საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 07-2/161; 29.12.2017) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2432/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-19
ბიუროს ნომერი 131

📜 ტექსტი

წერილი
N 2432 19/02/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ დადგენილი განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტებზე: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/161; 29.12.2017). დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, რომან კაკულია თავმჯდომარე
დანართი
N 2406 16/02/2018 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, გაცნობებთ, რომ 2018 წლის 22 იანვარს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულო განხილვისთვის გადაეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, თანმდევ პროექტებთან ერთად (072/161; 29.12.2017). ვინაიდან, კომიტეტი ბიუროს მიერ დადგენილი საკომიტეტო განხილვის ვადაში ვერ ახერხებს პროექტის განხილვას, საქართველოს პარლამენტის 147-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო პაკეტის სავალდებულო კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე