საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სერგი კაპანაძე, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია, ცოტნე ზურაბიანი) 2018 წლის 26 თებერვალს ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
წერილი
N 4036
16/03/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძე
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით
ნატო-ს
საპარლამენტო
ასამბლეაში,
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის 26 თებერვლის ვიზიტის ანგარიშს ნატო-ს შტაბ-ბინაში.
გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს
წესრიგში.
დანართი: 6 (ექვს) ფურცლად.
პატივისცემით,
ირაკლი სესიაშვილი
თავმჯდომარე
ბიუროს შეხვედრის დღის
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა
საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის
შეხვედრა ნატო-ს შტაბ-ბინაში
ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო
26 თებერვალი, 2018
ანგარიში
ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა
სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა.
12 მარტი 2018
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაციის შემადგენლობა
ძირითადი შემადგენლობა
ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული
ოცნება“;
არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;
სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
სათადარიგო შემადგენლობა
ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;
სერგი
კაპანაძე
-
„მოძრაობა
თავისუფლებისათვის-ევროპული
საქართველო“;
ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები,
რომელშიც მონაწილეობას ღებულობს საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაცია
23-25 მარტი
„როუზ-როს“-ის სემინარი
ბათუმი, საქართველო
25-28 მაისი
ასამბლეის საგაზაფხულო სესია
ვარშავა, პოლონეთი
27-29 ივნისი
„როუზ-როს“-ის სემინარი
სკოპიე, მაკედონია
23-25 ოქტომბერი
„როუზ-როს“-ის სემინარი
ანტალია, თურქეთი
16-19 ნოემბერი
ასამბლეის წლიური სესია
ჰალიფაქსი, კანადა
ანგარიშის მოკლე შინაარსი
მიმდინარე წლის 26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა
დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გამართა შეხვედრა ნატო-ს შტაბბინაში;
შეხვედრაზე,
საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
შემადგენლობა:
ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);
გიორგი ვოლსკი;
სერგი კაპანაძე;
ირაკლი ბერაია;
ბექა ოდიშარია;
ცოტნე ზურაბიანი.
შეხვედრის ფარგლებში არაერთხელ იყო ნახსენები, რომ საქართველომ მიაღწია
პროგრეს,
რომელიც
ქვეყანას
ხელს
შეუწყობს
მის
ევრო-ატლანტიკურ
ინსტიტუტებში ინტეგრაციას. ასევე, დისკუსია შედგა მოახლოვებულ ნატო-ს
სამიტზე, სადაც საქართველოს თემაც იქნებოდა განხილული, ხოლო რა ფორმატით
ეს იმ მომენტისათვის გაურკვეველი იყო;
დისკუსიის ფარგლებში, რიგ საკითხებთან ერთად როგორიცაა საქართველოსთვის
გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების პერსპექტივები, ასევე იყო
განხილული რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და იქ
არსებული ვითარება.
ანგარიში
შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჯეიმს აპატურაიმ გახსნა,
რომელმაც აღნიშნა, რომ ალიანსი კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდა, რათა
ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია უფრო ეფექტური და შედეგიანი ყოფილიყო.
კერძოდ, აპატურაიმ აღნიშნა, რომ მუშაობა ხუთი მიმართულებით
მიმდინარეობდა, ესენი იყო: შეკავება და თავდაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა,
ალიანსის მოდერნიზაცია, ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა და პარტნიორი
ქვეყნების მხარდაჭერა.
მან, ალიანსის მოახლოებული სამიტი აღნიშნა, რომელიც ქ. ბრუსელში (ბელგიის
სამეფო) გაიმართება, სადაც, რიგ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს თემაზეც
იქნება მსჯელობა. თუმცა რა ფორმატში გაიმართება საქართველოს საკითხზე
მსჯელობა იმ მომენტისათვის უცნობი იყო. მისივე თქმით, სამიტზე განიხილება
ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის
გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოსთანაც, რომელთან,
თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთ სფეროდ შავი ზღვის რეგიონის
ფარგლებში მოიაზრებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან
თანამშრობლობის მხრივ არსებობს რიგი ქმედითი ინსტრუმენტები, რომლებიც
ქვეყნის ალიანსთან დაახლოებას შეუწყობდა ხელს. ყოველწლიური ეროვნული
პროგრამა
ორმხრივი
თანამშროლობის
გაღრმავებისათვის
ერთ-ერთი
ინსტრუმენტს წარმოადგენდა. აპატურაი ასევე, თავდაცვისა და სახელმწიფო
შესყიდვების სფეროზე პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერების
მნიშვნელობასაც შეეხო.
ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან დისკუსიის ფარგლებში,
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ დასვა კითხები, რომელიც ალიანსის
მოახლოვებულ სამიტს და ამ სამიტზე საქართველოს საკითხის განხილვას
შეეხებოდა. დისკუსია ასევე, შეეხო აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობას, უკრაინის
საკითხს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
ზემოაღნიშნულზე აპატურაიმ უპასუხა, რომ მოახლოვებულ სამიტზე
საქართველოს საკითხის განხილვის ფორმატი გადაწყვეტილი არ იყო, დისკუსია და
მსჯელობა გრძელდებოდა და კონკრეტული პასუხი იმ დროისთვის არ ჰქონდა,
მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ზოგიერთი ქვეყანა დაუღალავად
მუშაობდა, რათა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა შედგეს. აპატურაიმ
ასევე, განაცხადა, რომ ის საქართველოს იმ ნარატივს შეცვლას მიესალმება,
რომელიც მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე იყო აქცენტირებული. ეს
იმის მანიშნებელია, რომ საქართველო რეალურად მუშაობს რეფორმებზე.
დელეგაციამ ასევე, ნატო-ს პოლიტიკურ ოფიცერთან, სტეფან ელგერსმანთან
გამართა შეხვედრა, რომელიც საქართველოზეა პასუხიმგებელი. დისკუსიის
ფარგლებში განხილული იყო საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა,
საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები და საკონსტიტუციო
ცვლილებები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის
მოადგილეს როუზ გოტემოლერს, რომელიც ნატო-ს მოახლოებულ სამიტს და
საქართველოს თემას შეეხო. ისევე როგორც ჯეიმს აპატურაიმ, მანაც აღნიშნა, რომ
სამიტის ფარგლებში საქართველოზეც იქნებოდა მსჯელობა, მაგრამ რა ფორმატით
ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. გოტემოლერმა, საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველომ
ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
და იქვე დასძინა, რომ არსებობს მიმართულებები, რომლებიც ნატო-სა და
საქართველოს თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს, კერძოდ კი შავი ზღვის
რეგიონში თანამშრომლობის კუთხით.
უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური მდივნის მოადგილე, რუსეთის მიერ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით დაინტერესდა, რაზეც
დელეგაციის წევრებმა ამომწურავი და განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს. მათ
შორის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზეც.
ვიზიტის მიწურულს შეხვედრა შედგა ნატო-ში ლიტვის, გერმანიისა და თურქეთის
ელჩებთან და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან. ელჩებმა
კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქათველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი
მხარდაჭერა და ღრმა მწუხარება გამოთქვეს ცხინვალში უკანონოდ დაკავებული
არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო.
გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ ალიანსის მოახლოვებულ სამიტზე საქართველოს
თემა უნდა იყოს განხილული, ხოლო, თურქეთის ელჩმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა
მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. დისკუსიის ფარგლებში
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა გაწევრიანების სამოქმედო
გეგმის საკითხი წამოწიეს და აღნიშნეს, რომ მოახლოებულ სამიტზე საქართველოს
მოსახლეობა, ალიანსის წევრი ქვეყნებისგან მკაფიო გზავნილს ელოდება. ამიტომაც
კარგი იქნებოდა თუ სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა
შედგებოდა.
ელჩებთან შეხვედრისას არაერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ალიანსში
გასაწევრიანებლად აუცილებლად სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ეს
არ იყო ახალი თემა. ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ
აღნიშნა, რომ სამიტის მსვლელობისას ალიანსის წევრებმა უნდა შეიმუშაონ ის
ძლიერი პოზიტიური გზავნილი, რომლის ადრესატიც საქართველო იქნებოდა.
მაგრამ, იმ დროისთვის წევრებს აღნიშნულ გზავნილთან დაკავშირებით
ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდათ. აშშ-ს წარმომადგენელმა ასევე დასძინა,
რომ ალიანსის მეხუთე მუხლთან დაკავშირებით ქართველი ხალხი შეცდომაში არ
უნდა შევიყვანოთ, რადგანაც ეს მუხლი ალიანსის ყველა წევრისათვის ერთნაირად
მოქმედებს.