„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
სსმ, 56, 28/12/2005 სარეგისტრაციო კოდი: 440.050.000.05.001.002.128) შეტანილ იქნეს
ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება
სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „სამხედრო ძალების რეზერვისა და
სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება,
რომელიც ახლებურად არეგულირებს სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო
სამსახურის შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე ისე დარეგულირდეს სარეზერვო
სამსახურთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომ არ მოხდეს აღნიშნულ
კანონებს შორის ნორმათა კოლიზია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სარეზერვო
სამსახურის
აქტუალობიდან
გამომდინარე,
კერძოდ
სარეზერვო
სამსახურის სრულყოფილად დაკომპლექტებისა და ამოქმედებისათვის აუცილებელია
რეზერვში ჩარიცხულ პირებს ჰქონდეთ მაქსიმალური ხელშეწყობა სახელმწიფოსაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლს დაემატოს
მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხულ პირს
შეუნარჩუნდება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება და
აგრეთვე, არ შეუწყდება წარმოშობილი უფლება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის მიღების თაობაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
3
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კომპენსაციის გასაცემად აუცილებელი საჭირო ხარჯები დაფინანსდება საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.
დღეისათვის კომპენსაციის ოდენობა დაახლოებით არის 200 დან 560 ლარამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ აქტიურ სარეზერვო სამსახურში პირთა გამოძახება მოხდება
თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით,
წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა რაოდენობის კომპენსაციის მიმღები პირი იქნება
ჩარიცხული/გაწვეული რეზერვში ან რა ოდენობის კომპენსაცია ექნებათ მათ დანიშნული არის
შეუძლებელი. მით უფრო ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელი იქნება სამობილიზაციო
რეზერვის გამოძახების შემთხვევაში. რეზერვისტები წლის განმავლობაში
სამხედრო
შეკრებებს გაივლიან არაუმეტეს 45 დღის ვადით. ამდენად, კომპენსაციის მიღების უფლება
პირს არ შეუწყდება - აქტიური რეზერვის შემთხვევაში კონტრაქტის მოქმედების ვადაში,
ხოლო სამობილიზიაციო რეზერვის შემთხვევაში 45 დღის განმავლობაში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი წარმოშობს
ვრცელდება კანონპროექტი.
ფინანსურ
შედეგებს
იმ
პირთათვის,
რომლებზეც
პროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირებზე რომლებსაც გააჩნიათ
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება. კერძოდ, აღნიშნული
პირებს რეზერვში გაწვევის შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება და აგრეთვე, არ შეუწყდებათ წარმოშობილი
უფლება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების თაობაზე.
დღეისათვის კომპენსაციის ოდენობა დაახლოებით არის 200 დან 560 ლარამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ აქტიურ სარეზერვო სამსახურში პირთა გამოძახება მოხდება
თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით,
წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა რაოდენობის კომპენსაციის მიმღები პირი იქნება
ჩარიცხული/გაწვეული რეზერვში ან რა ოდენობის კომპენსაცია ექნებათ მათ დანიშნული არის
შეუძლებელი. მით უფრო ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელი იქნება სამობილიზაციო
რეზერვის გამოძახების შემთხვევაში. რეზერვისტები წლის განმავლობაში
სამხედრო
შეკრებებს გაივლიან არაუმეტეს 45 დღის ვადით. ამდენად, კომპენსაციის მიღების უფლება
პირს არ შეუწყდება - აქტიური რეზერვის შემთხვევაში კონტრაქტის მოქმედების ვადაში,
ხოლო სამობილიზიაციო რეზერვის შემთხვევაში 45 დღის განმავლობაში.
4
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი კობა კობალაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი კობა კობალაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 6. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება
1.
კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
მიღების
უფლების
წარმოშობის საფუძველია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
რომელიმე საფუძვლის არსებობა.
2.
კომპენსაციის/სახელმწიფო
წარმოიშობა
და
წარმოშობილი
აკადემიური
უფლება
წყდება
სტიპენდიის
მიღების
უფლება
არ
პირის მიერ საჯარო საქმიანობის
განხორციელების პერიოდში.
3. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია
აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
4. ორი ან მეტი საფუძვლით კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში პირს კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდია ენიშნება მხოლოდ ერთი საფუძვლით, მისივე არჩევით.
5. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით
მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით.
5 1. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტის და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ
ვრცელდება ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ
კომპენსაციის მიმღებ პირებზე.
6. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება მშვილებლებზე, თანაბრად
მშობლებისა, და ნაშვილებ ბავშვებზე, თანაბრად შვილებისა.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება მკვეთრად
გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსისა
და
მხედველობის
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე.
გამო