„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 313ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2019 წლის 1 აპრილამდე ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
ბ) მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის
(ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2019 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული აღჭურვილობა
გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს;“.
გ) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2019 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 771
და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმების
შედგენისა
აღმასრულებელი
და
განხილვის
ორგანოს
უფლებამოსილების
შესაბამისი
სტრუქტურული
მქონე
მუნიციპალიტეტის
ერთეულის
განსაზღვრა,
ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე:
ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 772
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების
პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და
აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;
ბ) ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ
აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
გათვალისწინებული შენიშვნების ვიზუალურად მკაფიოდ ხილვადი ვერსია
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 313ე მუხლის:
ა) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. 2018 წლის 2019 წლის 1 აპრილამდე ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს
ადმინისტრაციულ სახდელს.“.
ბ) მე-16 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის
(ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 2019 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული
აღჭურვილობა გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს;“.
გ) მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 2019 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ
კოდექსის
771
და
772
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის
განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება,
აგრეთვე:
ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 772
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების
პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და
აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;
ბ) ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ
აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2017 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელსაც დაემატა ახალი 771 და 772
მუხლები და განისაზღვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღის ან
ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან
საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები
ნორმების გადამეტებისა და ღამის სათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებისათვის.
კანონის ამოქმედებიდან - 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 აპრილამდე 771 და 772
მუხლებით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქციას ახორციელებენ შსს
ორგანოები, ხოლო 2018 წლის 1 აპრილიდან ეს უფლებამოსილება უნდა გადასცემოდათ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებს,
როგორც
ეს
დადგენილია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 313-ე მუხლის მე-15, მე-16 და მე-17
ნაწილებით.
2017 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით შს სამინისტროში ხმაურის ნორმების
დარღვევისათვის გამოძახებების სტატისტიკა შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:
ქალაქი
ბათუმი
თბილისი
მუხლი
77 პრიმა ნაწილი
მე-2
77 პრიმა ნაწილი
პირველი
77 მე-2 პრიმა
ნაწილი პირველი
77 პრიმა ნაწილი
მე-2
აგვ.
განმეორებითი ხმაური 1
წლის განმავლობაშიფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი
გაფრთხილება
ღამის საათებში
პიროტექნიკური ნაკეთობის
გამოყენება-ფიზიკური პირი
ან იურიდიული პირი
განმეორებითი ხმაური 1
წლის განმავლობაშიფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი
სექ.
ოქტ.
4
8
ნოე.
დეკ.
1
5
1
9
1
1
6
სულ
9
5
1
4
25
77 პრიმა ნაწილი
მე-3
77 პრიმა ნაწილი
პირველი
მცხეთის
მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის
მუნიციპალიტეტი
რუსთავი
ქობულეთი
ქუთაისი
77 პრიმა ნაწილი
მე-2
77 პრიმა ნაწილი
პირველი
77 პრიმა ნაწილი
პირველი
77 პრიმა ნაწილი
მე-2
77 პრიმა ნაწილი
პირველი
77 პრიმა ნაწილი
პირველი
77 პრიმა ნაწილი
პირველი
ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევა,
ად.სახდელდადებული
პირის მიერ იგივე ქმედების
ჩადენა გაუქმებამდეფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი
გაფრთხილება
განმეორებითი ხმაური 1
წლის განმავლობაშიფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი
გაფრთხილება
გაფრთხილება
განმეორებითი ხმაური 1
წლის განმავლობაშიფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი
21
1
43
15
2
5
7
13
20
112
5
5
3
4
1
1
1
1
გაფრთხილება
3
3
გაფრთხილება
2
2
გაფრთხილება
1
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში - 2018
წლის 1 აპრილამდე ვერ მოასწრეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა,
ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ფინანსურ-მატერიალური ღონისძიებების
განხორციელება,
რათა
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსგან
გადმოებარებინათ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით დადგენილი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია, რის გამოც
წარმოიშვა შსს ორგანოებისათვის დაკისრებული ამ ფუნქციის ვადის ერთი წლით
გაგრძელების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ერთი წლით ვადის გაგრძელებას
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით დადგენილი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების განხორციელების
სფეროში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
2
1
კანონპროექტით ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
313-ე მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 ნაწილებში და შს ორგანოებს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით დადგენილი ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 1
აპრილიდან გაუგრძელდებათ ერთი წლით - 2019 წლის 1 აპრილამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევის
აუცილებლობას, საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდება შს სამინისტროს
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს
ნაწილზე ზრდის მიმართულებით;
სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გასაწევი ხარჯები დაფინანსდება შს სამინისტროს
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
ვალდებულებებს;
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტი სმოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, რაც აისახება ფიზიკურ/იურიდიულ პირთა
მიერ
სამართალდარღვევის
ჩადენისას
გადახდილ
ფულად
ჯარიმებსა
ან/და
შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებაში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გადასახადის,
გადასახდელის შემოღება არ არის გათვალისწინებული;
მოსაკრებლის
ან
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
სხვა
სახის
კანონპროექტი ხელს შეუწყობს ევროკავშირის 2002/49/ EC დირექტივის საქართველოს
საკანონმდებლო სისტემაში იმპლემენტაციის პროცესს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართებასაერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი;
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის მოქმედი
(სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 313. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 2003 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს
ამ კოდექსის 1781 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებული სალიცენზიო და სანებართვო
პირობებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების განსაზღვრისათვის
აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.
2. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 118-ე მუხლის მოქმედება
ვრცელდება მხოლოდ „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45
1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.
3. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 119-ე მუხლის პირველი
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტომოტოტრანსპორტის
მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის
არქონისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ იმ
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, რომელიც „ავტომოტოტრანსპორტის
მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ექვემდებარება სავალდებულო
დაზღვევას.
4. ამ კანონის 894 მუხლის მე-6 ნაწილი მოქმედებს 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე.
5. (ამოღებულია).
6. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
7. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
8. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა
კომისიამ 2010 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ჩადენისათვის
ადმინისტრაციული სახდელების დადებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა,
ადმინისტრაციული სახდელების დადებასა და იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული
წესების, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებისა და
ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ფორმების დამტკიცება.
9. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე
მუხლებით
გათვალისწინებული,
აღსრულების
პოლიციელის
მიერ
შესადგენი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის
ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ
ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.
10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე და 245-ე მუხლებით გათვალისწინებული,
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის
მიერ შესადგენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, ადმინისტრაციული
დაკავების ოქმის ფორმების, მათი შევსებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის განმხილველ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცება.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კოდექსის 239-ე მუხლის
60 2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის
დამტკიცება.
12. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 82-ე ნაწილით განსაზღვრული პირი
2015 წლის 1 სექტემბრამდე თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ
კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების
პირველადი რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის
დარღვევასთან.
13.
ამ
მუხლის
მე-12
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლისთვის
დაკისრებული ჯარიმა ამავე მუხლის მე-12 ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.
14. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს
„საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების
სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტი.
15. 2018 წლის 1 აპრილამდე ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ და ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა ორგანოები. თუ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევა საჭირო არ არის,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს
ადმინისტრაციულ სახდელს.
16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს:
ა) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 77
1
და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე
რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის
ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;
ბ) საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის
(ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა. 2018 წლის 1 აპრილიდან აღნიშნული აღჭურვილობა
გადაეცეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს;
გ) სამართალდამცავ ორგანოთა მიერ ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.
17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 77
1 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა,
ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე:
ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 77
2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების
პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და
აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები;
ბ) ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ
აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.
18. 2017 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს
ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო
ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.