„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/170/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 2. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს გათვალისწინებული შემთხვევისა) – სისხლის სამართლის კოდექსით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირად მიიჩნევა: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მოსამსახურე, პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. ამგვარი გამოწვევების საპასუხოდ, შესაბამისი ქმედებისთვის დაწესებულმა სანქციამ პირველ რიგში სამართალდარღვევის შემაკავებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იმ პირთა საქმიანობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელშეშლას, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებლები. სახელმწიფოსა და საზოგადოების სტაბილური და გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების გადაწყვეტილებების ეფექტიან აღსრულებაზე. მათმა შეუსრულებლობამ შეიძლება საზოგადოების ცხოვრების ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება ანდა მოშლა გამოიწვიოს. პრაქტიკაში ნორმის პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ეფექტიან ადეკვატური სახელმწიფო დაუმორჩილებლობის ან მის აღსრულებას, ზომების მოხელის მიმართ არსებობა კანონიერი სხვა ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს. ამ განკარგულებისადმი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია (ისჯება ჯარიმით 250 ლარიდან 2000 ლარამდე), განსაკუთრებით კი მისი მინიმალური ქვედა ზღვარი, შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტიანად ვერ ასრულებს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის პრაქტიკა, რომელიც ძირითადად ერთგვაროვანია და სახელმწიფოს წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის ითვალისწინებს საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას. მაგ.: ბულგარეთის ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმას (1803 აშშ დოლარიდან 6011 აშშ დოლარამდე). გერმანიაში ჯარიმის თანხა 150-დან 2500 ევრომდე მერყეობს, ამასთან, ცალკეული ხასიათის უხამსი შეურაცხყოფისთვის პირი შესაძლოა 4000 ევროთი დაჯარიმდეს. აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, ფულადი ჯარიმა არის 1000 დოლარამდე, ხოლო კალიფორნიაში - 2000 აშშ დოლარამდე. დიდი ბრიტანეთში პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევა რეგულირდება „პოლიციის აქტით“ და ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთას. დანიაში ასევე გათვალისწინებულია ჯარიმა ან 4-დან 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ისეთი ქმედება, როგორიცაა, წვრილმანი ხულიგნობა, ფულადი სანქციის სახით ითვალისწინებს მხოლოდ 100 ლარს. სანქციის სიმცირე შეუსაბამოა ქმედების ხასიათთან გადახედვას და სანქციების ბუნებასთან. გაზრდის შესაბამისად, ნაწილში. აღნიშნული აღსანიშნავია, რომ საჭიროებს წვრილმანი ხულიგნობისთვის აშშ-ს შტატში, ვაშინგტონში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა 1000 აშშ დოლარამდე, არიზონაში - 2500 აშშ დოლარამდე, გერმანიაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა დამამძიმებელ გარემოებაში შეიძლება დაისაჯოს 10 000 ევრომდე ჯარიმით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია, სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით, ასევე მოქალაქეთა კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიხედვით:   იზრდება ჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა)კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, მოქმედი კოდექსით დადგენილი ჯარიმების ოდენობების ზრდის ხარჯზე. ამასთან, აღნიშნული თანხის წლიური მოცულობის დადგენა ამ ეტაპისათვის შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ წვრილმანი ხულიგნობისთვის განისაზღვრება ჯარიმა 500 ლარიდან 1 000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, თანამშრომლის, სამსახურის სახელმწიფო აღსრულების მოსამსახურის დაცვის პოლიციელის ან მასთან ან სპეციალური სპეციალური გათანაბრებული სამსახურის პენიტენციური პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას, თუმცა ზრდის მოქმედი კოდექსით უკვე დადგენილი ჯარიმების ოდენობებს შესაბამისი სამართალდაღღვევებისათვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა‐გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის მიზნებისათვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირად მიიჩნევა: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მოსამსახურე, პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურე.