„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/124/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-19
ბიუროს ნომერი 131

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შევიდეს ცვლილება და კანონის 199-ე მუხლის: 1. მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ექვემდებარება გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
გათვალისწინებული შენიშვნების ვიზუალურად მკაფიოდ ხილვადი ვერსია
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შევიდეს ცვლილება და კანონის 199-ე მუხლის: 1. მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც ექვემდებარება გასაჩივრდებას. საჩივრით. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით (№2/6/746) - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრული 7-დღიანი ვადა, შემდეგი დასაბუთებით: „სამართლებრივი დავებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შეიძლება იყოს მათი გამოყენებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანის ოდენობა. რიგ შემთხვევებში, მხარეს შეიძლება ჰქონდეს მისი უზრუნველყოფის საშუალება კანონით განსაზღვრულ 7 დღეში, თუმცა, სხვა შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს ვითარება, როდესაც საჭირო იყოს უფრო მეტი ან ნაკლები ვადის დაწესება. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ იურიდიული პირის შემთხვევაში, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს მისი მართვის ორგანოების მიერ ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის განხორციელებასაც რეალურად სჭირდებოდეს გარკვეული, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენილი დრო. [...] სადავო ნორმა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ბლანკეტურად ადგენს 7 დღიან ვადას. უფლების ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც არ იძლევა პირის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინების შესაძლებლობას ვერ ახდენს ნორმიდან მომდინარე შემზღუდველი ეფექტის მინიმალიზებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). [...] მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, საქმის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ფაქტობრივი გარემოებების ადეკვატურად შეფასების გზით გაზარდოს ან შეამციროს კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადა. საკითხის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტა წარმოადგენს უფლების უფრო ნაკლები ინტენსივობით შეზღუდვის მაგალითს, რამდენადაც იგი შესაძლებელს გახდის მოსარჩელის ინტერესების უკეთ დაცვას - მას მიეცემა ის გონივრული დრო, რაც საჭირო იქნება კონკრეტული ოდენობის ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად. [...] საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის შესაძლებლობას სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფისა თუ სხვა მიზნებით დაადგინოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ზღვრული ვადა, თუმცა, იგი უნდა იძლეოდეს საკითხის ინდივიდუალურად შეფასებისა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ინტერესების დაბალანსების შედეგად გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, როდესაც მხარეს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თანხის მობილიზებისათვის ობიექტურად ესაჭიროებოდეს კანონით განსაზღვრულ 7 დღეზე მეტი ვადა. შესაბამისად, სადავო ნორმა გარკვეულ შემთხვევებში გამორიცხავს, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რითაც მოსარჩელეს ართმევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით სრულყოფილად სარგებლობის საშუალებას. [...] ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე2 ნაწილის პირველი წინადადებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ბლანკეტურად დადგენილი 7 დღიანი ვადა ვერ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და პირის უფლებებს ზღუდავს საჭიროზე მეტი ინტენსივობით, იმ პირობებში, როდესაც დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევა შესაძლებელია პირის უფლებების უფრო ნაკლებად ინტენსიური შეზღუდვის ხარჯზე.“ გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს პარლამენტს განესაზღვრა ვადა 2018 წლის 31 მარტამდე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების (№2/6/746) - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, აღსრულება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი და ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით (№2/6/746) - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი, უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 7 დღის ნაცვლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც განსახილველი დავის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი დავის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, თავად განსაზღვროს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ვადა გონივრული დროით, შემდეგი შეზღუდვის გათვალისწინებით: წარმოდგენილი კანონპროექტით სასამართლოსადმი მინიჭებული დისკრეცია შემოსაზღვრულია 30-დღიანი ე.წ. „ზედა ზღვრით“, რაც სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას შეესაბამება. აღნიშნულ საკითხზე განისაზღვრა სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადად 5 დღე, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ იყო რეგულირებული და არ იძლეოდა უფლების დაცვის გარანტიას. საბოლოოდ, ინიცირებული კანონპროექტით იცვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება: კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ახალ გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ხელშეკრულებებთან. ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 199. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება 1. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის მხარისათვის გარანტია მოსალოდნელი სასამართლომ ზარალის ანაზღაურების შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით. 3. თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.