„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-19
ბიუროს ნომერი 131
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
წესდებით
განსაზღვრული
ვადით
შეიძლება
აირჩეს
დოქტორის
ან
მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური
აკმაყოფილებს
მუშაობის
არანაკლებ
უმაღლესი
8
წლის
გამოცდილება,
საგანმანათლებლო
და
დაწესებულების
რომელიც
წესდებით
განსაზღვრულ დამატებით პირობებს“.
2. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის
,,გ1“
ქვეპუნქტი:
,,გ1) სახელოვნებო - შემოქმედებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პროფესორის
თანამდებობაზე
არჩეულმა
პირმა,
აკადემიური
საბჭოს
გადაწყვეტილებით, შეიძლება პროფესორის თანამდებობა დაიკავოს უვადოდ, თუ
აკმაყოფილებს ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და სახელოვნებო შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
დაწესებულების
პროფესორის თანამდებობაზე
წესდებით
არჩეულ
იქნა
ზედიზედ მესამე ვადით ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური
ან/და სამეცნიერო მიღწევები“.
2. 8910-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8910. პროფესორისათვის წასაყენებელი მოთხოვნები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე
პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის
გამოცდილება.
დამატებითი
საგანმანათლებლო
პირობები
დაწესებულების
შეიძლება
წესდებით.
განისაზღვროს
უმაღლესი
სახელოვნებო-შემოქმედებით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში,
საგანმანათლებლო
უმაღლესი
სახელოვნებო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიურ ხარისხის მქონე პირი, რომელსაც
აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და
რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრულ დამატებით პირობებს. სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა,
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება პროფესორის თანამდებობა
დაიკავოს უვადოდ თუ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ და სახელოვნებო შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
დაწესებულების
პროფესორის თანამდებობაზე
წესდებით
არჩეულ
იქნა
ზედიზედ მესამე ვადით ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური
ან/და სამეცნიერო მიღწევები“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
განმახორციელებელმა
ორგანომ
დაწესებულების
სახელმწიფო
კონტროლის
უზრუნველყოს დაწესებულების
წესდების ამ
კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიზნად ისახავს მოქმედ
კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორებას, რომელიც ეხება სახელოვნებო-შემოქმედებით
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩევის წესს და
პირობებს. კერძოდ, არსებული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
მოქმედი რედაქცია განსხვავებულად ადგენს
სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის მქონე პირის არჩევის წესს, რომლის შესაბამისადაც დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი
სახელოვნებო (შემოქმედებითი)
მიმართულებით შეიძლება აირჩეს არანაკლებ 4 წლის ვადით, რომელიც
არ ვრცელდება
თეორიული დარგების მიმართულებით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის მქონე პირზე. ვინაიდან, დაწესებულებისთვის დადგენილი განსხვავებული
პირობები განსაზღვრულია ერთი და იგივე სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამაზე და
სახელოვნებო და არასახელოვნებო დარგებში დასაქმებულ პირები არიან არათანაბარ
პირობებში, მიზანშეწონილია, შეიცვალოს არსებული რედაქცია და მკაფიოდ განისაზღვროს
ერთიანი წესი და პირობები
სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში მომუშავე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
მქონე ყველა პირის მიმართ.
ამასთან აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ასევე კანონის 8910-ე მუხლის მოქმედი რედაქციის
შესაბამისობაში მოყვანას 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
სახელოვნებო-შემოქმედებითი
სასწავლებლებში
სხვადასხვა
დარგის
მიმართულებით
პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ერთნაირი პირობების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით იცვლება კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის
,,გ“ ქვეპუნქტის რედაქცია და პირველ პუნქტს დაემატება ,,გ1“ ქვეპუნქტი. ცვლილების არსი
გამომდინარეობს იქიდან, რომ სახელოვნებო-შემოქმედებითი სასწავლებლებში, როგორც
სახელოვნებო (შემოქმედებითი), ასევე თეორიული დარგების მიმართულებით პროფესორის
თანამდებობაზე დასაკავებლად დადგინდეს ერთნაირი წესი და პირობები.
ბ) კანონის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრი
ალექსანდრე
ქანთარია,
აპოლონ
ქუთათელაძის
სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ვანო სარაჯიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს
სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
რედაქციები, რომლებშიც ხორციელდება ცვლილების შეტანა
მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება
აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც
აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც
აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ
დამატებით პირობებს;
ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და
სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ
და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ
და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა);
გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო
(შემოქმედებითი) მიმართულებით (გარდა თეორიული დარგებისა), არანაკლებ 4 წლის ვადით
შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის
არანაკლებ 8 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს
სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
აღნიშნულ პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში პირი
შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ამ თანამდებობას საპენსიო ასაკის ან
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ზღვრული ასაკის
მიღწევამდე იკავებს.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის
აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სახელოვნებო
(შემოქმედებითი)
მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე
არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან
გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და
სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი
პირობები
შეიძლება
განისაზღვროს
სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან
გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სახელოვნებო
(შემოქმედებითი)
მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე
არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან
გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო
(შემოქმედებითი)
მიმართულების
(გარდა
თეორიული
დარგებისა)
ასისტენტის
თანამდებობაზე
სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3
წლის ვადით.
41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის
თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში
ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული
პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ
პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების
5 წელზე ნაკლები ვადა.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს
პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4
პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ
შემთხვევაში
პირის
კვალიფიკაცია
შეიძლება
დასტურდებოდეს
პროფესიული
გამოცდილებით,
სპეციალური
მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული
სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
6. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიურ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 8910. პროფესორისათვის წასაყენებელი მოთხოვნები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე
პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
დამატებითი
პირობები
შეიძლება
განისაზღვროს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული
დარგებისა) პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს
სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8
წლის გამოცდილება. აღნიშნული პროფესორის თანამდებობაზე პირის ზედიზედ მესამე
ვადით არჩევის შემთხვევაში შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იგი ამ
თანამდებობას საპენსიო ასაკის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე იკავებს. დამატებითი პირობები შეიძლება
განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით.