საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში (02.2017 – 02.2018)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-07
ბიუროს ნომერი 138
📜 ტექსტი
წერილი
N 3459
07/03/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის
საქმიანობის ანგარიშს (02.2017-02.2018).
გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში.
დანართი 11 გვ.
პატივისცემით,
სოფიო ქაცარავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის
ანგარიში (02.2017-02.2018)
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და ამოცანები
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არის რეგიონული
სამთავრობოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც თავის სივრცეში პასუხისმგებლობას
იღებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადრეული გაფრთხილება, კონფლიქტის
პრევენცია და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაცია.
ორგანიზაცია ფარავს უსაფრთხოების სამ მიმართულებას: სამხედრო-პოლიტიკურ
უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და გარემოსდაცვითი უსაფრთხოებასა და ადამიანის
უსაფრთხოებას. შესაბამისად, ის მუშაობს სხვადასხვა სახის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებულ პრობლემებზე, მათ შორის: შეიარაღების კონტროლზე, ნდობისა და
უსაფრთოხების მშენებლობის ზომებზე, ადამიანის უფლებებზე, ეროვნული
უმცირესობების საკითხებზე, დემოკრატიზაციაზე, პოლიტიკური სტრატეგიების
შემუშავებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის
საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ეუთოს წევრი 57-ვე სახელმწიფო სარგებლობს
თანაბარი სტატუსით, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსის
გზით, რაც არ გულისმოხბს სამართლებრივ ვალდებულებას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ფუნქციონირებს რამდენიმე სტრუქტურის
საშუალებით და მოიცავს: პლენარულ შეხვედრებს, კომიტეტებს, რომლებიც ფარავს
უსაფრთხოების სამივე მიმართულებას, არჩევნების მონიტორინგის მისიებს წევრ
სახელმწიფოებში და სხვადასხვა დამხმარე მექანიზმებს.
საქართველოს დელეგაცია სრულფასოვნად და აქტიურად არის ჩართული ეუთო-ს
ასამბლეის აქტივობებში, მონაწილეობს პლენარულ შეხედრებისა და კომიტეტების
ფარგლებში გამართულ დებატებში, რეზოლუციების შემუშავებაში და აქტიურად
არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არის
მსფლიოში ყველაზე დიდი რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელიც
მოიცავს 57
სახელმწიფოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან: ევროპიდან,
ცენტრალურ აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს 323 დელეგატს წევრი სახელმწიფოების
57 ეროვნული პარლამენტიდან. მისი კომპეტენციის სფეროები მოიცავს:
- წევრი სახელმწიფოების მხრიდან ეუთო-ს მიერ დასახული მიზნების
განხორციელების შეფასებას;
- მინისტრთა საბჭოსა და ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების
მეთაურების სამიტზე წამოჭრილი საკითხების განხილვას;
- კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების მექანიზმების შემუშავებასა და
მხარდაჭერას;
- დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერასა და კონსოლიდირებას, როგორც
ეუთო-ს ფარგლებში, ასევე წევრ სახელმწიფოებში.
- ეუთო-ს ინსტიტუციური სტრუქტურების განვითარებასა და არსებულ
სტრუქტურებს შორის კავშირისა და თანამშრომლობის გაღმავებაში წვლილის
შეტანას;
საქართველოს ჰყავს 3 სრულუფლებიანი წარმომადგენელი ასამბლეაში და მათი 3
შემცვლელი.
2017 წლის 9 ნოემბერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს
პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი გახდა. (პარტია ევროპული საქართველო).
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ამოცანები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის მაქსიმალური გამოყენება
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის
ინფორმირების მიზნით და მისი მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა;
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის ეუთო-ს დღის წესრიგში
დაყენება და ამისათვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის
გამოყენება;
ეუთო-ს ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში
მიმდინარე რეფორმების პროცესში მათი ექსპერტიზის გამოყენება;
საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ ეუთო-ს
მონაწილე ქვეყნების ინფორმირება და მათთვის საქართველოს გამოცდილების
გაზიარება;
საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენის ხელშეწყობა;
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის
საკითხების
მონიტორინგის
უზრუნველყოფის
მიზნით
ეუთო-ს
ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა;
საანგარიშო პერიოდის აქტივობები
1. რეზოლუციები
სოფიო ქაცარავას ინიციატივით 2017 წლის 5-9 ივლისის მინსკის დეკლარაციაში 12-ე
და 47-ე პუნქტებად საქართველოს შესახებ გაკეთდა შემდეგი ჩანაწერები:
მუხლი # 12. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწინააღმდეგება საქართველოში
კონფლიქტის
მშვიდობიანი
გზით
მოგვარების
პროგრესის
არარსებობას
საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით და გამოხატავს
შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში /
სამხრეთ
ოსეთში
ჰუმანიტარულ
და
უსაფრთხოების
მდგომარეობასთან
დაკავშირებით.
მუხლი # 47. ასამბლეა მოუწოდებს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებისკენ, რომელმაც დაასრულა
კონფლიქტი აფხაზეთში (საქართველო) და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში
(საქართველო). ასევე მოუწოდებს ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობას
აფხაზეთში (საქართველო) და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში (საქართველო).
2. მიმართვები
2017 წლის მაისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გერმანიის ქალაქ
ლაინსვაილერში წევრი ქვეყნების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია
უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც სოფიო ქაცარავამ საქართველო წარადგინა,
როგორც რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილის
შემტანი ქვეყანა. თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით
თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საგულისხმოა
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
2017 წლის ზამთრის ასამბლეის სესიაზე სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა
საპარლამენტო წევრებს და აღნიშნა, რომ ასამბლეის პრინციპები პირდაპირ ეხმიანება
მისი ქვეყნის საჭიროებებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ფორმატი მნიშვნელოვან როლს
შეასრულებს ეუთო-ს წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად.
2017 წლის 24 თებერვალს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომის
გენერალურ
დებატებზე,
საპარლამენტო
ფედერაციას
ასამბლეის
შეახსენა
შეუსრულებელი
2008
ადამიანის
უფლებების
ვიცე-პრეზიდენტმა
დაცვის
გიგი
თემაზე
წერეთელმა
რუსეთის
აღებული
წლის
12
აგვისტოს
ხელშეკრულებით
ვალდებულებები
და
ისაუბრა
საქართველოს
ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
ეუთოს
ოკუპირებულ
2017 წლის ივლისის ყოველწლიურ ასამბლეაზე, მინსკში, სოფიო ქაცარავამ მიმართა
წევრი ქვეყნების დელეგატებს და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებსა და რუსეთის ქმედებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ნორმებსა და პრინციპებს. ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის
უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას და მოუწოდა ასამბლეას ხელი შეუწყონ
სადამკვირვებლო მისიების დაშვებას ადგილზე.
2017 წლის 8-10 დეკემბერს ვენაში გაიმართა ასამბლეის ბიუროს სხდომა, სადაც სოფიო
ქაცარავამ ბიუროს წევრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა ასამბლეის მუშაობის
ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ასამბლეას უფრო
ქმედითი საქმიანობისათვის უფრო მეტად პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული
მიზნების დასახვა და განხორციელება ესაჭიროება.
2018 წლის 22 თებერვალს, ვენაში ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ
სხდომაზე, სოფიო ქაცარავამ დელეგატებს მიმართა, რომლის მთავარი
მომხსენებლებიც იტალიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ვინჩენსო ამენდოლა და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იყვნენ. მან
ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პრიორიტეტს
- კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს, რაც საქართველოს პირველ
ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეზე,
რასაც ჰიბრიდული ომი წარმოადგენს და რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს წევრი
ქვეყნების ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული
ინსტიტუტების მაღალი სტანდარტით ჩამოყალიბებაში. სოფიო ქაცარავამ ინტერესი
გამოხატა იტალიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ამ საკითხის მნიშვნელობის
შესახებ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
2018 წლის 23 თებერვალს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი
კომიტეტების გაერთიანებულ
სხდომაზე, სოფიო
ქაცარავამ,
დელეგატებს,
პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპო
ლომბარდის მიერ მიგრაციის საკითხებზე წარდგენილი ანგარიშის საპასუხოდ
მიმართა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიგრაციის
გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის - იტალიის
პრიორიტეტიცაა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იძულებით
გადაადგილებულ პირთა საკითხზე, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე, საქართველოს
უდიდეს პრობლემად რჩება. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ამ გამოწვევის ეუთო-ს
სივრცეში არსებობას. „წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით
გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც
აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“, განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
2017 წლის 22 თებერვალს სამი ძირითადი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გიგი
წერეთელმა წევრი ქვეყნების დელეგატებს მიმართა და აღნიშნა. „ჩემთვის, როგორც
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი
სამუშაოა. შეხვედრებზე ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია,
ტერორიზმი, კონფლიქტები. უკრაინის თემასთან ერთად, რომელიც ხშირად არის
დისკუსიის საგანი, ბუნებრივია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ ვითარებაზეც ვსაუბრობთ. ზამთრის სესიის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ
რეზოლუციის პროექტებს, რომელიც შემდგომ ზაფხულის ყოველწლიურ შეკრებაზე
იქნება მიღებული, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული ის საკითხები,
რომლებიც ეუთოს რეგიონისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალურია”.
