„RMG-ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
RMG - ის მიერ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის
მიყენებული ზიანის ფაქტის
შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის
შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტი ადგენს:
1.
მიზანშეწონილად
იქნეს
მიჩნეული
საქართველოს
საპარლამენტო
უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარდგინებით
გათვალისწინებული
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის "RMG - ის მიერ
კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტს.
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია დანაშაული რომელთან
დაკავშრებითაც საზოგადოებრივი ინტერესი დიდია და აღნიშნულის გამოძიება
სახელმწიფო
და
საზოგადოებრივი
თვალსაზრისით
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია - "RMG - ის მიერ
კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფაქტი.
4. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად განსაზღვროს 3
თვე.
5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 11
წევრით.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე