებს სსიპ შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის განხორციელების
პერიოდისათვის(სამი თვე) პროგრამაში ჩართული ასაკით პენსიონერი 11 პედაგოგისთვის
გასაცემი პენსიის ჯამური ოდენობა ყოველწლიურად შეადგენს 5940 ლარს. თუმცა
ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში და სამომავლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
განხორციელებული სხვა საჯარო საქმიანობით დაკავებული საპენსიო ასაკის პირების ოდენობის
ცვლილების შესაბამისად, შესაძლებელია შეიცვალოს იმ პირების ოდენობა, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
4
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევა
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სახალხო დამცველი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განცხადება – უფლებამოსილი პირის მიერ პენსიის თაობაზე ამ კანონით დადგენილი წესით
შეტანილი წერილობითი ან ელექტრონული ფორმის მოთხოვნა ;
ბ) გარდაცვალება – პირის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ,
ან გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საჯარო საქმიანობა – საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა
პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი
აღზრდის,
სკოლისგარეშე
და
სააღმზრდელო
საქმიანობის
განმახორციელებელი
დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო
საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი
ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ
განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი
საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ
ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
(
გავრცელდეს 2014 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
დ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061);
ე) მაძიებელი – პენსიის მიღების უფლების მქონე პირი პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების
შეტანის მომენტიდან;
ვ) პენსიონერი – პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია;
ზ) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
თ) მუდმივად მცხოვრები პირი – პირი, რომელსაც აქვს კანონიერი მუდმივი საცხოვრებელი
ადგილი საქართველოში, საქართველოს საზღვრების გარეთ კანონიერად მუშაობის, სწავლის ან
მოგზაურობის მიუხედავად;
ი) პენსია – პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი
სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა;
კ) კომპეტენტური ორგანო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო;
ლ) (ამოღებულია – 24.04.2012, №6061).
6