„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, აკაკი ზოიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/130/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11912 მუხლი: „მუხლი 11912. მრავალშვილიანი მშობელი 1. მრავალშვილიანი მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები. 2. მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი; ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით ხდება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შემოღება. მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს 2019 წლის და შემდგომი საბიუჯეტო წლების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან 2019 წლის 1 იანვარიდან, კანონპროექტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტით 2 დასაფინანსებელი იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს: 9316 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი 18 წლამდე ბავშვი ცხოვრობს - ისინი მიიღებენ 20 ლარის შეღავათს თვეში - 2 235 840 ლარი 5 ბავშვი - 2190 შინამეურნეობა - 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) – 788 400 ლარი 6 ბავშვი - 583 შინამეურნეობა - 40 ლარის შეღავათი - 280 000 ლარი 7+ ბავშვი - 280 შინამეურნეობა (2098 ბავშვი) მინიმუმ 20 ლარს მიიღებს + მე-5 და მომდევნო ბავშვი ამ შინამეურნეობებში არის 978 (280 * 4 =1120; 2098 - 1120=978) - 184 560 ლარი. სულ: დაახლოებით 3 489 000 ლარი შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. ა.წ. თებერვლის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებულია 7525 მრავალშვილიანი ოჯახი (საქსტატის მონაცემებით დაფიქსირებული მრავალშვილიანი ოჯახების 61%), რომელთაგან 99.8% აქვს 300 000 და ნაკლები ქულა (იხ. დანართი). ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს მიიღებს მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა. შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ჩაიწერება, რომ სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ოჯახის შემოსავლებში არ გაითვალისწინება აღნიშნული შეღავათი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გააუმჯობესებს იმ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირების ფინანსურ მდგომარეობას, რომლებსაც დაენიშნებათ სოციალური შეღავათი, კერძოდ: საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს, აქედან: 9316 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი 18 წლამდე ბავშვი ცხოვრობს - ისინი მიიღებენ 20 ლარის შეღავათს თვეში - 2 235 840 ლარი 5 ბავშვი - 2190 შინამეურნეობა - 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) – 788 400 ლარი 3 6 ბავშვი - 583 შინამეურნეობა - 40 ლარის შეღავათი - 280 000 ლარი 7+ ბავშვი - 280 შინამეურნეობა (2098 ბავშვი) მინიმუმ 20 ლარს მიიღებს + მე-5 და მომდევნო ბავშვი ამ შინამეურნეობებში არის 978 (280 * 4 =1120; 2098 - 1120=978) - 184 560 ლარი. ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი ფინანსური შედეგი სარგებლის სახით ერთ მრავალშვილიან ოჯახზე წლის განმავლობაში იქნება მინიმუმ 240 ლარი (4-შვილიანი ოჯახების შემთხვევაში, რომლებიც მოცემული სტატისტიკით მრავალშვილიანთა დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ) და შესაბამისად, 120 ლარით უფრო მეტი ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს იუსტიციის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებთან. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 5
დანართი
დანართი ოჯახში ბავშვების რაოდენობა 4 5 6 7 8 9 10 11 სულ სულ ოჯახების რაოდენობა მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა სარეიტინგო ქულის ჯგუფებში >=100 000 4,493 1,308 383 154 37 25 7 3 6,410 100 000 - 200 000 200 000 - 300 000 300 000 - 400 000 400 000 - 500 000 500 000< 806 155 35 11 2 61 17 7 1 6 3 2 2 2 1 2 86 11 4 3 2 1,011 5,369 1,487 427 166 39 25 9 3 7,525