„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა, ირაკლი მეზურნიშვილი
ნომერი
#07-3/127/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/12/2017, სარეგისტრაციო კოდით: 010320000.05.001.018717) დანართი №4-ი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დანართი №4 ცხრილი №4.1 პოლიტიკური თანამდებობის პირები თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 8.50 საკრებულოს თავმჯდომარე 8.50 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე 7.5 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი 7.25 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე 7.25 ქალაქ საკრებულოს 6.5 საკრებულოს 6.00 თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი 5.50 მოადგილე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე 5.00 ქალაქ 5.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის 3.0 თავმჯდომარის მოადგილე ცხრილი №4.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის თანამდებობრივი სარგოს ზედა მუნიციპალიტეტისა) პოლიტიკური თანამდებობის პირები ზღვრის კოეფიციენტი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი 6.0 საკრებულოს თავმჯდომარე 6.0 აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პირველი 5.0 მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 5.0 აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე 4.5 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 4.5 საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე 4.5 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 2.0 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ 2017 წლის დეკემბრის თვეში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ამ ცვლილებამ ანაზღაურებადი გახადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის საქმიანობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №4 დანართის ჩამოყალიბდეს ახლებურად და მის №4.1 ცხრილს დაემატოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი, ხოლო №4.2 ცხრილს დაემატოს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლი და შესაბამისად კანონის დანართი №4, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს, ამოქმედდება 2021 წლიდან. კანონპროექტის მიზანია, შესაბამისობაში მოიყვანოს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთთან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი და საკრებულოს ფრაქციის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი დარეგულირებული იქნეს კანონმდებლობის შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №4 დანართი ყალიბდება ახლებურად და მის №4.1 ცხრილს ემატება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მისი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი, ხოლო №4.2 ცხრილს ემატება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და მათი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: ვინაიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის 19-ე მუხლი და ამავე კანონის №4 დანართი, რომელიც არეგულირებს პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოს, ამოქმედდება 2021 წლიდან, შესაბამისად დაფინანსების წყარო იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები 2021 წლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა ექნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და დანარჩენი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებზე. ეს გავლენა დამოკიდებული იქნება კონკრეტული წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ საბაზისო ხელფასის ოდენობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის ახალ გადასახადს, მოსაკრებელს და ან სხვა გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ მოდის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს მთავრობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ იმ დანართის რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება დანართი №4 ცხრილი №4.1 პოლიტიკური თანამდებობის პირები თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი 8.50 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე 8.50 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე 7.5 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი 7.25 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე 7.25 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 6.5 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 6.00 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი 5.50 მოადგილე სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე 5.00 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე 5.00 ცხრილი №4.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის თანამდებობრივი სარგოს ზედა მუნიციპალიტეტისა) პოლიტიკური თანამდებობის პირები ზღვრის კოეფიციენტი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი 6.0 საკრებულოს თავმჯდომარე 6.0 აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე 5.0 საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 5.0 აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე 4.5 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 4.5 საკრებულოს კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე 4.5