„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ“

რეზოლუცია ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე
ინიციატორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#07-3/133/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორიატატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ ა.ა) მიღების მიზეზები: პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა იდენტიფიცირება და შეყვანა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში, რათა მოხდეს მათი სანქცირება როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე - ხსენებული პირების ქონების დაყადაღება, გადაადგილების შეზღუდვა, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება და სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ა.ბ) პროექტის მიზანი: პროექტის მიზანს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტის ეფექტური გამოყენება. საოკუპაციო რეჟიმისა და მის მიერ წახალისებული კრიმინალებისთვის ნათლად ჩვენება, რომ საქართველოს მოქალაქებიის უფლებების დარღვევა გამოიწვევს უმკაცრეს რეაგირებას საქართველოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ა.გ) პროექტის ძირითადი არსი: პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს მთავრობას დაევალოს შეადგინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და მასში შეიყვანოს ყველა ის პირი, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში დარღვევების საქმეებში, მათი შემდგომი სანქცირების მიზნით. ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: პროექტი არ იწვევს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი, იმ პირებისათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადების განსაზღვრის წესი: პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: საქართველოს პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) პროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება და საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებულია კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსბეობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) პროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი: სერგი კაპანაძე ვ)პროექტის ინიციატორები: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონები“.
რეზოლუციის პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანის და მათი სანქცირების შესახებ ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების მიერ რეგულარულად ხდება საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათ შორის, არაოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და მკვლელობა; ვინაიდან, რუსეთის ფედერაციის საოკუაციო რეჟიმის მიერ ხდება საქართველოს მოქალაქეთა გატაცებისა და მკვლელობის წახალისება, როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების, ისე ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედი კრიმინალების მიერ; ვინაიდან, რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი, ხელს აფარებს და აფერხებს საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას; ვინაიდან, საქართველოს ვერ ახორციელებს გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა სამართლებრივ დევნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ვინაიდან, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომლისთვისაც მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება არის უზენაესი; ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმი შეუძლებელს ხდის აღსრულებულ იქნას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრებასა და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით; ვინაიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმი შეუძლებელს ხდის პასუხისგებაში იქნას მიცემული 2018 წლის 21 თებერვალს ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები; ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეთა შემდგომი გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო რეჟიმის თითოეული წარმომადგენლისათვის ცხადი იყოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს შეეგუება მისი მოქალაქეების სიცოხლისა და თავისუფლების დარღვევას და გააკეთებს ყველაფერს დამნაშავეთა და მათი მფარველების დასასჯელად სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. საქართველოს პარლამენტი გმობს: 1. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და სიცოცხლის მოსპობას; 2. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ და მსჯავრდებულ პირთა სამართლებრივი დევნისთვის ხელის შეშლას; 3. საქართველოს მოქალაქის, 2016 წლის 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას; 4. საქართველოს მოქალაქის, 2018 წლის 21 თებერვალს ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას; 5. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფუნდამენტურ დარღვევებს; 6. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მათ შორის და, განსაკუთრებით, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობას; 7. საქართველოს ოკუპირებლ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ დარღვევებს, რაც დოკუმენტირებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შესახებ და მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში. საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: 1. შეადგინოს და გამოაქვეყნოს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების სია, რომელსაც ეწოდება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.“ ზემოაღნიშნული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე; გამოიძიოს საქართველოს თითოეული მოქალაქის გატაცებაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი პირების საქმეები და დამდგარი სამართლებრივი შედეგის შესახებ უსწრაფესად ეცნობოს საერთაშორისო პარტნიორებს; დააყადაღოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. ამასთან, ეთხოვოთ შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს რათა აღნიშნულ პირებს არ მიეცეთ ქონების გადაადგილების, თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მათ ტერიტორიებზე/მათ მიერ კონტროლირებად სივრცეებში; თხოვოს საქართველოს პარტნიორებს მოახდინონ „ოთხოზორიატატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება; აუკრძალოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მოხვედრილ პირებს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის დაწესებული შეღავათებით და უფასო სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა; განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ წინამდებარე რეზოლუციით განსაზღვრული პირობების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება/უწყებები; საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ამ რეზოლუციის შესრულების ანგარიში წელიწადში მინიმუმ ორჯერ.