„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი
ნომერი
#07-3/134/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VI1: თავი VI1. დოკუმენტებით სარგებლობა, რომელიც უკავშირდება ეროვნულ საარქივო ფონდში 1801-1991 წლამდე მოქმედ სახელმწიფო დაწესებულებებს, ინსტიტუტებს, ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს მუხლი 221 1. ეროვნულ საარქივო ფონდში 1991 წლამდე მოქმედი სახელმწიფო დაწესებულებებთან, ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია თუ სხვა სპეციალური კანონით სხვა რამე არ არის დადგენილი. დაინტერესებულ პირს უშუალოდ შეუძლია, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს კანონით განსაზღვრული წესით და ვადებში, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი ან გადაიღოს მისი ასლი საკუთარი ტექნიკური საშუალებებით. 2. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. 3. ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვება უზრუნველყოფილია – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთანავე, არქივი ვალდებულია ფიზიკურ პირს გააცნოს აქტი, რის საფუძველზეც მოთხოვნილი ინფორმაციის გაცნობა დარეგულირებულია სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღნიშვნასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პირველი რესპუბლიკის და საბჭოთა ოკუპაციის საწყისი პერიოდის კვალიფიციური შესწავლა რაც შეუძლებელია სხვადასხვა არქივებზე შეუფერხებელი წვდომის გარეშე. ამ პერიოდის მკვლევარები მნიშვნელოვან სირთულეებს საარქივო სფეროში არსებული ორი გარემოების გამო აწყდებიან. კერძოდ:  არქივების მიერ მკვლევართათვის დაწესებული არაადექვატურად მაღალი, ქართველი მკვლევარებისთვის ხელმიუწვდომელი ფასები;  დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილის გაცემაზე უარის თქმა პერსონალურ ინფორმაციის შესხებ კანონმდებლობის ვიწრო და არასწორი ინტერპრეტაციის მომიზეზებით. აქრივში მუშაობა ბუნებრივად გულისხმობს მრავალი დოკუმენტის ასლის/ფოტოგადაღებას. აპრობირებული პრაქტიკით, საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებით დოკუმენტების ფოტოგადაღება ყველგან უფასოა. საქართველოში კი, სახელმწიფო არქივების და მათში დაცული მასალების მართვის ერთიანი მიდგომის არარსებობის გამო - გარდა სხვადასხვა დოკუმენტებისთვის (მაგ. დაბადების მოწმობა, სხვადასხვა ამონაწერი და ა.შ.) ლეგიტიმური გადასახადდებისა, არქივებს მკვლევართათვის არქივებს დადგენილი აქვთ დოკუმენტებზე წვდომის პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი ტარიფები. მაგალითად, მაშინ როცა კვალიფიციურ კვლევას ასობით და ზოგჯერ კი ათასობით გვერდის ასლის გადაღება ჭირდება, ეროვნულ არქივში ერთი გვერდის ასლის გადაღების ღირებულება 3 ლარია. ხარჯების მასშტაბი ნათელი ხდება პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული კონკრეტული კვლევის მაგალითზე, რომელიც „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევართა ჯგუფმა წამოიწყო. კვლევა ეხება 1919 წელს არჩეული საქართველოს პირველი პარლამენტის, დამფუძნებელი კრების ისტორიის შესწავლას რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო 100 წლისთავთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. (სერვისით სარგებლობის საფასურებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის N506 დადგენილება). აღნიშნული კვლევის პროცესში, მკვლევართა მიერ საკუთარი ტექნიკური საშუალებებით (ფოტო-ვიდეო კამერა, სკანერი) 145 ისტორიული ფიგურის პირადი მონაცემებისა და ფოტოების შეგროვებას დღეის მდგომარეობით ეროვნულ არქივში სჭირდება 4,350 ლარი, რაც ინდივიდუალური მკვლევარებისთვის სრულიად ხელმიუწვდომელია. წინააღმდეგ მკვლევარს უწევს გამოიყენოს ხელით გადაეწერის სრულიად შემთხვევაში, არაპროდუქტიული და არათანამედროვე მეთოდი. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს არქივებში დაცული ფოტომასალის ასლების გადაღების ღირებულება. ეროვნულ არქივში ფოტოს ასლის გადაღების ღირებულება (მესამე დღეს 7 ლარია) ნეგატივიდან - 15. იგივე დამფუძნებელი კრების კვლევისათვის დაახ. 180 ფოტოსურათის ასლის გადასაღებად საჭიროა 1,276 ლარი ხოლო თუ ისინი ძველი ნეგატივების ასლებია - 2,534 ლარი. ამასთან ხაზგასასმელია, რომ კერძო მკლევართა მიერ ზემოაღწერილი გადასახადების გადახდით არქივების ბიუჯეტში შეტანილი თანხა მიზერულია. 2017 წელს სსიპ ეროვნული არქივის საკუთარი შემოსავლები 3.3 მლნ ლარი იყო, საიდანაც 2.6 მლნ ლარი მომსახურების გაწევიდან შემოსული შემოსავლები იყო. თუმცა, როგორც ეროვნული არქივის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, N15364/3-40 წერილის პასუხად, 2017 წელს არქივის სისტემაში რეგისტრირებული იყო 1858 მკვლევარი და მათ მიერ გადახდილი ჯამური თანხა 45 749 ლარს უდრიდა. სწორედ ამ ტიპის საფასურის გაუქმებას ითვალისწინებს მოცემული კანონპროექტი. შესაბამისად, ზემოთაღნიშნული აზრი, რომ მოცემული კანონპროექტი არქივების ბიუჯეტს მიზერული თანხა დააკლდება, ნავარაუდებია იქიდან, რომ 45 749 ლარი 3.3 მლნ ლარის მხოლოდ 1.3%-ია. ხაზგასასმელია რომ ეროვნული არქივის საკუთარი შემოსავლების ძირითადი დაფინანსების წყარო მოქალაქეთათვის სხვადასხვა ცნობების და დოკუმენტების გაცემის საფასურიდან მიღებული თანხაა რაც მოცემული ცვლილებების ინტერესის საგანს სრულიად არ წარმოადგენს. (http://www.archives.gov.ge/ge/2017) (5.1 პუნქტი). ინფორმაციაზე წვდომა მეორე პრობლემაა არქივების მიერ პერსონალური მონაცემების შესახებ სქართველოს კანონების ძალიან ვიწრო და სპეციფიური ინტერპრეტაცია რის გამოც მკვლევარებს ხშირად გამოთხოვილ ინფორმაციაზე უარს ეუბნებიან. მაგალითად, 1919-1921 წლების დამფუძნებელი კრების წევრთა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილის - 1950-იან წლებში გაცემულ რეაბილიტაციის დოკუმენტებზე დაშვებაზე ეროვნულმა არქივმა უარი განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კანონს პერსონალური ინფორმაციის შესახებ არსს სრულიად ეწინააღმდეგება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია მკვლევართათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მათთვის საინტერესო საარქივო დოკუმენტებზე მეტი ხელმისაწვდომობა და საფასურის გადახდის გარეშე ინფორმაციასთან დაშვება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ეროვნული არქივისა და ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ“ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები მკვლევარებს საშუალებას მისცემს უფასოდ გაეცნონ დოკუმენტებს და მათ საკუთარი ტექნიკური საშუალებებით - ასლები უფასოდ გადაუღონ. ხაზგასასმელია რომ სწორედ მსგავსი პრაქტიკაა დანერგილი ევროპისა და ამერიკის არქივებში. შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში და ემატება 221 მუხლი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი იქონიებს მცირედ გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენა იქნება ეროვნული არქივის მიერ საფასურიდან სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის სახით გადასახდელი თანხა. შესაბამისად, მისი შეფასება შესაძლებელია ქვემოთ მოცემული სსიპ-ის საშემოსავლო ნაწილზე გავლენიდან, კერძოდ მოყვანილი რიცხვების (40 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე) 18%-ის ოდენობით. რაც შეეხება, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის შემოსავლებზე გავლენას, მოცემული კანონპროექტი დაახლოებით 40 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე შეამცირებს შემოსავლებს, ვინაიდან სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე კერძო მკვლევარების მიერ გადახდილი ჯამური საფასური საშუალოდ 43 ათას ლარს შეადგენდა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ კერძო მკლევართა მიერ ზემოაღწერილი გადასახადების გადახდით არქივების ბიუჯეტში შეტანილი თანხა მიზერულია. შესაბამისად, სსიპ ეროვნული არქივის ბიუჯეტის საშემოსავლო ნააწილზე გავლენაც მცირედია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი აუმჯობესებს მკვლევარების ფინანსურ მდგომარეობას. კერძოდ, მკვლევარებს მნიშვნელოვნად უმცირებს თავის უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ვინაიდან უზრუნველყოფს საფასურის გადახდის გარეშე ინფორმაციასთან დაშვებას და მათთვის საინტერესო საარქივო დოკუმენტებზე მეტ ხელმისაწვდომობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): პროექტის შესაბამისად, ეროვნულ საარქივო ფონდში 1991 წლამდე მოქმედი სახელმწიფო დაწესებულებებთან, ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უშუალოდ შეუძლია, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები - გიორგი კანდელაკი და სერგი კაპანაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები - გიორგი კანდელაკი და სერგი კაპანაძე