პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.03.2018
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობა
ნომერი
#3904/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 19 ✗ 28
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წლის 4-5 აპრილს, დაინიშნოს პოლიტიკური დებატები. პოლიტიკური დებატები გაიმართოს ე.წ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამთავრობო პოლიტიკასთან, მოსახლეობისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების გზებთან და საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ არ გავრცელებულა ე.წ აზიური ფაროსანა პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე