საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2018 წლის თებერვალში გაწეული მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
წერილი
N 4020
15/03/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2018 წლის თებერვალში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 8 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2018 წლის თებერვალში გაწეული მუშაობის
ანგარიში
2018 წლის თებერვალში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საქმიანობას
წარმართავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა
და
კომიტეტის დებულების შესაბამისად. კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა
კანონშემოქმედებითი,
საკონტროლო
და
კომიტეტის
სპეციფიკიდან
გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში, როგორც წამყვანი, მუშაობდა შემდეგ
საკანონმდებლო აქტების პროექტებზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ რეგლამენტის ეს
პროექტი წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრების რომან კაკულიასა და
ლევან კობერიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
წამყვანი და სავალდებულო დასკვნის
წარმდგენი კომიტეტებისათვის საქართველოს პარლამენტში ინიცირებული
კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას.
ინიციატორთა
აზრით,
წარმოდგენილი
ცვლილებით
კომიტეტებს
საშუალება მიეცემოდათ ყოველი ინიციატივა განეხილათ ოპტიმალური დროის
ფარგლებში, ექნებოდათ შესაძლებლობა კონსულტაციები გაემართათ ყველა
დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან, რაც გაზრდიდა კომიტეტების
ინფორმირებულობისა
კომიტეტების
და
ეფექტიანობას
საზედამხედველო
მიღებული
გადაწყვეტილებების
პარლამენტის
საქმიანობაში.
გარდა
ხარისხს,
კანონშემოქმედებით
ამისა,
პროექტის
რეგლამენტის 163-ე მუხლის მე-5 პუნქტს ემატებოდა
51
და
თანახმად,
პუნქტი, რომლის
მიხედვით დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის
განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი
სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ პროექტზე. საანგარიშო პერიოდში
განიხილა მეორე და მესამე მოსმენით. უნდა აღინიშნოს, რომ, კომიტეტმა გასულ
წელს რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმ დათქმით,
რომ
ვადების ცვლილებასა და კონკრეტული ვადების დაფიქსირებათან
დაკავაშირებით,
კანონპროექტის
მეორე
მოსმენით
განხილვამდე,
1
გაიმართებოდა
კონსულტაციები.
მართლაც,
ინიციატორებთან
და
სხვა
კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა რამდენიმე სამუშაო
შეხვედრა და მოხდა საბოლოოდ მოსაზრებების შეჯერება. კომიტეტის
შესაბამისი დასკვნები წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
აღნიშნული
პროექტი
მიღებულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის
ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“. ამ პროექტების ინიციატორები არიან
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა
ბესელია, გიორგი კახიანი და კახაბერ კუჭავა.
რეგლამენტის
პროექტის
მიზანს
წარმოადგენს
საპარლამენტო
უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრების მიერ მათი
მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებისა და მათი
ანგარიშვალდებულებების
ამაღლების
ხელშეწყობა,
საქართველოს
პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა და ამით ეთიკური ნორმების დაცვის
ზედამხედველობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ღია პარლამენტის 2017 წლის
სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულების და ასევე საერთაშორისო
ორგანიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ამ პროექტით პარლამენტის წევრის
თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარკვეული საკითხები ასევე წესრიგდება
პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, კოდექსს დადგენილებით ამტკიცებს
საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს
ეთიკის
საბჭოს
შექმნის
წესსა
და
პირობებს,
მისი
საქმიანობის,
და
შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს, პარლამენტის წევრის ეთიკის
კოდექსის დარღვევის შემთხევევაში შესაძლო დისციპლინურ სანქციებს და
სხვა.
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტი,
როგორც
წამყვანი,
მუშაობდა
აღნიშნულ საკანონდებლო აქტებზე. განხილულ იქნა პირველი მოსმენით
კომიტეტის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ამ პროექტის
ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თმარ ჩუგოშვილი,
2
გიორგი კახიანი, კახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე და ეკა ბესელია. პროექტი
მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას ისეთ მნიშვნელოვან
კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს
კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას. პროექტი განსაზღვრავს
შეხვედრების
ჩატარების
გეოგრაფიულ
არეალს,
სავალდებულოს
ხდის
პარლამენტის ვებ გვერდზე შეხვედრების გრაფიკის გამოქვეყნებას და
შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მიაწოდონ საკუთარი მოსაზრებები
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას.
ასევე,
რეგლამენტს
ემატება
შესაბამისი
რეგულაცია,
რომლის
თანახმად კომიტეტები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს და მოხდება მათი
გასაჯაროება, ეს კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს
დროულად მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების
შესახებ.
გარდა ამისა, პროექტით სავალდებულო გახდება ყოველწლიური
შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადობის
წარმომადგენლებს შორის, ყოველწლიური შეხვედრები ინიციატორთა აზრით
უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას, საჯარო სექტორში
კეთილსინდისიერების ამაღლებას და კორპორაციული ანგარიშვალდებულების
გაზრდას.
საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთავრობის
მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობის ზედამხედველობას, რაც საჭიროებს რეგლამენტით რეგულირებას.
