„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (სსიპ „საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge)
03/07/2012
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 49-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. კომიტეტის წევრს კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად
არ ეთვლება, თუ სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სხდომამდე
წერილობით ინფორმირებული იქნება კომიტეტის თავმჯდომარე (თავმჯდომარის
მოადგილე). კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო
მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით),
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის
წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი,
გერი, და და ძმა. კომიტეტის წევრს სხდომა ასევე, არასაპატიო მიზეზით გაცდენილად
არ ეთვლება, თუ კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ მუხლის მე-5 და მე-8
პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. კომიტეტის წევრის კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
32. კომიტეტები ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან კომიტეტის სხდომის
საოქმო ჩანაწერს, აგრეთვე კომიტეტის წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზებთან
დაკავშირებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების
გამოყენების თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის წარდგენილ წერილობით
მიმართვებს.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია
მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება
აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც
ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება
1
ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის
შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს
ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის
სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის ამ მუხლის მე4 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და
ამავე პუნქტის მოთხოვნების დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს
სათანადო რეაგირებას. აგრეთვე, ყოველი სესიის ბოლოს საჭიროების შემთხვევაში
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული უფლების გამოყენების საკითხს და დარღვევის ფაქტის
გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.“.
დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების
კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში.
კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება, აგრეთვე
კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება
პარლამენტის ვებგვერდზე პლენარული სხდომების კვირაში - კომიტეტის სხდომამდე
არა უგვიანეს 1 დღისა, ხოლო ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში - სხდომამდე
არა უგვიანეს 2 დღისა.“.
2. 133-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და ფრაქციათა
თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები, დილის
სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან
ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე.
პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში,
უმცირესობაში ან ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე
სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით მანდატურთუხუცესს.“.
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პარლამენტის წევრი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ
2
ჩაეთვლება თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ერთ
რეგისტრაციას მაინც. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-9 და
მე-91 პუნქტების შესაბამისად.“.
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო
მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით),
სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა
(დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე
ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე).
ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი
აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა.“.
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით აგრეთვე,
გაცდენილად არ ეთვლება საქართველოს პარლამენტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ
უცხო ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის
წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის
წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
12. პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური ყოველი თვის
დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს უგზავნის პარლამენტის წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების
აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებს და პარლამენტის წევრების მიერ პლენარული
სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე წარდგენილ წერილობით მიმართვებს.“.
6. 286-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების
შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა
დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან
რეგისტრაციაში, მას, აგრეთვე იმ პარლამენტის წევრს, რომელმაც მის ნაცვლად მიიღო
მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, დაუკავდება ხელფასის 20%. იმავე
სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების
შემთხვევაში პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%. აღნიშნული ფაქტი
ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო
დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.“.
3
ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს,
ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ერთხელ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას
შესაბამისად, ყოველი მომდევნო არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომისთვის
დაუკავდება ხელფასის 10%. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი
მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა ადგენს კომიტეტის სხდომების არასაპატიო
მიზეზით გამცდენ იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული
უნდა იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა და უგზავნის
პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან
თანხის დასაკავებლად.
9. პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
ორზე მეტი გაცდენილი თითოეული, ხოლო რიგგარეშე სესიის განმავლობაში
არასაპატიო მიზეზით გაცდენილი ყოველი სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის
10%. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის
დასრულებიდან
არაუგვიანეს
15
რიცხვისა
ადგენს
პლენარული
სხდომების
არასაპატიო მიზეზით გამცდენ იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც
გამოყენებული უნდა იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის
ზომა და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის
ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.“.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. თუ პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ
გაივლის რეგისტრაციას მას თითოეულ ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5%
(მაგრამ არა უმეტეს დღის განმავლობაში 10%-ისა), გარდა ამ რეგლამენტის 133-ე
მუხლის მე-9 პუნქტისა და პლენარული სხდომების საპატიო ან არასაპატიო მიზეზით
გაცდენის შემთხვევებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
პარლამენტის წევრს დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი
რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში. საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 რიცხვისა
ადგენს იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის
ზომა
და
უგზავნის
პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან
თანხის დასაკავებლად.“.
4
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-6, მე-8 - მე-91 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
პარლამენტის წევრისათვის დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს.“.
ე) მე-12 პუნქტი ამოღებული იქნეს.
ვ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს
კომიტეტის სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, თითოეული მათგანის
მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით და
უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას.
14. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი ადგენს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის
წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და
გაცდენის თარიღების მითითებით
და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და
პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
ქუთაისი
2018 წლის ....
5
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია პარლამენტის წევრთა მიერ
საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების საპატიო და
არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხების მომწესრიგებელი ნორმების ახლებური
რეგულირება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის პლენარული და
კომიტეტის სხდომების საპატიო და არასაპატიო მიზეზით გაცდენის საკითხების და
შესაბამისი რეაგირების მექანიზმების განმსაზღვრელი ნორმების დახვეწა. აგრეთვე,
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრთა რეგისტრაციისა და
დასწრების აღრიცხვის საკითხის ახლებურად მოწესრიგება. ამასთან, პროექტის მიზანია
კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მიერ კომიტეტის წევრის დროებით შეცვლის მექანიზმის
მარეგულირებელი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლს
ემატება 31 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო
მიზეზების ჩამონათვალს. აღნიშნული საპატიო მიზეზების თაობაზე მითითებულია,
პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-10 პუნქტში, თუმცა ვინაიდან 133-ე მუხლი
ეხება პლენარული სხდომის შემთხვევას, ხოლო 49-ე მუხლი კომიტეტის სხდომებს ხდება
ამ დებულებების 49-ე მუხლში ასახვა გარკვეული ცვლილებებით. კერძოდ, მოქმედი
რედაქციით სხდომის გაცდენის ერთ-ერთი საპატიო მიზეზია „ოჯახური მდგომარეობა“.
ვინაიდან აღნიშნული ტერმინი საკმაოდ ფართოა და იმის ზუსტად განსაზღვრა თუ რა
ითვლება კონკრეტულად „ოჯახურ მდგომარეობაში“ და რა შემთხვევა შეიძლება
ჩაითვალოს საპატიოდ ვერ ხერხდება, საჭიროა მისი დაკონკრეტება. ამასთან, პრაქტიკაში
პარლამენტის წევრების მიერ საპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების უდიდესი წილი
სწორედ „ოჯახური მდგომარეობის“ გამო გაცდენილი სხდომებია, ხოლო აღნიშნული
მიზეზის სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, 49-ე მუხლს 31 პუნქტში
კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზებიდან ხდება „ოჯახური მდგომარეობის“
ამოღება. გარდა ამისა საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, როგორიცაა პარლამენტის
წევრის ავადმყოფობა და სამსახურებრივი მივლინება,
ემატება „ოჯახის წევრის
გარდაცვალება“, ვინაიდან, აღნიშნული მიზეზი წარმოადგენს ოჯახური მდგომარეობის
განსაკუთრებულ შემთხვევას, რა დროსაც კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომაზე
დაუსწრებლობა ჩაითვლება საპატიოდ. ასევე კომიტეტის სხდომის გაცდენის საპატიო
მიზეზად ჩაითვლება ოჯახის წევრის დაბადება და ავადმყოფობა, დადასტურებული
საავადმყოფო ფურცლით. საკითხის მეტი სიცხადისათვის აქვე განისაზღვრება თუ ვინ
იგულისხმება ოჯახის წევრში, კერძოდ: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დამავალი
შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა. გარდა ზემოაღნიშნულისა, 49-ე მუხლის 31 პუნქტი
ადგენს, რომ კომიტეტის წევრის მიერ კომიტეტის სხდომის ავადმყოფობის მიზეზით
გაცდენის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს საავადმყოფო ფურცლით.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49ე მუხლს ემატება 32 პუნქტი, რომელიც ადგენს ახალ რეგულაციას, კერძოდ, კომიტეტები
ყოველთვიურად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან საოქმო
ჩანაწერს კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრების დასწრების შესახებ, აგრეთვე,
კომიტეტის წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზებთან დაკავშირებით და ფრაქციის
მიერ კომიტეტის წევრის დროებით შეცვლის თაობაზე კომიტეტის თავმჯდომარისთვის
წარდგენილ წერილობით მიმართვებს. აღნიშნული რეგულაციის საჭიროება
გამომდინარეობს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული 49-ე
მუხლის 41 პუნქტიდან და 286-ე მუხლის მე-8 და მე-13 პუნქტების ცვლილებიდან და
განპირობებულია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ამ პუნქტებით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49ე მუხლის მე-4 პუნქტში ზუსტდება, რომ ფრაქცია, მის მიერ კომიტეტის წევრის დროებით
შეცვლის თაობაზე წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს,
ნაცვლად კომიტეტისა. ამასთან, აღნიშნული უფლების გამოყენების აღრიცხვის შესახებ
საკითხი ახლებურად ყალიბდება პროექტით გათვალისწინებულ პარლამენტის
რეგლამენტის 49-ე მუხლის 41 პუნქტში. კერძოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს ენიჭება უფლებამოსილება შეისწავლოს ფრაქციის მიერ კომიტეტის სხდომაზე
კომიტეტის წევრის დროებით შეცვლის უფლების გამოყენების საკითხი. ამასთან,
კომიტეტი
უფლებამოსილია
რეგლამენტის
49-ე
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს
სათანადო რეაგირება. სიახლეს წარმოადგენს აგრეთვე რეგულაცია, რომლის თანახმად,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველი სესიის ბოლოს საჭიროების
შემთხვევაში განიხილავს ზემოაღნიშნულ საკითხს და დარღვევის ფაქტის გამოვლენის
შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა,
პროექტით ზუსტდება რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ეხება
კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღის კომიტეტის წევრებისათვის ცნობისა და დღის
წესრიგის შესახებ ინფორმაციის განთავსების საკითხებს და ხდება მისი დახვეწა.
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-6 პუნქტში, კერძოდ, 133-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან
ხდება პირველი წინადადების ამოღება, რომელიც ითვალისწინებს მანდატურის მიერ
პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ მათი დასწრების აღრიცხვას. ვინაიდან
რეგისტრაციას პარლამენტის წევრები გადიან ელექტრონული სისტემით და 133-ე
მუხლის მე-3 პუნქტით ისედაც მოიცავს ჩანაწერს, რომლითაც პარლამენტის წევრთა
რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს საჭიროების შემთხევავაში
ადასტურებს მანდატურთუხუცესი, 133-ე მუხლის მე-6 პუნქტში მანდატურის მიერ
პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ მათი დასწრების აღრიცხვის საჭიროება
აზრს მოკლებულია და გარკვეულწილად სახეზეა ნორმათა დუბლირება.
გარდა
ამისა, ზუსტდება 133-ე მუხლის მე-2 წინადადება და კონკრეტდება, რომ აქ საუბარია
„დილის სხდომის გახსნისას“ რეგისტრაციაზე, რის შესახებაც პუნქტს ემატება შესაბამისი
ჩანაწერი.
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულია ცვლილება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-8 პუნქტში, რომელიც პარლამენტის წევრს
ავალდებულებს გაიაროს პლენარულ სხდომაზე ჩატარებული თითოეული რეგისტრაცია.
თუ პარლამენტის წევრი დღის განმავლობაში გაივლის ერთ რეგისტრაციას მაინც, მას
პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იგი არ
გაივლის დღის განმავლობაში ჩატარებულ სხვა რეგისტრაციებს, მოქმედი
რეგულაციისგან განსხვავებით, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა რეგლამენტით
დადგენილი წესით.
წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-10 პუნქტში, რომელიც განსაზღვრავს პლენარული
სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალს. პლენარული სხდომის გაცდენის
საპატიო მიზეზთა ჩამონათვალიდან ხდება „ოჯახური მდგომარეობის“ ამოღება და ამ
ჩამონათვალს ემატება „ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება და ავადმყოფობა“.
ამასთან, განისაზღვრება თუ ვინ იგულისხმება ოჯახის წევრში. აღნიშნული საკითხის
მოწესრიგება ხდება იმგვარად, როგორც ეს კომიტეტების შემთხვევაშია პროექტით
შემოთავაზებული.
რეგლამენტის პროქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133ე მუხლს ემატება მე-11 პუნქტი, რომლითაც პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა
არასაპატიო მიზეზით გაცდენილად აგრეთვე არ ჩაეთვლება საქართველოს პარლამენტში
მყოფი უცხო ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, პარლამენტის
წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წინასწარი
წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
133-ე მუხლს ემატება მე-12 პუნქტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის აპარატის
მანდატურის სამსახური საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს
ყოველთვიურად უგზავნის პარლამენტის წევრების პლენარულ სხდომებზე დასწრების
აღრიცხვის მონაცემებს და პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომის გაცდენის
მიზეზებთან დაკავშირებით წარდგენილ წერილობით მიმართვებს.
რეგლამენტის პროექტით იცვლება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 286ე მუხლის მე-6 პუნქტი, კერძოდ, დღეს მოქმედი რეგულაციით თუ 1 დღის განმავლობაში
კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის
წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა
კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება ხელფასის 20%. ცვლილების თანახმად
კი მოცემულ შემთხვევაში სანქცია დაეკისრება აგრეთვე იმ პარლამენტის წევრსაც,
რომელმაც სხვის ნაცვლად მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში და მასაც
დაუკავდება ხელფასის 20 %.
რეგლამენტის პროექტით ახლებურად ყალიბდება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს კომიტეტის
სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის პასუხისმგებლობის ზომას და მასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ცვლილების თანახმად, ერთ კომიტეტში გაწევრებულ
პარლამენტის წევრს კომიტეტის სხდომის გაცდენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება
1-ზე მეტი არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის (ნაცვლად ორისა), ხოლო ორ
კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს - 2-ზე მეტი არასაპატიო მიზეზით
გაცდენისათვის (ნაცვლად სამისა). ამასთან, საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი ადგენს იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული
უნდა იქნეს შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა და უგზავნის პარლამენტის აპარატის
საფინანსო დეპარტამენტს ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. პარლამენტის
რეგლამენტის მოქმედი რეგულაცია ვერ უზრუნველყოფს პასუხისმგებლობის ზომის
ეფექტურ გამოყენებას, ვინაიდან, არსებული პროცედურა წარმოშობს ხელფასის
დაკავებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებს.
რეგლამენტის პროექტით ახლებურად ყალიბდება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-9 პუნქტი. კერძოდ, ხდება იმ რეგულაციის ამოღება,
რომლის თანახმად, პარლამენტის წევრზე პასუხისმგებლობა ვრცელდება ერთზე მეტი
პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში. ცვლილების
მიხედვით, პარლამენტის წევრს მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით
ორზე მეტი გაცდენილი თითოეული, ხოლო რიგგარეშე სესიის განმავლობაში არასაპატიო
მიზეზით გაცდენილი ყოველი სხდომისათვის, დაუკავდება ხელფასის 10%. ამასთან,
ახალებურად ყალიბდება ხელფასის დაკავების საკითხი, კერძოდ, პლენარული
სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი ადგენს ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 15
რიცხვისა, რის შემდეგაც სია ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს
თანხის დასაკავებლად.
რეგლამენტის პროექტით 286-ე მუხლს ემატება მე-91 პუნქტი, რომელიც აწესებს
პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობას პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის
გაუვლელობის შემთხვევაში. კერძოდ, ცვლილების თანახმად, თუ პარლამენტის წევრი
პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციას მას თითოეულ
ასეთ შემთხვევაში დაუკავდება ხელფასის 5%, მაგრამ არაუმეტეს დღის განმავლობაში
10%-სა, თუმცა ეს არ ეხება რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ, ასევე
პარლამენტის წევრის მიერ საპატიო და არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის
გაცდენის შემთხვევებს. ამასთან, პარლამენტის წევრს ამ პუნქტით დადგენილი
პასუხისმგებლობა დაეკისრება კალენდარული თვის განმავლობაში ორზე მეტი
რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში.
ამასთან, ტექნიკური ხასიათის ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-11 პუნქტში და ხდება მითითება 286-ე მუხლის 91
პუნქტზე. ასევე პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლიდან ხდება მე-12 პუნქტის
ამოღება, ვინაიდან წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას, კერძოდ ფულადი ჯარიმის დაწესებას პარლამენტის წევრის მიერ
რიგგარეშე სესიის დროს სხდომების გაცდენისათვის.
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში, რომლის თანახმად,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ყოველთვიურად უზრუნველყოფს
საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გამცდენ
პარლამენტის წევრთა სიის შედგენას და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება სავარაუდოდ გავლენას მოახდენს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, რეგლამენტის 286-ე მუხლს ემატება მე-91 პუნქტი, რა
შემთხვევაშიც პარლამენტის წევრს თუ იგი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ
გაივლის რეგისტრაციას, დაუკავდება ხელფასის 5%, მაგრამ არაუმეტეს დღის
განმავლობაში 10%-სა. ამასთან, 286-ე მუხლის მე-6 პუნქტით, სანქცია დაეკისრება
აგრეთვე იმ პარლამენტის წევრსაც, რომელიც სხვის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას
კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში და მას დაუკავდება ხელფასის 20%. გარდა ამისა, იცვლება
286-ე მუხლის მე-9 პუნქტის რეგულაცია, კერძოდ პარლამენტის წევრს მორიგი სესიის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორზე მეტი გაცდენილი თითოეული, ხოლო
რიგგარეშე სესიის შემთხვევაში ყოველი სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%.
აგრეთვე, იცვლება პარლამენტის წევრის მიერ კომიტეტების სხდომის გაცდენისათვის
პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის შემთხვევები, 2 კომიტეტში გაწევრებულ
პარლამენტის წევრებისა და 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრების მიმართ.
გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ
პუნქტებში გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
პარლამენტის წევრი, რომელიც სხვის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას
კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში დაჯარიმდება ხელფასის 20%-თ. ასევე თუ პარლამენტის
წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციას მას
დაუკავდება ხელფასის 5%, თუმცა არაუმეტეს დღეში 10%-სა. გარდა ამისა პარლამენტის
წევრს არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება
ხელფასის 10%, თუმცა აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება მორიგი სესიის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორზე მეტი გაცდენილი თითოეული
სხდომისათვის, ხოლო რიგგარეშე სესიის შემთხვევაში ყოველი არასაპატიო მიზეზით
გაცდენილი სხდომისათვის. გარდა ამისა, იცვლება პარლამენტის წევრის მიერ
კომიტეტების სხდომის გაცდენისათვის პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის
შემთხვევები. კერძოდ, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება 2 კომიტეტში გაწევრებულ
პარლამენტის წევრს თვეში 2 სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის, ხოლო 1
კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს - 1 სხდომის გაცდენისათვის.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის
პროექტი
განსაზღვრავს
პარლამენტი
წევრისათვის
პასუხისმგებლობას, კერძოდ ხელფასიდან თანხის დაქვითვას. 286-ე მუხლის მე-6
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი გამოიყენებს სხვის
ბარათს რეგისტრაციისა და კენჭისყრაში მონაწილეობისათვის დაჯარიმდება ხელფასის
20%-თ, მე-91 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თუ იგი პლენარული სხდომის
დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციას მას დაუკავდება ხელფასის 5%, თუმცა
არაუმეტეს დღეში 10%-სა. აგრეთვე ხელფასის 10% დაუკავდება პარლამენტის წევრს
მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორზე მეტი გაცდენილი თითოეული
სხდომისათვის, ხოლო რიგგარეშე სესიის შემთხვევაში ყოველი არასაპატიო მიზეზით
გაცდენილი სხდომისათვის. გარდა ამისა, იცვლება კომიტეტის სხდომების შემთხვევაში
პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის შემთხვევები. კერძოდ, პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება 2 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს თვეში 2 სხდომის არასაპატიო
მიზეზით გაცდენისათვის, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებულ პარლამენტის წევრს - 1
სხდომის გაცდენისათვის.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი,
გიორგი კახიანი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი,
გიორგი კახიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
მუხლი 49
1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების გამართვის
პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა
გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის
ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ
განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება
კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი
ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, ამ რეგლამენტით
განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი
შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა
მიიღოს მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ რეგლამენტის 286-ე
მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს
მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული
წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით
აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ
კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი
სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. პარლამენტის აპარატის მანდატურის
სამსახური აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის
შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებს. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც
ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.
5. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის
სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის
სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის
წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი
კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი
დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის
ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის
სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა
უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია
სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.
6. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე
დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის
გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ
რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას
გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი
შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის
წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.
9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე
თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან
საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
10. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს
დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
11. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა
პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
12.
კომიტეტის
სხდომაზე
დასასწრებად
შეიძლება
მოწვეულ
იქნენ
საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.
13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი
წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის
შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.
14. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.
მუხლი 133
1. პარლამენტის პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. დილის სხდომის გახსნის წინ და კენჭისყრის წინ ტარდება პარლამენტის წევრთა
რეგისტრაცია.
3. პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს
საჭიროების შემთხვევაში ადასტურებს მანდატურთუხუცესი, რომელიც პირადად არის
პასუხისმგებელი თავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.
4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის
ინფორმაცია ეჭვს იწვევს, უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან
ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ
პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას
პარლამენტი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის
რეგისტრაციის საბოლოო შედეგს.
5. თუ პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის
შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება პარლამენტის წევრთა საკმარისი
რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში
ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა
საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე
ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა პარლამენტის წევრთა
საკმარისი რაოდენობა, რეგისტრაცია იმავე პროცედურით ტარდება საღამოს სხდომაზე.
განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა
გადაწყვეტილება.
6. პარლამენტის ყოველი დილის სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ
პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შემდეგ მანდატურთუხუცესი აღრიცხავს
პარლამენტის წევრთა დასწრებას. უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და
ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – მათი მოადგილეები,
რეგისტრაციამდე მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების
მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის
გაერთიანებული უმრავლესობაში, უმცირესობაში ან ფრაქციაში, მის მიერ სხდომის
გაცდენის
მიზეზის
თაობაზე
სხდომამდე
თვითონ
აცნობებს
წერილობით
მანდატურთუხუცესს.
7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ
მიაწვდიან მანდატურთუხუცესს ინფორმაციას, პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა
არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.
8. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად ჩაეთვლება, თუ იგი არ
გაივლის რეგისტრაციას დილის სხდომის განმავლობაში ან კენჭისყრების წინ.
9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ უმრავლესობა, უმცირესობა, ფრაქცია, დამოუკიდებელი პარლამენტის
წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე
საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილობითი
განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
10. პარლამენტის წევრის მიერ პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის
საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, სამსახურებრივი
მივლინება. ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს კომიტეტის
თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – კომიტეტის სხდომის გაცდენის შემთხვევაში
და ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე) – პლენარული სხდომის
გაცდენის შემთხვევაში.
მუხლი 286
1. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრს სიტყვას
ჩამოართმევს, თუ იგი:
ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს
შეეხო;
დ) აჭარბებს ამ რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას
გაუგრძელეს.
2. გაფრთხილება გამოიყენება იმ პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის;
გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
წარმართული სხდომის შეფერხებას.
3. სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება იმ პარლამენტის
წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს
იმავე ქმედებას;
ბ) სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;
გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სხვა პარლამენტის
წევრებს.
4. პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების
მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ
შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური
აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას.
5. პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების
მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება.
6. თუ 1 დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების
შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და
მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, მას დაუკავდება
ხელფასის 20%. იმავე სესიის განმავლობაში იმავე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი
განმეორების შემთხვევაში ამ პარლამენტის წევრს დაუკავდება ხელფასის 25%. აღნიშნული
ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელიც ეგზავნება პარლამენტის აპარატის
საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
7. თუ პარლამენტის წევრი, რომელსაც ევალება პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), კანონპროექტის
წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას
დაუკავდება იმ დღის ხელფასი. პარლამენტის წევრის მიერ სხდომათა დარბაზში
კანონპროექტის წარუდგენლობის ფაქტი, სხდომის თავმჯდომარის განცხადების
საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერით, რომელსაც მანდატურთუხუცესი 24 საათის
განმავლობაში უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის
დეპარტამენტს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
8. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო
1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში
არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება
ხელფასის 10%. პარლამენტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ეთვლება, თუ მან წინასწარ შეატყობინა კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის შესაძლო
გაცდენის საპატიო მიზეზის შესახებ ან კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა ამ რეგლამენტის
49-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევით. პარლამენტის წევრის
კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და
აღირიცხება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, რის შემდეგაც საოქმო ჩანაწერი ეგზავნება
პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის
დასაკავებლად.
9. თუ პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო
მიზეზით არ დაესწრება ერთზე მეტ პლენარულ სხდომას, მას ერთზე მეტი გაცდენილი
თითოეული სხდომისათვის დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრის პლენარულ
სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და
კალენდარული თვის ბოლო პლენარულ სხდომაზე ცხადდება სხდომის თავმჯდომარის
მიერ. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური
საოქმო ჩანაწერების საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით
გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო
უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.
10. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის
განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება
ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის ჩაუტარებლობის
მიზეზს და უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის
თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
11. ამ მუხლის მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
პარლამენტის წევრისათვის დაკავებული ხელფასის საერთო რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს პარლამენტის წევრის ხელფასის 50%-ს.
12. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ
ვრცელდება პარლამენტის წევრზე რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის პერიოდში.
13. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენ
პარლამენტის წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების
რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენ
პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს,
რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას
და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას.
14. ყოველი სესიის ბოლოს პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური ადგენს
პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას, ფრაქციების
მითითებით, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების
რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. პლენარული სხდომების არასაპატიო
მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და პარლამენტის
ვებგვერდზე განთავსებას.