საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (07-2/142; 06.11.2017) განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-12
ბიუროს ნომერი 140
📜 ტექსტი
წერილი
N 3656
12/03/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონების
პროექტებზე: "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/142; 06.11.2017).
გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტს ინიციატორმა მიმართა თხოვნით კანონპროექტის
განხილვის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ
თხოვნით "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე დადგენილი
განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 კვირით.
რომან კაკულია
თავმჯდომარე