„ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიშის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2018
ავტორი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
ინიციატორი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
ნომერი
#3530/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-07
ბიუროს ნომერი 138

📜 ტექსტი

წერილი
lllllilllllfllllll lll lllll ll llllllrlllll ll PDP 7 18 00000866 01/03/2018 ttj16orpq,rnlr J;6q,$56$ob or130aqgotOr6gt-t b;$erb o613q,,o 3r'rb':bodgl-r bl6rnbc'r J16q,r036$ob orr3Eaq('r0.:633, ,,3g6brnbrq,g6 0rnbr6g6or.> qrrg3olr Bgbrbgb" brjr6or33q',ob 3r6o6ob 38-3 83bq'ott orr6;b8rqr, qr'> $r60o6oqg6g6or r66r6otsb j33gr6.:to Jg6lrrnbrqS6 6obs330orr qrrS3otr 0qr6o8.r6Xrnbobr obt JCCOo6ob 0oX6 5rbbo66oCqlCb3q,o brj0o,:6rnbob 0gl-r.:b30, 5m03q'o6 0rnogr3tr 2017 $3q,,tt jg3916.>0o 0r'rbr6g0orr prg3ob 0qr6rn8r6Srnbob gccr6rp t33rtr3bgbb, psb33b3bbr qp.) 693r'r0g6qr.>6ogbb, rbg33 obgor6Ergorb $q,otr 6.166r3q,rnbr0o 5rEar3q'36oq'o 86o0369q'rT 3s6o ps6q33330ol-r.> qrr 5rEbm66ogq,9b3q,o qrn6o)rdo3bSboU ts5brbgb. qrs6r6oro: t65r6oBo 3361-robrq,36 acrbrg3oor,> qrrS3ob 0qr5rn0l63r'rbol-r qgs obbJgj$rn5ob bsj0orbrnbob SgbrbSb 2017. 960r J.>go3ob6g0oor, - on0.>6 j,tq,qr,:6o Jg6bobrqg6 0rn6r6g0ors qrr63ob obbJ3j$rn6o I ,/i' fr /rH/'1 ii,).4)6$3Cqfl ir, JJd,q )aCE60tr Ji)a))60 LJaan!5Jfra 6rOJeC56n ts33 Trb.N: 06"03 zcl&a wlt irjib;doL C. lli7. 0105. coloqriro' ltjr6o6Sqm \5J'q"i , *995 3?r 2421000 Jti-enU$,r ofltceEPdP.ge l L 7, Vach-nadze Str, 0105, Ttrilisi Cecrgiit Tel: (-q9, -ll l'l.r lir0r.) E-uail: .rfficrg i' 11" r''
ანგარიში
banki a fTia qi po licia sava Wro cen skola ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 tri ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017 სარჩევი 4 შესავალი 7 მონაცემთა დამუშავება საჯარო სექტორში 35 სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავება 61 მონაცემთა დამუშავება კერძო სექტორში 87 ვიდეოთვალთვალი 107 პირდაპირი მარკეტინგი 119 საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო საქმიანობა შესავალი გამოვლენილი სამართალდარღვევები და მათზე რეაგირების შედეგები, პრობლემატური საკითხები და მათი გამოსწორების გზები, პოზიტიური დინამიკა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რიგით მეხუთე ანგარიში 2017 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და გაწეულ საქმიანობას აჯამებს. დოკუმენტში მოცემულია სტატისტიკა და მაგალითები, რომლებიც არა მხოლოდ 2017 წლის, არამედ ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებებისა და ტენდენციების ანალიზის საშუალებას იძლევა. 2017 წელს, 2016-თან შედარებით, კვლავ გაზრდილია როგორც ჩატარებული ინსპექტირებებისა და გამოვლენილი სამართალდარღვევების, ასევე მოქალაქეთა მომართვიანობისა და გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. მოქალაქეების 240 მომართვისა და ჩატარებული 114 ინსპექტირების შედეგად, აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 385 პროცესი შეისწავლა. 2017 წელს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 274 ფაქტი, აქედან 145 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 53 ფაქტზე – გაფრთხილება, 76 შემთხვევაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა. დამატებით გაიცა შესასრულებლად სავალდებულო 270 დავალება და რეკომენდაცია. სხვადასხვა უწყებას რეაგირებისთვის და მათი კომპეტენციის ფარგლებში შესასწავლად, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაეცა 11 საქმე. გასულ წლებთან შედარებით, ორგანიზაციები უკეთ ახდენდნენ მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებას, გარკვეული პროგრესი 4 შეინიშნება მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრის თვალსაზრისითაც. საჯარო სექტორში და მსხვილ ბიზნესში გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე. აღსანიშნავია სამართალდარღვევების რაოდენობის კლება საჯარო დაწესებულებებში და მატება – კერძო სექტორში. მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც: 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა. ინსპექტორი აგრძელებდა თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, ცალკეულ სამინისტროებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, ეროვნულ ბანკთან და სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე მონაცემთა დაცვის სტანდარტების ამაღლების მიზნით. 2017 წლის განმავლობაში აპარატმა შეისწავლა 30-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების პროექტი, არაერთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტზე მოამზადა დასკვნა და რეკომენდაციები. კომუნიკაციის მრავალფეროვანი და თანამედროვე არხების, ინტერაქტიური მულტიმედია პლატფორმების გამოყენებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით ინსპექტორის აპარატი აქტიურად მუშაობდა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზეც. ჩატარდა არაერთი შეხვედრა, ღონისძიება და კამპანია, შეიქმნა ახალი ონლაინპლატფორმა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შემუშავდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დოკუმენტი და დაიწყო მუშაობა ახალ ვებგვერდზეც, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის. 5 ინსპექტორის აპარატი აქტიურად მუშაობდა, როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების, ასევე პარტნიორი ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილებისა და წარმატებული პროექტების უკეთ გაცნობის კუთხით. 2017 წელს ინსპექტორის აპარატმა უმასპინძლა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების (CEEDPA) მე-19 სხდომას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ასეთი მაღალი დონის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ინსპექტორის აპარატი კვლავ აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში. 2017 წლის ბოლოს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ „მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო აგრძელებს ეფექტიან ფუნქციონირებას”. მონაცემთა დამუშავება საჯარო სექტორში 6 საჯარო სექტორში უწყებებისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა თუ მოქალაქეთათვის მომსახურების გაწევის მიზნით, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემები მუშავდება. იქმნება სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზები, უწყებებს შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა. გარკვეულ შემთხვევებში, საჯარო დაწესებულებებში დაცულ მონაცემებზე წვდომა აქვთ კერძო ორგანიზაციებსაც. საჯარო უწყებები, როგორც წესი, მონაცემებს ამუშავებენ კანონის საფუძველზე ან კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, ზოგიერთ შემთხვევაში საკანონმდებლო რეგულაციები პირდაპირ განსაზღვრავს ინფორმაციაზე წვდომისა და გადაცემის საფუძვლებს. რიგ შემთხვევებში კი მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გაცემა, სხვადასხვა მომსახურების მისაღებად თავად მონაცემთა სუბიექტის დავალებით, ან მისი თანხმობის საფუძველზე ხდება. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა: განსაზღვრონ კანონიერი მიზნები, მონაცემთა მოცულობა და შენახვის ვადები, უზრუნველყონ მონაცემთა უსაფრთხოება, მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზება და სხვა. მონაცემთა დამუშავების პროცესში სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლებასა და ორგანიზაციების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მთავარ გარანტიას, ხელს უწყობს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საჯარო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას. 8 საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად, საჯარო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების, მესამე პირებისათვის გადაცემის 115 ფაქტი შეისწავლა. აქედან, მოქალაქეთა განცხადებების განხილვის პროცესში და ინსპექტირების ფარგლებში შესწავლილ იქნა როგორც სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სამართალდამცავი უწყებების გარდა), ასევე სასამართლოების, საარჩევნო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავების 38 პროცესი. დამატებით, 2017 წელს საჯარო უწყებებს ინსპექტორის აპარატმა 900-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია გაუწია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა და შესაძლო სამართალდარღვევების თავიდან აცილება. განცხადებებისა და ინსპექტირებების შედეგად ინსპექტორმა საჯარო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი შეისწავლა. საჯარო დაწესებულებებისთვის გაიცა 900+ ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია. 9 აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, საჯარო უწყებებში გაუმჯობესებულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების განსაზღვრის პრაქტიკა, გარკვეული პროგრესი შეინიშნება მონაცემთა მოცულობისა და შენახვის ვადების განსაზღვრის თვალსაზრისითაც. საჯარო სექტორში გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, თუმცა კვლავ იკვეთება გარკვეული ხარვეზები და დარღვევები. ანგარიშში წარმოდგენილია 2017 წელს საჯარო უწყებების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სამართალდარღვევები, ნაკლოვანებები და მოცემულია კონკრეტული მაგალითები, რომელთა ანალიზი წარმოაჩენს საჯარო უწყებებში მონაცემთა დაცვის სტანდარტების ამაღლების მნიშვნელობას. მონაცემთა ბაზები საჯარო უწყებებში მუშავდება ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც თავს იყრის სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში, მაგალითად, მოქალაქეთა ერთიანი რეესტრის წარმოების, ადმინისტრაციული სახდელების, სოციალური დახმარების პროგრამის, ჯანდაცვის სისტემის, განათლების სისტემის ადმინისტრირების მიზნებით. მონაცემთა ბაზებში თავმოყრილი ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე, ხშირად ჩნდება მათი თავდაპირველი მიზნისგან განსხვავებული მიზნით გამოყენების საჭიროება, რის გამოც, შესაძლოა, ბაზაზე წვდომის უფლება მიეცეს სხვა საჯარო ან კერძო დაწესებულებას. 10 მონაცემთა ბაზებთან, როგორც წესი, წვდომა აქვთ უწყების თანამშრომლებს, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ მრავალი მოქალაქის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ამიტომ, მონაცემთა ბაზაზე წვდომის უფლების მქონე ყველა თანამშრომელი სისტემაში რეგისტრირებული უნდა იყოს ინდივიდუალური მომხმარებლის სახელით და განპიროვნებული პაროლით/დიჯიპასით. დაშვებისა და წვდომის დონეები უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული და მონაცემთა ბაზაში მათ მიერ განხორციელებული ყველა ქმედება უნდა აღირიცხებოდეს. მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომის საფრთხის გამო და იმის უზრუნველსაყოფად, რომ თანამშრომელი არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის დაცვას და განახორციელონ მონაცემთა ბაზების გამოყენების ეფექტური მონიტორინგი. 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ბაზა საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა მოქალაქემ და მიუთითა, რომ ერთ-ერთ საინფორმაციო ვებგვერდზე უკანონოდ გასაჯაროვდა მისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ჯარიმის დაკისრების თარიღი, ჯარიმის ოდენობა, შემთხვევის ადგილი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები). გასაჯაროებული დოკუმენტები აჩენდა ვარაუდს, რომ მონაცემები მოპოვებული იყო ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის/საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობისას გამოყენებული პროგრამული ინტერფეისის მეშვეობით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. განცხადების შესწავლის ფარგლებში დადგინდა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცულ მონაცემებზე (სამართალდამრღვევის ვინაობა, პირადი ნომერი, მის მიერ მართვაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, დარღვევის სახე, ჯარიმის დაკისრების თა- 12 რიღი, ჯარიმის ოდენობა და სხვა) წვდომა აქვს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას, რათა მათი საშუალებით მოქალაქეებმა შეძლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების გადახდა; 2017 წლის პირველ აგვისტომდე არ აღირიცხებოდა საფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცულ მონაცემებზე წვდომის ფაქტები. სამინისტრო ასევე, არ ახდენდა რეგულარულ კონტროლს მონაცემთა ბაზაზე წვდომის კანონიერების შესამოწმებლად; განცხადების განხილვის პროცესში, 2017 წლის პირველი აგვისტოდან სამინისტრომ დაიწყო საფინანსო ორგანიზაციების მიერ მონაცემებზე წვდომის ფაქტების აღრიცხვა. საქმის განხილვის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ საფინანსო ორგანიზაციების ვებგვერდებზე სხვა პირისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ერთი რეკვიზიტის – პირადი ნომრის მითითებით იყო შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ პირადი ნომერი ხშირად საჯაროდ ხელმისაწვდომია, მაგალითად, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მოსაპოვებელი ხდებოდა. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში თავ- 13 მოყრილი მონაცემების დასაცავად ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების მიღება, ასევე, საფინანსო ორგანიზაციებისთვის ბაზაზე წვდომის მინიჭების ფორმისა და მონაცემების მოძიებისათვის საჭირო რეკვიზიტების განსაზღვრა. მონაცემთა დამმუშავებლებმა, რომლებსაც საქმიანობის ფარგლებში ესაჭიროებათ მონაცემთა ბაზის წარმოება ან/და მათთან არსებულ ბაზაზე მესამე პირების წვდომის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია განსაზღვრონ: მონაცემთა ბაზაზე წვდომის უფლების მქონე პირები და მათი წვდომის დონეები; მონაცემთა ბაზაზე წვდომისთვის საჭირო რეკვიზიტები ისე, რომ მაქსიმალურად შემცირდეს არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომის რისკი; მონაცემთა ბაზაზე წვდომის კანონიერების შეფასების მექანიზმები და მოახდინონ მათი მუდმივი მონიტორინგი. საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემთა ბაზა საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ სსიპ “შემოსავლების სამსახურმა” კანონიერი საფუძვლის გარეშე მოიპოვა და გამოიყენა ინფორმაცია მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ. 14 საქმის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ განმცხადებელი იყო საწარმოს დირექტორი და მიმდინარეობდა მისი საგადასახადო შემოწმება. სწორედ ამ შემოწმების ფარგლებში გადაამოწმა სსიპ “შემოსავლების სამსახურის” თანამშრომელმა საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ბაზაში. სსიპ “შემოსავლების სამსახური” განმარტავდა, რომ განმცხადებლის მონაცემების გადამოწმება საჭირო იყო მისი ადგილსამყოფელის დადგენისთვის, რათა მას, როგორც გადამხდელის წარმომადგენელს, საგადასახადო მოთხოვნა დადგენილ ვადაში ჩაბარებოდა. დოკუმენტაციის გადამხდელისთვის ჩაბარების წესი საქართველოს საგადასახადო კოდექსით არის დადგენილი. ეს წესი უცვლელი რჩება, იმის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება გადამხდელის წარმომადგენელი, თუ – არა. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმებისას, მეწარმე სუბიექტს დირექტორის გარდა სხვა წარმომადგენელიც ჰყავდა, რომელსაც საბოლოოდ ჩაბარდა კიდეც საგადასახადო მოთხოვნა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა ვერ დაასაბუთა, რატომ გახდა აუცილებელი განმცხადებლის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღწერილ შემთხვევაში, სსიპ “შემოსავლების სამსახურს” დაევალა გამოესწორებინა გამოვლენილი ნაკლოვანებები და მომავალში ფიზიკური პირის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია დაემუშავებინა მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის იქნებოდა აუცილებელი. 15 მონაცემთა დამმუშავებლებმა, რომლებსაც სხვადასხვა მონაცემთა ბაზაზე წვდომა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით სჭირდებათ, აუცილებლად უნდა განსაზღვრონ, თუ რა მოცულობის მონაცემებზე წვდომაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად. მონაცემთა ბაზით სარგებლობა უნდა წარმოადგენდეს კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ ზომას და არა პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად იარსებებს ამა თუ იმ უწყებაში დაცული მონაცემების გამჟღავნების, მოპოვების ან ნებისმიერი სხვა ფორმით არაკანონიერი გამოყენების საფრთხე. პირადობის მოწმობის ბაზა სააგენტოს სისტემაში მომხმარებლის პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის მითითების შემდეგ კომპანია რეალურ დროში დამატებით იღებდა მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების ადგილი, სქესი, მოქალაქეობა, ინფორმაცია პირის გარდაცვალების თაობაზე, პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, პასპორტის რეკვიზიტები, რეგისტრაციის მისამართის იდენტიფიკატორი, რეგისტრაციის თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, ფოტოსურათი და ა.შ. შემოწმებისას კომპანიამ მითითებული მოცულობით მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების აუცილებლობა ვერ დაასაბუთა და დაადასტურა, რომ ფასდაკლების ბარათის დამზადებისთვის საკმარისი იყო მონაცემების მხო- მონაცემთა ბაზებზე წვდომის მიზნების იდენტიფიცირება და ხელმისაწვდომი მონაცემების მოცულობის განსაზღვრა საჯარო დაწესებულებებში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ კერძო კომპანია მომხმარებლებს ე.წ. ლოიალობის სისტემაში გაწევრიანებას და ფასდაკლების ბარათების დამზადებას სთავაზობდა. მომსახურების გაწევისა და ბაზაში მომხმარებელთა რეგისტრაციის მიზნით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო მომხმარებლის თანხმობა სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” მონაცემთა ბაზიდან მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვაზე. 16 17 ლოდ ნაწილი. ამავე დროს, სააგენტომ განმარტა, რომ ფილტრაციის გზით კომპანიისთვის მხოლოდ აუცილებელი მონაცემების მიწოდება შემოწმების მომენტისთვის ტექნიკურად უკვე შესაძლებელი იყო. შედეგად, ინსპექტორმა დაადგინა, რომ კომპანია სააგენტოსგან იღებდა და სააგენტო, თავის მხრივ, გასცემდა მონაცემებს მიზნის არაადეკვატური და არაპროპორციული მოცულობით. შესაბამისად, კომპანიას დაევალა მხოლოდ იმ მოცულობით დაემუშავებინა მომხმარებლების მონაცემები, რაც კანონიერი მიზნების მისაღწევად იყო საჭირო. როდესაც საქმე მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის დამუშავებას ეხება, როგორც მონაცემთა გამცემი, ისე მიმღები ორგანიზაციები ვალდებული არიან განსაზღვრონ მონაცემთა კატეგორია, მოცულობა და არ მოიპოვონ ინფორმაცია იმაზე მეტი მოცულობით, ვიდრე ეს კანონიერი მიზნების მისაღწევად არის საჭირო. მათ უნდა უზრუნველყონ ისიც, რომ მონაცემთა კატეგორია ასევე იყოს მიზნის ადეკვატური და პროპორციული. მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირებისთვის გამჟღავნება საჯარო უწყების ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის გასაჯაროებისას მონაცემთა დამუშავების წესების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ გზით მონაცემები პირთა შეუზღუდავი წრისათვის მარტივად ხელმისაწვდომი ხდება და მნიშვნელოვნად იზრდება მონაცემთა სუბიექტისათვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამავე დროს, მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებასა და საჯარო ორგანიზაციების კანონიერ ინტერესებს შორის. 2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით ოთხმა მოქალაქემ მომართა. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მათი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია გასაჯაროვდა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამინისტროს ვებგვერდზე და Facebook გვერდზე, ასევე, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, Facebook გვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით განთავსებული იყო განმცხადებლების ფოტოები, მათი ვინაობა და ინფორმაცია კანონის დარღვევით ნადირობის შესახებ. განცხადების განხილვის ფარგლებში, ასევე დადგინდა, რომ განმცხადებლების მონაცემების გასაჯაროების მომენტისთვის 18 19 სასამართლოს არ ჰქონდა მიღებული დადგენილება მათი სამართალდამრღვევებად ცნობისა და მათთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე. ამდენად, განმცხადებლების შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია შეიცავდა უზუსტო მონაცემებსაც. მონაცემთა გასაჯაროებამდე მონაცემთა დამმუშავებლები ვალდებულნი არიან: ინსპექტორმა არ გაიზიარა სამინისტროსა და დეპარტამენტის პოზიცია, რომ განმცხადებლების ვინაობისა და ფოტოების გასაჯაროება აუცილებელი იყო გარემოს დაცვის სფეროში კანონდარღვევების პრევენციის, უკანონო ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლების მიზნით. აღნიშნული მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის, გამოვლენილი სამართალდარღვევების ფაქტების შესახებ, თუმცა, ამის გაკეთება შესაძლებელი იყო უშუალოდ პირების იდენტიფიცირებისა და მათი ფოტოების გავრცელების გარეშეც. შეაფასონ, აუცილებელია თუ არა მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა გასაჯაროება და რამდენად შესაძლებელია კანონიერი მიზნის მიღწევა მონაცემთა დეპერსონალიზაციით, პირთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით ინფორმაციის გავრცელების გზით; დარწმუნდნენ, რომ აქვთ მონაცემთა დამუშავების საფუძველი და უზრუნველყოფილია მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვა; დარწმუნდნენ, რომ მონაცემები არის ნამდვილი და ზუსტი. უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემთა დამუშავება ხშირად მონაცემთა დამუშავების პროცესში საჯარო ორგანიზაციის სახელით ან მიზნებისათვის ერთვება სხვა უფლებამოსილი პირი, მაგალითად, უწყებები კორესპონდენციის ჩაბარებას ავალებენ საფოსტო კომპანიებს, გამოკითხვებს ატარებენ კვლევითი დაწესებულებების მეშვეობით და ა.შ. ასეთ დროს, საჯარო ორგანიზაცია ინარჩუნებს გარკვეულ პასუხისმგებლობას უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებაზე. კანონმდებლობის მიხედვით, უფლებამოსილი პირისათვის მონაცემების დამუშავების დავალებისას აუცილებელია, არსებობდეს წერილობითი ხელშეკრულება, ან სამართლებრივი აქტი, რომელშიც გათვალისწინებულია დადგენილი წესები და აკრძალვები. ასეთ დროს განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული მოქმედებების, მათ შორის, გამჟღავნების აღრიცხვა. 20 21 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა თბილისის მერიისა და მისი უფლებამოსილი პირის მიერ ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავების კანონიერება შეაფასა. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ელექტრონული სისტემა არ აღრიცხავდა მონაცემთა მიმართ შესრულებულ ყველა მოქმედებას. სისტემაში აღირიცხებოდა მხოლოდ მომხმარებლის შესვლისა და გამოსვლის ფაქტები, ასევე, თუ რომელ კამერაზე განხორციელდა წვდომა. თუმცა არ აღირიცხებოდა, ვინ, რომელი კამერიდან, როდის და რა მიზნით დაამუშავა ვიდეოჩანაწერი. მერიის უფლებამოსილმა პირმა შემოწმების მიმდინარეობისას უზრუნველყო მოქმედებების სრულად აღრიცხვის ფუნქციის გააქტიურება. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მის უფლებამოსილ პირს დაევალათ პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოქმედების კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად აღრიცხვა, ასევე, მიეცათ რეკომენდაცია, წერილობით განსაზღვრულიყო პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების უფლებამოსილ მესამე პირ(ებ)ზე გამჟღავნების წესი. 22 მონაცემების ელექტრონული სისტემების მეშვეობით დამუშავებისას, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია: უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა; შეაფასოს რისკები და მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. აღსრულების ბიურო 2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ სსიპ “აღსრულების ეროვნულმა ბიურომ” გაუგზავნა წერილი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ. წერილი არ იყო მოთავსებული კონვერტში და შესაბამისად, ნებისმიერ პირს შეეძლო მისი შინაარსის გაცნობა. განცხადების განხილვის ფარგლებში დადგინდა, რომ სსიპ “აღსრულების ეროვნული ბიურო” ადრესატებს წერილებს უფლებამოსილი პირის – ერთ-ერთი საფოსტო კომპანიის მეშვეობით აბარებდა. ბიუროსა და საფოსტო კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საფოსტო კომპანიის მიერ ჰიბრიდული წერილის (წერილის სახეობა, 23 რომელიც მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და ხდება მისი ქაღალდზე გადატანა) კონვერტში მოთავსების ვალდებულებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისგან წერილის მიღების შემდგომ, სსიპ “აღსრულების ეროვნულმა ბიურომ” საფოსტო კომპანიას ადრესატებისთვის წერილების დაკონვერტირებული ფორმით ჩაბარება მოსთხოვა. ბიუროს ასევე დაევალა ხელშეკრულებაში მკაფიოდ და ნათლად დაედგინა უფლებამოსილი პირ(ებ)ის ვალდებულებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და განესაზღვრა ამ ვალდებულების მონიტორინგის მექანიზმი. უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემების დამუშავებისას მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა: მონაცემთა დამუშავების დავალებამდე შეაფასონ მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების საფრთხე; წერილობითი ხელშეკრულებით განსაზღვრონ მხარეთა ვალდებულებები პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით; მონიტორინგი გაუწიონ უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესს. მონაცემთა სუბიექტის უფლებები „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ” №108 კონვენციიდან გამომდინარე, სრულად უნდა იყოს რეალიზებული მონაცემთა სუბიექტის უფლება, იცოდეს, სად, ვის მიერ და რა მიზნით ხდება მისი მონაცემების დამუშავება, რა გზით შეგროვდა და ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები. ქართული კანონმდებლობით სუბიექტს შეუძლია უშუალო ზეგავლენა მოახდინოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესზე, მაგალითად, მოითხოვოს არაზუსტი ან უკანონოდ დამუშავებული პერსონალური მონაცემების განახლება, გასწორება, წაშლა; თანხმობის საფუძველზე მოპოვებული მონაცემების დამუშავების შეწყვეტა. 24 25 მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზების კუთხით კანონმდებლობა საჯარო სექტორის მონაცემთა დამმუშავებლებს მაღალ სტანდარტს უწესებს – პირს უფლება აქვს, არა მხოლოდ მოითხოვოს ინფორმაცია მისი მონაცემების დამუშავების თაობაზე, არამედ გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემთა ასლები. 2017 წლის განმავლობაში ინსპექტორის მიერ განხილული განცხადებები და ინსპექტორის აპარატის მიერ გაცემული კონსულტაციები მოწმობს, რომ გაიზარდა მოქალაქეების ინტერესი მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირები მონაცემთა დამმუშავებლებს ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ. საანგარიშო პერიოდში მონაცემთა სუბიექტების ინფორმირებასთან დაკავშირებით გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში, ორგანიზაციები ჯეროვნად არ აღრიცხავენ, თუ რა გზით და საშუალებით იქნა მოპოვებული შესაბამისი მონაცემები, მაგალითად, კონკრეტული პირის სატელეფონო ნომერი და მოთხოვნის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტი ვერ იღებს მისთვის სასურველ ინფორმაციას. ასევე გამოვლინდა, რომ გარკვეული ორგანიზაციები არ აღრიცხავენ მოქალაქის მიერ ზეპირი ან ელექტრონული ფორმით წაყენებულ მოთხოვნას. ასეთ შემთხვევებში მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზება, ფაქტობრივად, დამოკიდებულია ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლის ნებაზე და იზრდება მოქალაქის მოთხოვნის უგულებელყოფის რისკი. 26 მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებებთან ერთად, აღსანიშნავია, მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებებიც. მონაცემთა სუბიექტის მიერ მის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით წარდგენილი მოთხოვნა არ უნდა იყოს ბუნდოვანი და ობიექტურად უნდა იძლეოდეს შესაბამისი ინფორმაციის მოძიების საშუალებას. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში მოქალაქე ითხოვდა მის შესახებ უწყებაში დაცული დოკუმენტაციის გაცემას, მოთხოვნა კი არ შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მონაცემთა დამმუშავებელს დოკუმენტების მოძიების გონივრულ შესაძლებლობას მისაცემდა. მსგავს შემთხვევებში, მნიშვნელოვანია, მონაცემთა სუბიექტებმა ორგანიზაციებს წარუდგინონ მკაფიო მოთხოვნა, თუ რა ინფორმაციის მიღება სურთ, რა ფორმით და ასევე დააკონკრეტონ დოკუმენტაცია. პარალელურად, მონაცემთა დამმუშავებლებმა დროულად უნდა აცნობონ მოქალაქეებს მონაცემების გაცემის ხელისშემშლელი გარემოებების თაობაზე და მოითხოვონ იმ ინფორმაციის დაზუსტება, რაც აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ლეგიტიმური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 27 საერთაშორისო გადაცემა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმებები, საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარება ზრდის პერსონალურ მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის ნაკადს. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა 30-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმებისა თუ ხელშეკრულების პროექტი, რომლებიც ეხებოდა დანაშაულთან ბრძოლასა და სხვა სფეროებში სახელმწიფოთა თანამშრომლობას, ითვალისწინებდა პერსონალურ მონაცემთა გადაცემას, ან მიღებას. შეთანხმების პროექტების შესწავლის საფუძველზე ინსპექტორის აპარატმა არაერთი რეკომენდაცია მოამზადა დოკუმენტებში იმ პირობების გათვალისწინების შესახებ, რაც სათანადოდ უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში გადაცემული პერსონალური მონაცემების დაცვას. მონაცემთა გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს („ევროპოლი”) შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც, რომელიც 2017 წლის აპრილში გაფორმდა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ინსპექტორის აპარატმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო პროცედურებში, განსაკუთრებით ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შეფასებისას. ამ შეთანხმებით, საქართველო შეძლებს „ევროპოლთან” და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაციის უსაფრთხო არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. 28 29 აგრეთვე, საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შეფასება „ევროჯასტთან” (ევროკავშირის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის ორგანო) შეთანხმების გაფორმების მიზნით. 2017 წლის მაისში საქართველოს ეწვია შემფასებელი მისია, რომლის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატშიც. 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა დადებითად შეფასდა და გადაიდგა ნაბიჯები უშუალოდ შეთანხმების მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. „ევროჯასტთან” თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გადაცემა/გამოთხოვის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. სამართალშემოქმედებითი საქმიანობა ნებისმიერი რეგულაციის შემუშავებისას, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას უკავშირდება, მნიშვნელოვანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინება, რათა გარანტირებული იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამასთანავე, აუცილებელია საკითხის მკაფიო და ნათელი რეგულირება, იმისთვის, რომ ნორმის ბუნდოვანებამ არ წარმოშვას ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არაერთ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტზე გაიცა შენიშვნები და რეკომენდაციები. მათ შორის, 30 აპარატმა სსიპ “საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” თხოვნით შეისწავლა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები. რეგულაცია შეეხებოდა საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიებისგან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას. სამსახურს მიეცა რეკომენდაცია, განესაზღვრა მათი მოპოვების კანონიერი მიზნები და მოცულობა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის თხოვნით მომზადდა შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. ცვლილებები შეეხებოდა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან/და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ. მთავრობას მიეწოდა მოსაზრებები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამმუშავებელი სუბიექტების, დამუშავების ფორმებისა და მიზნების კონკრეტიზაციასთან, დასამუშავებელ მონაცემთა მოცულობასთან და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მისაღებ ზომებთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტისა და სსიპ “შემოსავლების სამსახურის” თხოვნით მომზადდა „ლატარიების, აზარტული და 31 მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ” საქართველოს კანონების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც შეეხებოდა: ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირების, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესში პერსონალური მონაცემების შემცველი ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნის, ასევე, ე.წ. თამაშზე დამოკიდებული ფიზიკური პირების მონაცემთა ბაზის შექმნისა და შემდგომში გამოყენების საკითხებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნით მომზადდა შენიშვნები და რეკომენდაციები „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. შენიშვნები შეეხებოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 ცენტრალურ საინფორმაციო ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საკითხებს. გაიცა რეკომენდაცია, მონაცემებზე წვდომის კანონიერი მიზნების შესაბამისად განსაზღვრულიყო, რა შემთხვევებში, რა სახით და პერიოდულობით მოხდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო ბაზიდან ინფორმაციის მოპოვება. აპარატმა, ასევე, შეისწავლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს კანონების პროექტები. გაიცა რეკომენდაციები მონაცემების პერიოდული განახლების, არასაჭირო მონაცემე- 33 ბის წაშლის ან/და იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით შენახვისა და უსაფრთხოების დაცვის (მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის პრევენციის მექანიზმების და მონაცემთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მითითებით) საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა საიმიგრაციო შემოწმებისას პოლიციის მიერ უცხოელის მონაცემების დამუშავების ფორმების, დასამუშავებელი მონაცემების მოცულობის პროპორციულობის საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში უცხოელის სათანადო ინფორმირების საჭიროებაზე. ინსპექტორის შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად შეიზღუდა მონაცემებზე წვდომის დონეები და დასამუშავებელ მონაცემთა მოცულობა. მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური მექანიზმები და განისაზღვრა მონაცემთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. მონაცემთა დამუშავების კანონიერი მიზნების შესაბამისად, დაკონკრეტდა ნორმების შინაარსი, რამაც მონაცემთა არაპროპორციული დამუშავებისა და რეგულაციის თვითნებური გამოყენების რისკები მნიშვნელოვნად შეამცირა. 34 სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა დამუშავება სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ძირითადად ხორციელდება პოლიციური და პრევენციული ღონისძიებების ჩატარების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელის აღსრულების მიზნებისათვის. დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილია მონაცემთა მოპოვება და დამუშავება განახორციელოს, როგორც ღია, ასევე ფარული წყაროებიდან, უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ან მესამე პირებისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერსს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისას კანონის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებას. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა, როგორც განცხადებების განხილვის, ასევე, ინსპექტირებების ფარგლებში განახორციელა სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა მიზნით დამუშავებული მონაცემების კანონიერების შესწავლა 77 შემთხვევაში, აქედან 34 შემთხვევაში განხილულ იქნა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განცხადებები, დამატებით ჩატარდა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინსპექტირება, 28 შემთხვევაში განცხადებებისა და ინსპექტირების ფარგლებში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა, 8 შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის, 5 შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სსიპ „ოპერატიულ-ტექნიკური 36 34 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განცხადებები 28 შსს-ს მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა 8 პროკურატურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა 5 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა 2 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა 37 სააგენტოს”, ხოლო 2 შემთხვევაში განცხადების განხილვის საფუძველზე განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა. გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების გარდა (19 შემთხვევაში ორგანიზაციებს შეეფარდათ ჯარიმა, 4 შემთხვევაში – გაფრთხილება, 23 შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო), ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცათ შესაბამისი დავალებები და რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროში მონაცემთა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. დამატებით, ინსპექტორის აპარატმა 130-ზე მეტი წერილობითი და ზეპირი კონსულტაცია გაუწია სამართალდამცავ ორგანოებს მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით. უწყებების მომართვის საფუძველზე მომზადდა დასკვნები და რეკომენდაციები რამდენიმე კანონპროექტისა და ნორმატიული აქტის პროექტზე. გასულ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 2017 წელს შემცირებულია საგამოძიებო მიზნებით კერძო ორგანიზაციებიდან კომპიუტერული მონაცემების პროკურორის დადგენილებისა და მოსამართლის განჩინების გარეშე მოპოვების ფაქტები. 2017 წლის მეორე ნახევარში, ასევე, შემცირდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მომართვიანობა პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ვიდეომეთვალყურეობის გზით და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას მონაცემების დამუშავების ფაქტებთან მიმართებით, რაც თავის მხრივ, მიუთითებს ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან გატარებული ზომების დადებით ეფექტზე. 38 ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების საგამოძიებო მიზნებით დამუშავება კვლავ აქტუალურია საგამოძიებო მიზნებისათვის ვიდეოსათვალთვალო სისტემებიდან ვიდეოჩანაწერების განჩინების/დადგენილების გარეშე დათვალიერებასა და მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა გასულ წელთან შედარებით, არსებითად არის შემცირებული კომპიუტერული მონაცემების კანონდარღვევით მოპოვებასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მონაცემების არაადეკვატური და არაპროპორციული მოცულობით დამუშავების რამდენიმე შემთხვევა. ერთ-ერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პროკურორის დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეოსათვალთვალო სისტემიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე განახორციელეს სხვადასხვა მოქმედება. კერძოდ, გამოცხადდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებლის საცხოვრებელ სახლში და სასამართლოს განჩინებისა და პროკურორის დადგენილების წარდგენის გარეშე მოსთხოვეს ორგანიზაციის ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების გადაცემა. განმცხადებელმა სამინისტროს თანამშრომლებს მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა და განუმარტა, რომ მხოლოდ მათი წარდგენის შემდეგ გადასცემდა ჩანაწერებს. განმცხადებელი პოლიციელის 39 კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს და საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამისა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, სადაც დაათვალიერეს ორგანიზაციის კომპიუტერულ სისტემაში დაცული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ვიდეოჩანაწერები და ცალკეულ მონაკვეთებს მობილური ტელეფონით ფოტოები გადაუღეს. 2017 წელს განხორციელებული ერთ-ერთი შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ სისხლის სამართლის საქმის მიზნებისათვის გამომძიებლის მიერ განხორციელდა ვიდეოჩანაწერების შემცველი DVR მოწყობილობის დათვალიერება/ამოღება მხოლოდ ობიექტის მესაკუთრე/მფლობელის წერილობითი თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის მიერ სამართალდამცავი ორგანოსთვის გადაცემული DVR მოწყობილობა შეიცავდა იმაზე მეტ ჩანაწერს, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შემთხვევებში ვიდეოჩანაწერის მოპოვება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და ერთ შემთხვევაში პროკურორის შესაბამისი დადგენილებაც არსებობდა, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების განუხრელად შესრულება და კომპიუტერული მონაცემების მოპოვების შესახებ დადგენილების/განჩინების სათანადო წესით წარდგენა. 40 პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ფოტო და ვიდეოგადაღება საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების მიზნებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღების რამდენიმე ფაქტი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ პრევენციული ღონისძიების მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის ვიდეოგადაღების ფაქტი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამართალდამცავებმა ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩერეს მოქალაქე და პირადი მობილური ტელეფონით გადაიღეს შემოწმების პროცესი. სამინისტროს პოზიციით, ვიდეოგადაღება ემსახურებოდა მოქალაქის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების, თანამშრომლების სიცრუეში დადანაშაულებისა და დისკრედიტაციის თავიდან არიდების მიზანს. თუმცა გავრცელებულ ჩანაწერში მოქალაქე არაერთხელ, მკაფიოდ აფიქსირებდა პოლიციასთან თანამშრომლობის მზაობას, აცხადებდა თანხმობას, როგორც ზედაპირული შემოწმების, ისე ალკოჰოლის ტესტის ჩატარებაზე და განყოფილებაში გადაყვანაზეც კი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდებოდა მოქალაქის მხრიდან პოლიციელების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მათ მიმართ სხვა უკანონო ქმედება. ვიდეოჩანაწერი სრულდებოდა ჩანაწერში მონაწილე პირების დამშვიდობები- 41 თა და მოქალაქისათვის კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაბრუნებით. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლის პირადი მობილური ტელეფონიდან არ წაშლილა გადაღებული ჩანაწერი, ის არ გადაუტანიათ სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაშიც. შესაბამისად, სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი მისი დაცვა შემთხვევითი ან უკანონო გამჟღავნებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისაგან. ერთ-ერთი მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტორმა შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან, „პირის იდენტიფიკაციის” მიზნით პირადი მობილური ტელეფონით მოქალაქის ფოტოგადაღების ფაქტი. „ 42 აღსანიშნავია, რომ სამართლებრივად დეტალურად არ არის დარეგულირებული ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის პროცესი, რაც არაერთგვაროვანი პრაქტიკის, მონაცემების არამართლზომიერად, კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევით დამუშავების საფრთხეს ქმნის. მონაცემთა შემთხვევითი, ან უკანონო გამოყენების კუთხით საფრთხის შემცველია ვიდეოგადაღების და ინფორმაციის მიმოცვლის სხვადასხვა საშუალებისა და სამინისტროს თანამშრომლების პირადი მობილური ტელეფონების გამოყენებაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, განისაზღვროს პრევენციული ღონისძიების გატარებისას ფოტოსურათით პირის იდენტიფიკაციის და მონაცემთა ბაზაში გადამოწმების წესი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა დამუშავების კანონიერება. ამასთან, მონაცემთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ამ ღონისძიების ჩატარებისათვის თანამშრომლის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონისა და ინფორმაციის გადაცემის საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობა და, საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნეს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები მონაცემთა დამუშავების პროცესში უსაფრთხოების ზომების გასამკაცრებლად. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობა საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულთა არაერთი მომართვის საფუძველზე ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საკნებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კანონიერება. საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის” 54-ე მუხლი უფლებამოსილებას ანიჭებს პენიტენციურ დაწესებულებას, განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებ- 43 ლად. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობითი ფორმით გააფრთხილოს მსჯავრდებული/ბრალდებული პირები, სადაც უნდა აღინიშნებოდეს, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებებით და რა მიზნით ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ვიდეომეთვალყურეობა. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში პენიტენციური დაწესებულებების მიერ ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირება მათ მიმართ დაწესებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის თაობაზე, ხორციელდებოდა ზეპირსიტყვიერად. ამასთან, შესაბამისი წერილობითი გაფრთხილების დოკუმენტი შედგენილი იყო მეთვალყურეობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში, დოკუმენტში არაჯეროვნად ხდებოდა დაწესებული მეთვალყურეობის მიმდინარეობის მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ ინფორმაციის მითითება. მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერების უზრუნ ველყოფის, ისევე, როგორც მონაცემთა სუბიექტის ჯეროვანი ინფორმირების მიზნებისთვის აუცილებელია, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის დაწყებისას მონაცემთა სუბიექტს (მსჯავრდებულს) დაუყოვნებლივ მიეწოდოს ინფორმაცია არა მხოლოდ მეთვალყურეობის დაწყების შესახებ, არამედ განემარტოს, თუ რა სახის ელექტრონული საშუალებებით და რა მიზნით ხორციელდება მეთ- 44 ვალყურეობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებული გარემოებების შესახებ გაფრთხილება დაუყოვნებლივ დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტით. ერთი მხრივ, მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგის პროცესში იარსებებს ჯეროვანი მტკიცებულება იმისა, რომ სამინისტრომ გააფრთხილა სუბიექტი, მეორე მხრივ, კი ბრალდებულს /მსჯავრდებულს ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელებისთანავე ექნება სრულყოფილი ინფორმაცია მის მიმართ მიმდინარე მეთვალყურეობის მიზნისა და საფუძვლის შესახებ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიეცა შესაბამისი მითითებები. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ ივნისს, პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების საკნებში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასთან დაკავშირებით დადგინდა სპეციალური წესი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუშაობს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასთან დაკავშირებით მსჯავრდებულთა ინფორმირების სტანდარტული პროცედურის განსაზღვრაზეც. 45 ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში მონაცემებზე წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად შექმნილი აქვს ცენტრალური საინფორმაციო ბანკი, სადაც ხელმისაწვდომია პირთა პერსონალური (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცენტრალური საინფორმაციო ბანკის მონაცემთა ინფორმაციულ რესურსებზე დაშვება განხორციელდეს კანონით განსაზღვრული საფუძვლითა და პრინციპების დაცვით, რათა არასანქცირებულმა წვდომამ ზიანი არ მიაყენოს მონაცემთა სუბიექტის კანონიერ ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის აპარატის საქმიანობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში არსებულ მონაცემებზე არამიზნობრივი და არასანქცირებული წვდომის შემთხვევები, 2017 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა გამოავლინა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის მონაცემთა ინფორმაციულ რესურსებში ერთჯერადი რიცხვითი პაროლის 46 გენერირების მოწყობილობის (ე.წ. DIGIPASS) მეშვეობით მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებზე უსაფუძვლო წვდომის რვა შემთხვევა. ხაზგასასმელია, რომ ამონაწერი სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო ბანკიდან არ შეიცავს ინფორმაციას წვდომის დროს დამუშავებული მონაცემების თაობაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს ცენტრალურ მონაცემთა ბანკებში განხორციელებული წვდომის დროს დამუშავებული მონაცემების აღრიცხვა, ასევე, მუდმივი და განგრძობადი კონტროლი საინფორმაციო ბაზების გამოყენებაზე. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების შემოწმებისას, ასევე, დადგინდა, რომ ინდივიდუალური დაგეგმვის საქმის იმ მასალებში, რომლებიც მატერიალური ფორმით ინახებოდა, არ აღირიცხებოდა პერსონალური მონაცემების გამჟღავნებასთან, ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. „ კანონის თანახმად, მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები რისკების ადეკვატური და პროპორციული უნდა იყოს. რისკების შეფასებისას მხედველობაში მიიღება დამუშავებული მონაცემების კატეგორია და შინაარსი, ორგანიზაციის თანამშრომელთა რაოდენობა და მონაცემებთან მათი წვდომის ხარისხი, მონაცემთა ბაზაზე წვდომის უფლების მქონე მესამე პირები და მათი რაოდენობა. 47 მონაცემთა დამუშავების სიზუსტე და ნამდვილობა მონაცემთა დამუშავების კანონიერების დაცვისთვის საჭიროა, ორგანიზაციამ უზრუნველყოს დამუშავებული მონაცემების სიზუსტე და ნამდვილობა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების მოძიების წყარო. მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ გადაამოწმოს შეგროვებული ინფორმაციის სანდოობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნებისათვის დამუშავებული მონაცემების ნამდვილობას, ვინაიდან არასწორი მონაცემების დამუშავებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტს და შელახოს მისი უფლებები. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოსურათი შეცდომით იქნა მიჩნეული ბრალდებული პირის ვიზუალურ გამოსახულებად. აღნიშნული ფოტოსურათი გადაეცა პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ, თხოვნით მიმართა ინტერპოლის ეროვნულ ბიუროს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით და მიაწოდა აღნიშნული ფოტოსურათი, როგორც ძებნილი პირის ვიზუალური გამოსახულება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადების განხილვის პროცესშივე გამოასწორა და- 48 შვებული შეცდომა, ამოიღო ფოტოსურათი სამძებრო საქმის მასალებიდან და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას უზუსტობის თაობაზე. შედეგად ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ შეიტანა ცვლილება ბრალდებულის საერთაშორისო ძებნის ბარათში, ასევე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ უზრუნველყო შესაბამისი ცვლილების დროულად ასახვა. სამართალდამცავი ორგანოს მიერ პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისათვის აუცილებელია მონაცემების გადაცემა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულება/შეთანხმების ფარგლებში, მონაცემების გადაცემისას სათანადოდ შეფასდეს მონაცემების დამუშავების კანონიერი მიზანი, გადასაცემი მონაცემების სიზუსტე, ნამდვილობა და მოცულობის პროპორციულობა. მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებულობა საქართველოს კონსტიტუცია და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი მოქალაქეებს ანიჭებს უფლებას, ნებისმიერ საჯარო ორგანიზაციას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. კერძოდ, რა მიზნითა და სამართლებრივი საფუძვლით დამუშავდა, რა გზით შეგროვდა და ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები. 49 „ მონაცემთა სუბიექტის ეს უფლება აბსოლუტური არ არის, მისი შეზღუდვა შესაძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნებით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა სუბიექტის უფლებები უნდა შეიზღუდოს მხოლოდ მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით და ისე, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს. სამართლდამცავი ორგანოების მიერ მონაცემთა სუბიექტების ინფორმირებასთან დაკავშირებით, 2017 წელს გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები, კერძოდ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცემა მეტწილად ხორციელდებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შესაბამის ვადებში. თუმცა მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე გამოვლინდა ინფორმირებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევისა და მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად გაცემის რამდენიმე შემთხვევა. მონაცემთა სუბიექტის მიერ ინფორმაციის მიღების უფლების რეალიზებისათვის აუცილებელია: უწყებებმა მიიღონ ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის სრულ და დროულ მიწოდებას. თუ ეს საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას, სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვას. თუ ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიების, მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების დამუშავების, ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია ინფორმაციის დადგენილ ვადაში გაცემა, საჯარო ორგანიზაცია ვალდებულია, მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემების გაცემის ხელის შემშლელი გარემოებების თაობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამართალდამცავი ორგანო არ ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის შესახებ ინფორმაციას ან არ ინახავს მოთხოვნილ დოკუმენტს, მან უნდა უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მონაცემთა დამუშავების ფაქტის არარსებობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების კანონიერება. შედეგად, დადგინდა მონაცემთა სუბიექტისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით, ან/და არასრულად მიწოდების ფაქტი. 50 51 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობა 2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ასევე განიხილა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას მათი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხი. განცხადებების განხილვის ფარგლებში გამოვლინდა, რომ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სატელეფონო აპარატურა დამონტაჟებული იყო დაწესებულების სამორიგეო ოთახში, სადაც სატელეფონო საუბრისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის კონტროლი ხორციელდებოდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ვიზუალური მეთვალყურეობით, რომელიც დარეკვის მომენტში იმყოფებოდა იმავე ოთახში. შესწავლამ ცხადყო: მიუხედავად იმისა, რომ სამორიგეო ოთახში დაწესებულების თანამშრომლის ყოფნის მიზანს არ წარმოადგენდა მსჯავრდებულის/ბრალდებულის სატელეფონო საუბრის მიყურადება და ამ გზით მონაცემთა დამუშავება, სამორიგეო ოთახის სივრციდან და განლაგებიდან გამომდინარე, დაწესებულების თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სატელეფონო საუბრის შინაარსი, რაც ქმნიდა სატელეფონო საუბრების კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხეს. 52 ვინაიდან სატელეფონო საუბრის პროცესზე დაწესებულების თანამშრომლის დასწრება მხოლოდ უსაფრთხოების მიზნებს ემსახურებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაიზიარა ინსპექტორის პოზიცია და სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილი სივრცე იმგვარად მოაწყო, რომ ბრალდებულების/მსჯავრდებულების პირადი სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობაში ჩარევის საფრთხე თავიდან იქნა აცილებული. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არსებითად მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა დანაშაულის გამოძიების ინტერესსა და პიროვნების პირადი სივრცის ხელშეუხებლობას შორის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ახლებურად მოწესრიგდა ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 30 მარტის შემდგომ ფარული სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებისა და ჩაწერის დაწყებისათვის ინსპექტორის წინასწარი თანხმობის მიღება საჭირო აღარ არის, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების უფლებას სსიპ “ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო” მოიპოვებს მხოლოდ განჩინებისა და დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის ინსპექტორისათვის პროგრამულად მიწოდების დადასტურების შემთხვევაში. ზემოაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2017 წლის აპრილის 53 თვიდან, ინსპექტორის აპარატის უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მიმდინარე პროცესს. გამოვლენილი ხარვეზებისა თუ აპარატში წარმოდგენილი განცხადებების ანალიზის საფუძველზე ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, საგამოძიებო მოქმედებებიდან, ყველაზე დიდი რაოდენობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყველაზე ნაკლები რაოდენობით განხორციელდა ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. წინა წელთან შედარებით შემცირებულია ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის მიზნით დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, საგამოძიებო მოქმედების დაწყების შესახებ ინსპექტორისათვის წარმოდგენილი კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე პროკურორის დადგენილებების რაოდენობა და ძირითადად, კომპიუტერული მონაცემების მოპოვება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხდება. რაც შეეხება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის სტატისტიკურ მაჩვენებელს, აპარატში შემოვიდა მოსამართლის 699 განჩინება სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის დადგენილებით დაწყებული სატელეფონო საუბრის მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ 2017 წლის განმავლობაში შემოსული დოკუმენტების რაოდენობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის დადგენილებით ამ სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყება/ჩატარების რაოდენობა. ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 2017 წლის 31 მარტამდე ახორციელებდა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემით. 2017 წლის 31 მარტამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინსპექტორის აპარატის მხრიდან 4 შემთხვევაზე არ გაიცა თან- 54 55 ხმობა. 2017 წლის 22 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა უფლებამოსილება, შეაჩეროს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის მიმდინარეობა, თუ აპარატში წარმოდგენილი არ არის მოსამართლის განჩინება ან პროკურორის დადგენილება ელექტრონული ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით, ან თუ ელექტრონული და მატერიალური სახით წარმოდგენილი პროკურორის დადგენილების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ან/და შეიცავს ბუნდოვანება-უზუსტობას. 2017 წლის აპრილიდან შეჩერების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 21 განჩინების/დადგენილების შემთხვევაში. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ასევე, ითვალისწინებს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერისას სპეციალური შეტყობინების მექანიზმს განჩინების რეკვიზიტებსა ან/და სარეზოლუციო ნაწილში ბუნდოვანება-უზუსტობის არსებობის დროს. 2017 წლის აპრილის თვიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უფლებამოსილ ორგანოს 10 განჩინებში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის თაობაზე აცნობა. ხარვეზი აღმოიფხვრა კანონით დადგენილი წესით, შესაბამის ვადაში. პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შედეგად მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით. 2017 წელს, ასევე, განხორციელდა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით რამდენიმე პირის/მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას. შემოწმება განხორციელდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 351-ე მუხლით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმების გამოყენებით. შემოწმების შედეგად, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ დადგინდა. 2017 წლის განმავლობაში ჩატარდა ორი ინსპექტირება სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431-ე მუხლის 56 57 კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავება 2017 წელს გამოვლინდა ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მხრიდან ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სამართალდამცავი ორგანოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაცემის შესახებ ინსპექტორის ინფორმირების ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის, ასევე, ინფორმაციის კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით მოწოდების ხუთი შემთხვევა. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეამოწმა ელექტრონული კომუნიკაციის განმახორციელებელი სამი კომპანია. სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, კომპანიებმა დაარღვიეს ინსპექტორის ინფორმირების ვადები. 58 „ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია მიიღოს იმგვარი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომელიც უზრუნველყოფს მის მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებში, წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების არსებობის პირობებშიც. საანგარიშო პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მიერ საგამოძიებო მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების პროცესის მონიტორინგისას, ასევე, გამოვლინდა, რომ ელექტრონული კომუნიკაციის ერთ-ერთმა კომპანიამ სამართალდამცავ ორგანოს ინფორმაცია გადასცა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. კერძოდ, განჩინებაში არსებული უზუსტობის გამო კომპანიამ მიიჩნია, რომ მოსამართლის მიერ დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა და თავად მიიღო გადაწყვეტილება, ინფორმაცია გაეცა განჩინებით განსაზღვრული პერიოდისგან განსხვავებული მოცულობით. ინსპექტორმა განმარტა, რომ განჩინებაში ბუნდოვანების არსებობის შემთხვევაში მათი აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მეშვეობით. მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი, იმსჯე- 59 ლოს განჩინებაში მითითებული გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდის უზუსტობის თაობაზე და უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა. იმავე ფაქტთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული პრინციპების დარღვევით მონაცემთა დამუშავების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურასაც დაუდგინდა. 60 მონაცემთა დამუშავება კერძო სექტორში ქვეყანაში ყველაზე მეტი მონაცემთა დამმუშავებელი, რაოდენობრივი თვალსაზრისით, კერძო სექტორში საქმიანობს. ფიზიკური პირებისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების შეთავაზება თუ მომსახურების გაწევა, როგორც წესი, პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემი მუშავდება ფინანსური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისას. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება კერძო ორგანიზაციებში მონაცემთა ბაზების შექმნისა და გამოყენების, ელექტრონული ფორმით და ონლაინსივრცეში მონაცემთა დამუშავების მასშტაბი. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა, განცხადებების განხილვისას, ინსპექტირებების ჩატარებისას თუ კონსულტაციების გაცემისას 270 სხვადასხვა ბიზნესპროცესი შეისწავლა, მათ შორის, შემდეგ ორგანიზაციებსა და სექტორებში: 62 51 სავაჭრო ობიექტი 39 მიკროსაფინანსო და ონლაინსესხების გამცემი კომპანია 32 კომერციული ბანკი 29 პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელი კომპანია 24 სესხის ამომღები კომპანია 24 ლომბარდი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 14 კომუნიკაციების განმახორციელებელი კომპანია 11 სამედიცინო და სადაზღვევო დაწესებულება 46 სხვა 63 დამატებით, ინსპექტორის აპარატმა კერძო ორგანიზაციებს 1500-ზე მეტი ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია გაუწია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და შესაძლო სამართალდაღვევების თავიდან აცილება. საშუალო და მცირე ბიზნესისგან განსხვავებით, მსხვილ ბიზნესში გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე, გაუმჯობესებულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლების განსაზღვრისა და მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სტანდარტები, თუმცა კვლავ იკვეთება გარკვეული ხარვეზები და დარღვევები. გაცილებით მეტი დარღვევა ვლინდება საშუალო და მცირე ბიზნესში, სწორედ ამიტომ, ინსპექტორის აპარატი რეგულარულად და გამარტივებული ფორმით აცნობს კერძო ორგანიზაციებს საკანონმდებლო რეგულაციებს და უზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც მათ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაში დაეხმარება. ანგარიშში წარმოდგენილია 2017 წელს კერძო ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სამართალდარღვევები, ნაკლოვანებები და მოცემულია კონკრეტული მაგალითები. მათი ანალიზის შედეგად შესაძლებელია არსებული ტენდენციებისა თუ გამოწვევების შეფასება და იმ ღონისძიებებზე მსჯელობა, რომელთა გატარების შედეგადაც კერძო სექტორში მონაცემთა დაცვის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. 64 პრობლემური სესხების მართვისას მონაცემთა დამუშავება ფიზიკური პირის ფინანსურ დავალიანებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია და მისი მესამე პირ(ებ)ისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ შესწავლილი საკითხების დიდი ნაწილი კვლავ პრობლემური სესხების ამოღების პროცესში მონაცემთა დამუშავების კანონიერებას შეეხებოდა. განცხადებებსა და კონსულტაციებში მოქალაქეები საუბრობდნენ სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრების, მეზობლების, სოციალურ ქსელებში დამეგობრებული პირების, ან/და თანამშრომლებისთვის გამჟღავნების ფაქტებზე. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში ისევ საკმაოდ ხშირად ირღვევა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. მართალია, ორგანიზაციების (მონაცემთა დამმუშავებლები) ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს საკრედიტო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით მსესხებლებთან მოლაპარაკების წარმოება და ამ მიზნით მესამე პირებთან კომუნიკაციის დამყარება, თუმცა, ამ პროცესში, ასევე, აუცილებელია მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დაცვა. კომპანიის ინტერესების დაცვა არ უნდა ლახავდეს მოქალაქის უფლებებსა და ღირსებას. 65 საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემური მსესხებლების მონაცემებს ამუშავებდნენ მიზნის არაადეკვატური და არაპროპორციული მოცულობით. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები უკავშირდებოდნენ ისეთ მესამე პირებს, რომლებიც მსესხებელს ხელშეკრულებაში საკონტაქტო პირად არ ჰყავდა მითითებული. ამასთან, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, მისამართზე დაკავშირებით და ელექტრონული ფოსტით) და არ მოიცავდა მესამე პირებისთვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას. მიუხედავად ამისა, კომპანიები მსესხებლებთან კომუნიკაციის გზად სწორედ მესამე პირების მეშვეობით დაკავშირებას ირჩევდნენ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ არსებობდა მესამე პირებთან დაკავშირების აუცილებლობა, რადგან კომპანიებს მსესხებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებები სრულად ამოწურული არ ჰქონდათ. 66 67 ერთ-ერთი მოქალაქის მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა დაადგინა, რომ მსესხებელსა და საკრედიტო ორგანიზაციას შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა კომუნიკაციის მხოლოდ კონკრეტულ საშუალებებს (როგორიცაა: მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ელ. ფოსტით კომუნიკაცია და სხვა). თუმცა კომპანიამ მიმართა ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ გზას, მსესხებლის მოძიების მიზნით დაუკავშირდა მის თანამშრომელს, ასევე ოჯახის წევრს და გაუმჟღავნა განმცხადებლის დავალიანების შესახებ ინფორმაცია. ამავე სესხის მართვისას კომპანიამ შეისწავლა განმცხადებლის სოციალური ქსელის პირადი გვერდი, დაადგინა მისი მეგობრების ვინაობა და რამდენიმე მათგანს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი სტანდარტული შეტყობინება გაუგზავნა. ამ საკითხის შესწავლისას მონაცემთა დამმუშავებელმა ვერ დაასაბუთა მესამე პირებთან კომუნიკაციის კონკრეტული საჭიროება და მიზანი, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მას სრულად არ ამოუწურავს უშუალოდ მსესხებელთან კომუნიკაციის ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებები. არსებული პრაქტიკის მიხედვით საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემური სესხის მართვას უმეტესად, სესხების ამომღები კომპანიების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთ შემთხვევებში, სესხის ამომღებ კომპანიებს გადაეცემა მსესხებლის მონაცემები და ენიჭება უფლებამოსილება, იმოქმედოს საკრედიტო ორგანიზაციის სახელით და მისი მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ დროს სესხის ამომღები კომპა- 68 ნია წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს. ინსპექტორის აპარატის საქმიანობის შედეგად, 2017 წელს გამოიკვეთა გარკვეულწილად დადებითი ტენდენციები, კერძოდ, საკრედიტო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, სესხის ამომღებ კომპანიებთან ურთიერთობისას, მსესხებელთან კომუნიკაციის წესებს ხელშეკრულებაშივე ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა უფლებამოსილმა პირებმა მაინც მიმართეს საკრედიტო ორგანიზაციის მხრიდან აკრძალულ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მსესხებლის ოჯახის წევრისთვის, მეზობლისთვის, თანამშრომლისთვის, სოციალურ ქსელში დაკავშირებული პირისთვის დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. როგორც წესი, სესხის ხელშეკრულებები ითვალისწინებს მსესხებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სტანდარტულ პირობებს, რომელზე ხელმოწერითაც მსესხებელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო მიზნებისთვის, მათ შორის, სესხის გაპრობლემებისას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თუმცა, ხელშეკრულების მუხლების ზოგადი ფორმულირების გამო, ამ პირობების შინაარსი მსესხებლებისთვის ხშირად გაუგებარი რჩება. საანგარიშო პერიოდში შესწავლილ რამდენიმე შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების პირობები, მათი ზოგადი ან არასრული ფორმულირების გამო მონაცემთა კონკრეტული მიზნითა და ფორმით დამუშავებაზე მსესხებლის მიერ გაცხადებულ თანხმობად არ ჩაითვალა. მსგავს შემთხვევებში, კომპანიებს მიეცათ სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებები. 69 მონაცემთა დამმუშავებლები, რომლებიც ფლობენ პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ვალდებული არიან: დაიცვან სამართლიანი ბალანსი საკუთარ კანონიერ ინტერესებსა და მსესხებლების პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის; საკრედიტო ხელშეკრულებებში ცხადად და ამომწურავად ასახონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნის შესაბამისი მოცულობა და ფარგლები, ასევე, ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნების შემთხვევები და ფორმები; პრობლემური სესხების უშუალოდ, თუ სხვა კომპანიების მეშვეობით მართვისას, უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და მისი განუხრელად დაცვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის გასული წლების ანგარიშებში საუბარი იყო საკრედიტო ბიურო სს “კრედიტინფო საქართველოს” მიერ მონაცემთა დამუშავებისას გამოვლენილი დარღვევებისა და ამ საქმიანობის ნორმატიულად რეგულირების საჭიროების შესახებ. გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია გამოვლენილი სამართალდარღვევების მაჩვენებელი, თუმცა 2017 წელსაც, სს “კრედიტინფო საქართველოს” მიერ მონაცემთა დამუშავებისას, რამდენიმე სახის პრობლემა გამოიკვეთა. მათ შორის იყო მოქალაქის საკრედიტო სარეიტინგო ქულის გამოთვლისას ჩადენილი სამართალდარღვევა. 70 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში სარგებლობდა სხვადასხვა ორგანიზაციის საკრედიტო მომსახურებით და მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში დადგენილი პირობების შესაბამისად, ინფორმაცია აღირიცხებოდა სს „კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში. თავის მხრივ, „კრედიტინფო საქართველო” საკრედიტო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამუშავებდა საკრედიტო სარეიტინგო ქულის გამოთვლის, ე.წ. სქორინგის მიზნით და ქულას ათავსებდა საკუთარ ბაზაში, „კრედიტინფო საქართველოს” კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით. ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა განმცხადებელსა და მის მიერ მითითებულ საკრედიტო ორგანიზაციებს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება და დაადგინა, რომ ორგანიზაციების ნაწილის მიერ მითითებული სტანდარტული ხელშეკრულების შესაბამისი პირობები შეიცავდა თანხმობას მხოლოდ მონაცემთა გადაცემის შესახებ, მათში არ იყო მითითება მონაცემთა საკრედიტო სარეიტინგო ქულის გამოთვლის მიზნით გადაცემისა და მისი შედეგების თაობაზე. მონაცემთა სუბიექტისგან ინფორმირებული და ნებაყოფლობითი თანხმობის გამოვლენა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საკრედიტო სარეიტინგო ქულის გამოთვლამ და მისი მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს მონაცემთა სუბიექტის ინტერესებზე და მან განსხვავებული პირობებით მიიღოს, 71 ან საერთოდ ვერ მიიღოს მომსახურება. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, სს “კრედიტინფო საქართველოს” დაევალა მიეღო ზომები ერთგვაროვანი თანხმობის ფორმის შემუშავებისა და საკრედიტო ქულის გამოთვლაზე თანხმობის არსებობის პერიოდული გადამოწმების მიზნით. „ აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საკრედიტო ბიუროს საქმიანობის ნორმატიულ დონეზე რეგულირებისა და ამ მიმართულებით დაწყებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესის დაჩქარების საჭიროებას. პერსონალური მონაცემების დაცვა ჯანდაცვის სექტორში ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად არის მიჩნეული და მის დასაცავად უფრო მაღალი სტანდარტი მოქმედებს. ჯანდაცვის სფეროში დამუშავებული მონაცემები, მაგალითად, სამედიცინო მომსახურების ფარგლებში ექიმისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია, შესაძლოა, შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: წარსულში გადატანილი დაავადებები, გენეტიკური მონაცემები, ინტიმური საკითხები და სხვა. მათმა უკანონო გამჟღავნებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ღირსების შელახვა, სტიგმატიზაცია თუ დისკრიმინაციული მოპყრობა. 72 პერსონალური მონაცემების დაცვა მხოლოდ პაციენტის ინტერესს არ წარმოადგენს. თუ მოქალაქეს არ აქვს განცდა, რომ მისი მონაცემების კონფიდენციალობა დაცული იქნება, შესაძლოა, თავი შეიკავოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისგან, ეს კი სწორი დიაგნოზის დასმას, შესაბამის მკურნალობასა და ჯანდაცვის სისტემის მართვას შეუშლის ხელს. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი ჯანდაცვის სისტემისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე, საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა სისტემურად შეისწავლა ამ სფეროში მომუშავე რამდენიმე კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერება. დადგინდა, რომ ამ სფეროში არსებული არაერთი რეგულაციის მიუხედავად (კანონები „პაციენტის უფლებების შესახებ”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები), მაინც არსებობს გარკვეული სახის დარღვევები და სხვადასხვა გამოწვევა. 2017 წელს ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შემოწმებისას დადგინდა, რომ ორგანიზაცია აწარმოებდა ჟურნალს, სადაც აღირიცხებოდა ინფორმაცია პაციენტის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ. თუმცა „ლაბორატორიული გამოკვლევების” ჟურნალში და არც სხვა ფორმით, კლინიკა არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა გამჟღავნებული. 73 საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა პირმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებისგან მისმა ყოფილმა მეუღლემ მოიპოვა და მის წინააღმდეგ მტკიცებულების სახით სასამართლო დავაში გამოიყენა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებამ განმცხადებლის მეუღლეს პაციენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ჯვრისწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების საფუძველზე მიაწოდა. ასევე დადგინდა, რომ ოჯახის წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დაწესებულება მხოლოდ ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გასცემდა. 74 2017 წელს, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტორის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულება პაციენტების პერსონალური მონაცემების შემცველ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სხვა ორგანიზაციებს ზეპირსიტყვიერად, ტელეფონის მეშვეობით აწვდიდა. მონაცემთა გამჟღავნებისას დაწესებულება არ აღრიცხავდა, თუ რომელი მონაცემი გამჟღავნდა, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. ასევე, გამოვლინდა, რომ პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაცია გადაეცემოდა მის ნათესავებს ისე, რომ არ იყო განსაზღვრული რაიმე სტანდარტი, რაც პირთა წრეს შეზღუდავდა. კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტორის ინიციატივით ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა გარდაცვლილი პაციენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დარღვევით დამუშავების ფაქტები. დადგინდა, რომ ორგანიზაცია გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციას გადასცემდა პაციენტის თანმხლებ იმ პირს, რომელთანაც „სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ” სტანდარტული ხელშეკრულება იყო გაფორმებული. ხშირად მსგავსი სახის ხელშეკრულების გაფორმებისას პირი მხოლოდ ზეპირსიტყვიერად უდასტურებდა დაწესებულებას გარდაცვლილთან ნათესაური, ან/და სხვა ახლო კავშირის არსებობას. ასეთ შემთხვევაში აღარ მოწმდებოდა მითითებული კავშირის ნამდვილობა, რადგან ის მიიჩნეოდა სამედიცინო მო- 75 მსახურების მონაწილე/პაციენტის თანმხლებ პირად და დაწესებულება მისთვის პაციენტის შესახებ ნებისმიერი სამედიცინო დოკუმენტაციის გამჟღავნებასა და მიწოდებას დასაშვებად თვლიდა. პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებისას, ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებელი და უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღრიცხოს, რა მონაცემები გასცა, ვისზე, როდის და რომელი სამართლებრივი საფუძვლით. აღნიშნული ვალდებულების მნიშვნელობა იზრდება, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებას. 2017 წელს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინსპექტორის ინიციატივით ჩატარებული შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულება ინფორმაციას აღრიცხავდა მხოლოდ „გასული“ და „შემოსული“ კორესპონდენციის მატერიალურ ჟურნალებში ისე, რომ არ ფიქსირდებოდა, თუ კონკრეტულად ვისზე გაიცა ინფორმაცია და რომელი სამართლებრივი საფუძვლით. ამავე შემოწმების დროს დადგინდა, რომ სამედიცინო დაწესებულება საერთოდ არ აღრიცხავდა პაციენტის შესახებ ინფორმაციის ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე მატერიალური ფორმით გაცემის ფაქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა სამედიცინო დაწესებულებამ უზრუნველყოს: პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის ორგანიზება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მონაცემთა შენახვა განსაზღვრული ვადით; პერსონალის მხრიდან მონაცემებზე წვდომის რეგულარული მონიტორინგი და მონაცემთა უსაფრთხოებისთვის შესაბამისი ტექნიკური ზომების მიღება; პაციენტების მონაცემთა გამჟღავნებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების (კერძოდ, ვისთვის, რა მონაცემები, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით იქნა გამჟღავნებული) აღრიცხვის მექანიზმების დანერგვა და პაციენტის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის უფლებამოსილ მესამე პირ(ებ)ზე გაცემის სტანდარტული წესისა და პროცედურის შემუშავება; პაციენტის პერსონალური მონაცემების არაუფლებამოსილი პირისთვის გამჟღავნების პრევენციის მიზნით სტანდარტული წესის/ პროცედურის შემუშავება და მისი შესრულების მონიტორინგის ორგანიზაციული მექანიზმების დანერგვა. აღნიშნული შემთხვევები შეფასდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად და ყველა სამართალდამრღვევ სამედიცინო დაწესებულებას დაევალა შესაბამისი ღონისძიებების გატარება. 76 77 „სი-ტი პარკის“ შემოწმება თბილისის მუნიციპალიტეტში პარკირების მართვის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ახორციელებს შპს „სი-ტი პარკი”. ამ პროცესში კომპანია იყენებს ვებგვერდს www.ct-park.ge, რომელზეც თავსდება ინფორმაცია დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ, რათა მის მფლობელს ჰქონდეს წვდომა სამართალდარღვევების შესახებ კომპანიაში არსებულ ინფორმაციასთან. 2017 წლის ბოლომდე ვებგვერდზე www.ct-park.ge ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მხოლოდ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მითითების გზით შეეძლო ინფორმაციის მიღება მისთვის საინტერესო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ. მათ შორის, ხელმისაწვდომი იყო მონაცემები ჯარიმისა და სამართალდარღვევის დაფიქსირების ადგილმდებარეობის შესახებ. 2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც ვებგვერდიდან - www.ct-park.ge მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვდა. განმცხადებლის მოსაზრებით, კომპანიას საკუთარ ვებგვერდზე სატრანსპორტო საშუალების მფლობელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია იმგვარად ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად დაადგენდა მის სხვა პერსონალურ მონაცემებსაც, მათ შორის, სავარაუდო საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მისამართებს. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ვებგვერდზე www.ct-park.ge ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით და განუსაზღვრელი ვადით განთავსებული იყო ათასობით პირის შესახებ მოცულობითი ინფორმაცია, კერძოდ: საჯარიმო ქვითრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტომასალა, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, საჯარიმო ქვითრის სტატუსი, სამართალდარღვევის სახე და სხვა. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება მიზნად ისახავდა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის და სამართალდამრღვევი მძღოლის ინფორმირებას, თუმცა, ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს, რომელმაც იცოდა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი. ამასთან, ხშირ შემთხვევაში, მონაცემთა გამოქვეყნების კანონიერი მიზანი მიღწეული იყო, ან საერთოდ არ არსებობდა, მაგალითად, საჯარიმო ქვითრის გა- 78 79 უქმებისას, საჯარიმო ქვითრის ადრესატისთვის ჩაბარებისას, ჯარიმის გადახდისას. არ იყო გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღსრულების ხანდაზმულობის, ან/და სახდელის გაქარწყლების ვადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვადის გასვლის შემდეგ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი კარგავდა აქტუალობას და სამართლებრივ მნიშვნელობას. შესწავლის შედეგად კომპანია დაჯარიმდა მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევისთვის. ამასთან, მას დაევალა გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელთა პრაქტიკაში დამკვიდრებითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა არა მხოლოდ განმცხადებლის, არამედ ათასობით სხვა პირის უფლებების დაცვა. კომპანიამ ინსპექტორის დავალების საფუძველზე უკვე განსაზღვრა მონაცემების გამოქვეყნების კონკრეტული ვადა და შეზღუდა ვებგვერდზე www.ct-park.ge გამოქვეყნებულ მონაცემებზე წვდომა. საჯარო უფლებამოსილების ონლაინსივრცეში განხორციელებისას აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს: მონაცემთა დამუშავების ლეგიტიმურ ინტერესსა და მონაცემთა სუბიექტის პირად ინტერესებს შორის ბალანსი; მონაცემთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცულობა, მათ შორის, განსაზღვრული იყოს ხელმისაწვდომი მონაცემების კატეგორია, მოცულობა და ხელმისაწვდომობის ვადა. ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის გასაჯაროება საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა მომხმარებელთა მონაცემების, მათთან კომუნიკაციის ვიდეოსათვალთვალო კამერებითა და პირადი მობილური ტელეფონით განხორციელებული ჩანაწერების სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტგვერდებზე გავრცელების რამდენიმე შემთხვევა. ონლაინსივრცეში მომხმარებლებთან კომუნიკაციისას ნებისმიერმა ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა დაიცვას მასთან არსებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. კომერციული ინტერესების გამო, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კანონმდებლობის დარღვევის საფრთხეს ქმნის. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ კანონიერი საფუძვლის გარეშე გაასაჯაროვა მისი პერსონალური მონაცემები. საკითხის შესწავლის 80 81 შედეგად გამოირკვა, რომ განმცხადებელმა კომპანიას პირადი ინფორმაცია კონკრეტული მომსახურების გაწევის მიზნით გაუმჟღავნა, მოგვიანებით კი კომპანიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ვინაობის მითითების გარეშე განათავსა უკმაყოფილების გამომხატველი ტექსტი (კომენტარის სახით). კომპანიამ, საპასუხო კომენტარების სახით, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გამოაქვეყნა განმცხადებლის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი), იმ არგუმენტით, რომ მისი კომენტარი იყო უხამსი და შეცდომაში შემყვანი, მონაცემების გასაჯაროების გზით კი კომპანიას საქმიანი რეპუტაციის დაცვა სურდა. კომპანია კანონიერ ინტერესებად მიუთითებდა: საქმიანი რეპუტაციის დაცვას და განმცხადებლის საჯაროდ მხილების გზით მომავალში ორგანიზაციისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელების პრევენციას. ინსპექტორმა მიიჩნია, რომ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების მოლოდინის შექმნა არ არის საქმიანი რეპუტაციის დაცვის და კომპანიისთვის საფრთხის შემცველი სხვა ქმედებების პრევენციის ლეგიტიმური გზა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმიანი რეპუტაციის დაცვა შესაძლებელია სხვადასხვა, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვის გზითაც. შესაბამისად, კომპანიის განმარტებები არგუმენტირებულად არ ჩაითვალა. 82 მონაცემთა უსაფრთხოება კერძო სექტორში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა სხვადასხვა პროფილის მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის არაერთი შემთხვევა შეისწავლა. 2017 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა პირმა, რომელმაც მიუთითა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ თანხმობის გარეშე გადაამოწმა მისი მონაცემები სს “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში. შესწავლისას გამოვლინდა, რომ კომპანიას, სს “კრედიტინფო საქართველოსთან” არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ორი თანამშრომლის სახელზე განპიროვნებული მომხმარებლის სახელებისა და პაროლების მეშვეობით (მომხმარებლის სახელები ასახავდა კონკრეტული პირების სახელსა და გვარს) ჰქონდა დაშვება სს “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში დაცულ მონაცემებზე. მომხმარებლის სახელისა და პაროლის მეშვეობით ნებისმიერი კომპიუტერიდან იყო შესაძლებელი მონაცემთა ბაზაზე წვდომა. განმცხადებლის მონაცემებზე წვდომის მომენტისთვის, კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობა სისტემის მომხმარებლის სახელისა და პაროლის მფლობელ პირებთან. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ყოფილი თანამშრომლებისთვის კვლავ ცნობილი იყო მონაცემთა ბაზაზე წვდომისათვის საჭირო რეკვიზიტები, მათ შეეძლოთ სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის შემდეგაც 83 ნებისმიერი კომპიუტერიდან ჰქონოდათ წვდომა კრედიტინფო საქართველოს მონაცემთა ბაზაზე. კომპანიას მათი სახელების გაუქმების ან/და პაროლის შეცვლის მიზნით სს „კრედიტინფო საქართველოსთვის” არ მიუმართავს. ამავე შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ კომპანია სამუშაო სივრცეს ინაწილებდა სხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან. მისი თანამშრომლები სს „კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზის დათვალიერების მიზნით, დაუბრკოლებლად სარგებლობდნენ კომპანიის სახელზე რეგისტრირებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით ისე, რომ ამ ორ ორგანიზაციას შორის არ არსებობდა შეთანხმება ინფორმაციის დამუშავების თაობაზე. ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კლიენტების შესახებ კომპანიაში დაცულ ყველა პერსონალურ მონაცემზე ხელი კომპანიის თანამშრომლების საკმაოდ დიდ ნაწილს მიუწვდებოდა. შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში კლიენტის მონაცემებზე წვდომა დიფერენცირებულად განსაზღვრული არ იყო. 2017 წელს, ერთ-ერთი საფინანსო საქმიანობის მქონე კომპანიის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორგანიზაცია სესხის გადახდის ვადის გადაცილებისას მსესხებლებს მათ მიერ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე (მათ შორის, სამსახურის სატელეფონო ნომერზე) უგზავნიდა ავტომატურ, ხმოვან შე- 84 ტყობინებებს, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საკრედიტო დავალიანებისა და მისი არდაფარვის შემთხვევაში კომპანიის მიერ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ კომპანიასა და მსესხებელს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ იძლეოდა ინფორმაციას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტომატური, ხმოვანი შეტყობინების გაგზავნის შესახებ. ამდენად, მონაცემთა სუბიექტებს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის არ ჰქონდათ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მითითებულ ნომრებზე, მოსაუბრის იდენტიფიცირების გარეშე, კომპანია დავალიანების შესახებ ასეთ ჩანაწერებს გააგზავნიდა. სათანადოდ ინფორმირების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტებს შესაძლოა საერთოდ არ მოესურვებინათ განაცხადში ფიქსირებული სატელეფონო ნომრის მითითება და დაეფიქსირებინათ მხოლოდ პირადი მობილური ტელეფონის ნომრები. ფაილური სისტემის კატალოგები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მექანიზმი ფაილური სისტემის (მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დალაგებული და ხელმისაწვდომია კონკრეტული კრიტერიუმის მიხედვით) კატალოგის წარმოება და მისი ინსპექტორისთვის მოწოდებაა; თავის მხრივ, ინსპექტორი აწარმოებს ფაილურ სისტემათა კატალოგის რეესტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას იცოდნენ, რა საფუძ- 85 ვლით, მიზნებითა და მოცულობით ამუშავებენ ორგანიზაციები მონაცემებს, ვინ არის პასუხისმგებელი მათ უსაფრთხოებაზე და ა.შ. მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი საანგარიშო პერიოდში, საქართველოში მოქმედმა მონაცემთა დამმუშავებლებმა ელექტრონული რეესტრის მეშვეობით ინსპექტორს საერთო ჯამში 1214 ფაილური სისტემის კატალოგი წარმოუდგინეს. აქედან, 1108 კატალოგი წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის მონაცემთა დამმუშავებლების მიერ, რომელთაგან 279 კატალოგი წარმოადგინეს სამედიცინო მომსახურების გამწევმა ორგანიზაციებმა, 200 – სავაჭრო ობიექტებმა, 192 – ფინანასური მომსახურების გამწევმა ორგანიზაცებმა, 74 – მრეწველობის დარგში მოქმედმა კომპანიებმა და სხვა. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლების განმავლობაში ფაილურ სისტემათა კატალოგებს ძირითადად, ე.წ. მსხვილი მონაცემთა დამმუშავებლები წარმოადგენდნენ, 2017 წელს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაცია ფაილური სისტემის კატალოგების მეშვეობით მრავალმა ისეთმა ორგანიზაციამ წარმოადგინა, რომლებიც შედარებით მცირე მოცულობის მონაცემებს ამუშავებენ. ფაილური სისტემის კატალოგების წარმოდგენის შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სწავლობს მათი მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს. რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში აპარატი ორგანიზაციებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას და უწევს კონსულტაციებს, რათა მონაცემთა დამუშავების პროცესი და კატალოგები კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს. 86 ვიდეოთვალთვალი 87 ქუჩაში, გზებზე, შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული ვიდეოკამერები და მიმდინარე ვიდეოკონტროლი თანამედროვე ცხოვრებაში მოქალაქეთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. საქმეზე „ლოპეზ რიბალდა და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით: „ადამიანის გამოსახულება მისი პიროვნულობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვინაიდან ის ამჟღავნებს პიროვნების უნიკალურ მახასიათებლებს და გამოარჩევს მას სხვებისგან”. შესაბამისად, საკუთარი გამოსახულების დაცვის უფლება პირის განვითარების აუცილებელი კომპონენტია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვიდეოთვალთვალი უნდა გამოიყენებოდეს დანაშაულის თავიდან აცილების, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი წესრიგის, არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნებისათვის და არა როგორც მოქალაქეთა ქცევის კონტროლის დამატებითი მექანიზმი. ვიდეოთვალთვალის მოწყობილობის განთავსებისას მონაცემთა ყველა დამმუშავებელი ვალდებულია, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი თვალსაჩინო ადგილას განათავსოს, რათა ინფორმირების გზით უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლებების პატივისცემა და დაცვა. ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებით ინსპექტორის აპარატმა არაერთი აქტივობა განახორციელა, როგორც ცნობიერების ამაღლების, ასევე, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებისა (ინსპექტირების) და მოქალაქეთა განცხადებების განხილვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა საფინანსო ორგანიზაციების, სავაჭრო ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების, სასტუმროების, სააფთიაქო ქსელების, ავტოგასამართი სადგურების, მუნი- 88 ციპალიტეტებისა და სხვა საჯარო უწყებების 2400-ზე მეტი ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობა. შესწავლის შედეგად გამოვლინდა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის არაერთი ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, 25 ორგანიზაციას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით, დამატებით გაიცა დავალებები ვიდეოთვალთვალის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების, დასაქმებულთა ინფორმირების, ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადისა და უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების, მესამე პირებისთვის ჩანაწერის გამჟღავნების შესახებ. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული შემოწმებების შედეგად დადგინდა, რომ კანონით მკაცრად დადგენილი მიზნების გარდა, როგორიცაა: დანაშაულის თავიდან აცილება, საზოგადოებრივი წესრიგის, პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საიდუმლო ინფორმაციისა და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა, კერძო ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალს ხშირად იყენებდნენ განსხვავებული მიზნებითაც. კერძოდ, სამუშაო ადგილის ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა დასაქმე- 2400 ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის არაერთი ფაქტი. 25 ორგანიზაციას დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა ჯარიმისა და გაფრთხილების სახით. 89 ბული პირების ინფორმირების გარეშე, ვიდეომონიტორინგის სისტემების გამოყენება ხდებოდა მათი ქცევის, ჩაცმულობის, კომუნიკაციის კონტროლის მიზნით. ამასთან, ხშირად დაწესებულებებს ვიდეოჩანაწერების უსაფრთხოების დასაცავად არ ჰქონდათ მიღებული შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეომონიტორინგის ფაქტებიც. ვიდეოთვალთვალის გზით მონაცემთა დამუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: ვიდეოსათვალთვალო სისტემის გამოყენება შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის; ვიდეოსათვალთვალო სისტემა უნდა იყოს მისაღწევი მიზნების შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე; ვიდეოსათვალთვალო სისტემის თვალთვალის არეალში მოხვედრილ პირთა უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, როგორც ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით, ასევე საცხოვრებელ შენობებში მეზობლების სათანადო ინფორმირებითა და მათი მხრიდან სისტემის მონტაჟზე თანხმობის განცხადებით. 90 გამოსაცვლელი ოთახებისა და ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილების ვიდეოთვალთვალი ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის ფორმის, მასშტაბისა და სენსიტიურობიდან გამომდინარე დაუშვებელია ვიდეოთვალთვალი გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. მოქალაქეს აქვს გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მსგავს ადგილებში ვიდეომონიტორინგი არ განხორციელდება. საანგარიშო პერიოდში, მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კომპანია მის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტების გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ახორციელებდა ვიდეოთვალთვალს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო საკითხის შესწავლა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ ეს მაღაზიებში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზანს ემსახურებოდა, ხოლო ვიდეომონიტორინგის განხორციელების საფუძველს წარმოადგენდა თავად სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული პირების წერილობითი მოთხოვნა (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი). 91 ინსპექტორის გადაწყვეტილებით კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დაევალა სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა და მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება. ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის ფაქტი გამოვლინდა კიდევ ერთი კომპანიის შემოწმებისას, რომელსაც ვიდეოსათვალთვალო სისტემა სასტუმროს მართვის პროცესში, ბავშვთა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ორ სივრცეში ჰქონდა დამონტაჟებული. კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ადგილებით სარგებლობდნენ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები და ვიდეოთვალთვალი ემსახურებოდა მათივე უსაფრთხოების დაცვას. ინსპექტორმა არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტაცია, ვინაიდან ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეოთვალთვალის განხორციელება ცალსახად არაკანონიერია და ყველა ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე კრძალავს კანონმდებელი ვიდეოთვალთვალის განხორციელებას ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. 92 სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალი ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალს დასაქმებული პირების სამსახურში გამოცხადებისა და შიდაორგანიზაციული სტანდარტის დაცვის, მათ შორის, გარეგნული იერის/ჩაცმის სტილის კონტროლისთვის იყენებენ. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან წარმოდგენილი შეტყობინების თანახმად, ერთერთი კომპანია დასაქმებული პირების ჩაცმულობის, საქმიანი სტილის მონიტორინგს ახორციელებდა ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით. ერთ-ერთი ფილიალის ადმინისტრატორს დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურიც გამოეცხადა, ვინაიდან მას არ ეცვა სამსახურის სპეციალური ფორმა. 93 ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შემოწმებისას დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი სამუშაო ადგილზე გამოცხადების კონტროლს ვიდეოსათვალთვალო სისტემისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით ახორციელებდა მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში არსებობდა შენობაში შესვლა-გასვლის კონტროლის სპეციალური სისტემა (ე.წ. ტურნიკეტი). საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების შემოწმებისას დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალი და აუდიოკონტროლი მიმდინარეობდა უშუალოდ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო ოთახში. ასევე, გამოვლინდა, რომ დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ვიდეო და აუდიოჩანაწერებზე ხელი მიუწვდებოდა ხელმძღვანელი პირების უმრავლესობას, რასაც დაწესებულება მათი საზედამხედველო-მაკონტროლებელი ფუნქციით ხსნიდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განმარტა, რომ მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები უნდა იყოს რისკების ადეკვატური და პროპორციული. რაც უფრო მეტ პირს აქვს წვდომა ჩანაწერებზე, მით უფრო მაღალია მათი არამართლზომიერად დამუშავების საფრთხე, შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებელმა უნდა შეაფასოს, თუ რამდენად აუცილებელია კონკრეტული თანამშრომლისთვის მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად მონაცემებზე წვდომის მინიჭება. 94 ხშირად ორგანიზაციები დასაქმებულ პირთა საქმიანობის, კომუნიკაციის, გარეგნობის, ჩაცმულობის ვიდეომონიტორინგს მომსახურების ხარისხის კონტროლით ასაბუთებენ, რაც ცალსახად ვერ ჩაითვლება ვიდეოთვალთვალის დასაშვებ მიზნად. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციები ამ მიზნით იყენებენ სხვა საშუალებებსაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი მიზნის არსებობის შემთხვევაში, ყველა დასაქმებული წერილობითი ფორმით იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ. აუდიომონიტორინგი გასულ წლებში ინსპექტორის აპარატმა შეამოწმა არაერთი სააფთიაქო ქსელი, რომლებიც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ვიდეოკონტროლთან ერთად მომხმარებელსა და მომსახურე პერსონალს შორის კომუნიკაციის აუდიოჩაწერასაც ახორციელებდნენ. შედეგად, არაერთ სააფთიაქო ქსელში შეწყდა აუდიოჩაწერა და დაინერგა მომსახურების კონტროლის სხვა მექანიზმები. 95 2017 წელს ინსპექტორის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის აფთიაქებში დასაქმებული პირების მონიტორინგისთვის აუდიო-ვიდეოკონტროლი გამოიყენებოდა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერებისა და ფარმაცევტების დახლზე განთავსებული აუდიოჩამწერი მოწყობილობების (მიკროფონების) მეშვეობით, 22 ობიექტზე, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა დასაქმებულთა და მომხმარებელთა აუდიო-ვიდეოკონტროლი. ასევე დადგინდა, რომ კომპანია მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით იყენებდა სხვადასხვა ალტერნატიულ საშუალებას, რაც აუდიომონიტორინგისგან განსხვავებით, არ იწვევდა მიზნის არაპროპორციულად მონაცემების დამუშავებას. მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციას გააჩნია კანონიერი მიზანი, აკონტროლოს მომსახურების ხარისხი, თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელია დასაქმებულთა და მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში ნაკლები ჩარევის გზით. პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლებმა უნდა დაიცვან სამართლიანი ბალანსი საკუთარ კანონიერ ინტერესებსა და სუბიექტის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ აუდიომონიტორინგის ტექნიკური საშუალებები ადვილად ხელმისაწვდომი მეთოდია თანამშრომელთა და მომხმარებელთა მონიტორინგისათვის, არ გულისხმობს, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს ადამიანთა პირად ცხოვრებაში ჩარევის ხარჯზე. ამასთან, კანონის თანახმად, მონაცემები 96 შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. ისეთი ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას, რომელიც ვიზუალური მონიტორინგის გარდა აუდიომონიტორინგის შესაძლებლობასაც იძლევა, პროპორციულობის პრინციპის დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, დაასაბუთოს აუდიომონიტორინგის აუცილებლობა. აუდიომონიტორინგი დასაშვებია, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული მონაცემთა დამმუშავებლის ან უფლებამოსილი პირის ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმატიული აქტით, ან აუდიოჩაწერა აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის საქმიანობის განხორციელებისათვის და კანონიერი მიზნების მიღწევა სხვა საშუალებებით შეუძლებელია. „ გამოვლენილი დარღვევები ცხადყოფს, რომ საჭიროა ამ საკითხის ნორმატიულ დონეზე დარეგულირება, რათა ნათლად და მკაფიოდ განისაზღვროს აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე სისტემის დაყენებისას მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებები, აუდიომონიტორინგის განხორციელების კანონიერი მიზნები და საფუძვლები. 97 ფიზიკური პირების მიერ საკუთარი საცხოვრებელი შენობების ვიდეოთვალთვალი მოქალაქეები ხშირად იყენებენ ვიდეოთვალთვალს კერძო ან მრავალბინიან სახლებში საკუთრების დაცვის მიზნით. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეისწავლა ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის განხორციელების რამდენიმე ფაქტი. შედეგად ნათელი გახდა, რომ ხშირად საკუთრების დაცვის მიზნით დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო სისტემამ შესაძლოა ხელყოს სხვა პირების, მაგალითად, მეზობლების ან თანამესაკუთრეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. 98 2017 წელს შესწავლილ ერთ-ერთ შემთხვევაში დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლში ვიდეოთვალთვალის სისტემა დაყენებული იყო თანამესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ. ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ერთ-ერთი დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი სახლის კარზე და მიმართული გახლდათ შესასვლელისკენ, მეორე – თანასაკუთრებაში არსებული სამზარეულოსკენ. მესამე კამერა დამონტაჟებული იყო ასევე თანასაკუთრებაში არსებულ დერეფანში (კორიდორში) და მიმართული იყო განმცხადებლის სათავსოებისა და ოთახების, მათ შორის, საძინებლის შესასვლელი სივრცისკენ. აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა ზუსტად შეაფასონ არსებული საჭიროებები და მხოლოდ საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოიყენონ ვიდეოსათვალთვალო სისტემა. უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა მინიმალური დანახარჯებით, დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობების (როგორიცაა მაღალი გარჩევადობა, დაკვირვების ობიექტის გადიდების (ე.წ. Zoom) ფუნქცია და ა.შ.) მქონე ვიდეოკამერების გარეშეც შესაძლებელია. ასეთ შემთხვევებში მონაცემები მუშავდება უფრო ნაკლები მოცულობით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების რისკებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად აუცილებელია მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა და ამის შესახებ შენობაში მცხოვრებთ აუცილებლად უნდა ეცნობოთ. 99 ვიდეოჩანაწერების შენახვა პრაქტიკაში ვლინდება შემთხვევები, როცა ორგანიზაციები საჭიროებას სათანადოდ არ აფასებენ და მონაცემებს, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებს განუსაზღვრელი ვადით ინახავენ. მაშინაც კი, როდესაც სახეზე აღარ არის აუცილებლობა და შესაბამისი კანონიერი მიზანი. რამდენიმე კომპანიის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ განუსაზღვრელი ვადით ინახებოდა 2013 წელს ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული ჩანაწერების (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემული) ასლები. კომპანიებმა ვერ დაასაბუთეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემული მათი უვადოდ შენახვის საჭიროება. ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოებისთვის ვიდეოჩანაწერების გადაცემის ვალდებულებას და არა გადაცემული ჩანაწერის უვადოდ შენახვას. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ვიდეოჩანაწერების გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა აღირიცხებოდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც გულისხმობს შემდეგი ინფორმაციის რეგისტრაციას: რომელი მონაცემი იქნა გამჟღავნებული, ვისთვის, როდის და რა სამართლებრივი საფუძვლით. 100 მოქმედი კანონმდებლობით, ვიდეოთვალთვალის სისტემის დამონტაჟება ევალება ისეთი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: აფთიაქები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ავტოგასამართი სადგურები და აზარტული თუ სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები. ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლობით აღნიშნულ ორგანიზაციებს ევალებათ ვიდეოჩანაწერების შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით, თუმცა მათი შენახვის მაქსიმალური ვადა არ არის დადგენილი. მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის რეგულირება და ნორმატიულ დონეზე ვიდეოჩანაწერების შენახვის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა. „ ორგანიზაციებს ევალებათ ვიდეოჩანაწერების შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით, თუმცა მათი შენახვის მაქსიმალური ვადა არ არის დადგენილი. მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის რეგულირება და ნორმატიულ დონეზე ვიდეოჩანაწერების შენახვის მაქსიმალური ვადის განსაზღვრა. 101 ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ორგანიზაცია ამჟღავნებს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას. ძირითად შემთხვევაში, მონაცემთა გამჟღავნების მიზნად უთითებდნენ ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, საზოგადოებაში ღირსეული საქციელის წახალისებას და სხვა. სოციალურ ქსელში პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნების კანონიერების შესწავლის მიზნით შემოწმდა კომპანია, რომელმაც მის კუთვნილ სავაჭრო ობიექტში მომხმარებლის ვიზიტის ამსახველი ფოტოსურათები გაასაჯაროვა. ფოტოები ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით იყო გადაღებული. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ ფოტოზე აღბეჭდილი პირი ეწეოდა კომპანიის დისკრედიტაციას და მომხმარებლებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდა მაშინ, როცა თავად იყო სავაჭრო ქსელის მომხმარებელი და კომპანია მისი ფოტოსურათების გასაჯაროებას სწორედ ამ არგუმენტით ასაბუთებდა. 102 აღსანიშნავია, რომ კომპანიების საქმიანი რეპუტაციის დაცვა შესაძლებელია პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისა და კონკრეტული პირების იდენტიფიცირების გარეშე. მოქალაქეებს აქვთ გონივრული მოლოდინი, რომ უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით განთავსებული ვიდეოკამერებით განხორციელებული ჩანაწერები არ გავრცელდება სოციალური ქსელებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერის გამჟღავნება მოქალაქის პირად ცხოვრებაში არაპროპორციულ და გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს. უფლებამოსილი პირისთვის ვიდეოთვალთვალის განხორციელების დავალება ხშირად მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციები სარგებლობენ სხვადასხვა კომპანიის მომსახურებით და მათთან დაცულ პერსონალურ მონაცემებს ამ კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდიან. ასეთ შემთხვევაში ეს კომპანიები მონაცემებს ამუშავებენ დავალების გამცემი ორგანიზაციისთვის/მისი სახელით და წარმოადგენენ უფლებამოსილ პირებს. 2017 წელს, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც საერთო სივრცეში უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით, ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალს ახორციელებენ საერთო ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით. ხშირად საჯარო და კერძო დაწესებულებები სხვა ორგანიზაციებს ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომის უფლებამოსილებას ანიჭებენ ტექნიკური მომსახურების გაწევის და საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნითაც. 103 უფლებამოსილმა პირმა მონაცემები უნდა დაამუშაოს დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, კანონით დადგენილ აკრძალვებსა და წესებს. იმისათვის, რომ არ გაჩნდეს მონაცემების კანონდარღვევით გამოყენების საფრთხე, განსაზღვრული უნდა იყოს მონაცემთა დამუშავების ფორმები, უსაფრთხოების დასაცავად მისაღები ზომები და სხვა. ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომა და მონაცემთა უსაფრთხოება 2017 წელს ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებული შემოწმების ფარგლებში დადგინდა მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის არაერთი ფაქტი. ხშირად მონაცემთა დამმუშავებლები არ იღებენ მონაცემთა დაცვისთვის სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომის უფლების მქონე პირებს არ გააჩნდათ ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, სარგებლობდნენ საერთო მომხმარებლითა და პაროლით. მათი უკანონო მოპოვების, გამჟღავნების, გამოყენებისა და განადგურების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, აღირიცხებოდეს მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მონაცემების დათვალიერება და ამოღება. შემოწმების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომა გააჩნდა რამდენიმე პირს, რომელთაც შეეძლოთ სისტემაში მომხმარებლის პროფილების შექმნა, მათი წვდომის დონეებისა და უფლებების განსაზღვრა, ვიდეოჩანაწერზე პირდაპირ (უწყვეტ) რეჟიმში წვდომა, ვიდეოთვალთვალის შედეგად მიღებული ჩანაწერების დათვალიერება და ამოღება (ე.წ. „ექსპორტი“). წვდომის უფლების მქონე პირებს არ ჰქონდათ პერსონიფიცირებული მომხმარებლის სახელი და სარგებლობდნენ საერთო სახელით (მაგალითად, admin) და პაროლით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროგრამა აღრიცხავდა მოქმედებას, შეუძლებელი იქნებოდა იდენტიფიცირება, კონკრეტულად ვინ დაამუშავა მონაცემები. ერთ-ერთი კომპანიის სავაჭრო ობიექტში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემის ელექტრონულ ჟურნალში არ აღირიცხებოდა მონაცემთა მიმართ შესრულებული ყველა მოქმედება, მაშინ, როდესაც ელექტრონული ფორმით დაცული მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე 104 105 მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციებმა მონაცემებზე წვდომის მინიჭებისას გაითვალისწინონ საჭიროება და თითოეული პირის უფლებამოსილების ფარგლები. მონაცემთა დაცვის უსაფრთხოების მიზნებისთვის აუცილებელია, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე თითოეულ პირს გააჩნდეს ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება მონაცემების უკანონო გამჟღავნების საფრთხე და შეუძლებელი ხდება პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ამასთან, მიზანშეწონილია, შემუშავდეს შესაბამისი წესი, რომლითაც განსაზღვრული იქნება ვიდეოსათვალთვალო სისტემაზე წვდომის უფლებამოსილების საკითხები. პირდაპირი მარკეტინგი 106 2017 წელს პირდაპირი მარკეტინგი კვლავ აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელთან შედარებით დარღვევის ფაქტები 30%-ით შემცირდა. ამასთან, თუ გასულ წლებში სამართალდარღვევების დიდი ნაწილი უარის თქმის მექანიზმის არარსებობით იყო გამოწვეული, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები უმეტესად მექანიზმის ხარვეზებს, ან არასათანადო ფორმით გამოყენებას უკავშირდებოდა. მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე ინსპექტორმა შეისწავლა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების 29 შემთხვევა, აქედან 23 შემთხვევაში კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა გამოვლინდა და ორგანიზაციებს შესაბამისი ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის აპარატის მიერ შესწავლილ შემთხვევებში ორგანიზაციები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების მოპოვების გზად უმეტესად საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს, ასევე, სხვადასხვა მომსახურების ფარგლებში მათთან დაცულ ინფორმაციას ასახელებ- 108 აპარატმა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების 29 კანონით განსაზღვრული წესების დარღვევა გამოვლინდა და ორგანიზაციებს შესაბამისი ჯარიმა დაეკისრათ დნენ. ყველაზე ხშირად სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები იგზავნებოდა ე.წ. შუამავალი კომპანიების (მათ შორის, მობილური ოპერატორების) მეშვეობით. ისინი, როგორც წესი, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან ახდენენ სატელეფონო ნომრების ბაზების ფორმირებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობა კი იძლევა მათი სარეკლამო მიზნებით გამოყენების საშუალებას. გასულ წელს ერთ-ერთი შუამავალი კომპანიის მეშვეობით ამომრჩევლებს შეტყობინებები საარჩევნო სუბიექტმაც გაუგზავნა. მართალია, გამგზავნს მონაცემებზე უშუალო წვდომა არ ჰქონია და შეტყობინებებიც შეიცავდა კანონით გათვალისწინებულ უარის თქმის მექანიზმს, თუმცა, მოქალაქეთა ნაწილში მათი მონაცემების მოპოვების კანონიერებაზე ეჭვები გააჩინა. ხშირად შუამავალი კომპანიების სახით მოქმედებენ მობილური ოპერატორები, რომლებიც ორგანიზაციებს სპეციალურ პლატფორმას სთავაზობენ. მისი მეშვეობით შესაძლებელია აბონენტებთან სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დამკვეთი ორგანიზაციისთვის სატელეფონო ნომრების გამჟღავნების გარეშე. მობილური ოპერატორები, თავის მხრივ, აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებით მოიპოვებენ თანხმობას მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებაზე. აბონენტს, რომელსაც არ სურს, რომ მობილურმა ოპერატორმა ან/და სხვა შუამავალმა კომპანიამ მისი მონაცემები გამოიყენოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, შეუძლია შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს მათ ან/და გამოიყენოს ცალკეულ შეტყობინებაში მითითებული უარის თქმის მექანიზმი. 109 არაერთი შემთხვევის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირდაპირი მარკეტინგის შუამავალი კომპანიის მეშვეობით განხორციელებისას, ორგანიზაციებმა არ იცოდნენ ე.წ. შავი სიის, ანუ იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებმაც უარი განაცხადეს მათი სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შუამავალი კომპანიები სათანადოდ არ აღრიცხავდნენ ასეთი პირების შესახებ ინფორმაციას, ზოგიერთ შემთხვევაში კი უარს აცხადებდნენ დამკვეთი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის გადაცემაზე. შესაბამისად, თუ ორგანიზაციები სხვა შუამავალ კომპანიასთან გადაწყვეტდნენ თანამშრომლობას, დგებოდნენ რისკის წინაშე, რომ იმ პირებს, ვინც ერთხელ უკვე გამოიყენა უარის თქმის მექანიზმი, კვლავ მისვლოდათ სარეკლამო შეტყობინებები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა რამდენიმე მოქალაქემ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ გასულ წლებში უარი განაცხადეს ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებით გამოყენებაზე, თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ამ ორგანიზაციის სახელით კვლავ მიუვიდათ სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ აღნიშნული განაპირობა უფლებამოსილი პირის ცვლილებამ. იმ დროისთვის, როდესაც განმცხადებლებმა უარი თქვეს ორგანიზაციის სახელით სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე, ორგანიზაცია არც თავად აწარმოებდა ე.წ. შავ სიას და არც შუამავალი კომპანიისგან იღებდა ამ ინფორმაციას. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ შეიცვალა უფლებამოსი- 110 ლი პირი და სხვა შუამავალი კომპანიის მეშვეობით დაიწყო სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, არ იცოდა, ვისთან აღარ უნდა გაეგზავნა სარეკლამო შეტყობინებები. საანგარიშო პერიოდში, ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უარის თქმის მექანიზმის გამოყენებით ადრესატი უარს აცხადებდა არა კონკრეტული ორგანიზაციის, არამედ გარკვეული კატეგორიის (მაგალითად: აზარტი, მედიცინა, სხვადასხვა და ა.შ.) შეტყობინებების მიღებაზე, კატეგორიებში კი ერთიანდებოდა არაერთი ორგანიზაცია. შესაბამისად, ამ მექანიზმის გამოყენებისას შეუძლებელი იყო იდენტიფიცირება, თუ კონკრეტულად რომელი მონაცემთა დამმუშავებლისგან მოითხოვა ადრესატმა მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების შეწყვეტა. 111 პირდაპირი მარკეტინგის შუამავალი კომპანიის მეშვეობით განხორციელებისას ორგანიზაციებმა: შუამავალ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში უნდა გაითვალისწინონ ე.წ. შავი სიის სათანადოდ ფორმირებისა და ხელმისაწვდომობის საკითხი; შეტყობინების ადრესატებს უნდა შესთავაზონ უარის თქმის იმგვარი მექანიზმი, რომ შესაძლებელი იყოს უშუალოდ მათ მიმართ გამოხატული ნების აღრიცხვა; მონაცემთა დამუშავება არ დაავალონ ისეთ კომპანიას, რომელიც ვერ ადასტურებს მონაცემთა მოპოვების კანონიერებას. საანგარიშო პერიოდში კვლავ გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სარეკლამო შინაარსის შეტყობინებები არ შეიცავდა მათზე უარის თქმის მექანიზმს. 2017 წელს შესწავლილ ერთ-ერთ შემთხვევაში მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომპანია ადრესატებს სთავაზობდა საჩუქრებს კონკრეტული მომსახურებებით სარგებლობის სანაცვლოდ. კომპანიის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები არ შეიცავდა არც მონაცემთა სუბიექტის უფლების შესახებ ინფორმაციას და არც შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმს. ლობას. ინსპექტორმა ეს არ მიიჩნია კანონით გათვალისწინებულ უარის თქმის ადეკვატურ საშუალებად, ვინაიდან მონაცემთა სუბიექტს უნდა შეეძლოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდებოდა პირდაპირი მარკეტინგი. საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოვლინდა საჯარო ორგანიზაციის მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ფაქტი. საჯარო ორგანიზაცია, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით ეწევა საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან/და დროებითი სამუშაოს შეთავაზებას, ისევე მიიჩნევა პირდაპირი მარკეტინგის განმახორციელებელ ორგანიზაციად, როგორც კერძო ორგანიზაციები. შესაბამისად, მათზე სრულად გავრცელდება პირდაპირი მარკეტინგისთვის კანონით დადგენილი წესები. შეტყობინებების მიღების შეწყვეტის გზად კომპანია მიუთითებდა მისსავე ვებგვერდზე ანგარიშის გაუქმების შესაძლებ- 112 113 2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიერ მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების წესების დარღვევაზე. საკითხის შესწავლის ფარგლებში დადგინდა, რომ სააგენტოს კანონმდებლობით ევალებოდა დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება. ამ პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის შეიქმნა ვებგვერდი – www.worknet.gov.ge. მასზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებთან სააგენტო აგზავნიდა ვაკანსიების შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომლებიც არ შეიცავდა მითითებას უარის თქმის მექანიზმის შესახებ. განცხადების განხილვის ფარგლებში სააგენტომ განმარტა, რომ პროგრამაში ჩართვისას სისტემაში დარეგისტრირებით პირი თვითონ ირჩევდა საკონტაქტო ფორმას და გამოხატავდა მზადყოფნას მიეღო შესაბამისი მომსახურება. ასევე, რეგისტრაციის ან მონაცემების კორექტირების დროს შესაძლებელი იყო მითითებული ტელეფონის ნომრის წაშლა და საკონტაქტოდ განსხვავებული ფორმის არჩევა. სააგენტომ ასევე განმარტა, რომ გაგზავნილ შეტყობინებებში უარის თქმის მექანიზმი არ იყო გათვალისწინებული, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება ფორმდებოდა ნებაყოფლობით საწყისებზე და საკუთარი პროფილის რედაქტირების უფლებამოსილება ჰქონდა თავად დარეგისტრირებულ მომხმარებელს. 114 მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ვებგვერდზე რეგისტრაციისას პირები თავად უთითებდნენ სატელეფონო ნომრებს და შეეძლოთ ნომრების საკუთარი პროფილიდან წაშლა, მათ უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეთქვათ უარი შეტყობინებების შემდგომ მიღებაზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ტელეფონის ნომრით მოსარგებლე შეიძლება მარტივად შეიცვალოს და გახდეს ისეთი პირი, რომელსაც საერთოდ არ ექნება ინფორმაცია დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისა და სააგენტოს მიერ მისი სატელეფონო ნომრის დამუშავებაზე. შესაბამისად, ინსპექტორმა სააგენტოს დაავალა პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. „ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციები ვალდებული არიან მონაცემთა სუბიექტებს მიაწოდონ ინფორმაცია შეტყობინებაზე უარის თქმის უფლების შესახებ და თითოეულ შეტყობინებაშივე მიუთითონ ასეთი მექანიზმი. 115 აღსანიშნავია, რომ გარდა სარეკლამო შეტყობინებებისა, საჯარო და კერძო ორგანიზაციები მოქალაქეებს ხშირად უგზავნიან საინფორმაციო შეტყობინებასაც მათი მომსახურების პირობების, სამუშაო საათების ცვლილების, ახალი ფილიალის გახსნისა თუ სხვა საქმიანობის შესახებ. მიზანშეწონილია, რომ ამგვარი შეტყობინებებიც ითვალისწინებდეს შესაბამის უარის თქმის მექანიზმს, რათა მომხმარებლებს შეეძლოთ არასასურველი ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმა. 2017 წელს გამოიკვეთა საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ფაქტებიც. 116 მაგალითად, ინსპექტორს განცხადებით მომართა მოქალაქემ და მოითხოვა ერთ-ერთი კომპანიის მიერ მისი სატელეფონო ნომრის დამუშავების კანონიერების შესწავლა. ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის პროცესში გამოიკვეთა, რომ განმცხადებელი სარეკლამო შეტყობინებებს იღებდა საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული კომპანიისგან. ამასთან, შეტყობინებები ტექნიკურად იგზავნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული სამი შუამავალი კომპანიის გავლით და საბოლოოდ, საქართველოში არსებული ერთ-ერთი მობილური ოპერატორის არხის გამოყენებით მიეწოდებოდა კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრირებულ ქართველ მომხმარებლებს. ვინაიდან პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული კომპანიის მიერ, განცხადების განხილვის ფარგლებში ვერ დადგინდა უშუალოდ კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემები. თუმცა დადგინდა, რომ შუამავალი კომპანია, რომელიც საქართველოში არსებული მობილური ოპერატორის მეშვეობით აგზავნიდა სარეკლამო შეტყობინებებს, ლატვიაში იყო რეგისტრირებული. 117 შესაბამისად, ინსპექტორის აპარატმა ინფორმაცია მიაწოდა ლატვიის პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოს, რომელმაც შუამავალ კომპანიას განმცხადებლისთვის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა დაავალა. განმცხადებელმა დაადასტურა, რომ კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებები აღარ მიუღია. პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესში, შესაძლოა, მონაცემთა დამმუშავებელ ორგანიზაციასთან ერთად არაერთი კომპანია იყოს ჩართული, რომლებიც ერთდროულად სხვადასხვა ქვეყნიდან მოქმედებენ. შესაბამისად, საკითხის დარეგულირებისას ხშირად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მოქალაქეთა უფლებების დასაცავად შესაძლოა, დღის წესრიგში არსებული კანონმდებლობის გამკაცრებაც დადგეს. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო საქმიანობა 118 საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება კი აპარატის მისიის შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, მოქალაქეთა ინფორმირება პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობისა და თანმხლები რისკების შესახებ 2017 წელსაც ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტი იყო. დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი პროექტი, ღონისძიება და აქტივობა, კომუნიკაციის მრავალფეროვანი და თანამედროვე არხების, ციფრული და ინტერაქტიური ფორმების, მულტიმედია პლატფორმების, საგანმანათლებლო საქმიანობის გამოყენებით. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა გამართა 40 ღონისძიება ტრენინგების, საჯარო ლექციების, სემინარების, თუ სხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრების სახით, რომელთაც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 1000ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. პერსო- 120 ინსპექტორის აპარატმა გამართა 40 ღონისძიება ტრენინგების, საჯარო ლექციების, სემინარების, თუ სხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრების სახით, რომელთაც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 1000+ მონაწილე ესწრებოდა. ნალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების ამაღლებისა და კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის, იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლებს. პარალელურად, გასული წლების მსგავსად, ინსპექტორის აპარატში იმართებოდა ყოველთვიური ტრენინგები პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. აპარატის წარმომადგენლებმა გამართეს რამდენიმე თემატური ტრენინგი, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების თემაზე. „კავკასიურ სახლში”, „საქართველოს უნივერსიტეტსა" და „ტექნოპარკში” კიბერუსაფრთხოების საკითხებზე გამართული სემინარების ციკლის ფარგლებში აპარატის თანამშრომლები სტუდენტებს, კომპანიების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მონაცემთა უსაფრთხოებასა და შესაძლო რისკებზე ესაუბრნენ. აპარატი მონაწილეობდა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმშიც, სადაც მისი წარმომადგენელი მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაციის შესახებ მოხსენებით გამოვიდა. 121 საგანმანათლებლო აქტივობებიდან, ასევე, აღსანიშნავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა, რომელიც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 28 იანვრიდან 3 თებერვლამდე პერიოდში გაიმართა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჟურნალისტიკისა და იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს ერთი კვირის განმავლობაში აცნობდნენ პერსონალური მონაცემების დაცვის სპეციფიკას, მონაცემთა დაცვის სფეროს თანამედროვე ტენდენციებსა და ტექნოლოგიების ეპოქაში მონაცემთა დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ზამთრის სკოლა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა. პარალელურად, გაგრძელდა თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთანაც. ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით, ინსპექტორის აპარატმა სამუშაო შეხვედრები გამართა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. შეხვედრების 122 მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ინსპექტორის მანდატის, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის შესახებ, ასევე, იმსჯელეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ჟურნალისტურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინსპექტორის აპარატმა გამართა ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და სემინარები. ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი გაეცნო მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას, არსებულ პრაქტიკას და თანამედროვე გამოწვევებს. ამავდროულად, 2017 წლის განმავლობაში, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით და მედიის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა „მედია სივრცეში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სახელმძღვანელო პრინციპებზე”. სახელმძღვანელო განკუთვნილი იქნება ჟურნალისტებისა და მედიის სფეროს სხვა პროფესიონალებისათვის და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვას ჟურნალისტურ საქმიანობაში. გარდა ამისა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორები მონაწილეობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის, როგორც სასწავლო დისციპლინის დამკვიდრების წასახალისებლად გამართულ საკვირაო სემინარებში. სემინარები გაეროსა და 123 ევროკავშირის ერთობლივი პროექტის, „ადამიანის უფლებები ყველასათვის”, მხარდაჭერითა და იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა. 2017 წელს ინსპექტორის აპარატის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო კერძო სექტორსაც. დამწყები ბიზნესისათვის ინსპექტორის აპარატმა მოამზადა სპეციალური გზამკვლევი, რომელშიც მარტივი ენით არის მოცემული მონაცემთა კანონიერი დამუშავების, მონაცემთა უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და პრაქტიკული რჩევები. გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა საერთაშორისო კონფერენციაზე, Data Fest Tbilisi, „სტარტაპ მარკეტის” ფარგლებში დაურიგდა დამწყები ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელს, მისი ელექტრონული ვერსია კი ინსპექტორის აპარატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დამუშავებული მონაცემების დიდი მოცულობის გათვალისწინებით და მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით, 2017 წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ამ სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა და გამოაქვეყნა რეკომენდაციები სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. სიების ფარგლებში განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და ინსპექტორის როლი, საგანმანათლებლო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები. მონაწილეებს დაურიგდათ რეკომენდაციები და სხვადასხვა საინფორმაციო მასალა. საინფორმაციო მასალები მომზადდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვისაც. ბუკლეტი სახელწოდებით „რა უნდა ვიცოდეთ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” ითარგმნა აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ინსპექტორის აპარატმა საანგარიშო პერიოდში არაერთი კამპანია განახორციელა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღის, 28 იანვრის აღსანიშნავად შეიქმნა პერსონალური მონაცემების ანბანი, ვებპლატფორმა, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, მარტივი ენითა და საინტერესო ფორმით აღწერს მათი დაცვის ხერხებსა და შესაძლო საფრთხეებს. მოქალაქეებისთვის ანბანის გასაცნობად ჩატარდა ონლაინ კამპანია, რომელზეც წვდომამ 600 000-ს გადააჭარბა. რეკომენდაციების შესაბამისი აუდიტორიისთვის გასაცნობად გაიმართა შეხვედრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში. უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან და სტუდენტებთან გამართული დისკუ- 124 125 ონლაინ კამპანიით ჩაერთო ინსპექტორის აპარატი 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”. აპარტის ფეისბუქგვერდის საშუალებით ჩატარდა კონკურსი „ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე და მომზადდა პოსტერები პოემის გმირების პერსონალური მონაცემებით. შედეგად ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ 70 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ინსპექტორის აპარატის მიერ ჩატარებულ ონლაინ კამპანიებზე წვდომა: 600000 რიყის პარკში გამართული ღონისძიების ფარგლებში დარიგდა 5000+ ვებსაიტისა და ფეისბუქის გვერდისთვის მომზადდა საინფორმაციო მულტიმედია მასალები, მათ საინფორმაციო მასალა. შორის – ვიდეორეკომენდაციები სკოლაში პერსონალური მონაცემების დაცვის, ამომრჩევლის მონაცემების დამუშავების თემაზე. აპარატის ვებგვერდზე რეგულარულად ქვეყნდებოდა სტატიები რუბრიკისთვის „ტექნოლოგია და პერსონალური მონაცემები”, საიდანაც პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები 20 000 -მა ადამიანმა მიიღო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი აქტიურად იყო ჩართული ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაშიც. 7 მაისს რიყის პარკში დარიგდა 5000-ზე მეტი საინფორმაციო მასალა, გაიცა კონ- 126 სულტაციები, ჩატარდა გათამაშება. ინსპექტორის აპარატმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „მე – აქტიური მოქალაქე”, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია პანკისის რეგიონში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოსწავლეს მიეწოდა. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა აპარატის ახალი ლოგო და მომზადდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დოკუმენტი. დაწყებულია მუშაობა ახალ ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის. საერთაშორისო ურთიერთობები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფოების საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის გაძლიერება აპარატის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. 2017 წელი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისათვის საქართველოს გამოცდილებისა და წარმატებული პროექტების უკეთ გაცნობის კუთხით. 2017 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატი კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო თუ მრავალმხრივ ფორმატში და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებში. ინსპექტორის აპარატი ჩართულია ევროპის საბჭოს პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების და- 127 ცვის შესახებ კონვენციის (108-ე კონვენციის) მოდერნიზების პროცესში. გარდა ამისა, ინსპექტორი ასევე რეგულარულად მონაწილეობდა 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის („T-PD”) საქმიანობაში, მათ შორის, კომიტეტის მიერ სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების პროცესში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, მონაწილეობდნენ ტელეკომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (ბერლინის ჯგუფი) შეხვედრებში. ინსპექტორის აპარატი 2017 წელს შეუერთდა ციფრული განათლების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფსაც („International Working Group on Digital Education”), რომელიც მუშაობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ონლაინ სერვისების შექმნაზე. სამუშაო ჯგუფი აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყებებს. გარდა ამისა, გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაში მონაწილეობა. მათ შორის, აღსანიშნავია პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ყოველწლიური საგაზაფხულო კონფერენცია, რომელიც 2017 წელს კვიპროსში ჩატარდა. კონფერენციაზე ინსპექტორმა წარადგინა მოხსენება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავში- 128 რებით განხორციელებული ცნობიერების ამაღლების კამპანიების შესახებ და გამოცდილება გაუზიარა უცხოელ კოლეგებს. 2017 წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანების („CEEDPA”) მე-19 სხდომა, რომელსაც საქართველოს სახელით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ასეთი მაღალი დონის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. სხდომაზე დისკუსია გაიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებსა და თემებზე, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე, სამართალდამცავ სექტორზე ზედამხედველობის სისტემებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ინტერნეტში და სხვა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის 39-ე საერთაშორისო კონფერენციაში („ICDPPC”), პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკული შემთხვევების მართვის სამუშაო შეხვედრასა და ესტონეთის იუსტიციის სამინისტროსა და ტარტუს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში. პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური ინსპექტორატის მიწვევით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის 129 ინსპექტორმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მიღებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში და ისაუბრა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საზედამხედველო ორგანოების პერსპექტივიდან. გარდა მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობებისა, 2017 წელი მნიშვნელოვანი იყო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისითაც. გამოცდილების გაზიარების მიზნით ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე სასწავლო ვიზიტში. 2017 წლის იანვარში აპარატის წარმომადგენლებს იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ უმასპინძლა და შეხვედრების ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა. ამასთანავე, დეკემბრის თვეში პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის გენერალური ინსპექტორატის მიწვევით, აპარატის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთში. ვიზიტის მიზანს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. აღნიშნული ვიზიტები ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. 130 ამავდროულად, ინსპექტორის აპარატი განაგრძობდა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში, მათ შორის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელებაში, მონაწილეობას. „ 2017 წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ევროკომისიამ აღნიშნა, რომ „მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო აგრძელებს ეფექტიან ფუნქციონირებას“. 131 Human Rights 4All ილუსტრაციები ამ პუბლიკაციისთვის შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. მათ შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პერსონალურ დაცვის ინსპექტორის აპარაHuman Rights მონაცემთა 4All ტი და არ ნიშნავს, რომ ისინი ასახავს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. ილუსტრაციების ავტორი – თამარ კიკორია