ასევე პროექტით იგეგმება საბჭოს სახელის ცვლილება, რითაც საბჭოს მუშაობის
არსი იქნება გადმოცემული.
კომიტეტმა წარმოდგენილი პროექტი განიხილა პირველი მოსმენით
კომიტეტის სხდომაზე. გაიმართა დისკუსია პროექტით გათვალისწინებულ
სხვადასხვა საკითხებზე. კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული იყო
შენიშვნები
და
მოსაზრებები,
ინიციატორებს
შესთავაზეს
ცალკეულ
შემთხვევაში
შესაბამისი ნორმების სხვაგვარი ფორმულირება. ინიციატორი
დაეთანხმა გამოთქმულ შენიშვნებს და შემოთავაზებულ კორექტირებებს.
კომიტეტის დასკვნა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ზემოაღნიშნულ
პროექტთან დაკავშირებით წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
3
რეგლამენტის
პროექტი
მიღებულია
პირველი
მოსმენით
საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
რომელიც
საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის და
გიორგი
კახიანის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
იქნა
წარმოდგენილი. ეს პროექტი მიზნად ისახავდა კანონშემოქმედებით პროცესში
მოქალაქეთა
ჩართულობის
მაღალი
სტანდარტის
დანერგვას.
კერძოდ,
ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების, ელექტრონულად ან/და წერილობითი
შეგროვების გზით ექნებოდა შესაძლებლობა წარედგინა, ან პარლამენტის
შესაბამის ვებ გვერდზე შეევსო პეტიცია. ასევე, რეგლამენტის პროექტის მიზანი
იყო ამომრჩევლებს ჰქონდათ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების
დროს ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვების შესაძლებლობა, რაც
გაუმარტივებდა მათ შესაბამისი ინიციატივების წარმოდგენას პარლამენტში და
მნიშვნელოვნად გაზრდიდა საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას. გარდა
ამისა, პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში
ელექტრონული
თანამედროვე
მმართველობისა
სტანდარტების
და
ელექტრონული
დანერგვას,
პარლამენტის
ჩართულობის
ვებ
გვერდის
პოპულარიზაციას და დაინტერესებული პირებისათვის მეტი ინფორმაციის
მიწოდებას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. ამასთანავე, წარმოდგენილი
პროექტი
ამკვიდრებდა
საჯარო
კონსულტაციების
მიღების
მიზნით
პარლამენტის ვებ გვერდზე კანონპროექტის გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტზე,
ამზადებდა
მას
კომიტეტის
სხდომაზე
განხილვისათვის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
რომელიც
პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
იყო წარმოდგენილი. რეგლამენტის პროექტის წარმოდგენის მიზანი იყო
საპარლამენტო
ზედამხედველობის
გაძლიერება.
კერძოდ,
პროექტი
ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული
სამთავრობო
პროგრამის
მიმდინარეობის
შესახებ
საქართველოს
4
პარლამენტისათვის
პრემიერ-მინისტრის
მიერ
ანგრიშის
წარდგენის
ვალდებულების სიხშირის ზრდას. ინიციატივის თანახმად, საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
ვალდებული
იყო
პარლამენტს
წელიწადში
ორჯერ
საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე
კვირაში
წარედგინა
ანგარიში
სამთავრობო
პროგრამის
შესრულების
მიმდინარეობის შესახებ.
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული პროექტი კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის სხდომაზე გამართული დისკუსიისას გამოიკვეთა მთელი რიგი
არგუმენტირებული
ინიციატორის
შენიშვნები,
მოსაზრებები
რის
და
გამოც
კომიტეტმა
რეგლამენტის
არ
გაიზიარა
აღნიშნულ
პროექტზე
კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარედგინა საქართველოს პარლამენტის
ბიუროს.
კომიტეტმა როგორც წამყვანმა დაიწყო მუშაობა შემდეგ პროექტებზე:
საქართველოს
კანონის
პროექტი
,,საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ , რომელიც საქართველოს პარლამენტის
წევრების: გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი(დაჩი) ბერაიას,
ალაქსანდრე ქანთარიას, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას, ოთარ ჩრდილელის,
შალვა კიკნაველიძის, ილია ნაკაშიძის, კობა ნაკაიძისა და ალექსანდრე
ერქვანიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ
კანონპროექტის მიზანია კანონში შევიდეს ცვლილება და დაიხვეწოს ის
რეგულაციები,
რომელიც
მდგომარეობის
შეეხება
დეკლარაციების
თანამდებობის
მონიტორინგს,
პირთა
ქონებრივი
რათა
აღნიშნული
რეგულაციები გახდეს უფრო მოქნილი, მოვიდეს შესაბამისობაში პრაქტიკასთან
და
დეკლარაციების
მონიტორინგის
შედეგები
გახდეს
უფრო
მეტად
სამართლიანი და ლოგიკური.
საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის
ანაზღაურების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა
გაბუნიას, მერაბ ქვირაიას და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
იყო
წარმოდგენილი.
კანონპროექტიის
მიზანია
შესაბამისობაში მოიყვანოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი და
,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონი.
კერძოდ,
საკრებულოს
ფრაქციის
თავმჯდომარის
მოადგილის
5
თანამდებობა
და
მისი
თანამდებობრივი
სარგოს
ზედა
ზღვარი
დარეგულირებულ იქნეს კანონმდებლობის შესაბამისად.
სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტი მუშაობდა
შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე:
საქართველოს კანონი „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო
სარეზერვო სამსახურის შესახებ“ დანმდევ 10 კანონპროექტთან ერთად.
კანონპროექტთა ეს პაკეტი წარმოდგენილ იყო საქართველოს მთავრობის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით.
„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის
შესახებ“, კანონპროექტის მიხედვით, ყალიბდება რეზერვის და მობილიზაციის
ახალი სისტემა, რომელიც მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების,
მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, ასევე ქვეყნის
თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობისაკენ.
კომიტეტმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთობლივ სხდომაზე
განიხილა კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პროექტი და შენიშვნები და
მოსაზრებები გაუგზავნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.
საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
პარლამენტის
რეგლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
პროექტი
შეტანის
და საქართველოს
„საქართველოს
შესახებ“,
რომელიც
პარლამენტის
საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.
როგორც ცნობილია, ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციით
საქართველომ სხვადასხვა სფეროში მოქმედი რეგულაციების ევროკავშირის
კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება იკისრა. მოქმედი კანონის
თანახმად,
განმარტებით
ბარათში
აუცილებელია
წარმოდგენილი
ინფორმაცია
მხოლოდ
ევროკავშირის
დირექტივებთან
შესაბამისობის
საკითხზე.
ასოცირების
შეთანხმების
მიხედვით
საქართველოს
კი,
იყოს
კანონმდებლობის ჰარმონიზება სავალდებულოა არა მხოლოდ ევროკავშირის
დირექტივებთან, არამედ სხვა სამართლებრივ აქტებთანაც.
კანონპროექტის
ინიციატორთა მოსაზრებით აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული აქტის
6
განმარტებითი
ბარათის
სტრუქტურა
და
შეიქმნას
სავალდებულო
და
ერთგვაროვანი სამუშაო ფორმა შესაბამისობის ცხრილის სახით.
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიხედვით
„ნორმატიული
აქტების
შესახებ“ საქართველოს კანონს ექნება ახალი დანართი N1, რომლის შევსება
სავალდებულო იქნება კანონპროექტის ინიციატორისთვის, თუ კანონპროექტი
ევროკავშირის
სამართლებრივ
აქტებთანთან
ჰარმონიზება-დაახლოებას
გულისხმობს. შესაბამისობის ცხრილი იქნება ძირითადი ინსტრუმენტი
კანონმდებლობის დაახლოებისთვის, რადგან ის კანონმდებლობის ხარვეზების
შეფასების
ეფექტური
საშუალებაა
და
კარგად
წარმოაჩენს
ახალი
კანონმდებლობის მიღების ან ცვლილების აუცილებლობას. ამგვარი ცხრილის
დართვა განმარტებით ბარათზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო
პრაქტიკიდან გამომდინარეობს.
კომიტეტმა განიხილა აღნიშნული ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე
წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მოსაზრებები როგორც ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტზე,
რეგლამენტში
ცვლილების
შეტანის
ასევე
საქართველოს
შესახებ
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტზე.
კომიტეტის შენიშვნებს დაეთანხმა ინიციატორი. კომიტეტის შესაბამისი
დასკვნა გაეგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
გარდა საკანონმდებლო საქმიანობისა, კომიტეტი საანგარიშო პერიოდში
მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე
საკითხებზე:
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში:
სწავლობდა
კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ
საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების დაცვის მდგომარეობას.
იმის გამო,
რომ გასულ პერიოდში შეიქმნა ორი ახალი ფრაქცია,
„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება ძლიერი
ეკონომიკა“,
საჭირო
გახდა
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედ დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის ახალი
კვოტების განსაზღვრა. საანგარიშო პერიოდში შემუშავებულ იქნა ახალი
კვოტების პროექტი და მიმდინარეობდა მოსაზრებების შეჯერების პროცესი.
7
სწავლობდა
პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციებსა და
პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს.
აგრძელებდა
პარლამენტის
ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
დადგენილებებითა
და
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს,
რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და
პარლამენტის სტრუქტურებთან. ვებ გვერდზე მიმდინარე წლის თებერვალში
განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი
განახლებული
ინფორმაციები,
რომელიც
ითვალისწინებდა
როგორც
შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაციას.
გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება
წინა
პერიოდში
ვადაგასული,
ჯერ
არ
შესრულებული
დავალებების
შესრულების მდგომარეობის შესახებ. მიმდინარეობდა მუშაობა მიმდინარე
მოწვევაში,
2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში ვადაგასული, საქართველოს
კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით
განსაზღვრული
დავალებების
შესრულების
მდგომარეობის
შესახებ
ინფორმაციის მოსამზადებლად, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება
პარლამენტის ხელმძღვანელობას.
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტი
მუშაობდა
ასევე
კომიტეტის
დებულებით განსაზღვრულ სხვადასხვა საკითხებზე.
8