საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2760/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-22
ბიუროს ნომერი 133

📜 ტექსტი

დანართი
N 2760 22/02/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დ ა ს კ ვ ნ ა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა 2018 წლის 19 თებერვალს გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის მიმართულებით სამინისტროს მხრიდან 2017 წელს გაწეული სამუშაოები და მიღწეული შედეგები. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, სადაც აქტიურად განიხილებოდა ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ოკუპირებულ საკითხები; რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მინისტრმა ისაუბრა გასულ წელს სამინისტროს მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე, რაც სათანადოდ აისახა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ნატო) მიღებულ რეზოლუციებში, გადაწყვეტილებებსა თუ ანგარიშებში, ისე პარტნიორი ქვეყნების განცხადებებში, ანგარიშებსა და მათი საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. ამ მიმართულებით მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მხარდასაჭერად გადადგმულ ნაბიჯებზე. მოხსენება შეეხო პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს, ასევე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და მის ფარგლებში გამართულ 30-მდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაში საქართველო აღიარებულ იქნა ლიდერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მინისტრის ინფორმაციით ევროინტეგრაციის მიმართულებით მეტი კონცენტრაციისთვის დაგეგმილია დოკუმენტის „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“ შემუშავება, რომელიც მოიცავს 4 ძირითად მიმართულებას: 1) საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სრული და ეფექტური იმპლემენტაციის გზით; 2) ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი; 3) ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება; 4) აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად; მოხსენება შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, ნატო-საქართველოს კომისიის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ეხებოდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას და 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დამტკიცებას. მინისტრმა ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ რეფორმაზე, რაც გულისხმობს ახალი ტიპის სტრუქტურის ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის შექმნას, რომელიც საგარეო უწყებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი აპარატის დეპარტამენტებს მოიცავს. მინისტრის ინფორმაციით რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ასევე, მასშტაბური IT პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს მომსახურებებს, დაზოგავს ადამიანურ რესურსს და შეამცირებს მომსახურების დროს. მოხსენებაში ყურადღება დაეთმო საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ქართულ დიასპორასთან კავშირების გამყარებას და საქართველოს განვითარების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობას. სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და მომხსენებლის მხრიდან ყურადღება გამახვილდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ არსებულ გამოწვევებზე, ცირკულარულ მიგრაციაზე, საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიზნით პრევენციული მუშაობის გაგრძელებაზე, ასევე, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებაზე, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის ზუსტი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირისა და ნატოს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, რომელიც შეეხება ევროინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტრო მხრიდან 2017 წელს გაწეული სამუშაოებს და მიღწეულ შედეგებს. კომიტეტი დადებითად აფასებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს გაწეულ საქმიანობას. პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე