„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.03.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/180/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი საკანონმდებლო 1. არასრულწლოვანთა მაცნე მართლმსაჯულების (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, კოდექსში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის მე-2 მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებული ან მსჯავრდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული. 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურსამართლებრივი ნორმები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც.“. 2. კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა, ან თუ ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX, XXII თავებით და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირია/მოწმეა.“. 3. კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სრულწლოვანი პირის პროცესში მონაწილე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ საპროცესო მოქმედებებს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს.“. 4. კოდექსის 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი და შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში აგრეთვე მონაწილეობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ფსიქოლოგი“. 5. კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე – ბრალდების მხარის ინიციატივით, საპროცესო მოქმედებაზე უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საპროცესო მოქმედების დროს.“. 6. კოდექსის 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის დაკითხვას/გამოკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში მოწმედ მონაწილეობს.“. 7. კოდექსის 27-ე მუხლ(ი)ს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება აგრეთვე სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე.“; ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 41 პუნქტით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − პენიტენციური დეპარტამენტი. 7. ამ მუხლის მე-4 და მე-41 ნაწილებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“; გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას წარმომადგენელი უფლებამოსილია პრობაციის დაუბრკოლებლად ეროვნული შეხვდეს სააგენტოს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან.“. 8. კოდექსის 29-ე მუხლ(ი)ს: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში − აგრეთვე არასრულწლოვნის ადვოკატი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსამართლე, ხოლო გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაზე ფსიქოლოგის დასწრებას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და ახდენს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საპროცესო მოქმედების დროს.“; 9. კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განრიდება შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ. საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, განრიდების გამოსაყენებლად გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება წინასასამართლო ან პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე და საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს და, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ. ამ გადაწყვეტილების სასამართლო მეორე მხარის პოზიციასაც ისმენს.“. 10. კოდექსის 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა მიღებამდე 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და 332-ე მუხლის დებულებები. 2. არასრულწლოვანი შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 3. არასრულწლოვნის გამოკითხვა/დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე გამოკითხვის/დაკითხვის დროს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით სარგებლობს ამ კოდექსის მე–15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. არასრულწლოვნის გამოკითხვის/დაკითხვისას საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გამოკითხვის/დაკითხვის დროს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე ან მსხვერპლია, მისი გამოკითხვისას/დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- არასრულწლოვნის მიერ ან ვიდეოჩაწერა. მიცემული ჩვენების სასამართლო აუდიო- ან სხდომაზე შესაძლებელია ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 4. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა/დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის გამოსაკითხ პირს/მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. 6. არასრულწლოვანი არ შეიძლება გამოიკითხოს/დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე. 7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით. 8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საპროცესო მოქმედებაში აგრეთვე უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გამოკითხვის/დაკითხვის დროს. 9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული უფლებით. დახმარების საპროცესო მოქმედების განმახორციელებელი პირი, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საპროცესო მოქმედებაში აგრეთვე უზრუნველყოფს ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას გამოკითხვის/დაკითხვის დროს. 10. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია პირის/მოწმის/არასრულწლოვანი არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ გამოსაკითხი წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. 11. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის გამოკითხვა/დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა/დაკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით.“. 11. კოდექსის 59-ე მუხლს მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ხდება ერთ სასამართლო სხდომაზე.“. 12. კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას პრობაციის ოფიცრისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2015 წელს შევიდა ძალაში და მას შემდეგ, კოდექსის იმპლემენტაციასთან ერთად, მიმდინარეობს პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების მონიტორინგი და ანალიზი. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მულტიდისციპლინურმა სამუშაო ჯგუფმა თავი მოუყარა და გააანალიზა კოდექსის ნორმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებები და სხვადასხვა უწყების მიერ პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. სამუშაო ჯგუფმა გამოვლენილი გამოწვევებისთვის შეიმუშავა მოგვარების სხვადასხვა გზა: საკითხის მოგვარება საკანონმდებლო ცვლილებების გზით, საკითხის დაზუსტება კოდექსის კომენტარების შემუშავებით და შესაბამისი უწყებების მიერ საკუთარი კანონის შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული გამოწვევების დოკუმენტი (ანალიტიკური ხასიათის ცხრილი) და მათი მოგვარების გზები რამდენჯერმე იქნა განხილული მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს განხილულ იქნა აგრეთვე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, სადაც დადასტურდა ზოგიერთი ხარვეზის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების საჭიროება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული არსებული პრაქტიკული გამოწვევებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის იმპლემენტაციის მიზანია პროცესში მართლმსაჯულების არასრულწლოვანთა გამოვლენილი განხორციელების პროცესში მართლმსაჯულების სირთულეების ჩართული კოდექსის აღმოფხვრა ყველა პროფესიის წარმომადგენლის მიერ ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა ნორმათა უფრო ნათლად ჩამოყალიბების გზით. კანონპროქტის და მიზანია ამ აგრეთვე ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი ნორმების ცვლილება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად კოდექსის მეორე მუხლში გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების უფლების სუბიექტად ბრალდებულთან ერთად არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი და მსჯავრდებელიც კონკრეტდება; დეტალურად განისაზღვრება რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო ნორმები - კერძოდ, იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურსამართლებრივი ნორმები და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ასევე, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსის მე-15 მუხლი ნათლად განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული უზრუნველყოფილი იქნება უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მიიღებს მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით); ამავე მუხლს ასევე ემატება შემთხვევები, როცა არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება, და გადახდისუუნარობის გარდა, ეს იქნება შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX („დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ“), XX („დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ“), XXII („დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ”) თავებით და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის („წამება“; „წამების მუქარა“; „დამამაცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმეა. კოდექსის მე-16 მუხლში ზუსტდება, რომ არასრულწლოვნის უფლება, რომ მის მიმართ საპროცესო მოქმედება მხოლოდ არასრულწლოვნების განახორციელონ, ვრცელდება იმ მართლმსაჯულებაში საქმეზეც, სადაც იგი სპეციალიზებულმა გამოსაკითხ პირებმა პირად/მოწმედ მონაწილეობს სრულწლოვანი პირის პროცესში. კოდექსის ყველა შესაბამის მუხლში კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები. კანონპროექტის თანახმად კოდექსის 23-ე მუხლს ემატება ახალი დებულება, რომლის მიხედვით საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის დაკითხვას/გამოკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში მოწმედ მონაწილეობს. კოდექსის 27-ე მუხლში ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები - ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება აგრეთვე სავალდებულო იქნება იმ შემთხვევაში, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კოდექსის 52-ე მუხლში ზუსტდება ტერმინები დაკითხვა და გამოკითხვა. კოდექსის 59-ე მუხლის ცვლილების თანახმად საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავედ ცნობის და სასჯელის განსაზღვრის სხდომების გაყოფა არ მოხდება. კანონპროქტით ნათლად განიმარტება, რომ სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილებით საქმე დაუბრუნოს პროკურორს როგორც წინასასამართლო, ისე არსებითი განხილვის სხდომიდან; აქვე კონკრეტდება, რომ სასამართლოს ეს უფლებამოსილება ვრცელდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, და არა აპელაციაში, რადგან ეს საკუთრივ განრიდების იდეის საწინააღმდეგო იქნებოდა. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ცვლილება) და მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა (როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე) ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე; ხოლო კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდება 2019 წლის 1 იანვრიდან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას გამოიწვევს ორი მიმართულებით: 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ცვლილება), რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, გამოიწვევეს დამატებით ხარჯებს. კონკრეტული ნორმა ეხება იმ სიახლეს, რომლის თანახმადაც არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს, გადახდისუუნარობის გარდა, ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება. ეს იქნება ის შემთხვევები, როცა არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX („დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ“), XX („დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ“), XXII („დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ”) თავებით და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის („წამება“; „წამების მუქარა“; „დამამაცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე იქნება. დღეის მდგომარეობით ვერ მოხერხდა ამ დანაშულის საქმეებზე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმეების ოდენობის დათვლა, რადგან მსგავსი სტატისტიკის წარმოება არ ხორციელდება. თუმცა, ნათელია, რომ იურიდიული დახმარების მანდატის გაფართოების შესაბამისად, გაიზრდება სამსახურზე მიმართვიანობა, რაც სამსახურის რესურსის გაზრდის აუცილებლობას გამოიწვევს. იმისთვის, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უზრუნველყოს სისხლის სამართლის ზემოთ მითითებული თავებითა და მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არასრულწლოვანთა გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა სრულფასოვანი და ეფექტური დაცვა, სამსახურისთვის საჭიროა ბიუჯეტის გაზრდა 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, რაშიც მოიაზრება არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატების შტატების დამატება და მათთვის საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შესაძენი ხარჯები. კერძოდ, საჭირო გახდება სულ 18 ადვოკატის შტატის დამატება, აქედან თბილისის იურიდიულ დახმარების ბიუროში 7 ადვოკატის შტატის, ხოლო 11 რეგიონალურ ბიუროში –თითო ადვოკატის შტატის დამატება. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, გამოიწვევეს დამატებით ხარჯებს. ცვლილებების თანახმად კანონის 27-ე მუხლს ემატება 41 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება აგრეთვე სავალდებულო იქნება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა პროკურორი არ მიიღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის განრიდების თაობაზე. პროექტის თანახმად, აღნიშნულის თაობაზე შეფასების ანგარიშის მომზადების ვალდებულება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრება. დღემდე, განრიდების ეტაპზე ინდივიდუალური შეფასებისათვის პროკურატურა სააგენტოს მიმართავს მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებიც აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს და პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას განრიდების თაობაზე. სტატისტიკური მაჩვენებლებით 2017 წელს განრიდებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შეფასება მომზადდა 910 საქმეზე (475 - არასრულწლოვანი, 435 – 18-დან 21 წლამდე პირი). შეფასებას ახორციელებენ სოციალური მუშაკები (34 სოციალური მუშაკი), რომლებიც გარდა აღნიშნული საქმისა, ასევე ამზადებენ სასჯელის შეფარდების სტადიაზე არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს (2017 წლის განმავლობაში 500მდე ანგარიში), პირობით მსჯავრდებულთა რისკებისა და საჭიროებების შეფასებას და ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მსჯავრდებულის სოციალური გარემოსა და ოჯახის შეფასებას. სტატისტიკური მაჩვენებლებით 2017 წლის განმავლობაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 271 არასრულწლოვანზე და 750 18-იდან 21 წლამდე პირის მიმართ, ჯამში 1021 პირის მიმართ. თუ ვივარაუდებთ, რომ მოცემული რიცხვიდან მინიმუმ 50% მაინც აკმაყოფილებდა განრიდების ფორმალურ საკანონმდებლო კრიტერიუმებს და პროკურორმა მაინც არ მიიღო განრიდების გადაწყვეტილება, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს წელიწადში დამატებით დაახლოებით500-მდე ანგარიშის მომზადება მოუწევს, რაც დღევანდელი ადამიანური რესურსით ფაქტობრივად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის აუცილებელია დამატებით 10 სოციალური მუშაკის საშტატო ერთეულის დამატება. გარდა ამისა, დაკისრებული ამოცანების შესრულება დამატებით საჭიროებს სხვა ხარჯებსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ადამიანური რესურსებითა და არსებული საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მოკლებული იქნება შესაძლებლობას განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამდენად, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განსახორციელებლად ესაჭიროება სოციალური მუშაკის 10 საშტატო ერთეულის დამატება და საბიუჯეტო ასიგნების გაზრდა 275 000 ლარით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX, XXII თავებით და 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული პირები სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო იურიდიული დახმარებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაზე იმუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მომუშავე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინურმა სამუშაო ჯგუფმა. მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივით 2015 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში შედიან: იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, იურიდიული დახმარების სამსახური, ადვოკატთა ასოციაცია. სულ ჩატარდა დაახლოებით 10 შეხვედრა. შეხვედრები ჩატარდა ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც. 2017 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებიდან ორი წლის თავზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა (სისხლის სამართლის სიტემის რეფორმის საბჭოს სამდივნო) შეიმუშავა კოდექსის იმპლემენტაციისას გამოვლენილი სირთულეების/ხარვეზების ცხრილი. სისხლის სამართლის საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით UNICEF-მა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ წარმოადგინეს ინფორმაცია არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების შესახებ, რომელზეც სამუშაო ჯგუფის თითოეულმა წევრმა დააფიქსირა პოზიცია. 2017 წლის 5 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის წევრი სახელმწიფო უწყებები, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის პროექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“. მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში გამოვლენილი სირთულეების ერთიანი ცხრილი განიხილეს, ხოლო მომდევნო შეხვედრებზე ჯგუფი შეთანხმდა იმ საკითხებზე, რაზეც საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება იყო საჭირო. ცხრილის განხილვა მოხდა აგრეთვე 2017 წლის 18 დეკემბერს გამართულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზეც. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა სხდომაზე განხილვისა და მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. საკანომდებლო ცვლილებათა წინამდებარე პაკეტი განხილულ და დამტკიცებულ იქნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 2018 წლის 21 თებერვალს. მასში ასახულია მოცემულ სხდომაზე და მის მომდევნო დღეებში საბჭოს წევრების და საერთაშორისო ექსპერტების მირ წერილობით მოწოდებული საბოლოო კომენტარები/მოსაზრებები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოქმედების სფერო და გამოყენების წესი, კანონის ანალოგია 1. ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირის მიმართ ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ეს პირი ბრალდებულია. ამ კოდექსის 38-ე–48-ე მუხლებით (გარდა 42-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 46-ე მუხლისა) დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე 18-დან 21 წლამდე პირზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული ან მძიმე დანაშაული. 2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი ნორმები. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების დებულებებიც, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს ან/და არასრულწლოვნისთვის შეღავათს ითვალისწინებს. 4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დროს. 5. ამ კოდექსში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია კანონის ანალოგიის გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და თუ ეს არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. 6. ეს კოდექსი გამოიყენება აგრეთვე საქართველოს დროშით ან ამოსაცნობი ნიშნით საქართველოს ფარგლების გარეთ მყოფ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, ეს კოდექსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზედაც. 8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სხვა სახელმწიფოს სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას დასაშვებია შუამდგომლობის წარმომდგენი სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენებაც, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და შეესაბამება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. მუხლი 15. არასრულწლოვნის საპროცესო უფლებები 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან მოწმეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა. 2. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი სარგებლობს აგრეთვე შემდეგი უფლებებით: ა) მისი განვითარების შესატყვისი ფორმით ინფორმაციის მიღების უფლებით; ბ) თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით – მისი მიღების საჭიროების შემთხვევაში; გ) კანონიერი წარმომადგენლის ან საპროცესო წარმომადგენლის თანხლების უფლებით; დ) საკონსულო დახმარების მიღების უფლებით; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. მუხლი 16. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს აწარმოებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თუ არასრულწლოვნის მიმართ საპროცესო მოქმედება არასპეციალიზებულმა პირმა განახორციელა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს, რომელმაც უნდა განაგრძოს პროცესი, ხოლო არასპეციალიზებული პირი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს არასრულწლოვნის მართლმსაჯულების პროცესს. 2. ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისა, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში. 3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი და ამ პროცესის მონაწილე პირების სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მუხლი 21. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სხვა პირები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი და შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი. მუხლი 23. არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირები 1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი მოწმე გადახდისუუნაროა, მას უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, რის თაობაზედაც გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. 2. სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) იცოდეს ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალდების არსი; ბ) იცოდეს არასრულწლოვან ურთიერთობის შესახებ; მოწმესა და ბრალდებულს შორის არსებული გ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების თაობაზე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების შესახებ, თუ ამით ბრალდებულს/მსჯავრდებულს რეალური საფრთხე არ ემუქრება. 3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. მუხლი 27. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში 1. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე. 2. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ორგანო ინდივიდუალური შეფასების პროცესში შეისწავლის არასრულწლოვნის განვითარების დონეს, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, განათლებას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ ვითარებას და სხვა გარემოებებს, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. 3. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში აისახება არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები, დანაშაულის/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის რისკი და, შესაბამისად, არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები. 4. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის შემდეგ სტადიებზე: ა) განრიდების ღონისძიების განსაზღვრისას; ბ) სასჯელის დანიშვნისას; გ) საპატიმრო სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისას; დ) არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისას; ე) პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. 5. პროკურორის დადგენილებით ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შესაძლებელია მომზადდეს და გათვალისწინებულ იქნეს სხვა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტადიაზედაც, თუ სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობა და ვადები ამის შესაძლებლობას იძლევა. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ამზადებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო), ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტადიებზე − პენიტენციური დეპარტამენტი. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სტადიებზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. 8. ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სისხლის სამართლის პროცესის ყოველ მომდევნო სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისას მხედველობაში მიიღება წინა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში არსებული ინფორმაცია. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალურ შეფასებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს შესაბამისი მოსამართლის მიმართვის საფუძველზე. 10. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტადიაზე ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შეხვდეს არასრულწლოვან ბრალდებულს და ინდივიდუალური შეფასებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს ყველა ფიზიკური პირისაგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებისაგან. მუხლი 29. არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვაზე/საპროცესო მოქმედებაზე დასწრების უფლების მქონე პირები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. 2. არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − ფსიქოლოგი, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში − აგრეთვე არასრულწლოვნის ადვოკატი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. მუხლი 39. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო 1. წინასასამართლო სხდომამდე განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. 2. განრიდება შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ. სასამართლო უფლებამოსილია განრიდების გამოსაყენებლად საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს განრიდებას შესთავაზებს და, მისი თანხმობის შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო მეორე მხარის პოზიციასაც ისმენს. 3. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ. არასრულწლოვნის მიმართ განრიდებისა და განრიდება-მედიაციის პროგრამის გამოყენების წესი, აგრეთვე მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა 1 წელია. 4. არასრულწლოვნისთვის განრიდებაზე უარის თქმის შემთხვევაში დგება გასაუბრების ოქმი, რომელშიც აღინიშნება განრიდებაზე უარის თქმის მიზეზი. ამ ოქმს ხელს აწერენ პროკურორი და არასრულწლოვანი ან/და მისი კანონიერი წარმომადგენელი. 5. პროკურორის მიერ განრიდებაზე უარის თქმის შემთხვევაში არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან ადვოკატს უფლება აქვს, განრიდების მოთხოვნით ზემდგომ პროკურორს მიმართოს. მუხლი 52. არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა 1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და 332-ე მუხლის დებულებები. 2. არასრულწლოვანი შეიძლება დაიკითხოს, თუ მას შეუძლია სიტყვიერად ან სხვა ფორმით გადმოსცეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. 3. არასრულწლოვნის დაკითხვა მისი კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის თანდასწრებით ტარდება. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, მისი დაკითხვისას შეიძლება განხორციელდეს აუდიო- ან ვიდეოჩაწერა. სასამართლო სხდომაზე შესაძლებელია არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). 4. 14 წლამდე ასაკის პირის დაკითხვა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობითა და თანდასწრებით. კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება და სასამართლოს ნებართვით დააზუსტოს 14 წლამდე ასაკის პირისათვის დასმული შეკითხვა. 14 წლამდე ასაკის მოწმეს განუმარტავენ მის მოვალეობას, თქვას მხოლოდ სიმართლე, მაგრამ არ აფრთხილებენ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 5. არასრულწლოვნის დაკითხვისას შესვენებისათვის შესაფერისი ინტერვალის დასადგენად მოსამართლე ითვალისწინებს არასრულწლოვნის ასაკს, განვითარების დონეს და სხვა გარემოებებს. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მოწმეა ან მსხვერპლია, დაკითხვათა რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეზღუდული უნდა იყოს და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევის აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული. 6. არასრულწლოვანი არ შეიძლება დაიკითხოს 22:00 საათიდან 08:00 საათამდე. 7. არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაფერისი საკვებითა და სასმელი წყლით არანაკლებ ყოველ 4 საათში ერთხელ, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, აგრეთვე საპირფარეშოთი შეუზღუდავად სარგებლობის უფლებით. 8. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი დაზარალებული მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი და ადვოკატი ესწრებიან. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. 9. საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. თუ არასრულწლოვანი მოწმე გადახდისუუნაროა, მას უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფილია ფსიქოლოგის მონაწილეობაც. 10. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის/არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. 11. ოჯახურ დანაშაულთან, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) მოძალადე მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. მუხლი 59. არასრულწლოვნის თავისებურებები საქმის სასამართლოში განხილვის სხვა 1. არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, და მას განაჩენში შეაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის პირველი ნაწილის, 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს. სასჯელის დანიშვნის სხდომა უნდა გაიმართოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. 2. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მოსამართლეს გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენში შეაქვს იმავე მუხლის და 273-ე და 274-ე მუხლების სხვა მოთხოვნების შესაბამისი გარემოებები. 3. არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით არ განიხილება. მუხლი 77. არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება 1. ამ კოდექსის 66-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო იმავე მუხლის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულებას „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 2. არასრულწლოვნისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას მისი მოხდის დაწყებამდე, ამ და სხვა არასაპატიმრო სასჯელების მოხდის და პირობითი მსჯავრის მოხდის პროცესში სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში მსჯავრდებული აგრძელებს განაჩენით არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მოხდას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები. 3. არასრულწლოვნის მიერ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი). 4. არასრულწლოვანი თავისუფლდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 5. არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას პრობაციის ოფიცრისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. 6. არასრულწლოვნის მიერ ჯარიმის გადახდისთვის თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარდგინებისა და შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ჯარიმის უცვლელად დატოვების ან შეცვლის შესახებ. მოსამართლე წარდგინებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლისა და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და დაკითხოს მოწმეები. 7. თუ არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებლობითი მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო წყვეტს არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის ძალაში დატოვების საკითხს, ხოლო არასრულწლოვნის მიერ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს გადაწყვეტილება სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ. 8. განაჩენით დანიშნული სასჯელის სხვა სასჯელით შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვნის მიერ მოსახდელი სასჯელის ზომის დადგენისას, მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, ერთმანეთის შესაბამისად ითვლება შინაპატიმრობის 1 დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი, ჯარიმის 50 ლარი, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის 1 დღე. 9. არასრულწლოვნისათვის არასაპატიმრო სასჯელის ან/და პირობითი მსჯავრის შეცვლის შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსით. 10. არასაპატიმროსასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის ვადით ინახება პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება.