საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მომართვა ფრაქციებს შორის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობისა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში ფრაქციების წევრების წარდგენის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.03.2018
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#4079/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

წერილი
N 4079 16/03/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ სოფიო ქაცარავას საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 7 მარტის №139/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოგიდგენთ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციებიდან მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში საქართველოს პარლამენტის წევრების გადანაწილებას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცებული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გათვალისწინებით და რეგლამენტის 32-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალმა ფრაქციებმა ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ,,ევროპული საქართველო“ და ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დათმეს შემდეგნაირად: 1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) - ფრაქცია ,,ევროპული საქართველორეგიონები“ ძირითად შემადგენლობაში, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას თმობს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სასარგებლოდ; 2. ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ ძირითად შემადგენლობაში, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას თმობს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სასარგებლოდ; ასევე, ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“ სათადარიგო შემადგენლობაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას თმობს ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“-ს სასარგებლოდ. 3. საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“ სათადარიგო შემადგენლობაში, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას თმობს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“-ს სასარგებლოდ; 4. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (GUAM PA) ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“ ძირითად შემადგენლობაში, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას თმობს ფრაქციის ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სასარგებლოდ; აღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წარმოდგენილი იქნება შემდეგნაირად: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ძირითადი შემადგენლობა: 1. ბაქრაძე დავით - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; სათადარიგო შემადგენლობა: 1. კანდელაკი გიორგი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) ძირითადი შემადგენლობა: 1. წერეთელი გიორგი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“-ს კვოტით; ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC) ძირითადი შემადგენლობა: 1. ტუღუში გიორგი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“-ს კვოტით; სათადარიგო შემადგენლობა: 1. კახიძე ოთარი-ფრაქცია,,ევროპული საქართველო-რეგიონები“-ს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA) ძირითადი შემადგენლობა: 1. კაპანაძე სერგი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA) ძირითადი შემადგენლობა: 1. კანდელაკი გიორგი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“; სათადარიგო შემადგენლობა: 1. კაპანაძე სერგი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; კვოტით. საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) ძირითადი შემადგენლობა: 1. ბაქრაძე დავით თავისუფლებისთვის“; - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა სათადარიგო შემადგენლობა: 1. ჭიაბერაშვილი ზურაბ - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“-ს კვოტით; დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (GUAM PA) ძირითადი შემადგენლობა: 1. აბესაძე ირაკლი - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-რეგიონები“-ს კვოტით; სათადარიგო შემადგენლობა: 1. თენგიზ გუნავა - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO) სათადარიგო შემადგენლობა: 1. ჩიქოვანი მამუკა - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-რეგიონები”. პატივისცემით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეები გიორგი წერეთელი თავმჯდომარე ოთარ კახიძე თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თავმჯდომარე