„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137
📜 ტექსტი
ანგარიში
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
პარტნიორები იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
იურიდიული დახმარების სამსახურს განსაკუთრებული ფუნქცია
აქვს დაკისრებული. იგი დაკავებულია არა მხოლოდ ადამიანების
კონკრეტული
პრობლემების
მოგვარებით,
არამედ
მის
წარმატებულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის
მუდმივი
გაუმჯობესება.
წვლილი
შეაქვს
შესაბამისად,
საქართველოში
სამსახურს
სამართლის
და
არსებითი
კანონის
უზენაესობის პრინციპების განმტკიცებაში.
სამსახური დახმარებას უწევს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსა და წევრებს.
სამართლებრივი კონსულტაციის 150 ათასი ბენეფიციარის მომსახურება მოწმობს, რომ
იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ არის მაღალი ნდობა საზოგადოებაში. ეს კი,
თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ სამსახური არის ქმედითი და იგი სათანადოდ უზრუნველყოფს
ადამიანების ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
საქართველოს პარლამენტი მთელი ამ წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს
იურიდიული
დახმარების
სამსახურს
და
ასეთივე
მტკიცე
მხარდაჭერით,
კვლავაც
უზრუნველყოფს მის ქმედით ფუნქციონირებას.
იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში:
„იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსების დღიდან,
ევროკავშირი
ამ
უწყების
მხარდამჭერია.
ჩვენ
მჭიდროდ
ვთანამშრომლობთ როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან
და ხელს ვუწყობთ იურიდიული დახმარების სამსახურის
საქმიანობის გაუმჯობესებასა და გაფართოებას. ჩვენი მუდმივი
მიზანია, უზრუნველვყოთ მაღალპროფესიული იურიდიული
კონსულტაციისა
საქართველოს
და
სასამართლოში
თითოეული
მიუხედავად. არსებობს
მოქალაქისთვის
უამრავი
ევროკავშირის
დახმარება
ცხოვრებაზე.
შესაბამისად,
წარმომადგენლობის
კონკრეტული
დადებით
ჩვენ
–
თანაბარი
ხელმისაწვდომობა
სოციალურ-ეკონომიური
მაგალითი,
რაც
სტატუსის
ადასტურებს,
რომ
ზეგავლენას ახდენს საქართველოს მოქალაქეების
სამომავლოდ,
ხანგრძლივად,
კვლავაც
გავაგრძელებთ
საქმიანობას ამ მიმართულებით და მხარს დავუჭერთ იურიდიული დახმარების სამსახურს“.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი
საქართველოში:
„ხელმისაწვდომი
აუცილებელი
მართლმსაჯულება
პირობაა
ქვეყნის
ფუნდამენტურად
მდგრადი
განვითარების
მისაღწევად და ადამიანის უფლებების, მათ შორის, სამართლიანი
მართლმსაჯულების
სასამართლოს
უფლების
აღსანიშნავია,
რომ
განუყოფელი
ნაწილია.
პატივისცემის
იურიდიული
იურიდიული
უზრუნველსაყოფად.
დახმარება
მსოფლიო
დახმარების
სამსახური
სამართლებრივი დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში. ამ სამსახურმა
ძალიან დიდი გზა გაიარა 2007 წლიდან – მისი დაფუძნებიდან და ახლა შეგვიძლია ვთქვათ,
რომ წარმატებას მიაღწია. ჩვენ გავაგრძელებთ იურიდიული დახმარების სამსახურის
მხარდაჭერას ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი
ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის და
ხარისხის გაზრდა“.
ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე:
“მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული ძირეული
რეფორმების
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
მიღწევა
არის
დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნა და
ფუნქციონირება,
რომელმაც,
მისთვის
კანონით
მინიჭებული
უფლებამოსილების ფარგლებში, შეძლო მნიშვნელოვანი წვლილის
შეტანა
საქართველოში
ხარისხიანი
იურიდიული
დახმარების
ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიაში, რომელიც თავისი
არსით პასუხობს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ
შესრულებას საერთო სასამართლოების სისტემაში, ითვალისწინებს ხელმისაწვდომობის
უფლების გაფართოებას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. სტრატეგიის მიხედვით,
განსაკუთრებით
მისასალმებელია
სამართალწარმოების
დახვეწა
სამსახურთან
მჭიდრო
თანამშრომლობის ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. უზენაესი
სასამართლო და მოსამართლეთა კორპუსი მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს და
ჩაერთოს იურიდიული დახმარების სამსახურის გაძლიერების პროცესში”.
2
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე:
“საქართველოსა
წესრიგის
და
ევროკავშირს
ერთ-ერთი
შორის
პრიორიტეტია
ასოცირების
დღის
მართლმსაჯულების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფინანსურად მომზადებული,
კვალიფიციური
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
საშუალებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ვალდებულებაა
გავაფართოვოთ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი. აღნიშნულმა პროცესმა
ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა ყველა იმ
პირისთვის, ვისაც ამის რეალური საჭიროება აქვს. ჩემ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო
ცვლილებები სწორედ სამსახურის მანდატის გაზრდას ითვალისწინებს, რამდენიმე ძალიან
მნიშვნელოვანი მიმართულებით. ასევე, იხვეწება იურიდიული დახმარების საბჭოს
შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ისევ იურიდიული დახმარების
სამსახურის საქმიანობის მაღალ ეფექტიანობაზე მოახდენს გავლენას”.
ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე:
“იურიდიული
საზოგადოების
დახმარების სამსახური ემსახურება ჩვენი
იმ
ნაწილს,
რომელიც
განსაკუთრებულ
ყურადღებას
საჭიროებს
სახელმწიფოსათვის
-
და
კერძოდ,
პრიორიტეტულია
სოციალურად
დაუცველ,
გადახდისუუნარო მოქალაქეებს. ამ ორგანიზაციის საქმიანობა
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის
მოიცავს როგორც თბილისს, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტებს. ჩვენ, შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების გზით, გავაფართოვეთ ამ სამსახურის მანდატი და დღეს უფასო
იურიდიული
დახმარების
ბრალდებულები/მსჯავრდებულები,
ბენეფიციარები
შეზღუდული
არიან
შესაძლებლობების
არასრულწლოვანი
მქონე
პირები
–
სოციალური დაცვის საკითხებზე, მხარეები – საოჯახო სამართლიდან გამომდინარე დავებზე,
დევნილები – თავიანთი უფლებების დაცვის საკითხებზე და სხვ. ასევე, ცალკე აღვნიშნავ, რომ
საკანონმდებლო
ცვლილებების
შედეგად,
იურიდიული
დახმარების
სამსახური
უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უფასო იურიდიულ დახმარებას და
მიგვაჩნია, რომ ეს სახელმწიფო სერვისი მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვუსურვებ იურიდიული დახმარების სამსახურს, გააგრძელოს
ეფექტიანი და ნაყოფიერი მუშაობა და მუდმივად აამაღლოს თავისი საქმიანობის სტანდარტი
ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესების დასაცავად. თქვენი სამსახური ჩემთვის
პირადადაც განსაკუთრებულია და მუდამ ვცდილობ ვიყო თქვენი ხმა საქართველოს
პარლამენტში!”
3
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სოფიო კილაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე:
“ჩვენი
კომიტეტისთვის
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მხარდაჭერა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ეს
სამსახური სახელმწიფოს მიერ შექმნილია სწორედ იმ ადამიანების
უფლებების დასაცავად, რომლებსაც არ აქვთ თავიანთი თავის
დაცვის ფინანსური საშუალება. მე თავად გახლავართ ნაძალადევის
რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და ვიცი ჩემი ოლქის მოსახლეობის განწყობა. უამრავი
ადამიანი არის კმაყოფილი ამ სამსახურის მომსახურებით, რაც უდავოდ მოქმედი გუნდის
დამსახურებაა. ჩვენ მხარს ვუჭერდით და კვლავაც დავუჭერთ იურიდიული დახმარების
სამსახურის ფინანსურ გაძლიერებას და ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი თანხა იყოს
აკუმულირებული ამ უწყებისთვის სწორედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაეწიოს
დახმარება ამ სამსახურის მეშვეობით”.
თამარ ხულორდავა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე:
„ნებისმიერი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს
ვალია იზრუნოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე.
ზრუნვა სულაც არ არის აბსტრაქტული ცნება და გულისხმობს
სახელმწიფოს
ვალდებულებას შექმნას
სამართლებრივი
დაცვის
რეალური და ეფექტიანი შესაძლებლობები მისი მოქალაქეებისთვის.
სწორედ ამ საქმეს ემსახურება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული
დახმარების სამსახური. იურიდიული დახმარების სამსახური, საკუთარი არსებობის 10 წლის
მანძილზე,
მნიშვნელოვნად
განვითარდა და შედგა, როგორც
კომპეტენტური,
სანდო,
მოქალაქეების სამსახურში მყოფი დამოუკიდებელი სამსახური. სახელმწიფოს, სამოქალაქო
საზოგადოების,
ადვოკატთა
პროფესიული
გაერთიანების,
საერთაშორისო
თუ
სხვა
ადგილობრივი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, წლების მანძილზე სამსახური
ინსტიტუციურად გაძლიერდა, მისი მოქმედების სფერო და დაფარვის გეოგრაფიული არეალი
გაიზარდა, პროფესიული სტანდარტები დაიხვეწა. დღეს სამსახური მხოლოდ საქართველოს
პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული. თავის მხრივ, პარლამენტს, აღმასრულებელ
ხელისუფლებასთან ერთად, აკისრია მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს ამ
სამსახურის საქმიანობას და შემდგომ განვითარებას.
სამსახურის გამართულ მუშაობაში დიდია მისი ხელმძღვანელების, იურიდიული დახმარების
სამსახურის საბჭოს წევრების, თანამშრომლების და პარტნიორი ორგანიზაციების დამსახურება,
ვისაც სიმრავლის გამო აღარ ჩამოვთვლი. მინდა ყველას ვუთხრა მადლობა ამ პროცესში
შეტანილი წვლილისთვის და შემდგომი წარმატება ვუსურვო იურიდიული დახმარების
სამსახურს“.
4
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა
ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის
მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის ერთი მილიონი მოქალაქე,
კვლავაც
მძიმე
ეკონომიკურ
პირობებში
რჩება
და
რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში. ამ ადამიანებზე ფიქრისას, ძნელია არ გაგვიჩნდეს
კითხვები: ვაკეთებთ თუ არა საკმარისს სოციალურად დაუცველი
პირებისათვის, განსაკუთრებით კი, ქალების, ბავშვების, მოხუცების,
დევნილების,
შეზღუდული
ეთნიკური
და
წარმომადგენელთათვის,
შესაძლებლობის
მქონე
რელიგიური
უმცირესობების
რათა
მათი
პირების,
ცხოვრებისა
და
განვითარებისათვის ღირსეული პირობები შევქმნათ? აქვთ თუ არა ამ ადამიანებს, სახელმწიფოს
სახით, ის დასაყრდენი, რომელიც მათ უსამართლობისგან და ადამიანის უფლებათა უხეში
დარღვევისგან დაიცავს?
ამ თვალსაზრისით, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ათასობით ჩვენი
თანამოქალაქისათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარება
კრიტიკულად აუცილებელ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც სოციალურად
დაუცველ, გადახდისუუნარო პირებს სასამართლოში თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში
საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა ეძლევათ. ამიტომ, ჩვენ მოხარულნი ვართ,
წარმოგიდგინოთ წინამდებარე ანგარიში, რომელშიც თავმოყრილია ის ძირითადი რეფორმები
და ღონისძიებები, რაც 2017 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების
მიმართულებით განხორციელდა. ანგარიშში ასევე მოცემულია არაერთი წარმატებული საქმე,
რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა ძალისხმევით იქნა მოგებული.
იურიდიული დახმარების საბჭოსთვის, რომელიც სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებაზე,
მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, გასულ
წელს
პრიორიტეტებად
კვლავაც
იურიდიული
დახმარების
ფარგლების
გაფართოება,
სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე საბჭოს შემდგომი რეფორმირება რჩებოდა.
სამივე მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, რაც, გვჯერა, რომ გაუხსნის ახალ
შესაძლებლობებს იურიდიული დახმარების ბენეფიციარებს, ასევე სამსახურის მენეჯმენტსა და
საბჭოს წევრებს.
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მანდატის
გაფართოების
კუთხით,
უაღრესად
მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2017 წლის ბოლოს, პირველი მოსმენით
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აფართოებს როგორც იურიდიული
დახმარების ბენეფიციართა წრეს, ისე
საადვოკატო
მომსახურების
მიღება
- საკითხთა ჩამონათვალს, რომელზეც უფასო
გახდება შესაძლებელი. ცვლილებების
საბოლოოდ
დამტკიცების შემდეგ, უკვე 2018 წლიდან, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე,
5
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მსხვერპლი. აქამდე ეს
მომსახურება მხოლოდ გადახდისუუნარო მსხვერპლებზე ვრცელდებოდა. ამასთან ერთად,
იურიდიული
დახმარება
ხელმისაწვდომი
გახდება
უძრავ
ნივთებთან
და
შრომით
ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებზე, რაც ათასობით მოქალაქეს თავისი მატერიალური
პირობების დაცვის შესაძლებლობას მისცემს.
სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული
დახმარების საბჭომ, 2017 წლის სექტემბერში, ხანგრძლივი კვლევისა და განხილვების შემდეგ,
იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი დებულება და სტრუქტურა დაამტკიცა. ახალი
დებულება 2018 წელს ამოქმედდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამსახურში დასაქმებულ
ადვოკატთა
პროფესიულ
განვითარებას,
მოქალაქეთათვის
განკუთვნილი
სერვისების
გაფართოებას და მათი ხარისხის გაუმჯობესებას.
2018 წლიდან გაიზრდება იურიდიული დახმარების საბჭოს ეფექტიანობაც. გასული წლის
მიწურულს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, როტაციის
მექანიზმი ამოქმედდება და საბჭოს წევრთა ერთი მესამედი ყოველწლიურად განახლდება, რაც
საშუალებას მისცემს ამ კოლეგიურ ორგანოს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის
მართვის პროცესში ახალი ხედვებისა და იდეების მქონე ადამიანები მოიზიდოს. აღნიშნული
ცვლილება შეეხება საბჭოს ახალ შემადგენლობას, რომელიც 2018 წელს აირჩევა.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ სიახლეებისა და რეფორმების განხორციელებას ბიძგი 2014 წელს
იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბებამ და,
სამსახურის
სამართავად,
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებისგან
დაკომპლექტებული საბჭოს ამოქმედებამ მისცა. ამიტომაც, 2017 წლის საქმიანობასთან ერთად,
გვსურს მოკლედ შევაჯამოთ შედეგები იურიდიული დახმარების საბჭოს პირველი
შემადგენლობისა, რომლის ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადაც 2018 წლის იანვარში
ამოიწურა.
ვამაყობთ, რომ ჩვენ, პირველი მოწვევის საბჭოს წევრებმა, რომლებმაც ოთხი წლის წინ
იურიდიული დახმარების სამსახური აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გადმოვიბარეთ,
შევძელით ამ სამსახურის და მისი ბენეფიციარების საჭიროებების სწორად გაანალიზება, ასევე ამ საჭიროებების ეფექტური ადვოკატირება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი
ხელისუფლების წინაშე.
ჩვენ მუდმივად ვიყავით ორიენტირებული იმაზე, რომ სამსახურს, თავისი სტრატეგიული
მიზნების განხორციელებაში, არ ჰქონოდა რაიმე შეფერხება და ყოველთვის ყოფილიყო
უზრუნველყოფილი სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებით. ჩვენ ასევე შევძელით და,
სამსახურის
მენეჯმენტთან
ერთად,
საფუძველი
ჩავუყარეთ
მომსახურების
ხარისხის
მონიტორინგის სისტემას, რომელიც მომავალში ადვოკატთა პროფესიონალიზმის კიდევ უფრო
ამაღლებისა და იურიდიული დახმარების ბენეფიციართა მეტი დაცულობის გარანტიაა. ჩვენ
ხელს ვუწყობდით დიალოგზე დაფუძნებულ მენეჯემენტს ორგანიზაციის შიგნით, ასევე
6
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ოპერატიულად ვრეაგირებდით ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პროცესის მწარმოებელი
ორგანოების
მხრიდან
ზოგჯერ,
სამწუხაროდ,
ადგილი
ჰქონდა
საზოგადოებრივი
ადვოკატებისათვის საქმიანობაში უხეშ ჩარევას ან ზეწოლის მცდელობას.
საბჭოს ამ ოთხწლიანი საქმიანობის შეჯამებისას, როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, მსურს
მადლობა გადავუხადო საბჭოს თითოეულ წევრს, ასევე მათ წარმდგენ ინსტიტუციებს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლეს
საბჭოს და იურიდიული დახმარების ბიუროებს. მათმა აქტიურობამ და გამოწვევებთან
გამკლავებისთვის მუდმივმა მზადყოფნამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვედასტურებინა, რომ
სამსახურის
მართვის
წარმომადგენლობას
ეს
ფორმა,
რომელიც
უზრუნველყოფს,
სამოქალაქო
რეფორმების
საზოგადოების
გატარების
ეფექტიან
ფართო
მოდელს
წარმოადგენს. იმედს ვიტოვებთ, რომ საბჭოს მომავალი შემადგენლობა კიდევ უფრო აქტიური,
პროდუქტიული და მოტივირებული იქნება.
დასასრულს, მსურს მადლობა გადავუხადო იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტს,
თითოეულ ადვოკატსა და
მოქალაქეთა
უფლებების
პროფესიონალიზმისთვის.
კონსულტანტს ყოველდღიური დაუღალავი შრომისათვის,
დაცვისას
გამოჩენილი
კეთილსინდისიერებისა
და
ასევე
მსურს
მადლობა
გადავუხადო
ჩვენს
საერთაშორისო
პარტნიორებს, რომელთა კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად იურიდიული დახმარების
სამსახური ყოველწლიურად დამაჯერებელ წინსვლას განაგრძობს ადამიანის უფლებათა
დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ეკატერინე ფოფხაძე,
საბჭოს თავმჯდომარე
7
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიმართვა
2017 წელს “იურიდიული დახმარების შესახებ” კანონის
მიღებიდან და სამსახურის დაარსებიდან 10 წელი
შესრულდა. ეს თარიღი იურიდიული დახმარების
სამსახურმა არა მხოლოდ სიმბოლური ღონისძიებით,
არამედ
მნიშვნელოვანი
შედეგებითა
და
ახალი
რეფორმების ინიცირებით აღნიშნა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ
უზრუნველყოფილი
უფასო
საადვოკატო
მომსახურებით 100 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა, უფასო იურიდიული კონსულტაცია კი 150
ათასზე მეტ ბენეფიციარს გაეწია. მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც წინა წლებში, 2017
წელსაც გაწეული მომსახურების დინამიკა კვლავ მზარდია. საზოგადოებრივი ადვოკატების
მიერ წარმოებაში მიღებული საქმეები 2016 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და თითქმის
14 ათასს მიაღწია, აქედან საქმეების 77% სისხლის სამართლის დარგს განეკუთვნება. გაწეული
კონსულტაციების რაოდენობა კი 29 ათასს აჭარბებს, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 20%-ით
აღემატება.
იურიდიული დახმარების სამსახური კვლავაც განაგრძობს საკვანძო როლის შესრულებას
სისხლის სამართლის პროცესში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით. ამას
ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ 2017 წელს განხილული
სისხლის
სამართლის
საქმეების
46%
სწორედ
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ იქნა წარმოებული. გარდა ამისა, სასამართლოების მიერ
გასულ წელს 256 პირის მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენების 21% (53 განაჩენი)
საზოგადოებრივი ადვოკატების ძალისხმევით იქნა მიღწეული.
პოზიტიური დინამიკაა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც,
სადაც წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 5%-მდე
გაიზარდა და 3100-ს აჭარბებს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სამართლებრივი დახმარება
ათობით
დევნილს,
თავშესაფრის
მაძიებელს,
ფსიქოსოციალური
საჭიროებების
და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე, ქალებსა და ბავშვებს აღმოუჩინეს. ამასთან,
სამართლის ამ დარგებში იურიდიული დახმარების სამსახურმა უფასო საადვოკატო
მომსახურების გაწევა 2015 წლის აპრილიდან დაიწყო და 2018 წლიდან ამ მიმართულებით
მანდატის გაფართოებას გეგმავს.
სამსახურის საქმიანობის შედეგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებული
იურიდიული
დახმარების
სისტემის
მონაცემების გარდა, სხვადასხვა კვლევაც მიუთითებს.
8
ეფექტიანობაზე,
სტატისტიკური
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს
დაკვეთით ჩატარდა და ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების სფეროში საზოგადოების
დამოკიდებულებებსა და ინფორმირებულობას ასახავს, რესპონდენტთა 65% გამოთქვამს
მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებით
ისარგებლოს. ამდენივე რესპოდენტი (65%) სახელმწიფოს მიერ დაარსებულ იურიდიული
დახმარების სამსახურს ნდობას უცხადებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
პროექტ PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა კვლევამ კი ცხადყო, რომ იურიდიული
დახმარების სამსახურის ბენეფიციართა 80%-ზე მეტი მიღებული მომსახურებით კმაყოფილებას
გამოთქვამს.
სამსახურის
საქმიანობის
ძირითადი
მაჩვენებლების
დადებითი
ტენდენციის
ფონზე,
იურიდიული დახმარების სამსახური რჩება ფოკუსირებული არა მხოლოდ სერვისების
მიწოდებაზე, არამედ სისტემის შემდგომ განვითარებაზეც, რაც ოთხ პრიორიტეტს იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას,
მომსახურების
ხარისხის
უზრუნველყოფას, სამსახურის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას, ასევე სამსახურის
ცნობადობის ამაღლებას მოიცავს.
2017 წელს ოთხივე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შევძელით.
ხელმისაწვდომობის
გაზრდის
მიზნით,
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან
ერთად
იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი შევქმენით, რომლის კოორდინირებასაც ჩვენი
სამსახური ახორციელებს. გარდა ამისა, 2017 წლიდან უფასო საადვოკატო მომსახურება
ხელმისაწვდომი გახდა გადახდისუუნარო ქალებისათვის, რომლებიც გახდნენ ძალადობის
მსხვერპლნი. ამასთან ერთად, პარლამენტში ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები,
რომელიც 2018 წლიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სამსახურის მანდატისა
და ბენეფიციართა წრის გაფართოებას ითვალისწინებს.
მომსახურების
ხარისხის
უზრუნველყოფის
მიზნით,
2017
წელს,
საზოგადოებრივი
ადვოკატებმა, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით, 30-ზე მეტ ტრენინგს დაესწრნენ.
ცნობადობის გაზრდის მიზნით კი, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა საქართველოს რეგიონებში
ასობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ
რეგიონებში,
ოკუპირებული
ტერიტორიების
მიმდებარე
სოფლებსა
და
დევნილთა კომპაქტური დასახლების პუნქტებში. ევროკავშირისა და გაეროს დახმარებით,
ამოქმედდა სამსახურის განახლებული ვებგვერდი www.legalaid.ge, რომელიც ადაპტირებულია
სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის და ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების ენებზეც
შეიცავს.
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
იურიდიული
დახმარების
რეფორმის
კუთხით
განსაკუთრებული პროგრესი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული, მას შემდეგ,
რაც სამსახური პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ დამოუკიდებელ ორგანიზაციად
ჩამოყალიბდა,
ხოლო
მისი
დამოუკიდებლობის
უზრუნველსაყოფად
სამოქალაქო
9
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
საზოგადოებისა
და
სახელმწიფო
უწყებების
წარმომადგენელთაგან
დაკომპლექტებული
იურიდიული დახმარების საბჭო შეიქმნა.
დამოუკიდებლობის ამ მოკლე პერიოდმა დაადასტურა, რომ იურიდიული დახმარების
სამსახურის ამგვარი ინსტიტუციური მოწყობა, ეფექტურია. ამას მოწმობს არა მხოლოდ
იურიდიული დახმარების რეფორმის კუთხით მიღწეული წინსვლა, არამედ ის შედეგებიც,
რასაც 2017 წელს იურიდიული დახმარების საბჭომ, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ
იურიდიული დახმარების სამსახურის მდგრადობის კუთხით მიაღწიეს.
ეფექტურად მუშაობს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი საბიუჯეტო გარანტიები და
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დაფინანსება
(გასული
წლის
დეკემბერში
დამტკიცებული 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად) 6.3 მილიონი ლარით
განისაზღვრება, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10% აღემატება. გარდა ამისა, პარლამენტის მიერ
მხარდაჭერილ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იურიდიული დახმარების
სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისათვის შექმნილი კოლეგიური ორგანოს საბჭოს გაძლიერებას ითვალისწინებს.
რეფორმების უწყვეტ გზაზე იურიდიული დახმარების სამსახურს მუდმივად უჭერენ მხარს
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები - ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვები. მათი დახმარებით, 2017 წელს არაერთი
მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის განხორციელება გახდა შესაძლებელი. ჩვენ
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ხანგრძლივი და შედეგიანი თანამშრომლობისათვის
და იმედს გამოვთქვამთ, რომ გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოში მდგრადი, საიმედო
და
სოციალურ
საჭიროებაზე
ორიენტირებული
იურიდიული
დახმარების
სისტემის
ასაშენებლად.
მადლობას ვუხდი იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებს, რომლებიც ოთხწლიანი
მანდატის ფარგლებში, პირნათლად ემსახურნენ იურიდიული დახმარების სამსახურის და მისი
ბენეფიციარების ინტერესებს. და რა თქმა უნდა, მსურს მადლობა გადავუხადო იურიდიული
დახმარების
სამსახურში
მომუშავე
ადვოკატებსა
და
კონსულტანტებს,
რომლებიც
ყოველდღიური საქმიანობით ამტკიცებენ თავიანთ ერთგულებას პროფესიული სტანდარტებისა
და ადამიანის უფლებების დაცვისადმი.
იმედს გამოვთქვამ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს პარლამენტის,
მთავრობის
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მხარდაჭერით,
ასევე
თავისი
მაღალკვალიფიციური იურისტების ძალისხმევით, კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განმტკიცებაში.
მელიტონ ბენიძე,
სამსახურის დირექტორი
10
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
შინაარსი
იურიდიული დახმარების სისტემა დღეს ............................................................................................... 13
იურიდიული დახმარების საბჭო...................................................................................................................... 13
იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა ................................................................................... 14
სამსახურის ოფისები და თანამშრომლები ..................................................................................................... 15
მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი......................................................................................... 16
სამსახურის მანდატი .......................................................................................................................................... 17
პირის გადახდისუუნარობის საკითხი ............................................................................................................ 17
იურიდიული დახმარება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“
არარეგისტრირებული პირებისათვის ............................................................................................................. 18
ისტორია: 2005–2016 წლებში განხორციელებული რეფორმები .......................................................... 20
იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა – პირველი ნაბიჯები ....................................................... 20
კანონის მიღება და იურიდიული დახმარების სამსახურის ჩამოყალიბება.............................................. 20
სამოქმედო არეალის გაფართოება, პირველი საკონსულტაციო ცენტრები .............................................. 21
იურიდიული დახმარების კიდევ ერთი მოდელი-მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი22
იურიდიული დახმარება ეთნიკური უმცირესობებისთვის ........................................................................ 23
გაერო იღებს რეზოლუციას იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე ....................................... 25
თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხის უზრუნველყოფა ................................................................... 26
იურიდიული დახმარების სამსახური – დამოუკიდებელი ორგანიზაცია ................................................ 26
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მანდატის გაფართოება ............................ 27
გაზრდილი მანდატი – გაზრდილი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის ............................................. 28
იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა .................................................................................. 30
სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა
................................................................................................................................................................................. 30
იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობა ............................................................................... 30
იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ............................................................................ 31
იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა ......................................................... 31
ტერიტორიული დაფარვა ................................................................................................................... 31
რეფერალური სისტემის განვითარება ............................................................................................. 32
მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფა ............... 34
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ
გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა ............................................................................ 35
11
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების არასრულწლოვანთა საქმეებზე
სპეციალიზაცია..................................................................................................................................... 36
მენეჯმენტის, იურიდიული კლინიკებისა და სტაჟირების სისტემების გამართვა ................ 37
თანამშრომელთა მუდმივი პროფესიული გადამზადება ............................................................. 40
საზოგადოებრივი ცნობადობის გაზრდა იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ ........................ 42
წარმატებული საქმეები. სისხლის სამართლის საქმეები ............................................................................ 48
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები ......................................................................... 61
საერთაშორისო ურთიერთობები .............................................................................................................. 72
გამოწვევები ................................................................................................................................................... 77
სტატისტიკური მონაცემები ....................................................................................................................... 80
ფინანსური ანგარიში ................................................................................................................................... 90
პარტნიორი ორგანიზაციები ...................................................................................................................... 91
12
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სისტემა დღეს
იურიდიული დახმარების საბჭო
2014 წლიდან მოქმედი იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც იურიდიული დახმარების
სამსხურის სამეთვალყურეო ორგანო, აქტიურად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.
საბჭო შედგება 9 წევრისგან და დაკომპლექტებულია ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრით, ასევე იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, საქართველოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), სამეცნიერო სფეროსა და იურიდიული დახმარების
სამსახურის თითო წარმომადგენლით. საბჭომ, როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, თავისი
საქმიანობის პრაქტიკით დაადასტურა, რომ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და
სახელმწიფოს ინტერესთა გამოხატვის ოპტიმალურ მოდელს და ამით განამტკიცა იურიდიული
დახმარების სამსახურის საიმედოობა.
2018 წლის 27 იანვარს საბჭოს პირველ შემადგენლობას ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.
საბჭოს წვერებმა გასწიეს მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო - გამართეს 54 სხდომა და მიიღეს 56
გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზე დამტკიცდა სამსახურის დებულება, სტრატეგია,
თანდათანობით გაიზარდა სამსახურის მანდატი, გაიხსნა ახალი ბიუროები და საკონსულტაციო
ცენრტები. შესაბამისად, უფასო იურიდიული დახმარება უფრო მეტი ადამიანისათვის გახდა
ხელმისაწვდომი საქართველოში.
საბჭოს შემადგენლობა
იურიდიული დახმარების საბჭო
ნათია ჩირიკაშვილი
იუსტიციის სამინისტრო
13
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა
სამსახურის
დირექტორი
დირექტორის
მოადგილე
ადმინისტრაციული
საფინანსო
სამმართველო
სამმართველო
სამმართველოს
სამმართველოს
უფროსი
უფროსი
საქმის მწარმოებელი
მონიტორინგის და
ანალიზის
სამმართველო
დირექტორის
სამმართველოს
თანაშემწე
უფროსი
PR-მენეჯერი
იურისტი (5)
IT- მენეჯერი
HR-მენეჯერი
შესყიდვების
კოორდინატორი (2)
ბუღალტერი
რეესტრის მენეჯერი
სამეურნეო უზრუნ,
სპეციალისტი
ტექნიკური
პერსონალი
მცხეთა-მთიანეთის
კახეთის–სიღნაღის
ბიურო
ბიურო
სამცხე-ჯავახეთის
იმერეთის-
იმერეთის-ქუთაისის
სამეგრელოს-
ბიურო
ზესტაფონის ბიურო
ბიურო
ზუგდიდის ბიურო
ბიურო
ქვემო ქართლის
ბიურო
სამეგრელოს-ფოთის
ბიურო
შიდა ქართლის
კახეთის–თელავის
თბილისის ბიურო
აჭარის ბიურო
ბიურო
ოზურგეთის საკონ–
ამბროლაურის
ახალქალაქის
სულტაციო ცენტრი
საკონსულ. ცენტრი
საკონსულ. ცენტრი
წალკის საკონ–
მარნეულის საკონ–
საჩხერის საკონ–
სულტაციო ცენტრი
სულტაციო ცენტრი
სულტაციო ცენტრი
14
მესტიის საკონ–
სულტაციო ცენტრი
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სამსახურის ოფისები და თანამშრომლები
იურიდიული დახმარების ბიურო: ოფისი, სადაც მუშაობენ ადვოკატები და კონსულტანტები
ოფისს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით
ფუნქციონირებს
12 ბიურო: თბილისში, მცხეთაში, თელავში, სიღნაღში, რუსთავში, გორში, ახალციხეში,
ზესტაფონში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.
საკონსულტაციო ცენტრი: ოფისი, სადაც დასაქმებულია მხოლოდ კონსულტანტი. დღეისათვის,
7 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს: ოზურგეთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, წალკაში,
მარნეულში, მესტიასა და საჩხერეში.
ცენტრალური აპარატი: ოფისი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის
ორგანიზაციულ–ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს.
თანამშრომელთა რიცხოვნობა: 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იურიდიული
დახმარების სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება 240 საშტატო ერთეულით.
აქედან: 136 ადვოკატი, 25 კონსულტანტი, 20 სპეციალისტი, 36 ტექნიკური პერსონალი,
ცენტრალური აპარატის 23 თანამშრომელი.
15
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი
მოწვეულ
საზოგადოებრივ
განხორციელების
ადვოკატთა
ერთ-ერთი
რეესტრი
საშუალებაა.
იგი
უფასო
2009
იურიდიული
წლის
მაისში
დახმარების
შეიქმნა
უფასო
სამართლებრივი დახმარების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით და ფუნქციონირებს შემდეგი
სისტემით: იურიდიული დახმარების ფარგლებში მოქმედებს იმ კერძო ადვოკატების
მონაცემთა ბაზა, რომლებიც, საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე, მოქალაქეებს უფასოდ
ემსახურებიან.
მოწვეულ
საზოგადოებრივ
ადვოკატთა
რეესტრში
რეგისტრირებული
ადვოკატები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში ერთვებიან იმ
შემთხვევაში, როდესაც ბიუროს დახმარებისთვის დაპირისპირებული მხარეები მიმართავენ.
ერთ საქმეში დაპირისპირებული მხარეების დაცვა იურიდიული დახმარების ბიუროს
ადვოკატების მიერ დაუშვებელია, ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. ასეთ დროს,
იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მხოლოდ ერთ მხარეს იცავს, ხოლო მეორე მხარის
დამცველად რეესტრის ადვოკატი ინიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების
ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის
საქმეებზე რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას უზრუნველყოფენ იურიდიული დახმარების
სამსახურის საკონსულტაციო ცენტრები.
საქმეზე რეესტრის ადვოკატს ნიშნავს ბიუროს უფროსი, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო
ცენტრის კონსულტანტი ფიზიკური პირის განცხადების, პროცესის მწარმოებელი ორგანოს
დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თუ არსებობს „იურიდიული
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონით,
სამსახურის
დებულებით
ან/და
სსიპ
“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6
მუხლით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა.
სამსახური რეესტრის ადვოკატს საქმეში ჩართვისათვის ერთჯერადად უხდის თანხას.
ერთჯერადი ანაზღაურება რეესტრის ადვოკატის საქმეში ჩართვისათვის მოიცავს ადვოკატის
მიერ ტრანსპორტირებისა და საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
რეესტრის ადვოკატთა მიერ საქმეზე განხორციელებული მოქმედებები, ასევე, დასაცავი პირის
სასარგებლოდ დამდგარი სამართლებრივი შედეგი, რომელიც გამოწვეულია ადვოკატის
აქტიური და ქმედითი ძალისხმევით, ექვემდებარება ანაზღაურებას.
რეესტრის
ფორმირება
საზოგადოებრივ
ხორციელდება
ადვოკატთა
ღია
რეესტრში
კონკურსის
გზით.
რეგისტრირებულია
ამჟამად,
და
მოწვეულ
მომსახურების
ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობას ეწევა 72 ადვოკატი, საიდანაც 49 არის სისხლის
სამართლის, 20 – საერთო, ხოლო 3 – სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის.
16
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სამსახურის მანდატი
2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი
მოიცავს:
-
უფასო იურიდიულ კონსულტაციას ნებისმიერი პირისათვის;
-
სამართლებრივი
დოკუმენტების
(განცხადება,
შუამდგომლობა
და
სხვ.)
შედგენას
გადახდისუუნარო პირებისათვის;
-
საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში სავალდებულო
დაცვის შემთხვევებში; ასევე - გადახდისუუნარო ბრალდებულის, მსჯავრდებულის და
გამართლებულის მომართვის შემთხვევაში;
-
დამცველის მომსახურებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე;
-
დამცველის მომსახურებას იმ გადახდისუუნარო მსჯავრდებულთათვის, რომელთა
მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში;
-
დამცველის მომსახურებას ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე,
რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას;
-
სასამართლოში წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის
გარკვეულ საქმეებზე (საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობის სამართალი, სოციალური
დაცვის კანონმდებლობა), თუ პირი გადახდისუუნაროა, ხოლო საქმე
– რთული და
მნიშვნელოვანი;
-
სავალდებულო დაცვას ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა საქმეებზე, როდესაც
სასამართლო განიხილავს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხს;
-
სასამართლოში წარმომადგენლობას ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
დაცვის საქმეებზე, თუ მსხვერპლი გადახდისუუნაროა;
-
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით
სტატუსის მაძიებელთა დაცვა, პირის გადახდისუუნარობის მიუხედავად;
-
პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისას მისი ინტერესების დაცვა,
პირის გადახდისუუნარობის მიუხედავად.
პირის გადახდისუუნარობის საკითხი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №424 დადგენილებით განსაზღვრულია პირის
გადახდისუუნარობის დადასტურების წესი. ამ წესის მიხედვით:
პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით
სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების
17
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა
ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.
ზემოაღნიშნულის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის
წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის
ბავშვი;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
გ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
დ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული
სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი;
ე)
მკვეთრად,
მნიშვნელოვნად
ან
ზომიერად
შეზღუდული
შესაძლებლობის
გამოხატული
შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს
ბავშვობიდან;
ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი;
ზ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული
სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი.
იურიდიული დახმარება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში“ არარეგისტრირებული პირებისათვის
იურიდიული
დახმარების
საბჭოს
2014
წლის
№10
და
2015
წლის
№27
და
№31
გადაწყვეტილებებით, დადგინდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში“ არარეგისტრირებულ პირთა წრე, რომლებსაც უფლება აქვთ, მიმართონ იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დირექტორს,
მათთვის,
გამონაკლისის
სახით,
იურიდიული
დახმარების გაწევის შესახებ.
აღნიშნულ ჩამონათვალში შევიდნენ შემდეგი კატეგორიის პირები:
პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს
და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველთა ბაზის არქივში;
პირები, რომელთა ოჯახი არაა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების
ერთიან ბაზაში და წარმოდგენილი სარწმუნო დოკუმენტაცია იძლევა საშუალებას
დასკვნისათვის, რომ მისი ოჯახი იმყოფება ისეთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში,
18
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
რომელიც შეუძლებელს ხდის მათ მიერ ადვოკატის დაქირავებისათვის საჭირო
ფინანსური სახსრების მოძიებას;
მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული პირები;
მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი;
ასაკით პენსიონერი;
იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი / ადვოკატის ოჯახის
წევრი / ახლო ნათესავი;
მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი;
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და
რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი;
საერთაშორისო
ჰუმანიტარული
კავშირის
,,კათარზისის’’
რომელიც
შესაძლოა
(სათნოების
სახლი)
იყოს
მხარე
ბენეფიციარი;
არასრულწლოვანი
პირი,
სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმეებზე.
19
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ისტორია: 2005–2016 წლებში განხორციელებული რეფორმები
2005–2006:
იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა – პირველი ნაბიჯები
საქართველომ, კონსტიტუციის მიღებით და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან
მიერთებით, აიღო ვალდებულება, რომ თავის მოქალაქეებს სამართლებრივი დაცვის უფლების
რეალიზაციის
ეფექტური
მექანიზმით
უზრუნველყოფდა.
სწორედ
ამ
ვალდებულების
შესრულების მიზნით, 2004 წელს, საქართველოში დაიწყო იურიდიული დახმარების სისტემის
რეფორმა. რეფორმის ინიციატორები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
და იუსტიციის სამინისტრო, ხოლო პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ფონდი „ღია
საზოგადოება–საქართველო“ და USAID ახორციელებდნენ.
2005 წელს, საცდელი პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
„საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახური“ შეიქმნა. თბილისსა და ზესტაფონში კი გაიხსნა
პირველი ბიუროები, სადაც კონკურსის წესით შერჩეული კვალიფიციური იურისტები
დასაქმდნენ. მათ ეწოდათ „საზოგადოებრივი ადვოკატები“ და დაევალათ უფასო მომსახურების
გაწევა სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირებისათვის, რომლებსაც არ
შეეძლოთ დამცველის საკუთარი ხარჯებით მოწვევა.
საცდელი პროექტი 2 წლის მანძილზე გაგრძელდა და 2007 წელს „იურიდიული დახმარების
შესახებ“ კანონის მიღებით დასრულდა. ამის შემდეგ რეფორმის ახალი ფაზა დაიწყო.
2007:
კანონის მიღება და იურიდიული დახმარების სამსახურის ჩამოყალიბება
2007 წლის 2 ივლისს, ძალაში შევიდა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი,
რომელმაც იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციური მოწყობა, იურიდიული
დახმარებით მოსარგებლე პირთა წრე და სერვისით სარგებლობის პირობები განსაზღვრა.
კანონის საფუძველზე და „საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის“ საქმიანობის შედეგებზე
დაყრდნობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
იურიდიული დახმარების სამსახური შეიქმნა. იმავე წელს, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 8
ახალი ბიურო მცხეთაში, თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და
ბათუმში ამოქმედდა. კანონით განისაზღვრა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი.
სამართლებრივი კონსულტაცია – ყველასათვის ხელმისაწვდომ მომსახურებად, იურიდიული
დახმარების სახეებად კი სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში
წარმომადგენლობა
განისაზღვრა.
კანონმა
სასამართლოში
20
წარმომადგენლობა
სისხლის,
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციულ
საქმეებზე
გაითვალისწინა,
თუმცა,
გარდამავალი
დებულებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მანდატის გაფართოება მომდევნო
პერიოდისთვის გადაიდო.
შემდგომ წლებში, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში არაერთი
ცვლილება შევიდა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობის და
ფინანსური გარანტიების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურმა მნიშვნელოვნად
გააფართოვა სამოქმედო ტერიტორია, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, იურიდიული
დახმარების ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემური იყო. ამიტომ, მოსახლეობის
საჭიროებების და მართლმსაჯულების სისტემის დატვირთვის გათვალისწინებით, გადაწყდა,
რომ
ზოგიერთ
რეგიონში,
მსხვილი
საადვოკატო
ბიუროების ნაცვლად,
გაიხსნებოდა
საკონსულტაციო ცენტრები, სადაც მოსახლეობა იურიდიული კონსულტაციის მიღებას და
დოკუმენტების შედგენის სერვისით სარგებლობას შეძლებდა.
2008:
სამოქმედო არეალის გაფართოება, პირველი საკონსულტაციო ცენტრები
2008 წელს, პირველი საკონსულტაციო ცენტრები ოზურგეთსა და ამბროლაურში გაიხსნა.
საკონსულტაციო ცენტრებში კონკურსის წესით შერჩეული იურისტები დასაქმდნენ. მათ
გურიის და რაჭა–ლეჩხუმის მოსახლეობისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დაევალათ.
21
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2008 წელი მნიშვნელოვანი იყო იურიდიული დახმარების სამსახურში სხვადასხვა პროექტის
ინიცირების
თვალსაზრისით.
დაიწყო
მუშაობა
ისეთ
მნიშვნელოვან
დოკუმენტებზე,
როგორებიცაა გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემა, ასევე
საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული სტანდარტები.
გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურმა ბიუროების ბაზაზე დაიწყო იურიდიული
კლინიკის პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სტაჟირების საშუალება მიეცათ. იურიდიული
კლინიკის პროექტი, 9 წელია, წარმატებით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე
სტუდენტი,
სტაჟირების
დასრულების
შემდეგ,
იურიდიული
დახმარების
სამსახურში
ადვოკატის პოზიციაზე დასაქმდა.
2009:
იურიდიული დახმარების კიდევ ერთი მოდელი მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი
იურიდიული
დახმარების
ბიუროებისა
და
საკონსულტაციო
ცენტრების
შექმნის
პარალელურად, რეფორმა გრძელდებოდა იურიდიული დახმარების გაწევის კიდევ ერთი
მოდელის - “მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის” შექმნის მიმართულებით. ეს
მოდელი შეიქმნა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო ადვოკატთა პროფესიული ეთიკით
დადგენილი
პრინციპი,
რომელიც,
ინტერესთა
კონფლიქტის
შემთხვევაში,
კრძალავს
დაპირისპირებული მხარეების დაცვას ერთსა და იმავე საადვოკატო ბიუროში მომუშავე
ადვოკატების მიერ.
22
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
რეესტრი წარმოადგენს იმ კერძო ადვოკატების მონაცემთა ბაზას, რომლებიც, საბიუჯეტო
ანაზღაურების
საფუძველზე,
მოქალაქეებს
უფასოდ
ემსახურებიან.
რეესტრში
რეგისტრირებული ადვოკატები საქმეებში ერთვებიან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში,
როდესაც იურიდიული დახმარების ბიუროს, ერთსა და იმავე საქმესთან დაკავშირებით, ორი ან
რამდენიმე, საპირისპირო ინტერესების მქონე პირი მიმართავს. ასეთ დროს იურიდიული
დახმარების ბიუროს ადვოკატი მხოლოდ ერთ პირს დაიცავს, ხოლო სხვა პირს (პირებს)
დამცველად რეესტრის ადვოკატი (ადვოკატები) დაენიშნება.
ამ სპეციფიკის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე და
რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების ანაზღაურების სისტემა განსხვავებულია. ბიუროს
ადვოკატი იღებს ყოველთვიურ ხელფასს. რეესტრის ადვოკატის ანაზღაურების სისტემა კი
ასეთია: იურიდიული დახმარების სამსახური რეესტრის ადვოკატს, საქმეში ჩართვისათვის,
ერთჯერადად
ფიქსირებულ
თანხას
უხდის.
გარდა
ამისა,
ანაზღაურდება
საქმესთან
დაკავშირებით ადვოკატის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება და მიღწეული
შედეგი. დღეისათვის, რეესტრში რეგისტრირებულია 72 ადვოკატი, რომლებიც სისხლის და
სამოქალაქო სამართლის საქმეებში ერთვებიან.
2010:
იურიდიული დახმარება ეთნიკური უმცირესობებისთვის
2010 წელი იქცა მნიშვნელოვან ეტაპად იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის მიმართულებით. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,
დაიწყო იურიდიული დახმარების ოფისების ქსელის განვითარება ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ რეგიონებში. ახალციხეში იურიდიული დახმარების ბიურო ამოქმედდა, ხოლო
ახალქალაქში - საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. მრავალეთნიკური სამცხე-ჯავახეთის
23
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მოსახლეობას უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა. 2011
წელს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა წალკაში, 2012 წელს კი - მარნეულში. ოფისები
თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და იქ, მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით,
ორენოვანი კონსულტანტები დასაქმდნენ.
გარდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისა, გაეროს განვითარების
პროგრამის (UNDP) დახმარებით, 2010 წელს განახლებული იურიდიული დახმარების ბიურო
გაიხსნა რუსეთის აგრესიით დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირთა მაღალი
კონცენტრაციით გამორჩეულ შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში. 2013 წელს კი, მესტიაში
საკონსულტაციო
ცენტრის
გახსნით,
უფასო
იურიდიული
დახმარებით
სარგებლობის
შესაძლებლობა მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობას მიეცა.
2014 წელს, რიგით მეშვიდე საკონსულტაციო ცენტრი საჩხერეში ამოქმედდა, შესაბამისი
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
2011:
იურიდიული დახმარების ქართულ სისტემას უცხო ქვეყნები ეცნობიან
იურიდიული დახმარების სფეროში საქართველოში განხორციელებულმა საკანონმდებლო და
ინსტიტუციურმა რეფორმებმა არა მხოლოდ გააუმჯობესეს ადამიანის უფლებების დაცვის
კუთხით არსებული მდგომარეობა, არამედ საქართველო აქციეს საინტერესო მაგალითად სხვა
ქვეყნებისთვის, სადაც ანალოგიური რეფორმების განხორციელებას ცდილობდნენ.
ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც თავის დროზე, რეფორმის აქტიური მხარდამჭერი იყო
საქართველოში,
აგრძელებდა
თავის
ძალისხმევას
გლობალური
მასშტაბით
და
პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში იურიდიული დახმარების სისტემების ჩამოყალიბებას ხელს
უწყობდა. ფონდის ორგანიზებით, 2011 წელს, ქართული იურიდიული დახმარების სისტემის
შესწავლის მიზნით, საქართველოს იორდანიის და ყაზახეთის დელეგაციები, 2012 წელს კი
ინდონეზიის, ბანგლადეშისა და უკრაინის ერთობლივი დელეგაცია ეწვია. 2014 წელს, USAID-ის
მოწვევით, საქართველოში ერაყის დელეგაცია სტუმრობდა.
24
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
გარდა აღნიშნულისა, საქართველო აქტიურად ჩაერთო „ღია საზოგადოება – სამართლებრივი
ინიციატივის“ კოორდინაციით შექმნილ იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელში
(LARN), რომელშიც საქართველოს, ლიტვის, ბულგარეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და
მონღოლეთის იურიდიული დახმარების სამსახურები გაერთიანდნენ. 2013 წელს, LARN-ის
ფარგლებში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის წარმომადგენლებმა „ქცევის კოდექსის
მოდელი იურიდიული დახმარების ადვოკატებისათვის სისხლის სამართლის საქმეებში“ და
„სისხლის სამართლებრივი დაცვის პრაქტიკის სტანდარტები“ შეიმუშავეს.
2012:
გაერო იღებს რეზოლუციას იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე
2012 წელი იქცა მნიშვნელოვან ეტაპად გლობალური მასშტაბით, იურიდიული დახმარების
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამ წელს, გაეროს გენერალურმა
ასამბლეამ, თავისი რეზოლუციით, დაამტკიცა
„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ გაეროს პრინციპები და
სახელმძღვანელო წესები“. ეს გახდა პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელმაც გაერო-ს
ყველა წევრი-სახელმწიფოსთვის დაადგინა ძირითადი პრინციპები და ინსტრუქციები, სისხლის
სამართლის საქმეებზე, სოციალურად დაუცველი და სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე
პირებისათვის,
ეფექტური
იურიდიული
დახმარების
გაწევის
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით.
საქართველო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად, აღნიშნული რეზოლუციის მიღების
ინიციატორი გახდა. იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად
იყვნენ ჩართულნი, რეზოლუციის შემუშავების მიზნით, ექსპერტთა და დიპლომატთა დონეზე
გამართულ შეხვედრებში. რეზოლუცია საბოლოო სახით 2012 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცეს.
25
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
საქართველო აგრძელებს მუშაობას რეზოლუციის იმპლემენტაციის ხელშეწყობის კუთხით,
რისთვისაც აქტიურად იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმს.
2013:
თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხის უზრუნველყოფა
იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობასთან ერთად, რეფორმის ერთ–ერთ პრიორიტეტს
ყოველთვის წარმოადგენდა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა. ამ მიზნით,
იურიდიული
მუდმივად
დახმარების
მუშაობდა
სამსახური,
საერთაშორისო
ადმინისტრირების
ორგანიზაციების
გაუმჯობესებაზე,
მათ
შორის,
მხარდაჭერით,
მენეჯმენტში
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე.
2013 წელს, ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ და გაეროს განვითარების პროგრამის
ხელშეწყობით, იურიდიული დახმარების სამსახურში კომპიუტერული პროგრამა CaseBank
დაინერგა. პროგრამა სამი ძირითადი ამოცანის გადაჭრას ემსახურება. კერძოდ, ამარტივებს
ბიუროს უფროსის, ადვოკატების, კონსულტანტებისა და სპეციალისტების საქმიანობის
ორგანიზებას; ამუშავებს სტატისტიკურ მონაცემებს; უზრუნველყოფს ხარისხისა და დროის
მენეჯმენტის ეფექტიანობას.
თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, სამსახური აქტიურად მუშაობდა
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნის მიმართულებით. 2013–2015 წლებში, სამსახურმა
შეიმუშავა და აამოქმედა „საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სახელმძღვანელო
წესები“, აგრეთვე „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და
კრიტერიუმები“.
აღნიშნული
დოკუმენტები
ევროკავშირისა
და
USAID-ის
აქტიური
მხარდაჭერით შემუშავდა.
2014:
იურიდიული დახმარების სამსახური – დამოუკიდებელი ორგანიზაცია
იურიდიული
დახმარების
სისტემის
ეფექტიანი
საქმიანობისთვის
ერთ–ერთ
მთავარ
წინაპირობას წარმოადგენს ინსტიტუციური და პროფესიული დამოუკიდებლობის გარანტიების
არსებობა.
აღმასრულებელი
ხელისუფლების
სისტემაში
ფუნქციონირების
შვიდწლიანი
პერიოდის შემდეგ, 2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებულ, დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
26
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, დამოუკიდებლობისა და
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების
საბჭო შეიქმნა. საბჭო დაკომპლექტებულია ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრით, ასევე იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, საია-ს,
სამეცნირო სფეროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის თითო წარმომადგენლით.
საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
საბჭო
აღჭურვილია
ფართო
უფლებამოსილებებით,
რომელთა
შორისაა
სამსახურის
დირექტორის არჩევა, სამსახურის სტრატეგიის დამტკიცება და კონტროლი მის შესრულებაზე,
სამსახურის დებულებისა და საქმიანობის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების დამტკიცება,
გადაწყვეტილების მიღება იურიდიული დახმარების ოფისების გახსნისა და გაუქმების
თაობაზე და სხვა.
2015:
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მანდატის
გაფართოება
2007 წელს, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონის მიღებით, სახელმწიფომ აიღო
ვალდებულება, რომ უფასო საადვოკატო მომსახურებას არა მხოლოდ სისხლის სამართლის
პროცესში,
არამედ
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციული
სამართლის
საქმეებზეც
უზრუნველყოფდა. თუმცა, წლების განმავლობაში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე
27
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მანდატის
გაფართოება
ჭიანურდებოდა
და
გადახდისუუნარო პირებს სასამართლოში თავისი ინტერესების დაცვა ადვოკატის გარეშე
უწევდა. 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს პრობლემა
საბოლოოდ გადაიჭრა და 2015 წლის აპრილიდან, სოციალურად დაუცველ პირებს უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო
და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზეც მიეცათ.
საწყის
ეტაპზე,
საადვოკატო
მომსახურება
(სასამართლოში
წარმომადგენლობა)
განხორციელდება საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე.
ადვოკატის
დანიშვნა
გადახდისუუნარობის
ხდება
იმ
შემთხვევაში,
კრიტერიუმებს,
ხოლო
საქმე
თუ
ბენეფიციარი
შეფასდება,
დააკმაყოფილებს
როგორც
რთული
და
მნიშვნელოვანი.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სფეროში, იურიდიული დახმარების
საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებით შეიძლება განისაზღვროს საქმეთა სხვა კატეგორიები,
რომლებზეც უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა მოხდება.
2016:
გაზრდილი მანდატი – გაზრდილი შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის
2016 წელს, გაფართოვდა და დაზუსტდა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი
რამდენიმე
მიმართულებით.
სამსახურს
დაევალა
18–21
წლამდე
ბრალდებულების
სავალდებულო წესით დაცვა, ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულის და არასრულწლოვანი
მოწმის დაცვა (თუ მოწმე გადახდისუუნაროა). შესაბამისად, ადვოკატთა გარკვეული
რაოდენობა გადამზადდა არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზაციით. გარდა ამისა,
თავშესაფრის მაძიებლებს უფლება მიეცათ ისარგებლონ
სასამართლოში იურიდიული
დახმარების სამსახურის წარმომადგენლობის სერვისით, თუკი სასამართლო მათ მიმართ
განიხილავს თავშესაფრის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს.
2016 წლის მაისში, ქვეყნის მასშტაბით, რიგით მე–12 იურიდიული დახმარების ბიურო
ამოქმედდა
ქალაქ
სიღნაღში,
რომელიც
ემსახურება
საგარეჯოს,
სიღნაღისა
და
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს.
გაიზარდა ადამიანური რესურსებიც: სამსახურმა განახორციელა სამოქალაქო სპეციალიზაციის
18 ადვოკატის რეკრუტირება. თბილისის ბიუროში მიღებულ იქნა 5 ახალი ადვოკატი, ქვემო
ქართლისა და იმერეთის–ქუთაისის ბიუროებში – ორ–ორი ახალი ადვოკატი, დანარჩენ 9
ბიუროში კი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის თითო
ადვოკატი დასაქმდა.
დაიწყო მუშაობა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული
დახმარების ხარისხის შეფასების წესსა და კრიტერიუმებზე, რომლის მიზანია ადვოკატების
28
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მიერ
შესრულებული
სამუშაოს
ეფექტიანობის,
დროულობისა
და
ხარისხის
განსაზღვრა,პროფესიული
განვითარება,
თანამდებობრივი
გადაადგილება
(რანგირება),
წახალისება.
ნოემბერში,
USAID/PROLoG–ის
ხელშეწყობით,
ბრიტანელმა
2016
წლის
ექსპერტებმა – ალან პატერსონმა და ავრომ შერმა ჩაატარეს პრაქტიკული ტრენინგი სისხლის
სამართლის საქმეთა შეფასების მეთოდოლოგიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის
მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს იურისტებისა და იურიდიული დახმარების
ბიუროებში მომუშავე ადვოკატებისათვის.
2016
წელს
დაიწყო
მუშაობა
უფასო
იურიდიული
დახმარების
ხელმისაწვდომობის
რეფერალური სისტემის განვითარების მიზნით. დეკემბრის თვეში, ევროკავშირისა და გაეროს
ერთობლივი
პროგრამის
მხარდაჭერით,
გაიმართა
სამუშაო
შეხვედრა
იურიდიული
დახმარების სამსახურის და უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი სხვა 18
ორგანიზაციის
მონაწილეობით.
ღონისძიების
მონაწილეები
გაეცნენ
ეფექტური
გადამისამართების პრინციპებს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, კონტაქტები
და დასახეს თანამშრომლობის გზები.
29
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა
სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სტაბილური განვითარების
უზრუნველყოფა
იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობა
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
დამოუკიდებლობისა
და
გამჭვირვალობის
უზრუნველყოფის მიზნით 2014 წელს შექმნილმა კოლეგიურმა ორგანომ – იურიდიული
დახმარების საბჭომ აქტიურად განაგრძო თავისი უფლებამოსილებების განხორციელება.
2017 წელს საბჭომ, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, 4 გადაწყვეტილება1 მიიღო. მათ
შორის, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამსახურის ახალი დებულების მიღებასთან
დაკავშირებული
დოკუმენტი.
კერძოდ,
საბჭომ,
2017
წლის
26
სექტემბრის
№53
გადაწყვეტილებით, დაამტკიცა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დებულება,
რომელიც ძალაში შევა 2018 წლის 15 მარტიდან. ახალი დებულების თანახმად, ეტაპობრივად
განხორციელდება სამსახურის აპარატის სტრუქტურის რეფორმირება – ცენტრალურ აპარატში
გაჩნდება მენეჯმენტის სამი მიმართულება: 1) ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა,
2) ხარისხის მონიტორინგი, 3) სერვისების, პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარება.
ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა საშუალებას მისცემს სამსახურს მეტი რესურსი მიმართოს
სერვისების განვითარებისაკენ.
2017 წელს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გაგრძელდა მუშაობა იურიდიული დახმარების
საბჭოს
რეფორმირებაზე.
საბჭოს
ფორმირების
წესის
შეცვლასთან
დაკავშირებით,
USAID/PROLoG-მა დააფინანსა სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველისა და ადვოკატთა
ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია საბჭოს
წევრობის ვადის შემცირება 4–დან 3 წლამდე, ადვოკატთა ასოციაციის კვოტით წარმოდგენილი
წევრებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ამაღლება, ასევე ყოველწლიურად, სახალხო
დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის კვოტების 1/3–ით განახლება. რეფორმის მიზანია –
საბჭოს საქმიანობა გახდეს უფრო დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული.
საკანონმდებლო ცვლილებები უკვე წარედგინა პარლამენტს და მიმდინარეობს მათი განხილვა.
1
http://www.legalaid.ge/ka/c/1/council/decision
30
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა
იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა
2017 წელს, გაგრძელდა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოება. კერძოდ:
2017
წლის
პირველი
იანვრიდან,
ტუბერკულოზით
დაავადებული
პაციენტის
არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისას პირს სავალდებულო წესით
ენიშნება ადვოკატი.
2017 წლის პირველი ივნისიდან, ოჯახში ძალადობის მსხვერლებთან ერთად „ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა
დაცვისა
და
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებების თანახმად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატს დაემატა
ქალთა მიმართ ძალადობის კომპონენტიც.
გარდა ამისა, 2017 წელს, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoGის ხელშეწყობით, СRRC–საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ
იურიდიული დახმარების გაწევაში ჩართული პირები, ადვოკატები, არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – მოსამართლეები. მათი გამოკითხვისა და
სტატისტიკური
მონაცემების
ანალიზის
შედეგად,
СRRC–საქართველომ
გამოავნილა
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც
ყველაზე
მეტად
იკვეთება
უფასო
საადვოკატო
მომსახურების დანერგვის საჭიროება.
აქტუალურ საკითხებს შორის გამოვლინდა: უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაცვა,
სამსახურიდან გათავისუფლებასა და აღდგენასთან დაკავშირებული დავები, საცხოვრებელი
სადგომის უფლებით სარგებლობასთან, ასევე – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
უფლებებისა
და
დისკრიმინაციის
მსხვერპლთა
დაცვის
საკითხები
და
სხვა.
СRRC–
საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდება გეგმა,
რომელიც 2018 წლის შემდგომ პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის
გაფართოების სტრატეგიას განსაზღვრავს.
ტერიტორიული დაფარვა
იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის ოფისის სარემონტო სამუშაოები,
რომელიც დაიწყო გასული წლის მე–4 კვარტლიდან და ხორციელდებოდა ევროკავშირისა და
გაეროს ერთობლივი პროგრამის დაფინანსებით, დასრულდა 2017 წლის ბოლოს და სამსახურის
აპარატი გადავიდა ახალ სამუშაო გარემოში, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე
სტანდარტებს.
31
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სათავო ოფისი რემონტამდე
რემონტის შემდეგ
გასულ წელს დაიწყო, ასევე, ბათუმის, ფოთისა და რუსთავის ბიუროების ოფისების განახლება
იურიდიული დახმარების სამსახურის სახსრებით. ბათუმის ბიუროს ოფისი გაიხსნა 2017 წლის
დეკემბრის დასაწყისში, ხოლო ფოთისა და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროებში
ჯერ კიდევ არ დასრულებულა სარემონტო სამუშაოები.
იურიდიული დახმარების სამსახურმა 2017 წელსაც განაგრძო თანამშრომლობა „სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოსთან“. ქვეყნის მასშტაბით, შერჩეულია 6 საზოგადოებრივი
ცენტრი, რომელშიც, გარკვეული რეგულარობით, იურიდიული დახმარების სამსახურის
იურისტები ჩადიან და ადგილობრივ მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ. ამ
მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად აგრძელებენ მუშაობას იმერეთის–ზესტაფონის,
იმერეთის–ქუთაისისა და შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროები.
რეფერალური სისტემის განვითარება
2017
წლის
24
აპრილს,
სსიპ
იურიდიული
დახმარების
სამსახურმა
ა(ა)იპ
ქალთა
საკონსულტაციო ცენტრ „სახლთან“ გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიზანია საქართველოში
თავშესაფრის მაძიებელთა, აგრეთვე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირთა შორის
გენდერული
ძალადობის
(მათ
შორის
ოჯახური,
სექსუალური
და
სხვა)
მსხვერპლთა/დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის გაცვლა, მათი გადამისამართება; ასევე,
აღნიშნულ პირთა დაცვა და დახმარება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, გენდერული
ძალადობის პრევენცია, ლტოლვილთა თემების ინფორმირება არსებული სერვისების შესახებ
32
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
და უფასო კვალიფიციური იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2017 წლის ოქტომბერში, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა და სსიპ დანაშაულის
პრევენციის ცენტრმა თანამშრომლობის მემორადუმი განაახლეს, რომლის საფუძველზეც,
„რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართული ყოფილი პატიმრები უფასო
იურიდიული მომსახურებით სარგებლობენ. მემორანდუმის მიხედვით, სსიპ დანაშაულის
პრევენციის ცენტრი ბენეფიციარებს უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ინფორმაციას
აწვდის და იურიდიული დახმარების სამსახურში ამისამართებს. თავის მხრივ, იურიდიული
დახმარების სამსახური ყოფილ პატიმრებს უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევს და
საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს.
2017 წლის 14 დეკემბერს, იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის პრეზენტაცია
გაიმართა, რომლის მიზანია, გაუადვილოს საქართველოს მოსახლეობას უფასო იურიდიული
დახმარების
მიღება
და
ხელი
შეუწყოს
ამ
მომსახურების
მიმწოდებლებს
შორის
თანამშრომლობასა და კოორდინირებას. გარდა ამისა, ქსელის ერთ-ერთი ფუნქციაა
მომხმარებლისათვის მოსახერხებელი საძიებო და საინფორმაციო სისტემის - იურიდიული
დახმარების ვებპორტალის http://free.mylaw.ge მართვა.
იურიდიული დახმარების ქსელს იურიდიული დახმარების სამსახური ხელმძღვანელობს.
ქსელი უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების ნებაყოფლობითი
გაერთიანებაა, რომლის მიზნებია: ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იურიდიული დახმარების
სისტემის შექმნა, მოქალაქეთა გადამისამართების მდგრადი მექანიზმის ჩამოყალიბება და
33
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა
და
კოორდინირების პრაქტიკის დამკვიდრება.
იურიდიული დახმარების ქსელი და ვებპორტალი ევროკავშირისა (EU)
და გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება
და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“
ფარგლებში შეიქმნა.
მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფა
დღეისათვის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულია 72 კერძო
ადვოკატი.
2016
წელს
ჩატარებული
ტრენინგ–საჭიროებების
კვლევის
საფუძველზე,
რომელშიც
მონაწილეობდნენ როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის, ასევე მოწვეული
საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. მთლიანობაში დაიგეგმა ორი წლის განმავლობაში
150–მდე ტრენინგის ჩატარება. დაახლოებით 100–მდე ტრენინგი ჩატარდა 2016 წელს. ხოლო
2017 წელს გაგრძელდა ტრენინგების სერია და შემუშავდა 12 ახალი ტრენინგ–მოდული, 38
სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ჩატარდა 50–მდე ტრენინგი. ტრენინგ–საკითხები
მოიცავდა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებს.
ასევე გაიმართა რამდენიმე ტრენინგი ადვოკატის უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად შემდეგ
თემებზე: სამართლებრივი მართლწერა და კლიენტთან ინტერვიუს ჩატარების უნარ–ჩვევები.
34
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა
2015 წლიდან, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, USAID/PROLoG–ის ხელშეწყობით,
უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და მათთან თანამშრომლობით,
მუშაობდა
„სსიპ
იურიდიული
დახმარების სამსახურის მიერ
გაწეული
იურიდიული
დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების“ შემუშავებაზე, რაც წარმატებით
დასრულდა.
გაწეული
მომსახურების
შეფასების
მიზანია:
შესრულებული
სამუშაოს
ეფექტიანობის, დროულობისა და ხარისხის განსაზღვრა და, მოპოვებული მონაცემების
საფუძველზე, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა: ადვოკატის პროფესიული
განვითარება, თანამდებობრივი გადაადგილება (რანგირება), წახალისება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახური მუშაობს ხარისხის შეფასების
დანერგვაზე
არა
მხოლოდ
სისხლის
სამართლის
სფეროში,
არამედ
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში.
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და
ბავშვზე
მორგებული
მართლმსაჯულების
სისტემის
განვითარება
საქართველოში“
ხელშეწყობით, 2017 წელს იურდიული დახმარების სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდის
(UNICEF) წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა
არასრულწლოვანთა კატეგორიის საქმეებზე გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების
სისტემასა
და
კრიტერიუმებს.
არასრულწლოვანთა
კატეგორიის
საქმეების
შეფასებაზე
შემუშავებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება არასრულწლოვანთა მიმართ
გაწეული იურიდიული მომსახურების ხარისხის შეფასება.
2017 წელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ასევე, მხარდამჭერების:
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით გაიმართა რეგიონული
კონფერენცია იურიდიული დახმარების საკითხებზე. კონფერენციაზე მოწვეული იყო ცნობილი
ექსპერტი, ლონდონის სამართლის სკოლის პროფესორი ავრომ შერი. კონფერენციაზე ცალკე
იქნა განხილული სხვადახვა ქვეყნის გამოცდილება იურიდიული დახმარების სისტემის
ხარისხის შეფასების საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა შეფასების სისტემის მნიშვნელობასა
და მის აუცილებლობაზე.
გარდა ამისა, 2017 წელს დაიწყო მუშაობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის
კატეგორიის საქმეებზე შეფასების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.
35
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების არასრულწლოვანთა საქმეებზე
სპეციალიზაცია
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და „იურიდიული დახმარების
შესახებ“
კანონის
მოთხოვნათა
არასრულწლოვანთა
შესაბამისად,
მართლმსაჯულებაში
სამსახურში
ფუნქციონირებს
სპეციალიზებული
ადვოკატების
მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც იურიდიული დახმარების
ბიუროებში
მომუშავე,
ისე
მოწვეულ
საზოგადოებრივ
ადვოკატთა
რეესტრში
რეგისტრირებული ადვოკატები.
2017 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოთხმა თანამშრომელმა (თბილისის
იურიდიული დახმარების ბიუროს ორი ადვოკატი, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული
დახმარების ბიუროს ერთი და სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების
ბიუროს
ერთი
ადვოკატი)
გაიარა
სპეციალიზაცია
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში. UNICEF-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 2018 წელს, დაიგეგმა
უწყებებში
ადვოკატთა
ვიწრო
სპეციალიზაციის
განხორციელება,
რასაც
მოყვება
სიღრმისეული ტრენინგების ჩატარება.
გაეროს
ბავშვთა
ფონდისა
(UNICEF)
და
ევროკავშირის
ერთობლივი
პროექტის
„საქართველოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება“
ფარგლებში შექმნილმა, პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურმა
ჯგუფმა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის იურიდიული დახმარების
სამსახურის, წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული და მეთვალყურეობას უწევს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელებას, 2017 წლის მარტსა
და დეკემბერში, შეხვედრები მოაწყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის
იმპლემენტაციის პროცესში შესაბამისი უწყებების მიერ გამოვლენილი სირთულეების
განხილვის მიზნით.
2017 წლის ივლისში, თბილისისა და ქუთაისის ბიუროებში იურიდიული დახმარების
სამსახურის ადვოკატებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბავშვის უფლებათა
კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის შესახებ. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა
ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“
(PHR) მიერ ხორციელდება 2016 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით. პროექტის
მიზანია ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, იურიდიული დახმარების სამსახურის
ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის გაზრდა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე3 დამატებითი ოქმის შესახებ.
პროექტის ფარგლებში, მზადდება მართლმსაჯულებისა და ზოგადსაგანმანათლებლო
36
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სისტემებში
ჩართული
ბავშვებისათვის
ორი
სხვადასხვა
სახის
საინფორმაციო-
საგანმანათლებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სისხლის, სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლით განსაზღვრული პროცესუალური უფლებების, აგრეთვე
ბავშვის უფლებათა კონვენციისა და შეტყობინების პროცედურების შესახებ.
პროექტი ითვალისწინებს საჯარო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობას
ბავშვებისათვის და სკოლის მასწავლებლებისათვის თბილისსა და საქართველოს შემდეგ
რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი; ასევე, სამუშაო
შეხვედრების
ორგანიზებას
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან
და
იურიდიული
დახმარების სამსახურის ადვოკატებთან.
სამუშაო შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის
ფარგლებში - ,,მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე
მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“.
სხვადასხვა უწყებაში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნის მიზნით, გაეროს ბავშვთა
ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავდა შესაბამისი კონცეფცია. გარდა ამისა, 2017 წელს
მიმდინარეობდა
მუშაობა
იმაზე,
რომ
მომხდარიყო
უწყებებს
შორის
ერთიანი
შეთანხმების მიღწევა – ერთ ქალაქში მდებარე ყველა უწყებაში (პროკურატურა,
სასამართლო, პოლიცია, იურიდიული დახმარების სამსახური) მოწყობილიყო მსგავსი
ოთახი,
რომელიც
მორგებული
იქნებოდა
არასრულწლოვანთა
მოთხოვნებსა
და
საჭიროებებზე. აღნიშნულზე მუშაობის გაგრძელება დაგეგმილია 2018 წელსაც. ერთიანი
პოზიციის მიღწევის შემდეგ, ყველა უწყებაში, მათ შორის იურიდიული დახმარების
სამსახურში, კერძოდ კი – თბილისის ან/და ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების
ბიუროში,
ფუნქციონირებას
დაიწყებს
არასრულწლოვანთათვის
განკუთვნილი
სპეციალიზებული ოთახი.
მენეჯმენტის, იურიდიული კლინიკებისა და სტაჟირების
სისტემების გამართვა
2017
წელს,
ერთობლივი
იურიდიული
დახმარების
სამსახურმა,
პროექტის
ხელშეწყობით,
ევროკავშირისა
განაგრძო
მუშაობა
და
გაეროს
სტრუქტურის
რეორგანიზაციის საკითხებზე. წლის განმავლობაში, ჩატარდა რამდენიმე სამუშაო
შეხვედრა,
რომელზეც
კომპანია
„სინერჯი
ჯგუფის“
მიერ
შემუშავებული
ორგანიზაციული სტრუქტურის მოდელი და სამსახურის ახალი დებულების პროექტი
განიხილეს. 2017 წლის სექტემბერში, იურიდიული დახმარების საბჭომ დაამტკიცა
იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი დებულება. სტრუქტურის რეორგანიზაცია
ითვალისწინებს იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური აპარატის მოწყობას
37
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მენეჯმენტის სამი მიმართულებით: 1) ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა, 2)
იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგი და 3) სამსახურის განვითარება.
ახალი სტრუქტურის ამოქმედება 2018 წლიდან ეტაპობრივად მოხდება.
2017 წელს, გაგრძელდა სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის პროექტი. წლის
პირველ ნახევარში, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და სამცხე–ჯავახეთის
ბიუროების
ბაზაზე
მოქმედ
იურიდიულ
კლინიკებში
სტაჟირება
გაიარა
22-მა
სტუდენტმა. ხოლო წლის მეორე ნახევარში, სამსახურმა მიიღო 26 ახალი სტაჟიორი,
რომლებიც თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, იმერეთის–ქუთაისისა და სამცხე–
ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროებში განაწილდა. იურიდიული კლინიკის
პროგრამის
ფარგლებში,
იურიდიული
ფაკულტეტების
სტუდენტებს
ეძლევათ
შესაძლებლობა, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ სისხლის სამართლის
საქმეებზე მუშაობის პრაქტიკული უნარ–ჩვევები. იურიდიული კლინიკის პროექტი 2008
წლიდან ხორციელდება.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის შემოდგომის ნაკადზე
დარეგისტრირებულმა სამმა სტუდენტმა სტაჟირება დაიწყო იურიდიული დახმარების
სამსახურის ცენტრალურ აპარატში, თბილისისა და აჭარის იურიდიული დახმარების
ბიუროებში.
2017 წელს, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, განახლდა
"იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა – CaseBank“. პროგრამას
დაემატა
ცალკე
მოდული
მოწვეულ
38
საზოგადოებრივ
ადვოკატთა
რეესტრში
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
დარეგისტრირებული ადვოკატებისათვის. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების
სამსახურის
ბიუროების
ადვოკატებისათვის
პროგრამაში
მუშაობა
არა
მხოლოდ
ოფისიდან, არამედ ნებისმიერი სხვა წერტილიდან გახდა შესაძლებელი.
2017
წელს,
სამსახურმა,
საზოგადოებრივი
ადვოკატების
საჭიროებების
გათვალისწინებით,
განახორციელა
იურიდიული
დახმარების
ბიუროების
ბიბლიოთეკების განახლება, რისთვისაც შეძენილ იქნა 14 სახეობის პროფესიული
სახელმძღვანელო.
39
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
თანამშრომელთა მუდმივი პროფესიული გადამზადება
2016 წლის ივლისიდან დაიწყო ორწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილი
იყო უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული ადვოკატებისთვის.
სასწავლო პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის –
„ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების
სისტემის განვითარება საქართველოში“ – მხარდაჭერით განხორციელდა. სწავლების
თემატიკა განისაზღვრა გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობდნენ იურიდიული
დახმარების ბიუროებში მომუშავე და მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში
რეგისტრირებული ადვოკატები. 2017 წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს
იურიდიული ფირმების ასოციაციამ (სიფა) იურიდიული დახმარების სამსახურის
ადვოკატებისთვის ჩაატარა 10 (ათი) ტრენინგი, რომელიც მიეძღვნა შემდეგ თემებს:
სამოქალაქო
საპროცესო
სამართალი,
ვალდებულებითი
სამართალი,
სამეწარმეო
სამართალი.
2017 წლის დასაწყისში, იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო სამართლის
სპეციალიზაციის ადვოკატები მონაწილეობდნენ, ასევე ევროკავშირისა და გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ორგანიზებულ 30 ტრენინგში,
რომელიც
ადვოკატთა
ასოციაციამ
ჩაატარა
სამოქალაქო,
სისხლის
და
ადმინისტრაციული სამართლის თემებზე.
2017 წლის თებერვალში, ივნისსა და ნოემბერში, სამ ეტაპად, აშშ-ის სახელმწიფო
ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL)
ხელშეწყობით, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატებისათვის ჩატარდა
სწავლების ოთხდღიანი კურსი “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში”,
რომელიც
მოიცავდა
შემდეგ
საკითხებს:
საქმის
თეორიის
განვითარება;
ნაფიც
მსაჯულთა შერჩევა; შესავალი სიტყვა; ჯვარედინი დაკითხვა და იმპიჩმენტი (მოწმის
სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება); კლიენტის პირდაპირი დაკითხვა; დასკვნითი სიტყვა.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგებს უძღვებოდნენ ამერიკელი პრაქტიკოსი იურისტები –
გამოცდილი ადვოკატები და პროკურორები.
USAID–ის პროგრამის PROLOG–ის დაფინანსებით,
სამსახურისა
და
მოწვეული
საზოგადოებრივ
2017 წლის ივნისსა და ივლისში,
ადვოკატთა
რეესტრის
წევრი
ადვოკატებისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობენ, რამდენიმე
ნაკადად,
ჩატარდა
ორდღიანი
ტრენინგი
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების
შესახებ.
ტრენინგების
ბოლოს,
ადვოკატებს
დაურიგდათ
შესაბამისი
მასალები,
რომლებსაც ისინი ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ ადამიანის
40
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
უფლებათა
საერთაშორისო
სასამართლოს
მიერ
გამოტანილი
პრეცედენტული
გადაწყვეტილებების საფუძველზე საკუთარი პოზიციის დასაბუთების მიზნით.
2017 წლის ივლისში, სამსახურის ადვოკატები დაესწრნენ სამდღიან ტრენინგს, რომელიც
ორგანიზებული იყო დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ და მიეძღვნა იძულებით
გადაადგილებულ
პირთა
(დევნილთა)
სამართლის
საკითხებს:
საცხოვრებლით
უზრუნველყოფა, დროებითი განსახლების წესი (ქირის თანხით უზრუნველყოფა),
დევნილთა
რეგისტრაცია
(გადამისამართება)
და
სხვა.
ტრენინგში
ასევე
მონაწილეობდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა
და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები. დამსწრეებმა
ერთად განიხილეს დევნილთა შესახებ საქმეების სასამართლო პრაქტიკა.
2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, გაერო–ს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით,
ჩატარდა სამი ტრენინგი თემაზე – ,,ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და იმპლემენტაციის ასპექტები’’.
ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს: ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები, ქალთა
მიმართ ძალადობა და სოციალური ფონი, დაცვის მექანიზმები, საერთაშორისო და
რეგიონული სამართლებრივი ჩარჩოები, ეროვნული კანონმდებლობა, სტამბულის
კონვენციის გამოწვევები და სხვა.
2017
წლის
7–8
დეკემბერს,
ლოპოტას
ტბის
სასტუმრო
კომპლექსში,
გაეროს
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის
ორგანიზებით,
გაიმართა
სამართლიანი
და
უორქშოფი
ეფექტური
თემაზე
თავშესაფრის
„ეროვნული
პროცედურების
უსაფრთხოება
და
ხელმისაწვდომობა“,
რომელსაც თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი და სამოქალაქო და
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ადვოკატები დაესწრნენ. შეხვედრის
მონაწილეებმა
განიხილეს
შემდეგი
41
საკითხები:
საქართველოს
შესაბამისი
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
კანონმდებლობა,
მაძიებლების
თავშესაფრის
ეროვნული
პროცედურების
უსაფრთხოებითა
ხელმისაწვდომობა,
და
თავშესაფრის
საზოგადოებრივი
წესრიგით
შეზღუდული უფლებები, ა.შ.
განგრძობადი
იურიდიული
განათლების
ფარგლებში,
იურიდიული
დახმარების
სამსახურის ადვოკატებმა მონაწილეობა მიიღეს ადვოკატთა ასოციაციის მიერ
ორგანიზებულ 32 ტრენინგში (მათ შორის, დისტანციური სასწავლო პლატფორმის
მეშვეობით). ტრენინგებს შორის, აღსანიშნავია, შემდეგი თემები: ოჯახში და ქალთა
მიმართ
ძალადობის
სამართლებრივი
რეგულაციები
(დაესწრო
იურიდიული
დახმარების სამსახურის 60-მდე ადვოკატი), ადვოკატთა პროფესიული ეთიკა (დაესწრო
181–ზე მეტი საზოგადოებრივი ადვოკატი).
საზოგადოებრივი ცნობადობის გაზრდა იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ
ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, 2017 წელს, დაიწყო
მუშაობა იურიდიული დახმარების სამსახურის ვებგვერდის განახლებასა და
გაუმჯობესებაზე. ახალი ვებგვერდი ხელმისაწვდომი გახდა საანგარიშო წლის ბოლოს.
იგი ადაპტირებულია მხედველობის არმქონე და ნაკლებადმხედველი პირებისათვის.
მასზე განთავსებულია სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია,
სამართლებრივი დოკუმენტები, ანგარიშები, სტატისტიკა და ა.შ
2017
წელს,
იურიდიული
დახმარების
ბიუროებმა
განაგრძეს
გასვლითი
კონსულტაციებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. სულ განხორციელდა 17042
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ზე მეტი სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის: 25 სემინარი საქართველოს სხვადასხვა
საჯარო სკოლასა და უმაღლესი განათლების დაწესებულებაში; თვითმმართველობის
ორგანოების წარმომადგენლებთან გაიმართა 28 შეხვედრა, სოციალური მომსახურების
სააგენტოს რეგიონულ განყოფილებებში – 5 შეხვედრა. სამსახურის იურისტებმა ჯამში
28 რადიო და სატელევიზიო გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა, ასევე გამართეს
პრესკონფერენციებიც.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის საკითხებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჯამში
გამართეს 11 საინფორმაციო შეხვედრა, მათ შორის: ახალქალაქის რაიონის სოფელ
ვაჩიანის საჯარო სკოლაში, კასპის რაიონის სოფელ მიქელწყაროში, აღაიანში და
ფერმაში. გორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, მარნეულის გამგეობის
„ქალთა ოთახში“, ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბაიდარის,
კაჩაგანისა, აღმამედლოს და თექალოშო, ახმეტის რაიონის სოფელ დუისის საჯარო
სკოლაში. შეხვედრებს სულ დაესწრო 155 ადამიანი, აქედან 34 კაცი, ხოლო 121 ქალი.
43
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა ოჯახში ძალადობის და
ქალთა უფლებების საკითხებზე დევნილებთან სულ გამართეს 11 შეხვედრა, მათ შორის:
მცხეთა–მთიანეთში – 2 შეხვედრა, ქვემო ქართლში – 1 შეხვედრა, სამეგრელოში – 2
შეხვედრა, იმერეთში – 3 შეხვედრა, შიდა ქართლში – 3 შეხვედრა. შეხვედრებს დაესწრო
92 პირი, აქედან 56 ქალი, 36 კაცი.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩატარდა 24 შეხვედრა ქალთა
უფლებების დაცვის საკითხებზე: 4 შეხვედრა ჩატარდა შიდა ქართლში (ხურვალეთი,
მოხისი, აღაიანი, ფერმა); 4 შეხვედრა გამართა იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული
დახმარების ბიურომ საზღვრისპირა სოფლებში (პერევი, ჯრია); 15 შეხვედრა ჩატარდა
დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში: მცხეთა–მთიანეთში – 3 შეხვედრა (საგურამო,
ფრეზეთი, წეროვანი); ქვემო ქართლში – 2 შეხვედრა (კოდის და შაომიანის დევნილთა
44
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
დასახლება); სამეგრელოში – 8 შეხვედრა (ზუგდიდის რაიონული საავადმყოფო, აბაშა,
სენაკი, მარტვილის რაიონის სოფლებში: ვედითკარსა და ბანძაში); იმერეთის რეგიონში –
2 გასვლითი ღონისძიება. ხოლო 1 სამუშაო შეხვედრა დევნილთა საკითხებზე გაიმართა
ქალაქ ქუთაისში და წყალტუბოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან,
რომელშიც ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლის“ და გაეროს ლტოლვილთა
უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრებს
ჯამში დაესწრო 415 პირი: აქედან 269 ქალი, 146 კაცი.
2017 წლის 7 მაისს, თბილისში, ევროპის დღე აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით,
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების
საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რიყის პარკში, საზეიმო
ღონისძიება გამართა, რომელშიც, წელს პირველად, მონაწილეობა იურიდიული
დახმარების სამსახურმაც მიიღო. სამსახური, რომელიც ჩართულია ევროკავშირისა და
გაერთოს ერთობლივ პროექტში „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე
მორგებული
მართლმსაჯულების
სისტემის
განვითარება
საქართველოში“,
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თავისი საინფორმაციო კუთხით. იურიდიული
დახმარების
სამსახურის
სახელმწიფოს
მიერ
იურისტებმა
დაინტერესებულ
უზრუნველყოფილი
უფასო
მოქალაქეებს
საადვოკატო
გააცნეს
მომსახურებით
სარგებლობის პირობები და დაარიგეს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე შედგენილი
ბროშურები.
45
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017
წლის
1–8
დეკემბრის
პერიოდში,
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა
და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით აქტიური
მედიაკამპანია
განხორციელდა,
რომელიც
მიეძღვნა
იურიდიული
დახმარების
სამსახურის 10 წლის იუბილესა და სამსახურის მიერ წარმატებით განხორციელებულ 150
000–ე კონსულტაციას. მედიაკამპანიის ფარგლებში, იმერეთის–ქუთაისის იურიდიული
დახმარების
ბიუროს
ეწვივნენ
საქართველოს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში
და
სხვა
პარლამენტის
საპატიო
თავმჯდომარე,
სტუმრები,
რომლებმაც
ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
გარდა ამისა, იმერეთის–ზესტაფონის, შიდა ქართლის, კახეთის–თელავის, აჭარისა და
სამეგრელოს–ზუგდიდის
მედიასაშუალებების
რომლებზეც
იურიდიული
დახმარების
წარმომადგენლებისათვის
ბიუროების
ხელმძღვანელებმა
ბიუროებში
გაიმართა
შეაჯამეს
ადგილობრივი
პრესკონფერენციები,
იურიდიული
დახმარების
ოფისების ათწლიანი მუშაობა და საზოგადოებას წარუდგინეს შესაბამისი
სტატისტიკური მონაცემები. 8 დეკემბერს, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის
იურიდიული დახმარების ბიუროების წარმომადგენლებმა საინფორმაციო გასვლითი
ღონისძიებები ჩაატარეს ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებთან. ღონისძიებებზე
მოსახლეობას დაურიგდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო
ბუკლეტები იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.
46
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ბიურო და საკონსულტაციო
ცენტრი აქტიურად იყო ჩართული „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“
მიმდინარე 16–დღიან გლობალურ კამპანიაში, რომელიც 25 ნოემბრიდან მთელი
ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღინიშნებოდა. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის
სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან – სტუდენტებთან, უფროსკლასელებთან, ეთნიკური
უმცირესობების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და ა.შ.
30–მდე შეხვედრა გაიმართა. ადვოკატებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ
უფასო სერვისების შესახებ, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური სთავაზობს
ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სამსახურში ასევე მოქმედებს
ცხელი ხაზი.
47
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
წარმატებული საქმეები
სისხლის სამართლის საქმეები
ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები ათასობით სისხლის
სამართლის საქმეს აწარმოებენ. საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით, ათობით
ბრალდებულის მიმართ ხდება სასამართლოს მიერ სრულად ან ნაწილობრივ
გამამართლებელი განაჩენების დადგენა, ასეულობით ბრალდებულის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი
ბრალდებულისათვის
დევნის
აღკვეთის
შეწყვეტა.
გარდა
ღონისძიების
ამისა,
შეფარდებისას,
არაერთ
საქმეზე,
საზოგადოებრივი
ადვოკატების ძალისხმევით, დასაცავი პირისათვის იმაზე უფრო მსუბუქი ღონისძიების
გამოყენება ხდება, ვიდრე ბრალდების მხარე მოითხოვდა.
სისხლის სამართლის ყველა საქმეზე ასეთი შედეგების მიღწევა, რა თქმა უნდა,
შეუძლებელია. თუმცა, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ
გამამტყუნებელი
განაჩენი
დგება,
საზოგადოებრივი
ადვოკატები
არ
იშურებენ
ძალისხმევას, რომ ბრალდებულს მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელი განესაზღვროს.
2017 წელს, საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით, გამამართლებელი განაჩენი
მიღწეულია 53 სისხლის სამართლის საქმეზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი – 29
საქმეზე. სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა 180 საქმეზე. განრიდების მექანიზმი
გამოყენებულ იქნა 109 სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაში.
ანგარიშის ამ თავში წარმოგიდგენთ რამდენიმე წარმატებულ სისხლის სამართლის საქმეს.
სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან
გათავისუფლდა
იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს ადვოკატის, მთვარისა
ბიგვავას
ძალისხმევით,
სხეულის
განზრახ
მძიმე
დაზიანებაში
თანახმად,
2016
წლის
2
ბრალდებული
პირი
გამართლდა.
საბრალდებო
დასკვნის
ოქტომბერს,
ქ.
ზუგდიდში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ადგილობრივმა მცხოვრებმა თ.ქ.–მ მუცლის არეში
დაარტყა დანა ასევე ზუგდიდელ დ.ჯ.–ს, რის შედეგადაც მან სხეულის მძიმე, სიცოცხლისთვის
საშიში დაზიანება მიიღო. სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 117–2 მუხლით აღიძრა.
48
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ინცინდენტიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ, ძებნილი თ.ქ. ქობულეთის რაიონის
მუხაესტატეს
პოლიციის
თანამშრომლებმა
დააკავეს
და
ქუთაისის
N2
პენიტენციურ
დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქმის მასალების გაცნობის, ბრალდებულთან შეხვედრის და
გასაუბრების შემდგომ, ადვოკატი მთვარისა ბიგვავა და დაკავებული თ.ქ. შეთანხმდნენ, რომ
ისარგებლებდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ბრალდების მხარის მიერ
შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმების ყველა ფორმაზე უარი განაცხადეს.
ადვოკატმა გაითვალისწინა ისიც, რომ ბრალდებული, გამოძიების ეტაპზეც და სასამართლო
პროცესზეც, კატეგორიულად გამორიცხავდა მისი მხრიდან მოქალაქე დ.ჯ.–ს დაჭრის ფაქტს.
ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე
ჰქონდა, იყო მოწმე ვ.მ.–ს ჩვენება, რომელმაც სასამართლო პროცესზე არ დაადასტურა თავისი
ჩვენების სისწორე და განაცხადა, რომ მას დაჭრის ფაქტი არ უნახავს. პროცესზე დაკითხული
სხვა მოწმეების ჩვენებებიც არ იყო თანმიმდევრული, ურთიერთთავსებადი და ეჭვის
გამომრიცხავი.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნიდა ისეთ
ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით
გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა, მთვარისა ბიგვავამ, ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი თავის მიერ
მომზადებულ დასკვნით სიტყვაში დააფიქსირა და თ.ქ.–ს უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.
შედეგად, 2017 წლის 20 აპრილს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული თ.ქ.
გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანი სრულად გამართლდა
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 2016 წლის მაისში, არასრულწლოვანმა თ.ს.–მ, თბილისის
ერთ–ერთი მაღაზიიდან,
სამართალდამცველებმა,
გამყიდველის თანდასწრებით, შესაწირი ყუთი გაიტანა.
მაღაზიის
გამყიდველის
შეტყობინების
საფუძველზე,
არასრულწლოვანი დააკავეს. მას წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მას, როგორც გადახდისუუნარო
არასრულწლოვან
მოწმეს,
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულებაში
სპეციალიზებული
ადვოკატი, სულხან კომახიძე, დაენიშნა.
აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანი
ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ, დაცვის მხარის
სასარგებლოდ, თ.ს.–ს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 100 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა
შეუფარდა.
49
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
საქმის სასამართლოში განხილვისას, ადვოკატმა სულხან კომახიძემ ყურადღება გაამახვილა
იმაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა
თ.ს.–ის ბრალეულობის დასადასტურებლად საჭირო აუცილებელ სტანდარტებს. ადვოკატის
მტკიცებით,
პოლიციელები,
რომლებმაც
იცოდნენ
თ.ს.–ის
ნასამართლეობის
შესახებ,
არასრულწლოვნისთვის დანაშაულის დაბრალებას ცდილობდნენ.
სულხან კომახიძე აღნიშნავდა, რომ სამართალდამცველებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე
საათის განმავლობაში უსაფუძვლოდ ჰყავდათ დაკავებული პოლიციის განყოფილებაში,
ვინაიდან იგი დაკავებიდან თითქმის შვიდი საათის შემდეგ დაიკითხა. ამასთან, ბრალდების
მხარემ ფაქტობრივად უარი უთხრა ადვოკატს იმ ვიდეოჩანაწერის ამოღებაზე, რომელიც
პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის შეყვანა–გამოყვანის ზუსტ დროს აჩვენებდა.
საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია
და თ.ს. უდანაშაულოდ ცნო.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში ბრალდებული გამართლდა
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, ირმა ინასარიძის, ძალისხმევით, პ.ხ.,
რომელსაც
გადაკვეთის
მსჯავრი
დაედო
საქართველო-სომხეთის
მცდელობისათვის,
უზენაესი
სახელმწიფო
სასამართლოს
საზღვრის
მიერ
უკანონო
გამართლდა.
თავდაპირველად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ხოლო შემდეგ თბილისის სააპელაციო
სასამართლოს განაჩენით, პ.ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ მარნეულის რაიონის სოფელ
სადახლოსთან, საქართველო–სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში და მას,
სასჯელის სახით, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამიტომ, საზოგადოებრივმა
ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ
შეუსაბამობებზე, რომლებიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებობდა. კერძოდ,
სასაზღვრო
პოლიციის
პატრულირებისას,
თანამშრომლები
დაინახეს
ორი
პირი,
უთითებდნენ,
რომ
სასაზღვრო
რომელთაგან
ერთ–ერთმა,
სექტორის
კერძოდ,
პ.ხ.–მ,
სამართალდამცველების გამოჩენაზე ნაბიჯს უმატა და სომხეთის ტერიტორიაზე გადასვლას
შეეცადა. თუმცა, ორივე ეს პირი, მოწმე რ.ნ. და მსჯავრდებული პ.ხ., ამბობდა, რომ სასაზღვრო
პოლიციის თანამშრომლები მათთან მივიდნენ საუბრის დროს, როდესაც პ.ხ. ცდილობდა რ.ნ.–
სგან გაერკვია სოფელ სადახლოში დროებით სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობები.
ამასთან, რ.ნ. აღნიშნავდა, რომ, საუბარში, პ.ხ.–ს არ გაუმჟღავნებია საზღვრის გადაკვეთის
განზრახვა.
ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ პ.ხ.-ს რამდენჯერმე ეთქვა უარი
სახელმწიფო
საზღვრის
კანონიერად
გადაკვეთაზე.
მიუხედავად
ამისა,
უზენაესმა
სასამართლომ აღნიშნული ფაქტები არადამაჯერებლად მიიჩნია, ვინაიდან შსს-ს ცნობებით
50
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
დასტურდებოდა, რომ პ.ხ.-ს ასევე ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის კანონიერად კვეთის
ფაქტებიც.
საბოლოოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილსა და საკონსტიტუციო
სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ დაუშვებელია პირის მსჯავრდება
საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა
ადვოკატ ირმა ინასარიძის საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და
პ.ხ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
გაუპატიურებაში ბრალდებული პირი გამართლდა
იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ზუგდიდის ბიუროს ადვოკატი –მთავრისა
ბიგვავა სამართალწარმოების ენის არმცოდნე მოქალაქე ზ.ლ–ს ინტერესების დასაცავად მაშინ
ჩაერთო, როდესაც საქმე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არსებითად იხილებოდა.
მოქალაქე ზ.ლ–ს პროკურატურის მიერ ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით. საბრალდებო დასკვნის თანახმად,
2016 წლის 2 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონის ერთ–ერთ სოფელში, თავისი საცხოვრებელი
სახლის უკან მდებარე კონტეინერში, თ.ლ.–მ სანადირო თოფის გამოყენებით ძალადობისა და
სიცოცხლის მოსპობის მუქარით სქესობრივი კავშირი დაამყარა თავის დასთან ნ.კ.–სთან.
თუმცა წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ
დასტურდებოდა. დაცვის მხარისთვის გამოძიების პროცესშივე ცნობილი გახდა, რომ
ანალოგიური სახის განცხადება სექსუალურ ძალადობაზე ნ.კ.–მ გააკეთა 2016 წლის აგვისტოს
თვის დასაწყისშიც – თითქოსდა იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოთხმა პირმა ძალის
გამოყენებით მანქანაში ჩასვა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მან ასევე განაცხადა,
რომ როდესაც ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე გადმოკვეთა აფხაზეთის საზღვარი და თ.ლ.–
ს მიეკედლა, მაშინ აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება ამ შემთხვევაზე,
მაგრამ ექსპერტიზამ არ დაადასტურა გაუპატიურების ფაქტი. ადვოკატმა, სასამართლოს
შუამდგომლობით, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტიდან მიიღო აღნიშნული ექსპერტიზის
დასკვნა, რითაც დასტურდებოდა, რომ ანალოგიური ხასიათის განცხადებაც აღმოჩნდა ცრუ
ბრალდება ნ.კ.–ს
მხრიდან.
დასტურდებოდა,
რომ
ასევე, დაცვის მხარემ მოიპოვა ცნობები კლინიკიდან, რითაც
ნ.კ.–ს
აღენიშნებოდა
შფოთვა,
მოუსვენრობა,
შიშები,
გუნება–
განწყობილების ცვალებადობა და დაენიშნა მკურნალობა ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
დაზარალებული ნ.კ. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა. ბრალდების მხარემ მხოლოდ
მისი წერილობითი ჩვენება გამოაქვეყნა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის თავიდანვე უარყოფდა
თავის ნახევარდასთან ძალადობრივ სქესობრივ კავშირს და სასამართლოში ჩვენების მიცემისას
განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის ურთიერთობა და
51
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
შესაბამისად, მისი მხრიდან ძალადობის, მუქარის განხორციელების აუცილებლობა არ
არსებობდა.
ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ იქნა არაერთი სახის ექსპერტიზა, რომლითაც
დადასტურდა სქესობრივი კავშირი ნ.კ.–სა და თ.ლ.–ს შორის, თუმცა ექსპერტები არ იყვნენ
კატეგორიულნი თავიანთ დასკვნაში და ისინი ვერ ადგენდნენ ვერც სქესობრივი კავშირის
ხანდაზმულობას და ვერც სქესობრივ კავშირს ჩადენის ფაქტს – ძალადობით ან ძალადობის
მუქარით.
საქმეში ასევე არ მოიპოვებოდა ნ.კ.–ს პიროვნების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი,
ასევე არ იყო დადგენილი მასსა და თ.ლ–ს შორის ნათესაური კავშირი, რაც თავისთავად
აბათილებდა წარდგენილ ბრალდებას. 2017 წლის 30 იანვარს, საზოგადოებრივმა ადვოკატმა,
მთვარისა ბიგვავამ,
ყოველივე ზემოაღნიშნული
დააფიქსირა დასკვნით
სიტყვაში და
სასამართლო პროცესზე თ.ლ.–ს უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.
საბოლოოდ, ბრალდებული თ.ლ. სრულად გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში და
სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ყაჩაღობაში ბრალდებული გამართლდა
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს, ირმა ინასარიძეს, 2012 წლის 11
ივნისს, დაევალა მ.ჩ.–ის ინტერესების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იმ
საფუძვლით, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას.
სახელმწიფო ბრალდება მ.ჩ.–ს ედავებოდა ყაჩაღობის ჩადენას, სხეულის განზრახ მსუბუქ
დაზიანებასა და მოქალაქის პასპორტის გატაცებას. ასევე, ბრალდების თანახმად, 1996 წლის
აპრილში, მ.ჩ. სხვა თანამზრახველებთან ერთად, საცხოვრებელ ბინაში თავს დაესხა თბილისში
მცხოვრებ მ.ლ.–ს. ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სახლში მყოფ ოჯახის
წევრებს, რათა მათ წინააღმდეგობა არ გაეწიათ ყაჩაღობის პროცესში. დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრებმა სახლიდან წაიღეს დიდი ოდენობით თანხა, თითქმის ყველა მატერიალური
ღირებულების მქონე ნივთი და მ.ლ.–ს პირადობის დამადატურებელი დოკუმენტი.
გატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, სამართლდამცველებმა ყაჩაღური ჯგუფის
რამდენიმე წევრი მალევე დააკავეს. სხვებმა, მათ შორის მ.ჩ.– მ, მოახერხეს მიმალვა.
საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირმა ინასარიძემ, ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ
რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზსა და შეუსაბამობაზე. ბრალდებულ მ.ჩ.–ს მიმართ არ
არსებობდა პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარემ უტყუარად ვერ
დაადასტურა ჩადენილ ყაჩაღობაში მ. ჩ.–ს მონაწილეობა.
52
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ბოლო სასამართლო სხდომა 2017 წლის 11 ივლისს გაიმართა. მოსამართლემ გაითვალისწინა
დაცვის მხარის პოზიცია და ბრალდებული მ.ჩ. გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რადგან
სახეზე არ იყო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა
ერთობლიობა.
განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატ ირმა ინასარიძეს, 2016 წლის 13
ოქტომბერს,
დაევალა
ბრალდებულ
ე.ს.–ს
ინტერესების
დაცვა
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში.
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლს (განზრახ მკვლელობა) ეფუძნებოდა, ეწერა, რომ
2002 წლის 10 ოქტომბერს, მოქალაქე ე.ს. სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქ.თბილისში, წერონისის
ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ სავაჭრო ჯიხურთან იმყოფებოდა. მათ დიდი ოდენობით
ალკოჰოლი მიიღეს, შემდეგ ქუჩაში გავიდნენ და ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. ასევე
ბრალდების თანახმად, ჩხუბის დროს, ე.ს.–მ რამდენჯერმე ჩაარტყა ქვა ბ.ბ.–ს, რომელიც
ადგილზევე გარდაიცვალა. ე.ს. კი – მიიმალა.
ის ასევე ძებნილი იყო 2017 წლის 9 ივნისსაც, როდესაც ამ საქმის განხილვა გაიმართა თბილისის
საქალაქო სასამართლოში. თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა
საკმარისი მტკიცებულებები ე.ს.–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და
გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია
და ბრალდებული ე.ს. წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
თანხის მითვისებაში ბრალდებული გამართლდა
2017 წლის 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა საქმეზე,
რომელზეც გამოძიება ჯერ კიდევ 1999 წლიდან მიმდინარეობდა.
სახელმწიფო ბრალდება დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავებოდა საქართველოს
საზღვაო სანაოსნოს კომერციული სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვ.კ.–ს (გამოძიება
მიმდინარეობდა საქართველოს სსკ–ის 182 მუხლის მე–2 ნაწილის ,,ა“ და მე–3 ნაწილის ,,ბ“
ქვეპუნქტებით).
საქმეში არსებული მასალებით ირკვეოდა, რომ 1990 წელს, ის და მისი ინგლისელი პარტნიორი
პ.ბ.ს. დაინიშნენ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მიერ ლონდონში დაფუძნებული კომპანია
,,ანგლო ჯორჯიან შიპინგის“ დირექტორებად. კომპანიას ონშორული და ოფშორული
გემებისათვის კომერციული მენეჯმენტი უნდა განეხორციელებინა.
53
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ბრალდება ამტკიცებდა, რომ თითქოსდა, ვ.კ.–მ და ბ.ს.–მ, სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, განიზრახეს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხების მითვისება.
ამ მიზნით მათ ოფშორულ ზონაში შექმნეს და რეგისტრაციაში გაატარეს კომპანია „ევრო აზია
სერვისი“,
რომლის
ანგარიშზეც
1993
წლიდან
1995
წლების
ჩათვლით
გადარიცხეს
საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი თანხა – 606,986,21 აშშ დოლარი, რომელიც
შემდგომ მიითვისეს.
თითქმის 17–წლიანი გამოძიების შემდეგ, 2016 წლის 18 აგვისტოს, საქმეში ჩაერთო
იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი ნუგზარ გრძელიძე,
რომელმაც ბრალდების მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვებით, წერილობითი მტკიცებულებების
ხარვეზებზე
მითითებით,
განსაკუთრებით,
საბუღალტრო
ექსპერტიზის
ჩამტარებელი
ექსპერტების კრიტიკული დაკითხვებით და ა.შ. შეძლო იმის დამტკიცება, რომ ვ.კ.–ს არ
ჩაუდენია მის მიმართ ბრალდებით შერაცხული დანაშაული.
2017 წლის 5 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პროცესზე დაუსწრებლად, ვ.კ–ს
მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გააუქმა და
მას მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება დაუტოვა.
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გაქცევაში ბრალდებული გამართლდა
2015 წლის აპრილიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს
ადვოკატი ქეთევან თალაკვაძე, როგორც ბრალდებულის ინტერესების სავალდებულო დაცვის
განმახორციელებელი, მცხეთის სასამართლოში წარმოადგენდა მოქალაქე გ.მ.–ს ინტერესებს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 1994 წლის 24 ნოემბერს, ქსნის საპატიმრო დაწესებულებიდან
გაქცეულ პატიმართა ჯგუფში შედიოდა ბრალდებული გ.მ. გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის ,,ა“ ქ/პუნქტით თითქმის 23 წლის განმავლობაში
მიმდინარეობდა.
ასევე, ბრალდების საფუძველზე, გ.მ.–ს მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულის
სახით პასუხისგებაში მიცემის და დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის
შეფარდების შესახებ.
დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ სასამართლოს მიერ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სახელმწიფო
ბრალმდებლის მოთხოვნა, რადგან საქმეში არსებული მასალები და ფაქტობრივი გარემოებები
არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. საქმეში არ არსებობდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც
გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდებოდა.
ადვოკატის აზრით, სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ მოიყვანა საფუძვლიანი არგუმენტები
განსასჯელის ბრალეულობის დასადასტურებლად, გამოძიება მოცემულ საქმეზე არ იყო
ჩატარებული სრულად და ობიექტურად, არ
დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების
54
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ხელმძღვანელი
პირები,
არ
ჩატარდა
შემთხვევის
ადგილის
დათვალიერება
და
არ
განხორციელდა გამოძიებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედება. ამავე დროს, დარღვეული იყო
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–8 მუხლი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი,
ევროპული კონვენციის მე–5 და მე–6 მუხლები, სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ
საქმეზე გაჭიანურდა მართლმსაჯულების განხორციელება, რომელიც ზიანს აყენებს
მართლმსაჯულების
ეფექტიანობას
და
სარწმუნოობას,
რაც
ხშირ
შემთხვევაში,
მართლმსაჯულებაზე უარის თქმის ტოლფასია.
საბოოლოდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, მტკიცებულებების სათანადო
შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 8
იანვარს, ბრალდებული გ.მ. გაამართლა.
სასამართლომ სხვისი ნივთის განადგურებაში ბრალდებული პირი გაამართლა
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის ძალისხმევით,
მოქალაქე
გ.ს.,
რომელსაც
ბრალი
ედებოდა
სხვისი
ნივთის
გაუფრთხილებლობით
განადგურებაში, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
საქმის მასალების მიხედვით, გ.ს.–მ, რომელიც იმყოფებოდა ე.ო.–ს კუთვნილ შენობაში, ა.თ.–ს
მიერ ნაქირავებ ხის საამქროში, შეშის ღუმელს კარი მოხსნა და ცეცხლი დაანთო. მიუხედავად ამ
უკანასკნელის გაფრთხილებისა, გ.ს.–მ დანთებული ღუმელი უყურადღებოდ დატოვა და გარეთ
გავიდა. შედეგად, ანთებული ღუმელიდან ხის საამქროში გაჩნდა ხანძარი, რომელიც მოედო
იქვე არსებულ ხის მასალას და სხვა აალებად ნივთიერებებს, რითაც ე.ო.–ს მიადგა 12.976,60
ლარის ზიანი.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ერთმანეთთან შეთანხმებულ,
აშკარა
და
დამაჯერებელ
დადასტურდებოდა
გ.ს.–ს
მტკიცებულებათა
მიერ
ერთობლიობის
წინდახედულობის
წარმოდგენა,
ნორმების
დარღვევა,
რომლითაც
ცეცხლთან
უყურადღებო და დაუდევარი მოპყრობა.
ე.ო. და ა.თ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ვარაუდს
გამოთქვამდნენ. პირველის აზრით, ხანძარი აფეთქებით იყო გამოწვეული, ხოლო მეორე
ფიქრობდა, რომ დაუკეტავი ღუმელიდან გადმოვარდა ნაკვერჩხალი და ამან გამოიწვია ხანძარი.
სასამართლოს განცხადებით, ეს ჩვენებები უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა და
ვერ ადასტურებდა გ.ს.–ს მიერ ღუმელისათვის კარის მოხსნის ფაქტს.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე
პირთა ჩვენებებით, არ დასტურდებოდა, რომ ხანძარი გამოიწვია გ.ს.–ს ცეცხლის წყაროსთან
დაუდევარმა მოპყრობამ. გარდა ამისა, ექსპერტისთვის არ იყო ცნობილი შენობის მდგომარეობა
ხანძრამდე, შესაბამისად, მის მიერ დათვლილი ზიანის მოცულობა და დასკვნა იყო სავარაუდო
და არ აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს.
55
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა მოითხოვა
ბრალდებულ გ.ს.–ს გამართლება. სასამართლომ სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და
გ.ს. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული პირი უდანაშაულოდ ცნო
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, მევლუდ ჯანჯღავას ძალისხმევით,
მოქალაქე ლ.ზ., რომელსაც ბრალი ედებოდა ოჯახის წევრის, კერძოდ, მეუღლის მიმართ
ძალადობის ჩადენაში, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ბრალდების მიხედვით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ლ.ზ.–მ,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მის მეუღლეს–თ.ჩ.–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
კერძოდ, პისტოლეტისმაგვარი ნივთი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც, თ.ჩ.–მ განიცადა
ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ლ.ზ. დაავადებული იყო შიზოტოპური აშლილობით,
არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, რაც მას ბრალად შერაცხული
მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა. შესაბამისად, მას არ შეეძლო
სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი. გარდა ამისა, სამედიცინო
დასკვნის საფუძველზე, დაზარალებულის სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური
ნიშნები ვერ იქნა აღმოჩენილი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მოწმეების ჩვენებები და მტკიცებულებები,
რომლებიც უდავოდ იყო მიჩნეული. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ლ.ზ.–ს ბრალდების
დამადასტურებელი
ვერცერთი
პირდაპირი
ხასიათის
მტკიცებულება,
რომელიც
დაადასტურებდა ლ.ზ.–ს ბრალეულობას, კერძოდ იმას, რომ ბრალდებულის მიერ განზრახ
განხორციელებული
ძალადობრივი
ქმედებით
დაზარალებულმა
განიცადა
ფიზიკური
ტკივილი. შესაბამისად, ადვოკატმა მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გამართლება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ
ბრალდებული ლ.ზ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დაუყოვნებლივ
გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
კონსულტანტის დახმარებით სასამართლომ მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა
2017 წლის 02 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–სიღნაღის
იურიდიული დახმარების ბიუროს, სამართლებრივი კონსულტაციის მიღების მიზნით,
მიმართა მოქალაქე ლ.ქ.–მ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა
სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა დააკავეს არასრულწლოვანი დის გაუპატიურების ბრალდებით. მისთვის
56
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
არავის განუმარტავს, თუ რა უფლებები ჰქონდა ან რის საფუძველზე მიიჩნიეს, რომ ლ.ქ. იყო
დამნაშავე მისთვის გაურკვეველი ამორალური დანაშაულის ჩადენაში.
ბენეფიციარმა განაცხადა, რომ მისი დაკავებიდან სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების
შეცვლამდე, ერთი თვის განმავლობაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ციხეში ყოფნის
პერიოდში იგი განიცდიდა ფიზიკურ, ზნეობრივ და ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ჰქონდა
ფსიქიკური სტრესი, ვინაიდან ბრალი ედებოდა იმ დანაშაულში, რაც არ ჩაუდენია.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განაჩენით დადგინდა, რომ
მოქალაქე ლ.ქ. იყო უდანაშაულო და იგი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ამის შემდგომ, ლ.ქ.–მ ადვოკატისაგან გაიგო, რომ პროკურორმა გაასაჩივრა როგორც პირველი
ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები. მისი დაკავების
დღიდან უზენაესი სასამართლოს საბოლოო განჩინების გამოტანამდე, საგამოძიებო ორგანოები,
ვარაუდზე აგებული ბრალდებით, ბენეფიციარის დამნაშავედ გამოყვანას და ციხეში მრავალი
წლის განმავლობაში დატოვებას ცდილობდნენ. მოქალაქე აცხადებდა, რომ საგამოძიებო
ორგანოების აღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებებით მას მიადგა მორალური
ზიანი. ლ.ქ. ითხოვდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და, აღკვეთის
ღონისძიების სახით, პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი ყოფილიყო სარჩელი.
ვინაიდან ლ.ქ. არ იყო სოციალურად დაუცველი და არ აკმაყოფილებდა გადახდისუუნარობის
კრიტერიუმებს იურიდიული დახმარების გაწევისთვის, ბენეფიციარის მიმართ გამოყენებული
იქნა საგამონაკლისო წესი, რადგან მას ჰქონდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და წარსულში
აკმაყოფილებდა გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს.
2017
წლის
თებერვლიდან,
ბენეფიციარს
სამართლებრივი
კონსულტაცია
გაუწია
და
სამართლებრივი დოკუმენტები შეუდგინა კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების
ბიუროს კონსულტანტმა გიორგი შერმადინმა.
2017 წლის 8 აგვისტოს, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილი სარჩელის,
თანდართული დოკუმენტებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ბენეფიციარის
სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა და საქართველოს მთავარ პროკურატურას მოქალაქე ლ.ქ.–ს
სასარგებლოდ მორალური ზიანის მიყენებისთვის 5000 ლარის გადახდა დააკისრა.
ადვოკატთა პროფესიულ დღეს თბილისის ბიუროს ადვოკატებმა ორი საქმე მოიგეს
2017 წლის 8 ნოემბერს, ადვოკატთა პროფესიულ დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის
ადვოკატების დამსახურებით, სასამართლომ ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
57
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, მილერინა
მემანიშვილი, რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა მენტალური პრობლემების მქონე დ.ბ.–ს
ინტერესებს. მას ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ–ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის
მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით). ადვოკატმა მილერინა
მემანიშვილმა შეძლო მოსამართლის დარწმუნება, რომ ბრალდების მხარის მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ.ბ.–ს მიერ თავისი დედისთვის
შეურაცხყოფის
რამდენიმეთვიანი
მიყენების
ფაქტი.
პატიმრობის
შედეგად,
შემდეგ
დ.ბ.
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
უდანაშაულოდ
ცნო
სასამართლო
და
დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
ამავე დღეს, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა
ბრალდებული გ.ხ., რომლის ინტერესებსაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის
თბილისის ბიუროს ადვოკატი, თამარ ხაჩირაშვილი იცავდა. თბილისის საქალაქო
სასამართლომ გ.ხ.–ს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სსკ–ის 238–ე პრიმა მუხლის
მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ცივი იარაღის
ტარება), რაც ისჯებოდა ჯარიმით ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთით. გ.ხ. 2013 წლიდან
ძებნაში იმყოფებოდა. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2017 წლის 12 ივლისს
გადმოკვეთა და საზღვარზევე დააკავეს. ადვოკატმა თამარ ხაჩირაშვილმა პირველი ინსტანციის
სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ
მყოფის გამართლება. მოსამართლემ გაიზიარა ადვოკატის არგუმენტირებული პოზიცია, და
გ.ხ., რომელმაც საპატიმროში 4 თვე გაატარა, უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლემ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული გაამართლა
თბილისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი, გიორგი მდინარაძე, თითქმის
ერთი წლის განმავლობაში იცავდა მოქალაქე ო.ა.–ს ინტერესებს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 2016 წლის ოქტომბერში, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე
მდებარე ერთ–ერთ სახლში, მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა მოქალაქე
ო.ა.
შეკრებილები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ატყდა
ჩხუბი. ბრალდების განცხადებით, ო.ა.–მ შელაპარაკებისას რამდენჯერმე დაარყა ტაფა მოქალაქე
გ.მ.–ს, შემდეგ აიღო მისი მობილური ტელეფონი და მიიმალა. გ.მ. მიყენებული დაზიანებების
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ო.ა. დააკავეს და ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის
კოდექსის ორი მუხლით – 108–ე („განზრახ მკვლელობა“) და 177–ე („ქურდობა“).
ადვოკატი გიორგი მდინარაძე საქმეში გამოძიების ეტაპზევე ჩაერთო, როგორც სავალდებულო
დაცვის განმახორციელებელი საზოგადოებრივი ადვოკატი. გამოძიება რამდენიმე თვის
58
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
განმავლობაში გაგრძელდა და 2017 წლის ივლისში გამართულ სასამართლო პროცესზე,
მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი
გარემოებები, რომლის მიხედვითაც უტყუარად ვერ დასტურდებოდა, რომ გ.მ. ნამდვილად
ო.ა.–მ მოკლა. ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ო.ა. უდანაშაულოდ ცნო
მკვლელობაში (სსკ 108–ე მუხლი), მაგრამ არ გაამართლა ქურდობაში (სსკ 177–ე) და მას ორ
წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
ბრალდების
მხარემ
გაასაჩივრა
საქალაქო
სასამართლოს
გადაწყვეტილება.
თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით უცვლელი
დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი.
სხვა საქმეები:
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის
პირველი ნაწილის მიხედვით „იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით
პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი წესით, თუ
ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა“.
სწორედ ასეთი სახის ერთ–ერთ საქმეში, 2017 წლის აპრილის თვიდან ჩაერთო თბილისის
იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ირაკლი ბენია, რომელიც ბრალდებულ გ.გ.–ს
ინტერესებს
სახელმწიფოს
ხარჯზე
იცავდა.
გ.გ.–ს
ბრალი
წარდგენილი
ჰქონდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“).
თუმცა ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებებით, რომელშიც
ექსპერტიზის დასკვნებიც შედიოდა, სასამართლომ აღნიშნული მუხლი გადააკვალიფიცირა
ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, გ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 120–ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“) და სასჯელის
სახით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანალოგიურად, 2017 წლის 17 მაისს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს
ადვოკატს
მევლუდ
ჯანჯღავას
დაევალა
გადახდისუუნარო
ვ.დ.–ს
ინტერესების
სავალდებულო დაცვა. ვ.დ.–ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის
(„ძალადობა“)
მე–2
ნაწილით
გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენაში.
საქმის
რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და
ვ.დ. უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენაში.
სამეგრელოს-ფოთის ბიუროს ადვოკატმა, დავით გოგუამ, იშუამდგომლა სასამართლოსთან,
რათა ბრალდებულ ზ.დ.-სთვის, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ
სრულად ცნო და ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით,
პატიმრობა შეეცვალა 7000-ლარიანი გირაოთი, რაც დაკმაყოფილდა. იმის გამო, რომ
ბრალდებულმა
ვერ
შეძლო
აღნიშნული
59
თანხის
გადახდა,
პირველი
ინსტანციის
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სასამართლომ
მას
მიუსაჯა
თავისუფლების
აღკვეთა
სამი
წლით.
აღნიშნული
გადაწყვეტილება ადვოკატმა დავით გოგუამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მსჯავრდებულ ზ.დ.-ს
სამწლიანი პატიმრობა პირობით მსჯავრად შეუცვალა, რის შედეგადაც ის სასამართლო
სხომის დარბაზიდან მაშინვე გათავისუფლდა.
მოქალაქე დ.ნ.-ს, რომლის ინტერესებს იცავდა თბილისის იურიდიული დახმარების
ბიუროს ადვოკატი - დიანა ფირუმიანი, ბრალი ედებოდა სსკ-ის 178–ე მუხლის მე–2
ნაწილის
,,ა”
ქვეპუნქტით
და
ამავე
კოდექსის
273–ე
მუხლით
(2
ეპიზოდი)
გათვალისწნებული დანაშაულის ჩადენაში. წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ
ცნობდა ნაწილობრივ. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო. დაცვის
მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული
დ.ნ. პირველ ბრალდებაში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და
სასჯელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.მ.-ს და საქართველოს მოქალაქე, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს – რ.ო.-ს, რომელთაც ბრალი ედებოდათ
სამინისტროს 290 ლარად ღირებული დიზელის საწვავის ფარულად დაუფლებაში,
ინტერესების დამცველად დაენიშნათ ქვემო ქართლის ბიუროს ადვოკატი - არჩილ ცაგურია.
ადვოკატის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რ.მ. სასამართლოს მიერ
წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო რ.ო.-ს, რომელსაც სამი წლის ვადით
თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მოეხსნა ბრალდება და მის მიმართ გამოყენებულ
იქნა პირობითი სასჯელი.
აღნიშვნის ღირსია, ასევე ამავე ბიუროს უფროსის - ადვოკატ იოსებ ჯამასპიშვილის
წარმატებული საქმე, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ს.ა.–ს
ინტერესების დაცვას. ის თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ. საქმეში დარღვეული იყო
ბრალდებულის დაკავების წესი, არ არსებობდა შესაბამისი სასამართლო განჩინება და
არცერთი
პირდაპირი
მტკიცებულება,
ასევე
ბრალდებული
შეურიგდა
მეუღლეს.
შესაბამისად, ჯერ ადვოკატმა მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებიდან
გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, ხოლო შემდეგ - მისი გამართლება. ორივე
შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და
საბოლოოდ, ბრალდებული ს.ა. უდანაშაულოდ ცნო.
2016 წლის 23 ივლისს, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს მევლუდ
ჯანჯღავას, იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა არ იცოდა სისხლის სამართლის პროცესის ენა,
დაევალა ქურდობაში ბრალდებული ა.ლ.–ს ინტერესების დაცვა. რამდენიმეთვიანი საქმის
განხილვის
შემდეგ,
სასამართლომ
გაიზიარა
დაცვის
მხარის
პოზიცია
და
ა.ლ.
უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და
ამავე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
იურიდიული
დახმარების
სამსახურის
12–ვე
ბიუროში
დასაქმებული ადვოკატების მიერ სასამართლოებში განხორციელებული წარმომადგენლობისა
და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე, 2017 წლის განმავლობაში,
60
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
რამდენიმე ასეული ბრალდებული პირის მიმართ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ
გამოიტანა
სრულად
ან
ნაწილობრივ
გამამართლებელი
განაჩენი,
შეწყდა
დევნა
და
განხორციელდა განრიდება, რაც უმნიშვნელოვანესი შედეგებია სამსახურის არსებობის
განმავლობაში.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები
2015 წლიდან, საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, კანონით დადგენილ
შემთხვევებში, სახელმწიფოს ხარჯზე, უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების
სამსახურის
ადვოკატის
მომსახურებით
გარკვეული
კატეგორიის
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე, კერძოდ, ისეთ დავებზე, რომელიც უკავშირდება
საოჯახო, მემკვიდრეობის და სოციალური დაცვის საკითხებს. გარდა ამისა, ადვოკატის
დანიშვნა სავალდებულო გახდა ისეთი პირებისათვის, რომელთა მიმართაც სასამართლო
განიხილავს „მხარდაჭერის მიმღების“ სტატუსის მინიჭების საკითხს. აღნიშნულ საქმეებზე,
სავალდებულო დაცვას იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს.
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის
მანდატის გაფართოების შედეგად, უფასო საადვოკატო მომსახურებით ასობით მოქალაქემ
ისარგებლა. ანგარიშის ამ თავში წარმოდგენილია საქმეები, რომლებიც მოგითხრობთ იმის
შესახებ, თუ როგორც შეძლეს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა
მოეგოთ ქონებრივი დავები, მათ შორის, კომერციულ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო
უწყებებთან, როგორ შეძლეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეწყვეტილი
სოციალური
დახმარების
აღდგენა;
დაზარალებულმა
კომპენსაციისა და ანაზღაურების მიღება და ა.შ.
მოქალაქეებმა
კუთვნილი
იურიდიული დახმარების სამსახური განაგრძობს მუშაობას, რომ გააფართოვოს თავისი
მანდატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვა საკითხებზეც.
მოქალაქეს ალიმენტის გადახდა დაეკისრა
2016 წლის დეკემბერში, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს დასახმარებლად
მიმართა აფზახეთიდან დევნილმა ნ.გ.–მ, რომელსაც სურდა თავისი შვილის ნოდარ.გ.–ს
ინტერესების დაცვა მოქალაქე თ.კ.–ს მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების
თაობაზე.
61
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
საქმეში ჩაერთო საზოგადოებრივი ადვოკატი თამარ კუპატაძე, რომელმაც გაარკვია, რომ
საქართველოს
მოქალაქეები
ნ.გ.
და
თ.კ.
2015
წლის
19
ივნისიდან
იმყოფებოდნენ
რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა 2015 წლის ოქტომბრის თვეში განქორწინდნენ. 2016
წლის 29 იანვარს მათ შეეძინათ ვაჟი. ბავშვის დაბადების შემდეგ თ.კ. მამად არ დაფიქსირდა და
არ მონაწილეობდა არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში. ნ.გ. დედასთან და არასრულწლოვან
შვილთან ერთად ცხოვრობდა ვაკის საერთო საცხოვრებელში. მისი შემოსავლის ერთადერთი
წყარო იყო დევნილის შემწეობა. თ.კ.–მ სარჩელი არ ცნო. მან განაცხადა, რომ ნ.გ.–სთან არ
აკავშირებდა ოჯახური კავშირი, უმუშევარი იყო, ცხოვრობდა ქირით – მეუღლესთან და
არასრულწლოვან შვილთან ერთად.
მამობის დადგენის მიზნით, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, დაინიშნა გენეტიკური
ექპერტიზა, თუმცა თ.კ. არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა ექსპერტიზის ჩასატარებლად.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მოსარჩელის პოზიცია ჩაითვალა
დადასტურებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატ თამარ კუპატაძის პოზიცია და
2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დააკმაყოფილა სრულად. ნ.გ.–ს მამად
დადგენილ
იქნა
თ.კ.
და
მას
არასრულწლოვანი
შვილის
სასარგებლოდ
დაეკისრა
ყოველთვიური ალიმენტის გადახდა 500 ლარის ოდენობით.
პენსიონერმა ქალბატონმა ქონებრივი დავა მოიგო
იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი, მაია დადვანი, 2017 წლის
დასაწყისიდან სამოქალაქო სამართლის, კერძოდ, ქონებრივი დავის საქმეზე იცავდა პენსიონერ
ნ.ჩ.–ს ინტერესებს.
საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება – კერძო სახლი,
მდებარე მცხეთის რაიონში, ზაჰესის ტერიტორიაზე. აღნიშნული სახლის მფლობელად 1984
წლიდან 2007 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე, ითვლებოდა მოსარჩელე ნ.ჩ–ს და, ფსიქიკური
პრობლემების მქონე ზ.ჩ. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ძმამ ნ.ჩ.–მ
კანონდარღვევით გადაიფორმა ზ.ჩ.–ს კუთვნილი ქონება. მან ნოტარიუსს დაუმალა, რომ ზ.ჩ.–ს
ჰყავდა
სხვა
თანამემკვიდრე
და–ძმაც.
ნ.ჩ.–ს
გარდაცვალების
შემდეგ
კი,
მამისაგან
მემკვიდრეობის მიღებას შეეცადა ნ.ჩ.–ს შვილი დ.ჩ., რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე
და მრავალი წელია არ ცხოვრობს საქართველოში.
ადვოკატმა მაია დადვანმა სასამართლოს წარუდგინა არსებითი მნიშვნელობის არგუმენტები.
კერძოდ, ნ.ჩ.–ს განმარტებით, იგი ზრუნავდა დაზე, უვლიდა და პატრონობდა ქონებას როგორც
მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ასევე, მას შემდეგაც, მიიჩნევდა თავისად, ფლობდა და
62
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სარგებლობდა იქ განთავსებული ნივთებით. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეებიც. ასევე დადგინდა, რომ სადავო სახლში ჯერ
კიდევ დარჩენილია ნ.ჩ.–ს კუთვნილი ნივთები. საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის
მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ნ.ჩ.–ს დის სამკვიდრო ქონების
მიღების ნება არ ჰქონდა.
სასამართლომ
გაითვალისწინა
მტკიცებულებები
და
ადვოკატის
არგუმენტები,
პოზიცია,
ნაწილობრივ
მის
ბათილად
მიერ
ცნო
წარმოდგენილი
ნოტარიუსის
მიერ
კანონდარღვევით გაცემული სამკვიდრო მოწმობები და პენსიონერ ნ.ჩ.–ს მიაკუთვნა სადავო
სახლის ნახევარი, ხოლო მოპასუხე დ.ჩ.–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბაჟის სახით,
3000 ლარის გადახდა დააკისრა.
ეგვიპტის მოქალაქეებმა ჰუმანიტარული სტატუსი მიიღეს
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი ნინო ხეცაძე, თითქმის 6 თვის
განმავლობაში, იცავდა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქეების – ა.ს.ბ.მ.–ს და მისი
მცირეწლოვანი შვილების: ს.რ.ნ.ი.–ის და ჯ.რ.ნ.ი.–ის ინტერესებს. აღნიშნული პირები
საქართველოში თავშესაფრის მიღებას ითხოვდნენ, თუმცა
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრომ მათ უარი განუცხადა, ვინაიდან სანდოდ არ მიიჩნევდა მათი წარმოშობის
ქვეყანაში დევნის ფაქტს.
ადვოკატმა სასამართლოს მიმართა და ზემოხსენებული სამინისტროს მიერ გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის
გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია, მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია,
მტკიცებულებები და, 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დააკმაყოფილა
სრულად. კერძოდ, ბათილად ცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება და
სახელმწიფო უწყებას დაავალა ახალი ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტის გამოცემა, რის
საფუძველზეც – ა.ს.ბ.მ.–ს, ს.რ.ნ.ი.–ის , და ჯ.რ.ნ.ი.–ს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებათ და
საქართველოში თავშესაფარს მიიღებენ.
მოქალაქემ სს „ლიბერთი ბანკს“ დავა მოუგო
63
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მოქალაქე ო.ზ. რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. მან
სს „ლიბერთი ბანკთან“ გააფორმა თავდებობის ხელშეკრულება მოქალაქე ზ.ტ.–ს ფულადი
ვალდებულების უზრუნველსაყოფად. დასაცავი პირის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა
სოციალური შემწეობა და პენსია, რომელიც მას სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე
ერიცხებოდა. ძირითადმა მოვალემ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც
სს „ლიბერთი ბანკი“ ო.ზ.–ს საპენსიო ანგარიშიდან ახორციელებდა სოციალური შემწეობის და
პენსიის სრულად დაკავებას. ო.ზ.–მ დახმარების თხოვნით მიმართა იურიდიული დახმარების
სამსახურს, სადაც მას გაუწიეს სამართლებრივი კონსულტაცია. მან, კონსულტანტ ლევან
ცალუღელაშვილის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და სს
„ლიბერთი ბანკს“ და ზ.ტ.–ს მოსთხოვა მისი კუთვნილი საპენსიო ანგარიშიდან 20 თვის
განმავლობაში მოვალის სესხის უზრუნველსაყოფად გადამისამართებული თანხის (2350 ლარის
ოდენობით) დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
და სს „ლიბერთი ბანკს“ დაეკისრა 1200 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს „ლიბერთი ბანკს“ აეკრძალა დასაცავი პირის
საბანკო ანგარიშებიდან საპენსიო და სოციალური შემწეობის თანხების ჩამოჭრა და საქმე
დაბრუნებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად. აღნიშნულ
ეტაპზე, დაინიშნა ო.ზ.–ს ადვოკატად ჯერ მათიკო ხურციძე, ხოლო შემდეგ საქმეზე მუშაობა
გააგრძელა ადვოკატმა ნინო ხეცაძემ. რამდენიმე სასამართლო სხდომის შემდეგ, მოპასუხე სს
„ლიბერთი ბანკმა“ სარჩელი ცნო.
საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზ.ტ.–ს და სს „ლიბერთი ბანკს“ მოსარჩელე ო.ზ–
ს სასარგებლოდ დაეკისრათ 2350 ლარის გადახდა, საიდანაც სს „ლიბერთი ბანკის“
პასუხისმგებლობა განისაზღვრა 1200 ლარით.
მოქალაქე ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლდა
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, მათიკო ხურციძის, დახმარებით,
მოქალაქე თ.ს. ალიმენტის გადახდისა და საალიმენტო დავალიანებისგან გათავისუფლდა.
მოქალაქეებს თ.ს.–სა და თ.კ.–ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი. ისინი ერთ
ოჯახად აღარ ცხოვრობდნენ 2003 წლიდან. 2009 წელს სასამართლომ თ.ს.–ს, არასრულწლოვანი
შვილების სასარგებლოდ,
დააკისრა
ალიმენტის გადახდა,
ასევე 3
წლის ალიმენტის
ანაზღაურება, ანუ სულ 1800 ლარის ოდენობით. ჯამში თ.ს.–ს საალიმენტო დავალიანებამ
შეადგინა 9300 ლარი.
ვინაიდან თ.ს. იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი და რეგისტრირებული იყო სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიან
64
ბაზაში,
იყო
მძიმედ
დაავადებული,
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
კარდიოლოგიური პრობლემებით, ცხოვრობდა უკიდურეს სიდუხჭირეში და მის ერთადერთ
შემოსავალს სოციალური დახმარება წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, დაკისრებული
ალიმენტი არ შეესაბამებოდა მის მატერიალურ მდგომარეობას.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ თ.ს. იყო გადახდისუუნარო, რაც
ადვოკატის აზრით, წარმოადგენდა როგორც მიმდინარე ალიმენტის გადახდისაგან, ასევე
საალიმენტო
დავალიანების
ანაზღაურების
ვალდებულებისაგან
მისი
გათავისუფლების
საფუძველს.
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ მათიკო ხურციძის
პოზიცია და სრულად დააკმაყოფილა თ.ს.–ს სარჩელი მისი ალიმენტისაგან და საალიმენტო
დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
მოქალაქემ შეძლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნაწილობრივ მოპოვება
ადვოკატ ნინო ხეცაძის დახმარებით, მოქალაქე გ.შ.–მ მიაღწია უძრავი ქონების შესახებ 1/2–ის
მესაკუთრედ აღიარებას.
თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე სადავო საცხოვრებელი ბინის პრივატიზების
დროისათვის, რ.შ.–სთან ერთად ცხოვრობდნენ მისი ძმისშვილი გია შ., რომელიც ბინაში
ჩაწერილი იყო 1984 წლიდან, ამ უკანასკნელის მეუღლე ნ.ჭ. (არარეგისტრირებული
ქორწინებიდან) და შვილი გ.შ.
გ.შ. წარმოადგენდა გია შ.–ს პირველი რიგის მემკვიდრეს და მას გარდაცვლილი მამის
სამკვიდრო ქონება, ფაქტობრივი ფლობით ჰქონდა მიღებული, რის საფუძველზეც სამკვიდრო
მოწმობა იყო გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა
თანასაკუთრებას, რ.შ.–მ ის, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გაასხვისა თავის დაზე ე.ც.–
ზე.
სასამართლოს
შეფასებით,
საქმეზე
დაკითხულ
მოწმეთა
ჩვენებები
იყო
ბუნდოვანი,
არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების
სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს
აქვს მხოლოდ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით თანასაკუთრების აღიარების
მოთხოვნის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე.
ადვოკატის განმარტებით, რ.შ–ს მიერ სადავო ქონების სრულად განკარგვა წარმოადგენდა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება საჯარო
რეესტრში აღრიცხული იყო რ.შ–ს სახელზე, პრივატიზების სამართლებრივი ბუნებიდან
გამომდინარე, მასზე თანასაკუთრების უფლება ასევე მოპოვებული ჰქონდათ პრივატიზების
ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში საცხოვრებელ ბინაში ჩაწერილ და მუდმივად
65
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მცხოვრებ პირებსაც. მოცემულ შემთხვევაში ასეთ პირებს წარმოადგენდნენ გია შ. და მისი
შვილი გ.შ. შესაბამისად, გ.შ.–ს ეკუთვნოდა რ.შ.–ს სახელზე რეგისტრირებული ქონებიდან
წილი, როგორც მემკვიდრეობითი–სამართლებრივი საფუძვლით, ისე პრივატიზაციის წესით.
აქედან გამომდინარე, არსებობდა შესამაბის ნაწილში ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის
საფუძველი.
საბოლოოდ, სასამართლომ გ.შ.–ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: ბათილად იქნა
ცნობილი უძრავ ქონებაზე რ.შ.–სა და ე.ც.ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება 1/2
ნაწილში, ხოლო გ.შ. ცნობილ იქნა უძრავი ნივთის, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
მოქალაქემ შპს „ჯორჯიანმანგანეზს“ დავა მოუგო
2015 წლის 10 ივლისს, იურიდული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო
ცენტრში საქართველოს პრემიერ–მინისტრის აპარატიდან შევიდა მოქალაქე ზ.ს.–ს განცხადება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრები, აფხაზეთის ომის ვეტერანი,
ოთხი შვილის მამა ზ.ს. ითხოვდა დახმარებას შპს ,,ჯორჯიანმანგანეზის“ მიერ მიყენებული
ზიანის ასანაზღაურებლად.
საკონსულტაციო ცენტრში შემოსული განცხადებიდან გაირკვა, რომ შპს „ჯორჯიანმანგანეზმა“,
რომელიც სამთო სამუშაოებს ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებს, დააზიანა ზ.ს.–ს
საცხოვრებელი სახლი. მიუხედავად არაერთგზის განცხადებისა აენაზღაურებინათ მისთვის
მიყენებული ზიანი, საწარმო ბენეფიციარს შეუსაბამოდ მცირე საკომპენსაციო თანხას
სთავაზობდა.
ზ.ს.–მ დასახმარებლად მიმართა პოლიციას, სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციას, ბოლოს –
იურიდიული დახმარების სამსახურის საჩხერის საკონსულტაციო ცენტრს. კონსულტანტმა ინგა
ნოზაძემ ზ.ს–ს საქმეზე შეადგინა სარჩელი და მიმართა სასამართლოს. სარჩელში ასახული იყო
ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი დასაბუთება მოქალაქე ზ.ს.–ს მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის
კონსულტანტის პოზიცია და შპს „ჯორჯიანმანგანეზს“ მოქალაქე ზ.ს.–ს სასარგებლოდ
დაეკისრა 77 255 ლარის გადახდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ძალისხმევით,
კონსულტაციისა და სარჩელის მომზადების პერიოდში მოქალაქე ზ.ს–ს დაენიშნა სოციალური
დახმარება.
66
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ორმა პირმა ავტომობილის მართვის უფლება ვადაზე ადრე აღიდგინა
მცხეთა–მთიანეთის
იურიდიული
დახმარების
ბიუროს
ადვოკატი
ქეთევან
თალაკვაძე
მოქალაქე გ.წ.–ს ინტერესებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა სასამართლოში. 2016
წლის დეკემბერში, გ.წ. ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და არასასიამოვნო
ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლით – პირობითად მიესაჯა ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ფულადი
ჯარიმის გადახდა და მართვის მოწმობაც ორი წლით ჩამოერთვა.
2017 წლის აგვისტოში, გ.წ.–მ კონსულტაციისთვის ისევ მიმართა იურიდიული დახმარების
სამსახურს. მას აინტერესებდა, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობდა იმისთვის, რომ
მართვის მოწმობა ვადაზე ადრე აღედგინა. ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ გ.წ.–ს გაუწია
იურიდიული კონსულტაცია, ასევე მოამზადა სამართლებრივი დოკუმენტაცია და მცხეთის
რაიონულ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომელშიც ასაბუთებდა, რომ გ.წ.
რესოციალიზებულია და მას დასაქმებისათვის აუცილებლად ესაჭიროებოდა მართვის მოწმობა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა შუამდგომლობა და მოქალაქე გ.წ.–ს აღუდგინა მართვის
მოწმობა.
ანალოგიურად დაკმაყოფილდა ადვოკატ ქეთევან თალაკვაძის მეორე შუამდგომლობაც
მცხეთის რაიონულ სასამართლოში. საქმე ეხებოდა მართვის მოწმობის ვადაზე ადრე აღდგენას
მოქალაქე კ.ო.–სთვის, რომელიც ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გასამართლებული იყო
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. დამცველმა დაასაბუთა, რომ კ.ო.
წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი, მის ოჯახს აქვს რთული ეკონომიკური
მდგომარეობა და მართვის მოწობის გარეშე, ვერ ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას.
ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა
მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის ქეთევან თალაკვაძის
შუამდგომლობა და მოქალაქე კ.ო–ს მიეცა ნებართვა, მართვის მოწმობის აღდგენის შემდეგ,
განაგრძოს თავისი პროფესიული საქმიანობა.
მოქალაქემ შეძლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნაწილობრივ მოპოვება
კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის, ბექა ჯავახიშვილის
დახმარებით, მოქალაქე ო.კ.–მ შეძლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ნაწილობრივ
მოპოვება.
ო.კ., 1973 წლიდან, მშობლებთან და ძმასთან ერთად ირიცხებოდა კომლის შემადგენლობაში.
კომლს საკუთრებაში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და 0.28 ჰა მიწის ფართობი. მოქალაქე,
რამდენიმე
წლის
განმავლობაში,
ცხოვრობდა
67
რუსეთის
ფედერაციაში,
საქართველოში
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
დაბრუნების შემდეგ კი ვერ შეძლო საკუთარ სახლში შესვლა და ცხოვრება, მისივე ოჯახის
წევრების წინააღმდეგობის გამო. როგორც გაირკვა, ო.კ.–ს დედამ თ.კ.–მ, შვილის ყოველგვარი
ინფორმირებულობისა და წინასწარი თანხმობის გარეშე, ინდივიდუალურ საკუთრებაში
დაირეგისტრირა უძრავი ქონება, ხოლო შემდეგ, ჩუქების ხელშეკრულებით, საკუთრებაში
გადასცა ო.კ.–ს ძმას – კ.კ.–ს.
ო.კ.–მ, რომელიც უსახლკაროდ იყო დარჩენილი, ცხოვრობდა ფრინველებისა და ცხოველების
სადგომში და სურდა საცხოვრებელი ფართიდან მიეღო მისი კუთვნილი წილი, სამართლებრივი
კონსულტაციის მიღების მიზნით მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს. ო.კ. იყო
სოციალურად დაუცველი და გადახდისუუნარო, შესაბამისად, ადვოკატმა, ბექა ჯავახიშვილმა,
ბენეფიციარს გაუწია კონსულტაცია, დაეხმარა საქმისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი
დოკუმენტაციის მოგროვებაში, შეუდგინა სამართლებრივი დოკუმენტები და სასამართლოში
წარმომადგენლობაც გაუწია.
ადვოკატის რჩევით, ო.კ.–მ სარჩელში მოითხოვა აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების
გაუქმება და მისი ცნობა უძრავი ქონების 1/3 წილის თანამესაკუთრედ. ამასთან, ადვოკატმა
საქმეზე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რომლითაც მოპასუხეებს
აეკრძალათ საქმისწარმოების დასრულებამდე სადავო უძრავი ქონების გასხვისება და
იპოთეკით დატვირთვა. წარდგენილი სარჩელით და მასზე თანდართული მტკიცებულებებით,
სასამართლო პროცესზე მიცემული ახსნა–განმარტებებით მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ სადავო
ჩუქების ხელშეკრულება იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური და მოსარჩელეს ეკუთვნოდა
უძრავი ქონების 1/3 წილი.
საბოლოოდ, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ო.კ.–ს სარჩელი,
რომლის შედეგადაც მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდა და მოსარჩელემ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ქონების 1/3
წილი.
ხუთსულიან ოჯახს სოციალური დახმარება აღუდგა
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მათიკო ხურციძე მოქალაქის
განცხადების საფუძველზე ახორციელებდა სამი არასრულწლოვანი შვილის დედის, ნ.ჩ.–ს
ინტერესების დაცვას. ბენეფიციარს, მის მეუღლესა და შვილებს, სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ
გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შეუწყდათ სოციალური
შემწეობის მიღება.
ადვოკატმა
დეტალურად
შეისწავლა
საკითხი
და
სასამართლოზე
დასაბუთებულად
წარმოადგინა საკუთარი პოზიცია სადავო აქტის უკანონობის თაობაზე. თბილისის საქალაქო
სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და 2017 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით,
მოქალაქე ნ.ჩ.–ს სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა.
68
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახის
წევრები კვლავ დაფიქსირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში; გარდა ამისა, მოხდება მოსარჩელეთა ოჯახისათვის სოციალური დახმარების საარსებო
შემწეობის შეწყვეტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც.
სხვა საქმეები:
მოქალაქე
ელნარი
მ.-მ
მიმართა
კახეთის-სიღნაღის
ბიუროს
სამართლებრივი
დოკუმენტის შედგენის თხოვნით, რომლითაც მან მოითხოვა 2000 ლარის ოდენობით
ფულადი კომპენსაციის მიღება, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად
აღიარებული პირის პირველი რიგის მემკვიდრე. ბიუროს კონსულტანტმა, გიორგი
შერმადინმა, მას შეუდგინა შესაბამისი სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ელნარი მ.-ს მიეკუთვნა კომპენსაცია 1350
ლარის ოდენობით.
ამავე იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა - ბექა ჯავახიშვილმა
სამართლებრივი დახმარება გაუწია ბინის დაკანონების მსურველ, მოქალაქე ანნა თ.-ს,
რომელსაც ჯერ კიდევ 1989 წელს, შესაბამისი ორდერის საფუძველზე გადაცემული
ჰქონდა
ბინა,
მაგრამ
„გაფორმებული“
არ
ჰქონდა.
მან
მიმართა
სიღნაღის
მუნიციპალიტეტის გამგეობას იმ ბინის დაკანონების თხოვნით, თუმცა ამაზე უარი
მიიღო იმ მოტივით, რომ ორდერით არ დგინდებოდა საცხოვრებელი ფართის
მისამართი. ადვოკატის მიერ შედგენილი სარჩელით, ანნა თ.-მ გადაწყვეტილება უარის
შესახებ გაასაჩივრა სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა მოქალაქის
მოთხოვნა. შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ახალი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ანნა თ.-სთვის სადაო ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა, მაია დადვანმა, შეძლო
პაციენტის – თ.ე.-ს ინტერესების დაცვა. სასამართლოში იხილებოდა ფსიქიატრიული
ჯანმრთელობისა
და
არანებაყოფლობითი
ნარკომანიის
პრევენციის
ფსიქიატრიული
ცენტრის
დახმარების
შუამდგომლობა
მიზნით
თ.ე.-ს
მოთავსებასთან
დაკავშირებით. საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და
აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პაციენტი დაუყოვნებლივ გაწერილ იქნა
სტაციონარიდან.
ამავე იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა, ვლადიმერ გამრეკელაშვილმა,
შეძლო
ყოფილი პატიმრის -
გიორგი რ.-ს ინტერესების
დაცვა
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ არსებულ ადმინისტრაციულ დავაში.
69
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
შედეგად,
სასამართლომ
სრულად
დააკმაყოფილა
გიორგი
რ.-ს
სარჩელი
და
სამინისტროს დაევალა მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა.
ადვოკატი მაია დადვანიც თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმოადგენს.
მისი დახმარებით,
ც.წ.-მ შეძლო
მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მ.ხ.-ს
ინტერესების დაცვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ზ.ხ.-ს შეეზღუდა
მშობლის წარმომადგენლობითი უფლება და დაეკისრა ალიმენტის
სახით
ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა მ.ხ.-ს სასარგებლოდ მისი სრულწლოვანების
მიღწევამდე.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა თამარ კუპატაძემ ჯერ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოში, დიდი
სამამულო ომის მონაწილის, სამხედრო წოდებით ვიცე–პოლკოვნიკის ვ.ზ.–ს საქმეზე,
დავა მოუგო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც დაახლოებით ერთი
წლის წინ პენსიონერ ვ.ზ–ს სოციალური დახმარების გაცემა შეუწყვიტა. საბოლოოდ,
ბენეფიციარს სოციალური დახმარებაც აღუდგა და კომპენსაციაც მისცეს.
ამავე
ბიუროს
ადვოკატის,
თეა
ყაულაშვილის
მიერ,
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ,
წარმატებულად მომზადებული სარჩელის საფუძველზე, აფხაზეთიდან დევნილი დ.ქ.–ს
ათსულიანი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა.
ასევე
წარმატებით
ახალგორიდან
სამართლებრივი
დასრულდა
დევნილი
იმავე
ოჯახის
ინტერესების
ადვოკატის
წევრების
დასაცავად
ჯაბა,
–
თეა
ლალი
შედგენილი
ყაულაშვილის
და
სარჩელი
თამაზ
მიერ,
ნ.–ების
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა
და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ. 2017 წლის 18 აგვისტოს სასამართლოს
გადაწყვეტილებით, აღნიშნული ოჯახის წევრებს დევნილის სტატუსი აღუდგათ.
იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისი ბიუროს ადვოკატი, აკაკი ლომსაძე 2012
წელს გარდაცვლილი მამის მემკვიდრეობის მიღებაში დაეხმარა
დაუცველი და მხედველობის პრობლემების მქონე, შშმ პირს – დ.მ. –ს.
სოციალურად
ამავე ადვოკატის, აკაკი ლომსაძის დახმარებით, აფხაზეთიდან დევნილმა ს.გ.–მ
თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოებში
ადმინისტრაციული დავა მოუგო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და
დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
ადვოკატი აკაკი ლომსაძე ასევე ახორციელებდა პაციენტ რ.ნ.–ს ინტერესების დაცვას,
მისი არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით, სტაციონარში მოთავსების საქმეზე.
შპს ,,ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი"–ს დასკვნის მიხედვით,
ფსიქიკური პრობლემების გამო პაციენტმა გამოავლინა ოჯახის წევრთა მიმართ ისეთი
აგრესია, რომ საჭირო გახდა საპატრულო ეკიპაჟის მიერ მისი გადაყვანა ფსიქიატრიულ
კლინიკაში. ადვოკატის მიერ განხორციელებული საპროცესო აქტივობების შედეგად
70
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სხდომის
მიმდინარეობისას
სასამართლოსათვის
იმდენად
აშკარა
გახდა
შუამდგომლობის უსაფუძვლობა, რომ მოსამართლემ სრულად გაიზიარა ადვოკატის
პოზიცია და მის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე დაყრდნობით, სასამართლო სხდომაზე
გამოაცხადა დადგენილება რ.ნ.–ს სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერის თაობაზე.
თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების, მაია დადვანისა და
ვლადიმერ გამრეკელაშვილის, დახმარებით, წარმოშობით ეგვიპტელმა, თავშესაფრის
მაძიებელთა ექვსსულიანმა ოჯახმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს
სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლემ აღნიშნული სამინისტროს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე
ბათილად ცნო და ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა
დაავალა, რომლის საფუძველზეც, წარმოშობით ეგვიპტელ ბენეფიციარებს ლტოლვილის
სტატუსი მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში, თავშესაფრის მაძიებლების მიერ ჰუმანიტარული
ან ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საქმეში დახმარების თხოვნით
იურიდიული დახმარების სამსახურში შემოვიდა 210 განცხადება. სამოქალაქო სპეციალიზაციის
მქონე საზოგადოებრივი ადვოკატების, აგრეთვე,
სხვადასხვა ბიუროში დასაქმებული
კონსულტანტების დახმარებით, ათეულობით მოქალაქემ მიაღწია მისთვის სასურველ შედეგს
და მათ შეძლეს სასურველი სტატუსის აღდგენა/მოპოვება.
71
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
საერთაშორისო ურთიერთობები
2017
წლის
28–29
სახელწოდებით
სექტემბერს,
თბილისში,
„დამოუკიდებელი
ჩატარდა
იურიდიული
რეგიონული
დახმარების
კონფერენცია
გამოწვევები
და
მნიშვნელობა“. კონფერენციის განმავლობაში, იურიდიული დახმარების სფეროს წამყვანმა
ექსპერტებმა
და
მონაწილე
ქვეყნების
დელეგატებმა
ლიტვიდან,
უკრაინიდან,
მოლდავეთიდან და საქართველოდან განიხილეს უფასო იურიდიულ დახმარებასთან
დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის: იურიდიული დახმარების ეფექტიანი
ადმინისტრირება, იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება,
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, საპროცესო შეთანხმებისას
იურიდიული დახმარების საკითხები და ა.შ. კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა
უზრუნველყოფილი იყო ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის
მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG), ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“
მიერ.
2017 წლის ოქტომბერში, რუმინეთის ქალაქ ტირგუ–მურეშში მოეწყო სასწავლო ტური,
რომელიც
მიეძღვნა
სექსუალურ
და
გენდერზე
დაფუძნებულ
ძალადობას
საქართველოში, პრევენციისა და საპასუხო ღონისძიებების შესაძლებლობების
გაძლიერებას. აღნიშნულ ტურში, რომელიც ორგანიზებული იყო მსოფლიო ბანკის
გლობალური პლატფორმის მიერ, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურიდან
72
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მონაწილეობა მიიღეს, სამსახურის მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს
უფროსმა – გიორგი ჭვინაშვილმა და სამმართველოს იურისტმა – მაია ხუციშვილმა.
ოთხდღიანი ღონისძიების დროს, ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიცაა:
სხვადასხვა
სექტორის
კოორდინირებული
პასუხი
გენდერზე
დაფუძნებული
ძალადობის მიმართ, შესაბამისი ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგიები,
თანამშრომლობა და ინტერვენცია ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ინსტიტუტისა და
ორგანიზაციის როლი და პასუხისმგებლობა, გენდერზე დაფუძნებული ძალადობის
მსხვერპლთა და დამნაშავეთათვის უზრუნველყოფილი სპეციალური სერვისები,
ადვოკატირებისა და პრევენციის ეფექტური მექანიზმის, მონიტორინგის, დაცვისა და
მხარდაჭერის სისტემის შესაძლებლობის გაძლიერება. ვინაიდან ეს საქართველოში
მიმდინარე პროექტია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, პროექტის გუნდისა და სხვა
მონაწილე მხარეების მიერ რუმინეთის გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.
2017 წლის 5 ივნისს იურიდიული დახმარებისა და საპროცესო შეთანხმების საკითხებზე
გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ექსპერტის - ალექს ტინსლის მიერ
მომზადებული კვლევის პრეზენტაცია-დისკუსია გაიმართა.
კვლევა მიმოიხილავდა
ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და საერთაშორისო სტანდარტებს ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა დამცველის მონაწილეობა საპროცესო შეთანხმების დადებისას, იურიდიული
დახმარება და წარმომადგენლობის ხარჯების ანაზღაურება. შეხვედრის მონაწილეებმა –
იურიდიული
არასამთავრობო
დახმარების
უწყებების
სამსახურის
ადვოკატებმა
წარმომადგენლებმა
და
იმსჯელეს
სხვა
სამთავრობო
სისხლის
და
სამართლის
მართლმსაჯულებაში უფასო იურიდიული დახმარების კუთხით საქართველოში არსებულ
გამოწვევებზე და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა
და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივის –
73
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
„ხელმისაწვდომი
მართლმსაჯულება
და
ბავშვზე
მორგებული
მართლმსაჯულების
სისტემის განვითარება საქართველოში“
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, სამსახურის დირექტორის თანაშემწე, სოფიო ნუცუბიძე,
რომელიც
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციული
სამართლის
მიმართულების
ადვოკატებისათვის მოიძიებს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელ პირთა წარმოშობის
ქვეყნების შესახებ, სან–რემოს ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტში
იმყოფებოდა ლტოლვილთა საერთაშრისო სამართლის ხუთდღიან კურსზე. პროგრამის
განმავლობაში, ლტოლვილთა სამართლის ექსპერტებმა მონაწილეებს შემდეგი საკითხები
გააცნეს: ლტოლვილთა დაცვის რეჟიმი, შერეული მიგრაცია: გამოწვევები და პასუხები,
ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმები, ინტერვიუს ჩატარების ტექნიკა,
ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის პროცედურები, მოქალაქეობის არმქონე პირები,
იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვა, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ. აღნიშნული
სასწავლო ვიზიტის მხარდამჭერი იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის
რეგიონული წარმომადგენლობა, რომელთანაც სამსახური აქტიურად თანამშრომლობს
თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამართლებრივ საკითხებზე. კურსის ბოლოს მონაწილეებს
დაურიგდათ სასარგებლო წიგნები და ელექტრონული ლიტერატურა.
2017 წლის ნოემბრის დასაწყისში, მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში, გაერო–ს
ლტოლვილთა უმაღლესი
კომისარიატის სამართლებრივი
დახმარების რეგიონული
განყოფილება (UNHCR Regional Protection Support Unit (RPSU) ორგანიზებით ჩატარდა
კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილებისათვის
იურიდიული დახმარების მიწოდებას. კონფერენცია გაიმართა პროექტის „ხარისხის
ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპისათვის“ (Quality Initiative for Eastern Europe (QIEE)
ფარგლებში. მასში მონაწილეობდნენ ალბანეთის, სლოვენიის, ბოსნია–ჰერცეგოვინის,
აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის,
ყირგიზეთის წარმომადგნელები. საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
74
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა – მელიტონ ბენიძემ და თბილისის
იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა – აკაკი ლომსაძემ, რომელიც უშუალოდ
მუშაობს თავშესაფრის მაძიებლებისათვის ჰუმანიტარული სტატუსისა და თავშესაფრის
მინიჭების საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში, შეფასდა ლტოლვილთა, თავშესაფრის
მაძიებელთა და სხვა იძულებით გადაადგილებული პირების დაცვის საკითხებში
ჩართული ადვოკატების როლი. გარდა ამისა, შეიქმნა ფორუმი გამოცდილების
გაზიარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის
მიღწევების თაობაზე, სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი სამართლებრივი საკითხებისა და
მათი გადაჭრის გზებზე განახლებული ინფორმაციის მიწოდებას.
2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
თბილისის
ოფისის
თურქმენეთის
ინიციატივით,
დელეგაცია,
იურიდიული
რომელსაც
დახმარების
ხელმძღვანელობდა
სამსახურს
გაეროს
ეწვია
განვითარების
პროგრამის თურქმენეთის ოფისის წარმომადგენელი – ელენა ბუტოვა. დელეგაცია
დაკომპლექტებული
იყო
თურქმენეთის
იუსტიციის
სამინისტროსა
და
უზენაესი
სასამართლოს წარმომადგენლებით. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა,
მელიტონ
ბენიძემ,
სტუმრებს
წარუდგინა
სამსახურის
შესახებ
მომზადებული
პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად იყო ასახული საქართველოში იურიდიული
დახმარების სისტემის ჩამოყალიბების ისტორია, სამსახურის სტრუქტურა, მუშაობის
მექანიზმი,
მანდატი,
სტატისტიკური
და
ფინანსური
მონაცემები. თურქმენეთის
დელეგაციის წევრებმა არაერთი საკითხის მიმართ გამოხატეს ინტერესი.
აღსანიშნავია, რომ თურქმენეთში უფასო იურიდიული დახმარების სისტემის
ჩამოყალიბებაზე მუშაობა ახლახანს დაიწყო. შესაბამისად, ამ პროცესის მონაწილეები
ყურადღებით ეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ უფასო იურიდიული
75
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
დახმარების უზრუნველყოფის მეთოდებს. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ უფასო
იურიდიული დახმარების მიწოდების ქართული მოდელი არის ერთ–ერთი ყველაზე
ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ნიმუში და სიამოვნებით გაიზიარებებენ
ქართველი კოლეგების გამოცდილებას.
76
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
გამოწვევები
სამსახურისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს უფასო იურიდიული დახმარების
ფარგლების გაფართოება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში. 2017
წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, რასაც მოჰყვა სამსახურის მანდატის
გაფართოება, 2018 წელს, უფასო იურიდიული დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისათვის,
აუცილებელი იქნება დამატებით 5 შესაბამისი სპეციალიზაციის ადვოკატის რეკრუტირება.
გამოწვევად
რჩება
იურიდიული
დახმარების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ამ მხრივ, სამსახურმა, 2017 წელს,
დაიწყო იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ოფისების
ადაპტირება ეტლით მოსარგებლე პირებისათვის, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი
პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული საოფისე ინფრასტრუქტურის აუდიტის
საფუძველზე. იურიდიული დახმარების სამსახურმა, შესაბამისი პროექტი შეათანხმა
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რის საფუძველზეც
განხორციელდება იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს ოფისის
ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. დაწყებულია სხვა
ოფისების ადაპტირების შესახებ პროექტების შეთანხმება, რის შემდეგაც 2018 წელს მოხდება
დამატებით ხუთი შენობის ადაპტირება. ბიუროების ოფისების ადაპტირებული გარემოს
მოწყობა, ეტაპობრივად, მომდევნო წლებშიც განხორციელდება. საჭირო იქნება
თანამშრომლობა ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებთან, ასევე რესურსების მობილიზება ახალი ოფისების მშენებლობისთვის.
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციულ
საქმეებზე
იურიდიული
დახმარების
ხელმისაწვდომობის, ასევე ხარისხის შეფასების სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისა
და სერვისების სისტემური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია
სამსახურის
ცენტრალური
აპარატის
ორგანიზაციული
სტრუქტურის
რეფორმირება.
კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მიერ შემუშავდა სტრუქტურის ახალი მოდელი, რომლის
საფუძველზეც, ცენტრალურ აპარატში განჩნდება მენეჯმენტის სამი მიმართულება: 1)
ადმინისტრაციული და ფინანსური მხარდაჭერა, 2) ხარისხის მონიტორინგი, 3) სერვისების,
პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარება. იურიდიული დახმარების საბჭომ,
სამსახურის ახალი დებულების დამტკიცებით, უკვე მოიწონა ახალი სტრუქტურა, რომლის
ამოქმედება
2018
კონსულტაციებისა
წლიდან
ეტაპობრივად
მოხდება.
საქართველოს
პარლამენტთან
და თანამშრომლობის საფუძველზე, სამსახურის ბიუჯეტი 2018
წლისათვის გაიზარდა. დამტკიცდა თანამშრომელთა შესაბამისი საშტატო რიცხოვნობაც.
სამსახურის გამოწვევად რჩება ახალი სტრუქტურის ამოქმედება, რისთვისაც საჭიროა
სამუშაო აღწერილობების შემუშავება, შესაბამისი ადამიანური რესურსების შერჩევა და
რეკრუტირება, საოფისე ინვენტარით უზრუნველყოფა.
77
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2018–2019 წლებში, ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ხარისხის
შეფასების სისტემის სრულყოფილი ამოქმედება სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე –
ანალოგიური სისტემის კონცეფციის შემუშავება სამოქალაქო და ადმინისტრაციული
საქმეების მიმართულებით. სამსახურში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც
დაკომპლექტებულია ბიუროების ადვოკატებისაგან. მათ მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო
და ადმინისტრაციულ საქმეებზე ხარისხის შეფასების კონცეფციის შემუშავება. დღეისათვის
არსებობს აღნიშნული კონცეფციის პროექტი. ის შექმნილია შოტლანდიური მოდელის
საფუძველზე, რომელიც საქართველოში ჩამოიტანა და ქართველ კოლეგებს გააცნო,
ცნობილმა
ბრიტანელმა
ექსპერტმა
–
ავრომ
შერმა.
სამსახური,
საზოგადოებრივი
ადვოკატებისგან მიღებული უკუკავშირისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის
გათვალისწინებით, დანერგავს შეფასების სისტემის სრულყოფილ მოდელს სისხლის
სამართლის საქმეებზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით,
გაგრძელდება
მსგავსი
სისტემის
შემუშავებაზე
მუშაობა
სამოქალაქო
და
ადმინისტრაციული საქმეების მიმართულებით.
იურიდიული დახმარების სამსახურის გამოწვევებს შორის, თავისი მასშტაბით, დიდ
მნიშვნელობას იძენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში იურიდიული
დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება
2018 წლის შემოდგომაზე, რომელიც მიეძღვნება უფასო იურიდიული დახმარების
სხვადასხვა
აქტუალურ
და
მნიშვნელოვან
საკითხს.
კონფერენცია
გააერთიანებს
იურიდიული დახმარების სისტემის აქტორებს მთელი მსოფლიოდან. მოწვეულ პირებს
შორის იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს,
სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების ოფისების, გადახდისუუნაროთათვის
სისხლის სამართლის საქმეებზე დაცვის სერვისების უზრუნველმყოფი სხვა
პასუხისმგებელი
ორგანოების,
სამოქალაქო
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების
წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული არიან იურიდიული დახმარების მიწოდებაში;
ასევე საერთაშორისო ექსპერტები, დონორები და ორგანიზაციები, რომლებსაც წვლილი
შეაქვთ იურიდიული დახმარების რეფორმაში. ასეთი სახის კონფერენციების ჩატარებას
საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს, აფრიკის კონტინენტზე, როდესაც სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში, ჩატარდა პირველი მსგავსი კონფერენცია, ხოლო,
2016 წელს, მეორე საერთაშორისო კონფერენცია – ამერიკის კონტინენტზე, კერძოდ,
არგენტინის დედაქალაქ ბუენოს–აირესში. 2018 წლის ნოემბერში, მესამე საერთაშორისო
კონფერენცია
სისხლის
სამართლის
მართლმსაჯულების
სისტემაში
იურიდიული
დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ გაიმართება საქართველოში. საქართველოს
პარლამენტი და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენენ მთავარ
მასპინძლებს, ხოლო კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი, UNDP, USAID,
ფონდი ღია საზოგადოება–სამართლებრივი ინიციატივა, საერთაშორისო სამართლებრივი
ფონდი,
გაეროს
ნარკოტიკებისა
და
დანაშაულის
წინააღმდეგ
ბრძოლის
ბიურო.
საქართველოს შერჩევა მასპინძელ ქვეყნად ნიშნავს აღიარებას, რომ იურიდიული
78
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
დახმარების ქართული სისტემა არის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური და წარმატებული
მოდელი საერთაშორისო მასშტაბით. საქართველომ, ბოლო წლებში, მნიშვნელოვან
პროგრესს მიაღწია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უფასო საადვოკატო
მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რასაც მოწმობს
ქვეყნის მასშტაბით არსებული ოფისების ქსელი და მანდატი, რომელიც ყოველწლიურად
ფართოვდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ინიციატივებს, რომელიც
მოუწოდებს გაერო–ს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ იურიდიული დახმარების
ხელმისაწვდომობა თავიანთი მოქალაქეებისათვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო,
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად, იყო ინიციატორი „სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ
გაეროს პრინციპები და სახელმძღვანელო წესების“ შესახებ იმ რეზოლუციის მიღებისა,
რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2012 წლის 20 დეკემბერს, თავისი
რეზოლუციით დაამტკიცა.
79
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სტატისტიკური მონაცემები
16000
2008
13878
14000
11764
11196
12000
10993
11682
2009
12220
2010
2011
10140
9291
10000
2012
8633
2013
7173
8000
2014
6000
2015
4000
2016
2000
2017
0
წარმოებაში მიღებული საქმეები წლების მიხედვით
სისხლის სამართლის წარმატებული საქმეები 2017 წელს
ბიუროების მიხედვით
100
86
90
80
70
60
50
40
40
30
26
20
10
8
23
1311
22
7
32 1
13
6
11
112
7
13
5
2
2
10
68
4
00 1
12
64
3
12
7
42
4
11 2
6
00 0
0
გამამართლებელი
ნაწილობრივ გამამართლებელი
80
დევნის შეწყვეტა
განრიდება
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წელს იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ წარმოებაში
მიღებული საქმეები სამართლის დარგების მიხედვით (სულ13878
საქმე)
სისხლის სამართლის საქმეები
სამოქალაქო საქმეები
ადმინისტრაციული საქმეები
6%
17%
77%
2017 წელს რეესტრის ადვოკატების მიერ წარმოებაში მიღებული
საქმეები სამართლის დარგების მიხედვით (სულ 577 საქმე)
სისხლის სამართლის საქმეები
სამოქალაქო საქმეები
1%
0%
99%
81
ადმინისტრაციული საქმეები
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წელი: წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა
ბიუროების მიხედვით (სულ: 13878 საქმე)
თბილისი
მცხეთა
თელავი
სიღნაღი
რუსთავი
გორი
ახალციხე
ზესტაფონი
ქუთაისი
ზუგდიდი
ფოთი
ბათუმი
11%
4%
6%
40%
10%
2%
3%
9%
5%
5%
3%
2%
2017 წელი: იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ
დასრულებულ სს საქმეებში საპროცესო შეთანხმებათა წილი
საპროცესო შეთანხმება
სხვა შედეგი
82
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ განხორციელებული
არასრულწლოვანთა დაცვა წლების მიხედვით
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
1328
1005
685
604
486
505
459
368
284
83
482
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წელი: "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით"
განსაზღვრული ბენეფიციარების დაცვა იურიდიული დახმარების
ბიუროების მიერ (სულ 1005 საქმე)
2017: მომართვა სისხლის სამართლის საქმეში საზოგადოებრივი
ადვოკატის ჩართვის თაობაზე
0%
16%
11%
ფიზიკური პირი
გამოძიება/პროკურატურა
სასამართლო
სასჯელაღსრულება(სისხლის
სს)
73%
84
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017: სისხლის სამართლის საქმეზე დასაცავი პირის სტატუსი
2017: იურიდიული დახმარების ბიუროების წილი
სასამართლოების მიერ განხილულ სისხლის სამართლის
საქმეებში (სულ: 16269 საქმე)
46%
54%
იურიდიული
დახმარების ბიუროების
მიერ დასრულებული
სს საქმეები
კერძო ბიუროების /
ადვოკატების მიერ
დასრულებული სს
საქმეები
85
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სხვა სტატისტიკური ინფორმაცია 2017 წელს წარმოებული სისხლის სამართლის
საქმეების შესახებ:
- საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეები: 5223
- გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები: 53
- ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები: 27
- სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები:
203
- პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებით
დასრულებული საქმეები: 108
2017 წელი: იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები
სერვისების და სქესის მიხედვით
86
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წელი: იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ წარმოებაში
მიღებული სამოქალაქო საქმეები საკითხების მიხედვით
(სულ: 2317 საქმე)
პირის მხარდაჭერის
მიმღებად ცნობის საქმეები
საოჯახო დავები
სამემკვიდრეო დავები
2017 წელი: იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ წარმოებაში
მიღებული ადმინისტრაციული საქმეები საკითხების მიხედვით
(სულ: 802 საქმე)
87
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები 2014–2015–2016-2017
წლებში
გაწეული კონსულტაციები და შედეგნილი დოკუმენტები (წლების
მიხედვით)
2008
2009
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
29310
24501
23077
20732
1755717971
15495
12005
8076
47005338
4765
1134
კონსულტაციები
22792950
5572
375231233159
დოკუმენტები
88
2518
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
2017 წელი: კონსულტაციების თემატიკა
2017 წელი: კონსულტაციის სახეობა
პირადი
სამოქალაქო
ადმინისტრაციული
სატელეფონო
სისხლი
სოციალური
ონლაინ
სხვა
წერილობითი
სამართლებრივი დოკუმენტი
2017 წელი: კონსულტაციის მიმღებთა სოციალური სტატუსი
უმუშევარი
პენსიონერი
შშმ პირი
დევნილი
გადახდისუუნარო
ეროვნული უმცირესობები
რეპრესირებული
მრავალშვილიანი
89
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
ფინანსური ანგარიში
2017 წელი
2017: დაფინანსება (სულ: 5 800 000 ლარი)
საბიუჯეტო ასიგნებები
გრანტები
21238, 1%
92259, 2%
208401, 4%
2017: ხარჯები (სულ: 4 882 230 ლარი )
43995,
1%
212339, 4%
შრომის ანაზღაურება
60189, 1%
შტატგარეშე მომუშავეთა
ანაზღაურება
ოფისის ხარჯები
476747, 10%
მივლინებები
195544, 4%
3571440, 73%
ტრანპორტის მოვლა-შენახვის
ხარჯი
სხვა საქონელი და
მომსახურება
სხვა ხარჯები
90
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
პარტნიორი ორგანიზაციები
91
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (ადმინისტრაციული ოფისი)
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. №140ა, თბილისი 0102, საქართველო
+995 (32) 292–00–55 / info@legalaid.ge / www.legalaid.ge
www.facebook.com/legalaid.ge / Skype: legalaid.ge
თბილისის ბიურო
ბიუროს უფროსი: სულხან კომახიძე
მის: თბილისი, თამარ მეფის გამზ. №14
ტელ:
+995 (32) 2954474/ +995 (32) 2954475
+995 (32) 2920055
მობ: +995 (595) 364410
ელ-ფოსტა: skomakhidze@legalaid.ge
მცხეთა-მთიანეთის ბიურო
ბიუროს უფროსი: ალუდა ბუჩუკური
მის: მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. №51
ტელ: +995 (32) 2513873
მობ: +995 (595) 901705
ელ-ფოსტა: abuchukuri@legalaid.ge
კახეთის-თელავის ბიურო
ბიუროს უფროსი: ლიანა ჭუნიაშვილი
მის: თელავი, ვარდოშვილის ქ. №7
ტელ: +995 (350) 271538
მობ: +995 (595) 901707
ელ-ფოსტა: ltchuniashvili@legalaid.ge
კახეთის-სიღნაღის ბიურო
ბიუროს უფროსი: თამაზ გურაშვილი
მის: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №7
ტელ: +995 (355) 231082
მობ: +995 (599) 937973
ელ-ფოსტა: tgurashvili@legalaid.ge
შიდა ქართლის ბიურო
ბიუროს უფროსი: გიორგი ჯეირანაშვილი
მის: გორი, სამეფოს ქ. №54
ტელ: +995 (370) 279556
მობ: +995 (595) 901704
ელ-ფოსტა: gjeiranashvili@legalaid.ge
ქვემო ქართლის ბიურო
ბიუროს უფროსი: იოსებ ჯამასპიშვილი
მის: რუსთავი, ბათუმის ქ. №17
ტელ: +995 (341) 241425
მობ: +995 (595) 901706
ელ-ფოსტა: ijamaspishvili@legalaid.ge
იმერეთის-ზესტაფონის ბიურო
ბიუროს უფროსი: გელა ბერაძე
მის: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №11
ტელ: +995 (492) 253637
მობ: +995 (595) 364441
ელ-ფოსტა: gberadze@legalaid.ge
სამცხე-ჯავახეთის ბიურო
ბიუროს უფროსი: დავით ზარიძე
მის: ახალციხე, თაბუკაშვილის ქ.№17
ტელ: +995 (362) 220735
მობ: +995 (599) 722176
ელ-ფოსტა: dzaridze@legalaid.ge
იმერეთის-ქუთაისის ბიურო
ბიუროს უფროსი: გა სიორდია
მის: ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა
ტელ: +995 (431) 253411; 253412
მობ: +995 (595) 901700
ელ-ფოსტა: gsiordia@legalaid.ge
სამეგრელოს-ზუგდიდის ბიურო
ბიუროს უფროსი: რომან კეიდია
მის: ზუგდიდი, კოსტავას ქ. №24
ტელ: +995 (415) 220040
მობ: +995 (595) 901702
ელ-ფოსტა: rkeidia@legalaid.ge
სამეგრელოს-ფოთის ბიურო
ბიუროს უფროსი: ნათია ბოჯგუა
მის: ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. №17
ტელ: +995 (493) 223234
მობ: +995 (595) 901703
ელ-ფოსტა: nbodjgua@legalaid.ge
აჭარის ბიურო
ბიუროს უფროსი: იამზე ზანდარაძე
მის: ბათუმი, პუშკინის ქ. №145
მობ: +995 (595) 901701
ელ-ფოსტა: izandaradze@legalaid.ge
92
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, საქმიანობის ანგარიში 2017
მესტიის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: ავთანდილ ჯაფარიძე
მის: მესტია, სეტის მოედანი №19
მობ: +995 (551) 201947; +995 (599)294477
ელ-ფოსტა: ajaparidze@legalaid.ge
ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: თეა ჩიკვაიძე
მის: ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №24
მობ: +995 (595) 308847
ელ–ფოსტა: tchikvaidze@legalaid.ge
საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: სალომე გიორგაძე
მის: საჩხერე, თავისუფლების ქ. №4
მობ: +995 (558) 194637
ელ-ფოსტა: sgiorgadze@legalaid.ge
ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: ვასილ ბალახაძე
მის: ახალქალაქი, თამარ მეფის ქ. №44
მობ: +995 (591) 996597
ელ-ფოსტა: vbalakhadze@legalaid.ge
მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: ლალი ალუდაური
მის: მარნეული, რუსთაველის ქ. №73
მობ: +995(551)424400
ელ–ფოსტა: laludauri@legalaid.ge
წალკის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: დავით გოგიჩაიშვილი
მის: წალკა, არისტოტელეს ქ. №22
მობ: +995 (599) 090091
ელ-ფოსტა: dgogichaishvili@legalaid.ge
ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი
კონსულტანტი: იამზე მემარნიშვილი
მის: ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1, 1–ლი სართ.
ტელ: +995 (496) 275992
მობ: +995 (595)308850
ელ-ფოსტა: imemearnishvili@legalaid.ge
93
nuhnPnuen PJbaJhSanu
uJaLJbuhn
201
+