3. პარალელური ღონისძიებები
პარალელური ღონისძიებები ასამბლეის ფარგლებში უზრუნველყოფს წევრების
ინფორმირებას საქართველოში გატარებული რეფორმების, ქვეყნის განვითარებისა და
ამის ფონზე გამოწვევების შესახებ.
2017 წლის 5 ივლისს, სოფიო ქაცარავას ინიციატივით, ყოველწლიურ ასამბლეაზე,
მინსკში ჩატარდა პარალელური ღონისძიება სახელწოდებით “საქართველოს
პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის“. ღონისძიების
მიზანი იყო წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში
გატარებული რეფორმების, სამოქმედო გეგმის საკითხებისა და გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა,
ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინა
ფრუიძე, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი წერეთელი. უკრაინის,
სლოვაკეთის, ესტონეთის, გერმანიის დელეგაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა
ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ OGP - ის ფარგლებში.
2017 წლის 4 ოქტომბერს, ანდორაში საშემოდგომო სესიის ფარგლებში სოფიო
ქაცარავას ინიციატივით გაიმართა პარალელური ღონისძიება - „ადამიანის
ფუნდამენტური უფლებები და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. ღონისძიება მიმართული იყო წევრი ქვეყნების
მაქსიმალური ინფორმირებისკენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებული ვითარებისა და საქართველოს პროგრესის შესახებ ზოგადად ადამიანის
უფლებების სფეროში.
ღონისძიების მიმართ იყო დიდი ინტერესი, დამსწრე საზოგადოება იყო ფართო,
პრეზენტაციას მოჰყვა გამოხმაურება და პოზიტიური შეფასებები. დისკუსიაზე
განიხილებოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზები და რუსეთის
მიერ განხორციელებული საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ქმედებები, რაც არ
არის მიმართული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად
შესრულებისკენ და კონფლიქტის მოგარებისკენ. მომხსენებლები იყვნენ: დელეგაციის
ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა
სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, ესპანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი
ხოსე იგნასიო სანჩეს ამორი (დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე
პრეზიდენტი გიგი წერეთელი.
ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხისა და
დისკუსიის რეჟიმში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ს, შვედეთის, გერმანიის,
სლოვაკეთის, უკრაინის, რუმინეთის და პოლონეთის დელეგაციები. დისკუსიის
შემდგომ მონაწილეებმა კომენტარები გააკეთეს მედიასთან, რაც ქართულ
ტელეარხებზე გაშუქდა. მონაწილეებმა გააკეთეს საქართველოს სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები და გამოთქვეს მზაობა
პროცესებში ჩართულობისთვის.
4. ორმხრივი შეხვედრები
ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის ფარგლებში ხელს უწყობს დელეგაციისა და
საქართველოს ცნობადობის გაზრდას.
2017 წლის თებერვლის ზამთრის ასამბლეის ფარგლებში დელეგაციის ხელმძღვანელმა
სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრები გამართა ასამბლეის პრეზიდენთან
კრისტინა მუტონენთან, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარესთან კარლ ჰაინც
კოპფთან, სპეციალურ წარმომადგენელთან სამრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინთან,
გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან, (ODIHR)-ის დირექტორთან მაიკლ
გეორგ ლინკთან, აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელთან, პოლიტიკური კომიტეტის
თავმჯდომარესთან, სენატორ როჯერ უიკერთან,
შვედეთის დელეგაციის
ხელმძღვანელთან, კენტ ჰარსტედტთან და ხელმძღვანელის მოადგილესთან,
პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებელთან,
მარგარეტა სედერფელტთან და
ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან ლორდ პიტერ ბოუნუსთან. ყველა
შეხვედრაზე აღნიშნული იყო საქართველოსათვის ვიზა ლიბერალიზაციის
წარმატებული რეფორმების საფუძველზე მინიჭება, რაც ევროინტეგრაციის
მნიშვნელოვანი ეტაპია. სოფიო ქაცარავა შეხვედრებზე კოლეგებს აცნობდა ადამიანის
უფლებების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე
არსებულ მძიმე ვითარებას, რაც ადგილზე სადამკვირვებლო მისიების დაშვებას
საჭიროებს, ასევე საუბარი შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ
პრიორიტეტებსა და მიზნებს.
2017 წლის 5-9 ივლისს, მინსკის ასამბლეის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ და
დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრები შვედეთის, გერმანიის, ლიტვის,
ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, მონტენეგროს, რუმინეთის,
შვეიცარიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.
სოფიო ქაცარავას მთავარი გზავნილები შეხვედრებზე იყო საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, კონფლიქტის
მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ საკითხის სტაბილურად შენარჩუნება
საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
2017 წლის 6 ივლისს, მინსკის ასამბლეის ფარგლებში არჩილ თალაკვაძემ
მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ მხარდამჭერი ჯგუფის ღონისძიებაში..
ჯგუფის მიზანია წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების,
სატრანზიტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების
სფეროში საპარლამენტო მხარდაჭერის გაძლიერება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის
ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ღონისძიებაზე არჩილ თალაკვაძემ სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა: „იმის
გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში
ლიდერია და ჩვენი სავაჭრო და ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებისთვის
დაწყებული გვაქვს მასშტაბური პროექტები, როგორიცაა აბრეშუმის რკინიგზა, შავი
ზღვის ერთ-ერთი დიდი და თანამედროვე პორტის მშენებლობა ანაკლიაში; ასევე,
იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობსადენების ოპერირების ხანრგძლივი და
წარმატებული გამოცდილება გვაქვს - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ ახალ
ფორმატშიც, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება”.
2018 წლის 22 თებერვალს სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ფარგლებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის
(ODIHR) ახლადდანიშნულ დირექტორს ინგიბორგ გისლედოტირს შეხვდა. ODIHR-ის
დირექტორთან შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ ყურადღება გამახვილა ოკუპირებულ
ტერიტორიებზე მძიმე ვითარებისა და მოქალაქეების უფლებების დარღვევის
ფაქტებზე, რასაც საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტი. საუბარი აგრეთვე
შეხებოდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და ამ
ჭრილში ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულ გარემოში
ჩატარებას, რასაც ასევე თვალყურს ადევდნენ ODIHR-ის წარმომადგენლები.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR)
დირექტორთან, ინგრიდბერგ გისლადოტირთან გამართულ შეხვედრისას, მხარეებმა
ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო
თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. სოფიო
ქაცარავამ გენდერული თანასწორობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის
საკოთხებზე ისაუბრა. მხარეებმა, კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოში
გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული შედეგი. შეხვედრაზე დემოკრატიის
კონსოლიდაციის პროცესში, ეუთოს ინსტიტუტის ჩართულობის მნიშვნელობას გაესვა
ხაზი.
2018 წლის 22 თებერვალს სოფიო ქაცარავა ასევე შეხვდა ეუთო-ს წარმომადგენელს
მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს. ჰარლემ დეზირმა ყურადღება
გაამახვილა მედია თავისუფლების ხარისხის მნიშვნელობაზე დემოკრატიის
კონსოლიდაციისთვის. სოფიო ქაცარავამ ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი გააცნო
მედია პლურალიზმის მიმართულებით, რაც ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე
მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლს და ამ
ფორმატში ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი
საკითხები მიმართ, როგორიცაა მედია თავისუფლება.
ჰარლემ დეზირმა
საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები
დადებითად შეაფასა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების
თაობაზე მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციის
საქართველოში
გამართვის
მნიშვნელობაზეც
ისაუბრეს.
2018 წლის 23 თებერვალს სოფიო ქაცარავა ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის
და საფრანგეთის დელეგაციების ახალ შემდგენლობას შეხვდა.ასევე შეხვედრა
გამართა ჰოლანდიის დელეგაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან.
განხილვის მთავარი თემები იტალიის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის
პრიორიტეტებს და დღის წესრიგს, საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით
მოგვარებას, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას აა სოფიო ქაცარავას მეორე
კომიტეტის ანგარიშს შეეხებოდა, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხების მომცველია
ეუთოს რეგიონისთვის. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს გააცნო ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით
და რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებები.საუბარი ასევე შეეხებოდა ღია
მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გატარებულ რეფორმებსა და
საქართველოს პროგრესს კარგი მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის
თვალსაზრისით; საქართველო საგარეო კურსის მთავარ პრიორიტეტებს - ევროპულ
ინსტიტუტებთან დაახლოებას, ნატოში გაწევრიანებას და ამ გზაზე გატარებულ
რეფორმებს
5. ტერორიზმთან ბრძოლის ქვეკომიტეტი
2017 წლის 6 ივლისს სოფიო ქაცარავა აირჩიეს ტერორიზმთან ბრძოლის ქვეკომიტეტის
თავმჯდომარის, მაკის ვორიდისის (საბერძნეთი) მოადგილედ. (სხვა მოადგილეები:
შტეფან კრუსნიერი (ბელგია) და რიჩარდ ჰადსონი (აშშ).)
კომიტეტის მიზანია ეუთო-ს წევრი ქვეყნების საერთო საპარლამენტო მიდგომებისა
და ტერორიზმის საფრთხეებთან ბრძოლის გზების მიგნება, ჩამოყალიბება, ამ
მიმართულებით პარლამენტების როლის გაძლიერება და გამოცდილებების
გაზიარება. ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა 2017 წლის 11-13 ნოემბერს ვენაში,
რომლის ფარგლებშიც შეხვედრები ჩატარდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან,
კონფლიქტის პრევენციის ცენტრის დირექტორთან, მედიისა და თავისუფლების
წარმომადგენლებთან, ეუთო-ს ტრანსნაციონალური საფრთხეების დეპარტამენტის,
გაეროს წარმომადგენლებთან და ტერორიზმის პრევენციის დეპარტამენტის
ხელმძღვანელთან. საკომიტეტო მუშაობის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი
საკითხები როგორიცაა, ტერორიზმთან ბრძოლის გზები და თანამშრომლობა,
კიბერუსაფრთხოება,
პოლიციისა
და
საზღვრის
კონტროლის
საკითხები
ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით და ა.შ.
ქვეკომიტეტის შემდეგი შეხვედრები გაიმართა 2018 წლის 8-9 თებერვალს ბრიუსელში,
სადაც კომიტეტის წევრებმა გამართეს მრგვალი მაგიდა საპარლამენტო
ზედამხედველობის
შესახებ ტერორიზმის საფრთხეების აღმოფხვრასთან
დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში
შეხვედრები გაიმართა ბელგიის ვიცეპრემიერთან, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან - იან ჯამბონთან,
იუსტიციის მინისტრთან - კოენ გინსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან
რაჩიდ მადრანესთან, ვილვორდეს მუნიციპალიტეტის მერთან ჰანს ბონტესთან, 2016
წლის
ბრიუსელის
ტერაქტის
პარლამენტის
საგამოძიებო
კომიტეტის
თავმჯდომარესთან - პატრიკ დევაელთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბელგიის
დელეგაციის ხელმძღვანელთან და სხვა თანამდებობის პირებთან. წევრებმა
განიხილეს
საერთაშორისო
თანამშრომლობის
გაძლიერების,
ტერორიზმის
წინააღმდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლის ზრდის და პარლამენტის
საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად განხორციელების საკითხები.
ქვეკომიტეტის შეხვედრებზე სოფიო ქაცარავას მოხსენებებში
ხაზგასმულია
საქართველოს
კონტრიბუციის
მნიშვნელობა
უსაფრთხოებაში და ტერორიზმთან ბრძოლის ღონისძიებებში.
მუდმივად
მსოფლიო
6. ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტი
2017 წლის 6 ივლისს მინსკის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა
აირჩიეს ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის
კომიტეტის მომხსენებლად და ასევე გახდა ასამბლეის ბიუროს წევრი.
2017 წლის 8 დეკემბერს ბიუროს შეხვედრის ფარგლებში გამოცხადდა 2018 წლის
საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემა, რაც 2018 წლის ივლისში ასამბლეის
ყოველწლიურ სესიაზე ქ. ბერლინში, გერმანიაში წარსადგენი ანგარიშების საფუძველი
იქნება. თემის სახელწოდებაა: „პარლამენტის როლი ეუთო-ს ვალდებულებების
შესრულებისთვის“.
2018 წლის 22 თებერვალს ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკურ
საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვითი კომიტეტის
სხდომაზე სოფიო ქაცარავამ მოხსენების კონცეფცია და ის ძირითადი
მიმართულებები წარადგინა, რასაც ანგარიშის სახით ყოველწლიურ ზაფხულის
სესიაზე ბერლინში წარადგენს. წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე სოფიო
ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის
პრიორიტეტებსა და მიზნებზე 2018 წელს, რაც კორუფციასთან ბრძოლას, კარგი
მმართველობის პოპულარიზაციას, ციფრული ეკონომიკის ოპტიმიზაციას, კლიმატურ
ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს მოიცავს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მიგრაციის თემას, ამ ჭრილში იძულებით
გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის
ფარგლებში პარტნიორობის როლს მიგრაციის მართვისა და გამოცდილების
გაზიარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კორუფციასთან ბრძოლის
საკითხებს. მისი თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის
თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს
პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მზადაა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მან ასევე ისაუბრა საპარლამენტო
ასამბლეის სამუშაო თემაზე, რაც საპარლამენტო როლის გავლენას ნიშნავს ეუთო-ს
ყველა ვალდებულების შესრულების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ წევრი
ქვეყნების პარლამენტების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგების წინაპირობა
იქნება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხი
წამოჭრა დელეგატების წინაშე და ისაუბრა ეუთო-ს წევრი ქვეყნების სამომავლო
ქმედებებზე. „რა ხედვა გვაქვს ეუთო-ს სივრცეში მთავრობის გაძლიერების,
კორუფციასთან
ეფექტური
ბრძოლის,
დაცული
გამჭვირვალობის,
ანგარიშვალდებულებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერისა და
ხელშეწყობისთვის; როგორ უნდა ვიქონიოთ გავლენა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების
ხარისხზე და რა კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს ჩვენი მიზნები გავზარდოთ გაეროს
მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა და ანტიკორუფციული რეფორმების
გატარების მხარდაჭერა“.
7. ეუთო-ს მინისტერიალი
2017 წლის 9-10 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალის ყოველწლიური საბჭო გაიმართა,
რომელსაც ბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ. მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ
ეუთოს 57 წევრი ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები,
სადაც სხვა აქტუალურ თემებთან ერთად ყურადღება გაამახვილეს საქართველოს
ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და დაგმეს რუსეთის
უკანონო ქმედებები. განსაკუთრებით მკაფიო გზავნილები ჰქონდათ აშშ-ის
სახელმწიფო მდივანს, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ბრიტანეთის
სახელმწიფო მინისტრს ევროპის და ამერიკის საკითხებში.
მინისტერიალის საბჭოზე, კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის,
რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მეგობართა ჯგუფების
მიერ გავრცელდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მოიცავდა
საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური
სწრაფვისადმი მხარდაჭერის პოზიციებს. ასევე მეგობრობის ჯგუფების მიერ
ინიცირებულ მხარდამჭერ დოკუმენტში აისახა საქართველოს პროგრესი
დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ინსტიტუციური გამჭვირვალობა
და თავისუფალი არჩევნები. დოკუმენტში მხარეებმა მოუწოდებენ რუსეთის
ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების
შესრულებისკენ და მხარს უჭერენ ყველა ფორმატს, რაც მშვიდობიანი გზით
კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.
8. ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეხვედრები თბილისში
2017 წლის 26-28 სექტემბერს სოფიო ქაცარავამ თბილისში უმასპინძლა საპარლამენტო
ასამბლეის, სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინს,
რომელმაც შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტთან გიგი წერეთელთან, საპარლამენტო
ოპოზიციის ლიდერებთან, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა
სამდივნოს ხელმძღვანელთან ნატალია ჯალიაშვილთან და არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კრისტიან ვიგენინი ეწვია წეროვანის
დევნილთა დასახლებას და ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე, სადაც ადგილზე
გაეცნო არსებულ ვითარებას. მას წეროვანში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს აპარატის
თანამშრომლებმა დევნილებისა და მათი საჭიროებების შესახებ.
2017 წლის 31 დეკემბერს სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა თბილისში მყოფ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხაზინადართან და გერმანიის დელეგაციის
ხელმძღვანელთან დორის ბარნეტთან, რომელთანაც განიხილა ბუნდესტაგთან
თანამშრომლობის მიმართულებები და მეგობრობის ჯგუფებს შორის პარტნიორობის
გაძლიერების, ისევე როგორც საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები.