„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების ალტერნატიული წინადადება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/176) ცალკეული ნორმების თაობაზე" ალტერნატიული წინადადება
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.06.2016,
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.018123) მე- 3 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-18 ნაწილები ამოქმედდეს 2023 წლის 1
იანვრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავების მიზეზია განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის
შესახებ, რომლის
მიხედვით
ორგანიზაციების,
ბანკების,
საკრედიტო
კავშირების,
მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების
და
დაბეგვრისთვის
2023 წლის 1 იანვრამდე
სადაზღვევო
ლომბარდების.
შენარჩუნდება
მოგების
გადასახადით
მოგების გადასახადით
დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი“ და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი
კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ
შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
შესაბამისად, კანონმდებლობის ნორმების გაუქმება, რომელიც უკავშირდება ხსენებული
კატეგორიის გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრას, ასევე უნდა გადავადდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი წარმოადგენს, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების
შეტანის
შესახებ
კანონპროექტის
თანმდევ
დოკუმენტს
და
კანონმდებლობის იმ ნორმების (კერძოდ, სსკ-ის 109-ე მუხლის და
მიზნად
ისახავს
141-ე მუხლის მე-4
ნაწილის)გაუქმების გადავადებას 2023 წლამდე, რომლებიც უკავშირდება საკკრედიტო
დაწესებულებების დაბეგვრას, ვინაიდან ხსენებული პროექტის მიხედვით მოგების
გადასახადით დაბეგვრისთვის
2023 წლის 1 იანვრამდე
გადასახადით დაბეგვრის 2017 წლამდე მოქმედი მოდელი.
შენარჩუნდება
მოგების
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის თანმდევ პროექტს და ეხება ბანკების, საკრედიტო კავშირების,
სადაზღვევო ორგანიზაციების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ლომბარდების
მოგების
გადასახადით
დაბეგვრის
არსებული
ნორმების
გადავადებას.
კერძოდ,
აღნიშნული გადასახადის გადამხდელები მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ.
„კლასიკური მოდელს“ შეინარჩუნებენ ნაცვლად არსებული 2019 წლის 1 იანვრამდე
პერიოდისა, 2023 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, მათთვის მოგების გადასახადით
დაბეგვრის ობიექტი 2023 წლის 1 იანვრამდე კვლავ იქნება სხვაობა კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული
გამოქვითვების თანხებს შორის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართ
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ იცვლება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4−25-ე და 31-ე ნაწილებისა
და 33-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-9, მე-11−მე-17, მე-19−25-ე და 31-ე
ნაწილები და 33-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1
იანვრიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 და მე-18 ნაწილები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.