„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ალექსანდრე ქანთარია, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ოთარ ჩრდილელი, შალვა კიკნაველიძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ალექსანდრე ერქვანია
ნომერი
#07-3/129/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, ხოლო საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშები ან/და შენატანები, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 4 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით.“. 2. 181 მუხლის: ა) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. ამ მუხლის მე‐11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ ბიურო გადაწყვეტილებას იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობის შემთხვევაში: ა) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემთხვევაში დეკლარაციაში საცხოვრებელი ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 40 კვ.მ.-ს; არასაცხოვრებელი ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ.მ-ს; არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 10%-ს მაგრამ არაუმეტეს 100 კვ.მ.-ს; სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 20%-ს მაგრამ არაუმეტეს 500 კვ.მ.-ს; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის სხვა წევრის საკუთრებად ან/და თავად თანამდებობის პირი არის მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომელის მესაკუთრეც თანამდებობის პირის ოჯახის წევრია, ასევე არასწორად არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრესთან დაკავშირებით; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილება ფიქსირდება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (დადებითი თუ უარყოფითი ბალანსი); არ არის დეკლარირებული საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იგი არამოქმედია და მასზე ბრუნვა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში არ არის ასახული საწარმო, რომელშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი მონაწილეობს პირდაპირ ან/და არაპირდაპირ და რომელიც არ ფუნქციონირებს დეკლარაციის შევსების თარიღამდე 5 ან მეტი წელი; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შემთხვევაში დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილება არის არაუმეტეს 500 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული მატერიალური ნებისმიერი შედეგი ხელშეკრულების აღმოჩენილი შემთხვევაში ცდომილება დაანგარიშებაში არ აღემატება 1000 ლარს.“. 3. მე-20 მუხლის: ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების მატერიალური შედეგის „11. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 25%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – განკარგულება.“. ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ კანონის 181 მუხლის მე‐11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს ეძლევა გაფრთხილება, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ‐სამართლებრივი აქტი – განკარგულება.“. გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. გაფრთხილების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირის მომდევნო მონიტორინგის პროცესში, დეკლარაციაში არა არსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბიუროს მიერ მიიღება ამ კანონის 181 მუხლის მე‐11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2017 წლის პირველი შეუთავსებლობისა ცვლილებების და იანვრიდან კორუფციის საფუძველზე „საჯარო შესახებ“ ამოქმედდა დაწესებულებაში საქართველოს ნორმები, ინტერესთა კანონში რომლებიც შესული ითვალისწინებენ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს. 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განმავლობაში გამოვლინდა გარკვეული სირთულეები, რომელთა აღმოფხვრა და დახვეწა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიხვეწოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. 2017 წლის განმავლობაში დაგროვილმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ დისკრეციის არარსებობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმნის მთელ რიგ სირთულეებს და მონიტორინგის განმახორციელებელ უწყებას უწევს ხისტი გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ როცა რეალურად დეკლარაციაში არსებული დარღვევა თავისი შინაარსით არ წარმოადგენს არც კორუფციულს და არც არსებითს და შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ტექნიკური დარღვევის ხასიათის მატარებელია ან/და განპირობებულია გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ამდენად, აღნიშნული პრაქტიკა ნათელს ხდის ფაქტს, რომ საჭიროა ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც აღმოფხვრის მსგავს ხარვეზებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და ის რეგულაციები, რომლებიც შეეხება დეკლარაციების მონიტორინგს გახდეს უფრო მოქნილი და შესაბამისობაში მოვიდეს პრაქტიკასთან. ასევე, აღნიშნული ცვლილების მიზანია სამომავლოდ გაუმჯობესდეს დეკლარირების პროცესი და დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები გახდეს უფრო მეტად სამართლიანი და ლოგიკური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის დეკლარაციის შევსების მუხლში, რომლის თანახმადაც იცვლება რეგულაცია, რომელიც აწესებდა მონაცემების, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, შესახებ დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით დაფიქსირებას. ნაცვლად აღნიშნულისა, თანამდებობის პირი ვალდებული იქნება მითითებული ინფორმაცია, დეკლარაციაში შეიყვანოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ანუ დეკლარაციაში ინფორმაცია საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, შესახებ დააფიქსიროს დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით. კანონპროქტის თანახმად დეკლარაციის მონიტორინგის შედეგებს ემატება „დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობა.“ აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა ხშირი შემთხვევები, როდესაც დარღვევის ხარისხი იმდენად არაარსებითი იყო, რომ მისი მიჩნევა ისეთ გადაცდომად, რომლისათვისაც სანქციად უნდა გამოყენებულიყო 1000 ლარით დაჯარიმება აშკარად არ შეესაბამებოდა არც მონიტორინგის მიზნებს და არც სამართლიანობის პრინციპებს. თუმცა, დისკრეციის არარსებობის პირობებში მსგავსი დარღვევებიც მიიჩნეოდა დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების ასახვად და იწვევდა დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას. ცვლილება შესაძლებელს გახდის გაჩნდეს დამატებითი ალტერნატივა და მონიტორინგის განმახორციელებელმა დაწესებულებამ მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. პროექტი ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება განპირობებულ იქნეს, სრული დისკრეციის მინიჭების შემთხვევაში და ამიტომაც ადგენს იმ კონკრეტულ შემთხვევებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მონიტორინგის განმახორციელებელი დაწესებულება იქნება უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც პროექტის შექმნისას გათვალისწინებული იქნა 2017 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი პრაქტიკული სირთულეები და ის დარღვევები, რომლებიც თავისი შინაარსით აშკარად არაარსებით ხასიათს ატარებს და აღნიშნულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ შესაბამისი ასახვა პოვა კანონპროექტში. კანონპროექტით ასევე იცვლება დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეყვანის შემთხვევაში დეკლარაციის უარყოფითად შეფასებისას განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. სამართლიანობის პრინციპის სრულყოფილად უზრუნველყოფის მიზნით, ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებისა, თანამდებობის პირი დაჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი პროცენტული ოდენობით, კერძოდ, 25%-ის ოდენობით. თუმცა, ასევე დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც იქნება 500 ლარი. აღნიშნული ცვლილებით არ ხდება არაარსებითი დარღვევებისათვის თანამდებობის პირის დაჯარიმება. თუმცა, ეს ცდომილებები მაინც მიიჩნევა დარღვევად და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოხდება თანამდებობის პირის გაფრთხილება. პროექტი ითვალისწინებს, რომ არაარსებითი დარღვევის მომდევნო მონიტორინგის პროცესში გამოვლენის შემთხვევაში თანამდებობის პირის დეკლარაცია შეფასდება უარყოფითად და პირი დაექვემდებარება დაჯარიმებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, გათვალისწინებულ კანონის 181 შემთხვევაში მუხლის ჯარიმის მე-11 პუნქტის ოდენობა „ბ“ ნაცვლად ქვეპუნქტით 1000 ლარისა, განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს 25%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარით. გავლენის ოდენობა დამოკიდებულია შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: სამართლიანობის პრინციპის სრულყოფილად უზრუნველყოფის მიზნით, ნაცვლად 1000 ლარით დაჯარიმებისა, თანამდებობის პირი დაჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი პროცენტული ოდენობით, კერძოდ, 25%-ის ოდენობით. თუმცა, ასევე დადგენილია ჯარიმის მინიმალური ოდენობა, რაც იქნება 500 ლარი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის თანახმად, კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ნაცვლად 1000 ლარისა, დაჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 25%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: ასეთი არ არსებობს. დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ალექსანდრე ქანთარია, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ოთარ ჩრდილელი, შალვა კიკნაველიძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ალექსანდრე ერქვანია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ალექსანდრე ქანთარია, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია, ოთარ ჩრდილელი, შალვა კიკნაველიძე, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ალექსანდრე ერქვანია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 14 (21.07.2010 N 3548) 1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. (20.09.2013. N1261 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 2. თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) (22.12.2016. N193) 3. პირი ვალდებულია თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 2 თვის ვადაში, თუ მას თანამდებობიდან განთავისუფლების კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილი არ ჰქონდა დეკლარაცია, ასევე თანამდებობიდან განთავისუფლებიდან 1 წლის შემდეგ, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი, იმავე თვის განმავლობაში, თუ იგი სხვა თანამდებობაზე არ განწესდება, შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)(21.12.2016. N157) (22.12.2016. N193) 4. პირი, რომელსაც იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში დროებით დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის ფუნქციების შესრულება კონკრეტული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა, თავისუფლდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)(21.12.2016. N157) (22.12.2016. N193) 5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. (20.09.2013. N1261 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან) 51. მოსამართლეობის კანდიდატი ვალდებულია საქართველოს რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიზნით განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. (8.02.2017 N262 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს) 6. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მონაცემები შეიტანება მისი შევსების თვის პირველ რიცხვამდე მდგომარეობით, ხოლო შემოსავლები – დეკლარაციის შევსების წლის წინა წლის მდგომარეობით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებულ ანგარიშს ან/და შენატანს, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე მონაცემები თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც აღემატება 4 000 ლარს, შეიტანება დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით. 8. თანამდებობის პირი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას ავსებს წელიწადში ერთხელ. თუ პირს შევსებული აქვს დეკლარაცია და, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა დეკლარაციის შევსების საფუძველი, თანამდებობის პირი თავისუფლდება დეკლარაციის ხელმეორედ შევსების ვალდებულებისაგან. 9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ბიურო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (27.10.2015. N4358 ) 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს ბიუროს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბიუროს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)(21.12.2016. N157) 11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის ბიუროსთვის მიწოდების მომენტიდან. (27.10.2015. N4358 ) 12. ბიურო უფლებამოსილია პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში განუსაზღვროს დამატებით 48-საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისათვის. (27.10.2015. N4358 ) მუხლი 181 (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)(21.12.2016. N157) 1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს ბიურო. 2. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა; ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება. 3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს აგრეთვე მიეკუთვნება ბიუროს უფროსის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული დეკლარაციები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რაოდენობა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ყოველწლიურად შესამოწმებელი თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში შეირჩევა. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ბიუროს უფროსი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან. 7. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს პროაქტიულად ქვეყნდება. 8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში ბიურო შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. 9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. 10. შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 11. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. 14. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პრინციპის ბრალეული დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. მუხლი 20 1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. 11. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) 2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) 3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაცია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს.(27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) 5. იმ საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157) 6. თუ საჯარო მოსამსახურე, რომელმაც დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა და რომელსაც ამ ქმედებისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას. (27.10.2015. N4358 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან) (21.12.2016. N157)