„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
საკანონმდებლო
„სამოქალაქო
მაცნე
აქტების
შესახებ“
(www.matsne.gov.ge),
საქართველოს
28.12.2011,
კანონში
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას გვარის შეცვლა
დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ
შორის, როდესაც ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ მითითებულია სასამართლოს
გადაწყვეტილებაში.“.
2. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21.
ქორწინების
რეგისტრაციისას
გვარის
შეცვლა
ასევე
დაუშვებელია,
თუ
დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის,
როდესაც ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება
მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია, გვარის შეცვლის გარეშე.“.
3. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. განქორწინების შემთხვევაში მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება და
ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება
1. მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია,
განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების
შედეგად შეცვლილი გვარი. მას, განქორწინების რეგისტრაციისას ან მოგვიანებით, შეუძლია
მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.
2. განქორწინების რეგისტრაციისას გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ დაინტერესებული
პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, როდესაც ის
იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო
კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ
განქორწინების რეგისტრაცია, გვარის შეცვლის გარეშე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ
შემთხვევაზე, როცა განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების
საფუძველზე და განქორწინებისას მეუღლის/მეუღლეთა მიერ გვარის შეცვლის შესახებ
მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.“.
4. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64. სახელისა და გვარის შეცვლის პირობები
1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი
მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
ა) მშობელთა შეერთებული გვარი;
ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის
ბებია და პაპა) ჩათვლით;
გ) საკუთარი და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი
შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
ე) მშვილებლის გვარი;
ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ განქორწინების რეგისტრაციისას პირს არ დაუბრუნებია ეს
გვარი;
ზ) მამის გვარი მამობის დადგენისას ამ კანონის III თავით დადგენილი წესით;
თ) ისტორიული გვარი ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით;
ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას
გვარის შეცვლა შესაძლებელია, თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია
საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის
მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა.
4. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით შეიცვალოს გვარი მხოლოდ ერთხელ, თუ ამავე კანონით
სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. იმ შემთხვევაში, თუ აღმოიფხვრა ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 53-ე მუხლის 21
პუნქტით ან 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გვარის შეცვლის შეზღუდვის
საფუძვლები, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს გვარის შეცვლა ამ კანონით დადგენილი
ზოგადი წესების შესაბამისად.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:
„მუხლი 671. 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადების წარდგენა და განხილვა
1. 16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით
სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით
პირადად მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
2.
სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების
საკითხს იხილავს და წყვეტს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. გვარის
შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს ტერიტორიული სამსახური
განიხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური
ადმინისტრაციული
წარმოებისათვის
დადგენილი
წესით,
ამ
კანონით
განსაზღვრულ
თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. თუ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან,
გვარის შეცვლასთან/გვარის დადგენასთან/გვარის კანონიერად აღიარებასთან დაკავშირებულ
ადმინისტრაციულ
წარმოებაში
ზეპირი
მოსმენის
გამართვისას
სხდომის
მდივნის
უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.
4. დაინტერესებულ პირს ზეპირი მოსმენის თაობაზე შეიძლება ეცნობოს საცხოვრებელ
მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის, სატელეფონო გასაუბრების ან მოკლე
ტექსტური შეტყობინების გაგზავნის, ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით,
ასეთის არსებობის შემთხვევაში. ზეპირი მოსმენის თარიღის შესახებ დაინტერესებულ პირს უნდა
ეცნობოს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე.
5. ზეპირი მოსმენის დროს დაინტერესებული პირი ვალდებულია მის მიერ წარმოდგენილი
დოკუმენტაციის
საფუძველზე
დაასაბუთოს
გვარის
შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის
კანონიერად აღიარებისთვის ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
6. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადება
განუხილველად იქნება დატოვებული, თუ შეტყობინების მიუხედავად, დაინტერსებული პირი არ
გამოცხადდება
მისაღებად.“.
სააგენტოს
ტერიტორიულ
სამსახურში
ზეპირ
მოსმენაში
მონაწილეობის
6. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის
დადგენა/გვარის
კანონიერად
აღიარება
დაუშვებელია
ერთ-ერთი
შემდეგი
გარემოების
არსებობისას:
ა) განცხადება 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე/გვარის
დადგენაზე/გვარის კანონიერად აღიარებაზე არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო
დაწესებულებაში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ;
ბ) დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და
დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;
გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა,
მათ შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან
საერთაშორისო
კრიმინალური
პოლიციის
(ინტერპოლის)
მიერ,
მოცემულ
გარემოებათა
აღმოფხვრამდე.“.
7. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 69. განცხადების განხილვის ვადა
1. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების
თაობაზე
გადაწყვეტილების
მიღებისა
და
შესაბამისი
სამოქალაქო
აქტის
რეგისტრაცია
ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს.
2. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლებით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის
კანონიერად
აღიარების
მოთხოვნისას
დაჩქარებული
მომსახურება
არ
დაიშვება.“.
8. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 პუნქტი:
„63. ამ კანონის 671 მუხლითა და 68-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მოთხოვნა
განპირობებულია
სამოქალაქო
აქტის
ჩანაწერებსა
და
პირადობის
დამადასტურებელ
დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების
მიღება, რაც მითითებულია მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტებში.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებამდე წარდგენილი სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადებების განხილვა ხორციელდება ამ
კანონით განსაზღვრულ ვადებში და წესით. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული
სამსახური განცხადების განხილვას აგრძელებს გონივრული ვადით. განცხადების განხილვის
საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
2. 2017 წლის 28 მარტამდე განხორციელებული გვარის შეცვლა არ ზღუდავს „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით
პირის გვარის შეცვლის უფლებას. პირზე, რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ამ კანონის
ამოქმედებამდე შეიცვალა გვარი, ვრცელდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი.“.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 15 მარტის №539/2001 რეგულაციაში „მესამე ქვეყნების
ჩამონათვალის შესახებ, რომელთა მოქალაქეებს გარე საზღვრების გადაკვეთისას მოეთხოვებათ
ვიზები და ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც გათავისუფლებული არიან ამ მოთხოვნისგან“
განხორციელებული 2017 წლის პირველი მარტის №2017/372 ცვლილების შესაბამისად, 2017 წლის
28 მარტიდან საქართველომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში გადაინაცვლა, რომელთა მოქალაქეებსაც
უფლება აქვთ ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა უვიზოდ
იმყოფებოდნენ და გადაადგილდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (გარდა დიდი ბრიტანეთისა და
ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსი და ირლანდიის რესპუბლიკისა), აგრეთვე
ისლანდიის რესპუბლიკაში, ლიხტენშტეინის სამთავროში, ნორვეგიის სამეფოსა და შვეიცარიის
კონფედერაციაში და ევროკავშირის წევრ შენგენის კანდიდატ სახელმწიფოებში - ბულგარეთში,
კვიპროსში, რუმინეთსა და ხორვატიაში. უვიზო რეჟიმის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში
ქვეყნის მიმართ შესაძლოა ამოქმედდეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომლის თანახმად, სახელმწიფო
განსაზღვრული დროით, შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, ვეღარ ისარგებლებს უვიზო
მიმოსვლის რეჟიმით გათვალისწინებული უპირატესობებით.
წინამდებარე ცვლილებაზე მუშაობის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული ის
პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული თუ სხვა სახის
სარგებელი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო და მისი თითოეული მოქალაქე ღებულობს
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შედეგად, აგრეთვე ის დიდი შრომა და ძალისხმევა, რისი
გაწევაც მოუხდა ქვეყანას ამ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი პრივილეგიის მოსაპოვებლად.
ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დარგში ეს ისტორიული მიღწევა
არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამ მიღწევის დაცვისათვის აუცილებელია,
გვარის შეცვლის უფლების ბოროტად გამოიყენების პრევენცია მოხდეს. ამდენად, სახელმწიფოს
გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და უფლებამოსილება, რომ მიმართოს ადეკვატურად მკაცრ
ზომებს, რათა, ერთი მხრივ, დაცულ იქნეს ადამიანის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, არ
დაზიანდეს საქართველოს წინსვლა ევროპისაკენ და ამ გზაზე უკვე მიღწეული წარმატებები.
შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში არასასურველი პროცესების განვითარების
თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების პროექტი იმგვარი რეგულაციებით, რომლებიც შეიცავს პირის მიერ გვარის
შეცვლის, გვარის კანონიერად აღიარების ან/და გვარის დადგენის მოქმედთან შედარებით
გართულებულ
პროცედურას.
აღნიშნული
ცვლილების
განხორციელების
აუცილებლობა
გამოიწვია იმ სტატისტიკურმა მონაცემებმა, რომელთა თანახმად, უკანასკნელ პერიოდში
გაზრდილია გვარის შეცვლის თაობაზე მიმართვიანობის ოდენობა, რაც, გვარის შეცვლის
საფუძვლებისა და დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ერთიდაიგივე პირის მიერ
წარდგენილ მოთხოვნათა რაოდენობის გათვალისწინებით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მოქალაქეები,
რომლებიც საზღვარგარეთ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან, საქართველოში დაბრუნების
შემდეგ იცვლიან გვარს. შეცვლილი მონაცემებით შესაბამის უცხო ქვეყანაში მათი დაბრუნებისას,
უცხო ქვეყნის საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო, ვეღარ ხერხდება ამ პირთა
იდენტიფიცირება და ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, რომლიდანაც ან გამოძევებულ იქნენ ან
სხვაგვარად არ ექვემდებარებიან დაშვებას. ამდენად, ცვლილების შემუშავება ზემოაღნიშნული
კატეგორიის პირთა მიერ საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების უფლების
ბოროტად გამოყენებისა და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილების ინტერესით არის
განპირობებული.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
შესაძლო დარღვევის პრევენცია, ევროკავშირის ქვეყნებში დანაშაულის ჩამდენ საქართველოს
მოქალაქეთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საქართველოში
გრძელვადიანი მოქმედებისათვის მყარი საკანონმდებლო გარანტიის შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქმედი კანონმდებლობით, სახელის შეცვლა სრულწლოვან პირს სურვილისამებრ
მხოლოდ ერთხელ შეუძლია და ეს ნორმა კანონში საქართველოს მიერ ევროკავშირთან
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში ჩაიდო (იხ. 2014 წლის 29 მაისის
ცვლილება). სამაგიეროდ, შეზღუდული არ არის გვარის შეცვლის შემთხვევათა რაოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ გვარის სურვილისამებრ შეცვლა შესაძლებელი არ არის, ამჟამად მოქმედი
კანონი იმდენად ფართო შესაძლებლობებს იძლევა, რომ ერთ პირს თავისი ცხოვრების მანძილზე
სხვადასხვა საფუძვლით გვარის შეცვლა 25-ჯერ და მეტჯერ შეუძლია. ამასთან, ცვლილების
მოთხოვნის დასაბუთება საჭირო არ არის.
აქედან გამომდინარე, 2016 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1678მა მამაკაცმა და 5497-მა ქალმა, ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა მამაკაცმა და 464-მა ქალმა,
2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა მამაკაცმა და 5467-მა ქალმა,
ხოლო მეუღლის გვარი - 418-მა მამაკაცმა და 477-მა ქალმა. 2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან/და
გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან/და
გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა - 4-ჯერ.
ცვლილებით კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლის ცალკეულ
საფუძვლებზე დაყრდნობით, პირს უფლება ექნება გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ:
სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მას მოუწევს, ერთხელ გააკეთოს არჩევანი და მიიღოს:
მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე
თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად
მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი.
ამ რეგულაციების ცხოვრებაში გატარებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული გვარის
შეცვლის ის შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო
რეჟიმის ამოქმედებამდე, ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება იმ პირებს, რომელთაც 2017 წლის 28
მარტის შემდეგ შეიცვალეს გვარი, მათზე ზემოაღნიშნული შეზღუდვები ზოგადი წესის
შესაბამისად გავრცელდება.
ზემომითითებული შეზღუდვა არც იმ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ
მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული
გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა
მიიღონ. გარდა ამისა, გვარის შეცვლის ჯერადობის შეზღუდვა არ იმოქმედებს იმ შემთხვევებზე,
როდესაც განქორწინების მომენტში პირი გადაწყვეტს დაიტოვოს ქორწინებისას მიღებული
მეუღლის გვარი ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
ამასთან, პირს ყოველთვის შეეძლება დაიბრუნოს საკუთარი ქორწინებამდელი გვარი, ასევე,
შვილად აყვანისას მიიღოს მშვილებლის გვარი, მამობის დადგენისას მიიღოს მამის გვარი, აგრეთვე
მიიღოს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი (თუ
პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს
უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა
საქართველოს მოქალაქეობა).
კანონპროექტით კანონს ემატება ახალი 671 მუხლი, რომელიც ადგენს პირისათვის სახელის
ან/და
გვარის
შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის
კანონიერად
აღიარების
მოთხოვნით
განცხადების წარდგენისა და განხილვის ზოგად წესებს. ამავე მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად, სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების
მსურველი 16 წელს მიღწეული პირი ვალდებული იქნება პირადად მიმართოს სააგენტოს
ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას
ან საკონსულო დაწესებულებას. ამდენად, ცვლილების თანახმად, იკრძალება სახელის ან/და
გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით სააგენტოსათვის,
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ან საკონსულო
დაწესებულებისათვის წარმომადგენლის მეშვეობით მიმართვა. აღნიშნული ცვლილებები ხელს
შეუწყობს ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებას, რომლის დროსაც სახელის ან გვარის შეცვლის
მოთხოვნის უკან იმალება არალეგალური საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების
მიზნით პირის რეალური ვინაობის შენიღბვის მიზანი.
ცვლილებით შემოთავაზებული წესის თანახმად, პირისათვის სახელის ან/და გვარის
შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ განცხადებას განიხილავს
სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. ამასთან, გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის
კანონიერად
აღიარების
შესახებ
განცხადების
განხილვა
ხდება
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი
წესით, რომელიც განცხადების განხილვისას ზეპირი მოსმენის გამართვას ითვალისწინებს.
დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება პირადად გამოცხადდეს ზეპირ მოსმენაზე და მის
მიერ შესაბამისი განცხადების შეტანისას სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე
დაასაბუთოს გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარებისთვის კანონით
გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობა. ასეთი განცხადება განუხილველად იქნება
დატოვებული, თუ, შეტყობინების მიუხედავად, დაინტერსებული პირი არ გამოცხადდება
სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის
კანონიერად აღიარების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას დაინტერესებულ
პირს არ გააჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადების ვალდებულება. ხსენებულ
საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია გვარის შეცვლის იმ საფუძვლებზე,
რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ასევე, თუ დგინდება, რომ პირი არ არის
ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში ან/და არ იძებნება საქართველოს სამართალდამცავი
ორგანოების მიერ. ასეთი მიდგომა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების თითქმის „ავტომატურ“
რეჟიმში მიღებას გულისხმობს, რაც მიზანშეუწონელია ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დგას
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის საჭიროება.
კანონპროექტის თანახმად, სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის
კანონიერად აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის
რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს, ნაცვლად
ამჟამად არსებული 45 დღიანი ვადისა. ამასთან, სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურება არ დაიშვება.
კანონპროეტით
კანონს
სახელის
ან/და
გვარის
შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის
კანონიერად აღიარების შეზღუდვის ახალი საფუძვლები ემატება. სახელის ან/და გვარის
შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელი იქნება ერთ-ერთი შემდეგი
გარემოების არსებობისას:
- განცხადება 16 წელს მიღწეული პირისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლაზე/გვარის
დადგენაზე/გვარის კანონიერად აღიარებაზე არ არის წარდგენილი სააგენტოს ტერიტორიულ
სამსახურში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო
დაწესებულებაში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ;
- დაინტერესებული პირი დეპორტირებული ან რეადმისირებულია საქართველოში და
დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა 5 წელი;
- დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ
შორის, თუ ის იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან
საერთაშორისო
კრიმინალური
პოლიციის
(ინტერპოლის)
მიერ,
მოცემულ
გარემოებათა
აღმოფხვრამდე.
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 35-ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად,
მამობის დადგენის რეგისტრაციისას პირს ეზღუდება გვარის შეცვლის უფლება, თუ ამ პირის
წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, როდესაც ის იძებნება
საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური
პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, ამავე მოტივით დაუშვებელი იქნება გვარის შეცვლა ქორწინებისა
და განქორწინების რეგისტრაციის დროსაც (მუხ. 53, მუხ. 59). ამასთან, ამ ხელისშემშლელი
გარემოებების აღმოფხვრისთანავე პირი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს გვარის შეცვლა
კანონით დადგენილი ზოგადი წესების შესაბამისად.
ზემოხსნებული აკრძალვები არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მამობის
დადგენასთან
ან
განქორწინებასთან
ერთად
გვარის
შეცვლის
შესახებ
მითითებულია
სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
კანონპროექტით კანონს ემატება გარდამავალი რეგულირება, რომლის თანახმად, ამავე
კანონით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც
მოთხოვნა განპირობებულია სამოქალაქო აქტის ჩანაწერებსა და პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტებში არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრის საჭიროებით და პირს სურს იმ მონაცემების
მიღება, რაც მითითებულია მის სახელზე ბოლოს გაცემულ პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტებში.
ამავე გარდამავალ დებულებებში მითითებულია, რომ ახალი რეგულაციების ცხოვრებაში
გატარებისას მხედველობაში არ მიიღება დაინტერესებული პირის მიერ გვარის შეცვლის ის
შემთხვევები, რომლებსაც 2017 წლის 28 მარტამდე, ანუ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის
ამოქმედებამდე, ჰქონდა ადგილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტით
სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის
დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნისას დაჩქარებული მომსახურება არ დაიშვება,
გაუქმდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების
და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29
დეკემბრის N508 დადგენილებით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების საფასური.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. პირიქით, პრინციპები, რომელთაც ის ეფუძნება
შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან
(Taieb alias Halimi v. France, N 50614/99; Stjerna v. Finland, N 18131/91; Garnaga v. Ukraine, N 20390/07;
Macalin Moxamed Sed Dahir v. Switzerland, N 12209/10; Siskina and Siskins v. Latvia, N 59727/00, Henry
Kismoun v. France, N 32265/10; Guillot v. France, N 22500/93; De Ram and others v. France, N 38275/10;
Bulgakov v. Ukraine, N 59894/00; Guzel Erdagoz v. Turkey, N 37483/02, და სხვ.), რათა დაცულ იქნეს
ბალანსი, ერთი მხრივ, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა უფლებასა და, მეორე მხრივ,
საჯარო და სახელმწიფოებრივ ინტერესს შორის.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
მიიღეს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია
1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა
დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია
მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის
დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 53. დაქორწინების მსურველი პირის მიერ გვარის შეცვლა
1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ
თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და
მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
2. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ ერთ-ერთი
მათგანის ქორწინებამდელი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).
3. თუ ქორწინებაში მყოფი პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა და
შეიცვალა გვარი, მისი ხელმეორე ქორწინების ბათილად ცნობამდე მის ნამდვილ გვარად
ჩაითვლება ბოლოს რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული გვარი.
მუხლი 59. განქორწინების რეგისტრაციისას მეუღლის მიერ გვარის შენარჩუნება და
ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება
განქორწინების რეგისტრაციისას მეუღლე, რომელმაც ამ ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი,
უფლებამოსილია განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი ან
მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.
მუხლი 64. სახელისა და გვარის შეცვლის პირობები
1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ
ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
ა ) პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
ბ) მშობელთა შეერთებული გვარი;
გ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ;
დ ) მშვილებლის გვარი ;
ე ) მეუღლის გვარი ;
ვ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას გვარის
შეცვლა შესაძლებელია, თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია
საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის
მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა.
4. გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების
გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი ან საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს
ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი.
მუხლი 68. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა
1. სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს,
გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან
შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
2. გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი
გვარი).
3. სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია,
თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი
ორგანოების მიერ.
მუხლი 69. განცხადების განხილვის ვადა
სახელის ა ნ / დ ა გვარის შეცვლის, ასევე გვარის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების
მიღების ა და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს
განცხადების წარდგენის დღიდან 45 კალენდარულ დღეს.
მუხლი 98. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარი
თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ორ ეგზემპლარს შორის
შეუსაბამობის შემთხვევაში ერთ-ერთი ეგზემპლარის მონაცემებისთვის უპირატესი ძალის
მინიჭების საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ნამდვილად
მიჩნევის შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო დაინტერესებული პირის
განცხადების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ადგენს სამოქალაქო აქტის
რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.
3. სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაცულ, ამ კანონის ამოქმედებამდე
შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც აღნიშნული
ჩანაწერის დედანს.
4. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა,
მაშინ წინა ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა ერთობლივი მოთხოვნით მათი ქორწინება
შეწყვეტილად ჩაითვლება მომდევნო ქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
5. 2006 წლის 30 იანვრამდე რეგისტრირებული ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი,
რომელიც არ შეიცავს მოწმეთა ხელმოწერას, ჩაითვლება ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ
არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის ქორწინების რეგისტრაციის სხვა წესი.
6. 2009 წლის 1 სექტემბრამდე შედგენილი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც არ არის
დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, ჩაითვლება
ნამდვილად, თუ მასში შეტანილი არ არის არასწორი მონაცემები ან/და დარღვეული არ არის
სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის სხვა წესები. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება
სამოქალაქო აქტის იმ ჩანაწერზე, რომლის მონაცემებით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე
ფაქტის დადგენის საფუძველზე რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი.
6 1. 2014 წლის 1 ივნისამდე განხორციელებული სახელის შეცვლა არ ზღუდავს ამ კანონის 64-ე
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის სახელის შეცვლის უფლებას.
62. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლას ან შესწორებას, რომელიც
დადასტურებული არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით,
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო კანონიერად აღიარებს, თუ დაბადების სამოქალაქო
აქტი 2008 წლამდეა რეგისტრირებული და პირი ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის
დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს, შეცვლილი ან
შესწორებული მონაცემით (სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება).
7. თუ დაბადების ან გარდაცვალების სამოქალაქო
აქტის ჩანაწერში მითითებული არ არის რეგისტრაციის თარიღი და სხვა გზით მისიდადგენა შეუ
ძლებელია , რეგისტრაციის თარიღად მიიჩნევა, შესაბამისად,
ბავშვის დაბადების ან პირის გარდაცვალების
თარიღი . ეს წესივრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე შედგენილ დაბადებისა
და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებზე .
8. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს
იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ სააგენტოს მიერ საკონსულო
თანამდებობის პირისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და
დელეგირების ფარგლები.
9. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრონ
ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტები,
მათი შედგენისა და გაგზავნის წესები.
10. 2012 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონით
გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემა.