საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
ar
---
\
l$jsdro6gqxlt Jst6q,s0gfuolt bofl$c1b
b)J)ho3lemb
))hc)al60n
bter$UgCgoq,gbs
Nl41/4
2018 SCq'o, 19 A160,1
lr!d!6o8Cqx'!t Ji6rq,rAC6OoL fu6q,rA36oou 150-9 Ag\nb 09-4 q.os 69-5 qC6dOC6"t,
t lged3gq,$C, tDCif,qECqx'tU ltd{,raC66ob 8o3&'r rq,aC6lr:
q-orC3rqx'ru tsjrfrggqx'rb JcdryrAC6$ot qC6.rqrye' tu3ooDorr Jo0o6gil,
JcrAoucr,l, aoCO $&e€tryN60*(,.,
0J6oboqxtl, lrriJd,C,l3Cq,('rb OC60d,rqIC6,o
Ir3r6o60pg\x'r So6ryryC0i "t idrttcr6Cq'cltr ,'!d,6lfuq, Jr&t60o "t ii.tr8g6o JoQCCLo"
$q,q,Cbol, 0Cd-r6ot EClr$0b", "t $'Fro80q'eir (,tr,oD60q, 3$<,t6tlo ,rqraoq,c$6%o
o6c,offr6,<r€Cq'c!6ot 3r'!Adtro" 33q,oq,Cbot Ag66ob Bgltbg$" (t "Aot:liq'ijCslr
&'tq'o0pJg6o &C6onrEC&CboL 891$b6b" Itrd.r6o4gemu er6,Ar6gq' 316r'160o Bq,oq,C&rU
aggrEob 09lsu9a" trrdrf,o8cq,rd, 3r&'r6oL Jr6oglrSg6o[6 a'$€8o6c0ocr, (N4o40; 14.03.2018)
qr 6JqD$$Ccpqt0ol, o,r<'rbr$g roerbcij l$dr6oBC(xd, Jid,q,rAC6oot &,"J6olr.
trr$d,cr80q'r'$ Jrd,q,$96$ob o4fuqx.rau69,
So,Cf,cllr tbq'cfot orrgA1qrfld,C
საკანონმდებლო წინადადება
362-01-02-2-201803141658
N 01-02/362
14/03/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 29 დეკემბრის
№301/2017 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2018
წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა ცესკოსა
და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის
არჩევნების პერიოდში კანონმდებლობაში გამოვლენილი ხარვეზების შესწავლა და ანალიზი,
რის საფუძველზეც მომზადდა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი.
შესაბამისად,
საქართველოს
საკანონმდებლო
პარლამენტის
წინადადებების
სახით,
რეგლამენტის
განსახილველად
150-ე
მუხლის
წარმოგიდგენთ
თანახმად,
საქართველოს
ორგანული კანონების პროექტებს ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო
კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ’’, ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ’’, და ,,საქართველოს ორგანულ
კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ცვლილების შეტანის შესახებ’’,
თანდართული განმარტებითი ბარათებით.
დანართი: 134 ფურცლად.
პატივისცემით,
თამარ ჟვანია
კომისიის თავმჯდომარე
.
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო1“ ქვეპუნქტი:
,,ო1)
არჩევნებში/რეფერენდუმში
მონაწილეთა
ხმები
-ამომრჩეველთა
ხმების
რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი
საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილ საარჩევნო
ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;“;
ბ) „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ1)
წინასაარჩევნო
აგიტაცია
–
ამომრჩეველთა
მოწოდება
საარჩევნო
სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ,
აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის
არჩევას,
ან/და
რომელიც
შეიცავს
წინასაარჩევნო
კამპანიის
ნიშნებს,
მათ
შორის,
წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების
შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა;“;
გ),,ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო
კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი,
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, სარეგისტრაციო ჟურნალი,
ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4.
თუ
ამ
კოდექსით
სხვა
რამ
არ
არის
დადგენილი,
ჩასატარებელი
არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები
1
აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში
შესვლის დღიდან.“.
3. მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა,
აგრეთვე
კომისიის
სხდომაზე
დასწრების
უფლების
მქონე
პირს,
საარჩევნო
პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ
აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების
ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არ
განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს დამუშავება ან
გადაღება გათვალისწინებულია ამ კოდექსით.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. ცესკოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა რაოდენობას
ყოველწლიურად
განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო, დამტკიცებული საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ საოლქო საარჩევნო
კომისიის წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე/ტექნიკურ პერსონალსა და საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრს, რომლებიც:
ა) შეყვანილი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ
მუხლის საფუძველზე მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ
შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება;
ბ)
იღებენ
სოციალურ
პაკეტს
„სოციალური
პაკეტის
განსაზღვრის
შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური
პაკეტი.“.
5. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
საარჩევნო
კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
2
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების
დღიდან 4 წლის განმავლობაში;“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით
საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების,
მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის
გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ;
ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი
ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს
პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების,
ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით გამართული არჩევნების, ქალაქ
თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც
დგება ცესკოს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;
ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ1“ ქვეპუნქტი:
,,ნ1) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე და
ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და
მაქსიმალურ ოდენობას;“;
გ) ,,შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,შ1“ ქვეპუნქტი:
,,შ1) დადგენილებით განსაზღვრავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის
წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობებს;“;
დ) ,,ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას, რომლებიც
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან
სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული
თანამდებობიდან.“.
3
7. მე-16 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის
თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და
ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5.
იმ
სამსახურებისა
და
საშტატო
ნუსხით
გათვალისწინებულ
მოხელეთა
ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს
და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის
მოხელის
სერტიფიკატი,
დადგენილებით
განსაზღვრავს
ცესკო.
საჯარო
მოხელის
სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“.
8. მე-19 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის
თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის
ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან
უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა
რაოდენობა 12-მდე შეავსოს.“;
ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 და 63 პუნქტები:
,,62. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში
აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრული ან
არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში
არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით) მას, ვინც დანიშნა კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები ცესკოს 3 დღეში
უნდა დაუბრუნდეს.
4
63.
უფლებამოსილი
პარტიის
მიერ
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
წევრად
დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა, რომ ეს
პირი ცესკოსთვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის
წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-17
პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2
დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საოლქო
საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“;
გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის
დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და
ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა), ცესკოს განკარგულებით დადგენილი
რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი
არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო
მოსამსახურეები
და
მათზე
არ
ვრცელდება
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9
პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს
ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების
დასრულებამდე.“.
9. მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის:
ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
საარჩევნო
კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების
დღიდან 4 წლის განმავლობაში;“;
ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:
5
,,გ1) შრომით ხელშეკრულებას უფორმებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და
ტექნიკურ პერსონალს;“.
11. 23-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1800 ამომრჩევლისათვის,
გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის,
მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს
არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას
საარჩევნო
უბნების
საზღვრების
მითითებით.
საოლქო
საარჩევნო
კომისია
მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს
საარჩევნო
უბანში
შემავალი
ყველა
საცხოვრებელი
შენობა-ნაგებობის
ნუსხასა
და
მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება
არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.“;
ბ)21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2500-ს
არ უნდა აღემატებოდეს.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე
არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების
საფუძველზე, არანაკლებ 20 და არაუმეტეს 3500 ამომრჩევლისთვის. ამ საარჩევნო უბნების
შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო.“.
12. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
საარჩევნო
კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების
6
დღიდან 4 წლის განმავლობაში;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 25-ე მუხლის მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში
აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრული ან
არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში
არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ
მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის
ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია
კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან
ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
131.
უფლებამოსილი
პარტიის
მიერ
საუბნო
საარჩევნო
კომისიის
წევრად
დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა, რომ ეს
პირი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან
სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის
24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს
დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“.
14. 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების,
კომისიის ბეჭდების,
შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ
გაცემისთვის;“.
15. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
,,5. კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში.
6. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კომისიის წევრს
ვადაზე
ადრე
მოუხსნას
დისციპლინური
პასუხისმგებლობა.
დისციპლინური
პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, როგორც მისი შეფარდება.“.
7
16. 29-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) კომისიის წევრს, იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის
შემთხვევაში,
უწყდება
უფლებამოსილება
ვადამდე
არჩევის/დანიშვნის
შესახებ
სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია
იღებს ცნობად და აფორმებს კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღეს,
კენჭისყრის დღემდე ბოლო 15 დღისა და კენჭისყრის დღის მომდევნო დღის ჩათვლით.“.
17. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს
არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი. დადგენილებას ხელს აწერენ
ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება
ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ
დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია ცესკოს
დადგენილების
მიღება
კენჭისყრამდე
ბოლო
4
დღის
განმავლობაში.
ცესკოს
დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება
მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე.“.
18. 31-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის
შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე
მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (ხოლო არასაარჩევნო პერიოდში ბოლო
საერთო
არჩევნებისას
რეგისტრირებულ
დამკვირვებელ
ორგანიზაციას),
ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში
არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას
(ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის
საჯარო
ინფორმაციისთვის
მიკუთვნებულ
ვერსიას.
ამომრჩეველს
უფლება
აქვს,
მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის
8
გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს
მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების
შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და
გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო
საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო/საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ
მიაწოდონ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.“;
19. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში
გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას,
რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი ან
სატელეფონო
ზეპირ
განცხადებას,
ამომრჩევლის
პირადი
ნომრის,
სატელეფონო
შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;“.
20. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით
კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე
განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის
ნომერი და სხვა რეკვიზიტები;“.
21. 361 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს
მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება
იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო
სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.“.
9
22. მე-40 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
რეგისტრაციაში
გატარების
მიზნით
ადგილობრივმა
დამკვირვებელმა
ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების
დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც
(რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების
მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერი, გაცემული უნდა იყოს
საარჩევნო
კომისიისათვის
განცხადების
წარდგენამდე,
ბოლო
10
დღის
ვადაში,
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის
(პირების) მითითებით. ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის
მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით, სააგენტო ცესკოს უზრუნველყოფს
შესაბამისი
ელექტრონული
მონაცემების
ბაზებზე
წვდომის
და
გადამოწმების
შესაძლებლობით.“.
23. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო
ბიულეტენების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის
შეუშლელად;’’;
ბ) ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;“;
გ) ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
10
,,ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი აქვს
ხელში;’’;
დ) ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო
ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;“.
24. 42-ე მუხლის:
ა) 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,22. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:
ა) ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;
ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;
გ) საარჩევნო კომისიის წევრი;
დ) ადგილობრივი დამკვირვებელი;
ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრამდე ერთი
დღით ადრე და კენჭისყრის დღეს, გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი,
რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.
25. 44-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
განცხადება
პრესისა
და
მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალებათა
წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას
კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს
წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის
მომართვის
შემთხვევაში,
განცხადებას
უნდა
დაერთოს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, საარჩევნო კომისიისათვის განცხადების
წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან,
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის
(პირების) მითითებით. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის, საქართველოს
11
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის
მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, სააგენტო ცესკოს
უზრუნველყოფს
ელექტრონული
მონაცემების
ბაზებზე
წვდომის
და
გადამოწმების
შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ
უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ
მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.
4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის
მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების
აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან
1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის
შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი
დასაბუთებული უნდა იყოს).“.
26. 56-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის დამზადების/განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო
საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ
პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების
რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური
გაერთიანებების
რაოდენობაზე.
პარტიისთვის
საარჩევნო
და
ამასთანავე,
არჩევნებში
დამოუკიდებლად
ბლოკისთვის
(მიუხედავად
ბლოკში
მონაწილე
გაერთიანებული
პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000
ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული
უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში,
რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს, ამავე პუნქტით
დადგენილი
ოდენობების
დამამზადებელს/მაუწყებელს
ფარგლებში,
აუნაზღაურებს
12
სატელევიზიო
ცესკო
სატელევიზიო
რეკლამის
რეკლამის
დამამზადებელს/მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების
საფუძველზე,
ცესკოსთვის
მისი
წარდგენიდან
10
სამუშაო
დღის
განმავლობაში.
ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ კანონის 51-ე მუხლით დადგენილი წესითა
და ვადაში მაუწყებლის მიერ გადმოცემული, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების
სარეკლამო დროის ფასისაგან განსხვავებულ ფასს, მაუწყებლის სატარიფო პოლიტიკიდან
გამომდინარე.
6. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან:
ა) 5 სამუშაო დღის ვადაში პარტია ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს შესაბამისი
ინფორმაცია ხელშეკრულების საბოლოო შესრულების შესახებ;
ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში სატელევიზიო რეკლამის დამამზადებელი/მაუწყებელი
ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში
დაბრუნება თუ პარტიამ ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა.“.
27. 58-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“-,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ა) ხმის მიცემის ადგილი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს
ამომრჩევლის
მიერ
საარჩევნო
ბიულეტენის
შევსების
ფარულობა.
ყოველი
600
ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა,
სადაც უნდა იყოს კალმისტარი;
ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს საარჩევნო ყუთი;“.
28. 61-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი
300
ამომრჩევლისთვის),
რომლებიც
აგრეთვე
გასცემენ
საარჩევნო
ბიულეტენებს,
ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ბეჭდის დასმის შემდეგ;
ბ) მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.
თუ
კენჭისყრის
შენობაში
ყოფნის
უფლებამოსილების
მქონე
პირებმა
დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, აღნიშნული საჩივრის
რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს კომისია.“;
13
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო
საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის
სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კომისიის თავმჯდომარე და
მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე
საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი
ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო
მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან
შემდგომი შედარების მიზნით.“.
29. 61-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.ბ“ და ე.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი
400
ამომრჩევლისთვის),
რომლებიც
აგრეთვე
გასცემენ
საარჩევნო
ბიულეტენებს,
ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ბეჭდის დასმის შემდეგ;
ე.გ) საარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრი;“;
ბ) მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთის
ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.“;
გ) მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს
მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას;“;
დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო
საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო
ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში .
10. პირველი ამომრჩეველი კენჭისყრის ოთახში შესვლისას, კენჭისყრის დღის
ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელის მოწერით ადასტურებს, რომ საარჩევნო ყუთი
ცარიელია, ხოლო კომისიის მდივანს აღნიშნული ამომრჩევლის სახელი, გვარი და
14
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ამავე
გვერდზე.”.
30. 63-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 63. საარჩევნო ბიულეტენი “;
ბ) მე-8-მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული
ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა
საარჩევნო
ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვისა.
9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს
გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო
ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო
საარჩევნო კომისიებს.
10. საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო
საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო
კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების
აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები,
ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და
ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს
ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო
ბიულეტენების
გადამცემ
კომისიაში,
ხოლო
მეორე
ცალი
გადაეცემა
საარჩევნო
ბიულეტენების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა
საარჩევნო ბიულეტენები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი
შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი
საჯარო ინფორმაციაა.“;
გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს ამომრჩეველთა
რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.“;
დ) მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
15
,,19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს)
გასცემს
ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.
20. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა
შესაბამისი რაოდენობის
საარჩევნო ბიულეტენი.“.
31. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების
პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში
მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი
კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
იგი მას წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან
ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან,
რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და
ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას
ან
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტს.
წარდგენილ
დოკუმენტში/დოკუმენტებში
მონაცემების
ამომრჩეველთა
სიაში
ამომრჩეველთა
აღნიშნული
არსებულ
რეგისტრატორი
ამომრჩევლის
მონაცემებთან
ამოწმებს
სარეგისტრაციო
შესაბამისობას
და
ამ
ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში
არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების
შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და
ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი
ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. საარჩევნო
ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ბიულეტენს
(ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით ამოწმებს;
32. 65-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
16
,,დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის
საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული
საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;“;
ა.ბ) ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ)
საარჩევნო
ყუთთან
მუდმივად
უნდა
იმყოფებოდეს
საარჩევნო
ყუთის
ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს საარჩევნო ბიულეტენის
ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი მივა
საარჩევნო ყუთთან ბიულეტენის/ბიულეტენების მოსათავსებლად;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში საარჩევნო
ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო
ბიულეტენი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა
ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო
ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“,
ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების
მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და
ბიულეტენის (ბიულეტენების) საარჩევნო ყუთში მოთავსებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ
მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი
აქვს.
ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.“.
33. 66-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
თანმხლებ
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიას,
საარჩევნო
სპეციალურ
კომისიის
კონვერტებს
წევრებს
და
გადასცემს
ამომრჩეველთა
რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო
ბიულეტენებს.“.
34. 66-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
17
,,3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
თანმხლებ
საარჩევნო
კომისიის
წევრებს
გადასცემს
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური
ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7.
ამომრჩეველთა
ადგილსამყოფლის
მიხედვით
კენჭისყრის
ჩასატარებლად
გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი
გადაეცა გადასატანი
საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. გამოუყენებელ საარჩევნო
ბიულეტენებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. გადასატანი საარჩევნო ყუთის
მეშვეობით
ხმის
მიცემის
პროცესზე
ვრცელდება
ყველა
პროცედურა,
რომლებიც
დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და
დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.
8. თუ ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის
რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე
საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა
შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი . წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს (გარდა ამ
კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) ეძლევა
მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის
უფლება.“.
35. 67-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ძირითადი საარჩევნო უბანი ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის
მიხედვით ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და
მასში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ
საარჩევნო ბიულეტენებს.’’.
36. 68-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს.
მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ
მაგიდაზე, აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად
საარჩევნო ყუთს.
18
5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ
საარჩევნო ბიულეტენებს
ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი
და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ საარჩევნო ბიულეტენებს და იწყებენ
საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.“.
37. 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის
სპეციალური ბეჭდით;“;
38. 69-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველი მთვლელი
იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა
მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე
სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ.. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული
საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც
საეჭვოდ იქნა მიჩნეული.“;
ბ) მე-3 პუნქტის ,,გ“-,,ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
39. 72-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ
მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული
დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით
უარი
განაცხადა
სუბიექტის
განცხადებაზე/საჩივარზე
წარმომადგენელს
ან
იმავე
რეაგირებაზე,
დამკვირვებელს/საარჩევნო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის
სხვა
დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ
გაასაჩივროს კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევა აღმოიფხვრება, კეთდება
ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება ჩანაწერთა
წიგნში.“.
19
40. 73-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების
პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო
ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე
მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო
კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო
კომისია/კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო
რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის
თავმჯდომარემ ან/და კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა, ან სხვაგვარი ფორმით უარი
განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო
სუბიექტის
სხვა
წარმომადგენელს,
უფლება
აქვს
გაასაჩივროს
კომისიის/კომისიის
თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 დღის ვადაში. საოლქო
საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.
41. 74-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და
საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები საჩივრდება ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესით.“.
42. 77-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება
მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო
საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს
შესაბამის
რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში,
რომელიც
საჩივარს
იხილავს
2
კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი
მიღებიდან
1
კალენდარული
დღის
ვადაში
შეიძლება
გასაჩივრდეს
სააპელაციო
სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;
ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
20
,,101. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა
და წესი.“;
გ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,26. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ,
მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული,
მოკვლევის მასალების ფოტოასლები.“;
დ) 32-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:
,,33.
სასამართლოების
მიერ
საარჩევნო
დავებზე
საერთო
სასამართლოებში
წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ცესკოს.
ასევე,
შესაბამისი
სასამართლოს
მიერ
ცესკოს
ეგზავნება
განსახილველ
საქმესთან
დაკავშირებული განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ,
რომლებსაც ცესკო, მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე;
განჩინების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე აღნიშნული განჩინება
მესამე პირებისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება და ისინი სასამართლო პროცესზე
დაბარებულად ითვლებიან.”.
43. 78-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11.
ამ
მუხლით
განსაზღვრულ
საარჩევნო
დავებზე
საარჩევნო
კომისიებში
განცხადების/საჩივრის შეტანის უფლება გააჩნიათ, სასამართლოში სარჩელის
შეტანის
უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.“;
ბ) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე
ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში - ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას), შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ
დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
21
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ
კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს
ან მათ წარმომადგენელს ცესკოში, ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ
კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს
ან მათ წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ბოლო საერთო
არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო
რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვს:
ა)
პარტიას,
საარჩევნო
ბლოკს,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის და ქალაქ თბილისის მერის
არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო
ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი
რეგისტრაცია;
ბ)
პარტიას,
წარმომადგენელს
საარჩევნო
შესაბამის
ბლოკს,
ამომრჩეველთა
საოლქო
საარჩევნო
საინიციატივო
კომისიაში
ჯგუფის
(ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოსა და მერის (გარდა
ქალაქ თბილისისა) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის
არჩევნებისას), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/მდივანმა რეგისტრაციაში
არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი/მათი წარმომადგენლები ან გაუქმდა მათი
რეგისტრაცია;
გ)
პარტიას,
საარჩევნო
ბლოკს,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის
არჩევნებისას),
დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე
სულ
ცოტა
2
პირს
(რომლებიც
დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფი
რეგისტრაციაში
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;
დ)
პარტიას,
საარჩევნო
ბლოკს,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით
საქართველოს
პარლამენტისა
და
22
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოსა და მერის (გარდა ქალაქ თბილისისა)
არჩევნებისას),
დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე
სულ
ცოტა
2
პირს
(რომლებიც
დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფი
რეგისტრაციაში
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.“;
დ) მე-20-24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში
ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო
ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მათ წარმომადგენელს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მათ
წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს,
პრეზიდენტობის კანდიდატსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის
მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს
განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში
დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს),
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ
საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს, პრეზიდენტობის კანდიდატსა და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში
ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ
კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატს,
პრეზიდენტობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
23
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს,
მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს
არჩევნებისას),
პრეზიდენტობის
კანდიდატს,
დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე
ორგანიზაციას.“.
44. 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს
არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის
ხელმოწერით.
მხარდამჭერთა
ხელმოწერების
მინიმალურ
ოდენობას
ადგენს
ცესკო
განკარგულებით არჩევნების დანიშვნის დღეს, ამ დროისათვის არსებული მონაცემების
შესაბამისად.“.
45. 98-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად
წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე,
საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და
ორი ფოტოსურათი.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში ტარდება ამ კოდექსით
დადგენილი წესით.“.
46. 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში
უნდა იყოს არანაკლებ ცესკოს განკარგულებით დადგენილი ოდენობის ამომრჩევლის
ხელმოწერა.“.
47. მე-100 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3.
პრეზიდენტობის
კანდიდატი
რეგისტრაციაში
რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია, თუ:
24
არ
გატარდება,
ხოლო
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით
გათვალისწინებული მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება ცესკოს განკარგულებით დადგენილ
ოდენობაზე ნაკლები მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერა;
გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა;
დ)კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;
ე) არსებობს კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში ერთდროულად
მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენაზე;
ვ) გაუქმდა პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს,
კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც
წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.“.
48. 105-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-100
მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესები.“.
49. 106-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ყველა
კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, ან თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ
ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.“.
50. 1101 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის,
მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.“;
25
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თელავის მუნიციპალიტეტის ქალაქ თელავის, აკურის, კისისხევის, კონდოლის,
კურდღელაურის,
ქვემო
ხოდაშნის,
შალაურისა
და
წინანდლის
ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის,
შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
გ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19.
გორის
მუნიციპალიტეტის
ქალაქ
გორის,
ტინისხიდისა
და
ბერბუკის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.“;
ე) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21.
ახალციხისა
და
ადიგენის
მუნიციპალიტეტების
საზღვრებში
იქმნება
1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
ვ) 29-ე და 30-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
30. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომრის, სილაურის,
ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქებისა) და ქალაქ ოზურგეთის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.“;
ზ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„36.
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის
ქალაქ
ზუგდიდისა
და
აბასთუმნის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.“.
51. 129-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
26
,,1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების
შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის
შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან
ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური
არჩევნები
იმართება
იმავე
წლის
ოქტომბერში,
ხოლო
თუ
პარლამენტის
წევრს
უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს მაისში.
საქართველოს
პარლამენტის
მორიგი
არჩევნების
წელს
შუალედური
არჩევნები
არ
იმართება.“.
52. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ
ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო
მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი
(საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით),
დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების
ფაქტი და თანხმობა შესაბამის საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.
53. 1541 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ საქართველოს
ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე
წყდება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე
არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესითა და
ვადებში.“.
54. 167-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) თანხმობა მერად კენჭისყრაზე;“.
55. 1692 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება ამ
კანონის 1541 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.
56. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 18517 მუხლი:
27
,,მუხლი
18517.
2018
წლის
საპრეზიდენტო
არჩევნების
შედეგად
არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა
2018 წელს გასამართ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, საქართველოს
პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების
საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს
პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“
ქვეპუნქტებისა, მე-11 პუნქტისა, მე-14 პუნქტისა, 23-ე პუნქტის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“
ქვეპუნქტებისა, 27-ე პუნქტისა, 29-ე პუნქტისა, 30-ე პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებისა,
32-ე პუნქტისა, 34-ე-36-ე პუნქტებისა, 38-ე პუნქტისა და 51-ე პუნქტისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, მე-11
პუნქტი, მე-14 პუნქტი, 23-ე პუნქტის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, 27-ე პუნქტი, 29-ე პუნქტი,
30-ე პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, 32-ე პუნქტი, 34-ე-36-ე პუნქტები, 38-ე პუნქტი და
51-ე პუნქტი, ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
28
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია საარჩევნო
კოდექსის ნორმების დახვეწის, მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ზოგიერთი საარჩევნო
პროცედურის გამარტივების მიზნით.
საკონტროლო ფურცლისა და სპეციალური კონვერტების გამოყენებას აღარ გააჩნია რეალური
დანიშნულება და ფუნქცია. საკონტროლო ფურცელმა დაკარგა თავისი მნიშვნელოვანი დამცავი
ფუნქცია საარჩევნო პროცედურების გაუმჯობესების პარალელურად. მისი გამოყენება ფორმალური
ხასიათიაა და მხოლოდ ართულებს საარჩევნო პროცესს. მაგალითად, საკონტროლო ფურცლის სამივე
ეგზემპლარის იდენტურად შევსებისას დაშვებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელსაც
არავითარი გავლენის მოხდენა არ შეუძლია საარჩევნო პროცესებზე, შესაძლოა, ხანგრძლივი
ფორმალური სამართლებრივი პროცედურების განხორციელების საფუძველი გახდეს. ასევე,
სპეციალურ კონვერტი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. მისი გამოყენების მიზანი
ამომრჩევლის ხმის ფარულობის უზრუნველყოფას ემსახურება. ამასთან, კენჭისყრის პროცესისათვის
აუცილებელი რაოდენობის სპეციალური კონვერტების ბეჭდვა ზრდის საარჩევნო პროცესის ხარჯებს.
ასევე, მიზანშეწონილია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ტერმინთა განმარტებითაც
განისაზღვროს, რას მოიცავს არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები, რადგან საარჩევნო
კოდექსით განსაზღვრული, შესაბამისი კანდიდატთა არჩეულად გამოცხადებისათვისათვის/საკითხის
გადაწყვეტისათვის საჭირო ხმათა ოდენობა განისაზღვრება სწორედ ამ ტერმინის საფუძველზე, ხოლო
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა - აღარ იქნეს განხილული აგიტაციად, იმ
ფაქტორის გათვალისწინებითაც, რომ პარტიების მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიების წევრებს არ
ეკრძალებათ პარტიული საქმიანობა.
მნიშვნელოვანია, რომ კოდექსში გაკეთდეს ჩანაწერი, თუ საიდან აითვლება ჩასატარებელი
არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები.
ამავე დროს, მიზანშეწონილია, რომ კოდექსით დარეგულირდეს პერსონალური მონაცემების
ან/და სხვა ისეთი ინფორმაციის გადაღების აკრძალვის საკითხი, რომელიც არ განეკუთვნება საჯარო
ინფორმაციას, ვინაიდან არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირია ამგვარი შემთხვევები, თუმცა
აკრძალვა არ უნდა შეეხოს იმგვარ დამუშავებას, რომელიც გათვალისწინებულია საარჩევნო
კოდექსით.
ცესკო
საარჩევნო
დამოუკიდებლად
კოდექსით
მისთვის
განსაზღვრავს/ამტკიცებს
მინიჭებული
საშტატო
1
უფლებამოსილების
ნუსხასა
და
ფარგლებში
ხარჯთაღრიცხვას,
ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე და შესაბამისად, ლოგიკურია,
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, ცესკომ დამოუკიდებლად განსაზღვროს
აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა რაოდენობა და მათი თანამდებობრივი
სარგოს ზღვრული ოდენობა.
აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის
დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური
პერსონალი ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. ასეთ შემთხვევებში,
მიზანშეწონილია, აღნიშნულ პირებზე - საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ
პერსონალზე, რომელნიც დროის მცირე მონაკვეთით საქმდებიან საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათ
მიერ ამ პერიოდში განხორციელებული საქმიანობა არ ჩაითვალოს საჯარო საქმიანობად და არ
შეუწყდეთ სოციალური პაკეტი/სახელმწიფო დაფინანსება და პენსია/სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდია და სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო მათი დაქირავება და შესაბამისად, შრომითი
ხელშეკრულებების გაფორმება მოხდეს უშუალოდ კომისიის თავმჯდომარის მიერ.
მიზანშეწონილია მოხდეს იმ ვადების შემცირება 8 წლიდან 4 წლამდე, რომელიც
ითვალისწინებს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის დანიშვნის აკრძალვას,
რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიის ან
სასამართლოს
მირ
გათავისუფლებული
იქნა
საარჩევნო
ადმინისტრაციაში
დაკავებული
თანამდებობიდან.
პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად პირის დანიშვნის შესახებ განცხადების
წარდგენისას, ხშირია ხარვეზები - არასრული/არაზუსტია მონაცემები, რის გამოც საჭიროა კანონში
გაიწეროს ასეთ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის დროს, ხარვეზის აღმოფხვრის პროცედურები.
საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საარჩევნო უბანი იქმნება არაუმეტეს
1500 ამომრჩევლისათვის, სხვა სახელმწიფოში - 3000 ამომრჩევლისათვის, ხოლო იმ საარჩევნო უბანზე,
სადაც ხმას აძლევენ ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამომრჩეველთა მზარდი
რაოდენობის
შესაბამისად
და
მიუხედავად
სახელმწიფოს
მიერ
გამოყოფილი
შენობებით
სარგებლობისა, საჭირო ხდება დამატებითი ფართების მოძიება, რაც საკმაოდ პრობლემურია და
უკავშირდება ხარჯებს. ამის გამო, მიზანშეწონილია, მოხდეს თითოეული სახის საარჩევნო უბნის
შექმნისათვის ამომრჩეველთა რაოდენობის მაქსიმალური ზღვრის გაზრდა.
საარჩევნო კოდექსი არ განსაზღვრავს კომისიის წევრისათვის დაკისრებული დისციპლინური
პასუხისმგებლობის
მოქმედების
ვადას.
ამასთან
ერთად,
მიზანშეწონილია
განისაზღვროს
დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიებში/მონაცემებში ცვლილებების შეტანის
მოთხოვნით განცხადებების განხილვისას, სასურველია საჭირო ინფორმაცია დაუყოვნებლივ
მიაწოდოს საოლქო საარჩევნო კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ/მისმა ტერიტორიულმა
ორგანოებმა.
2
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის სურვილის შემთხვევაში წერილობითი
ან
სატელეფონო
ზეპირი
განცხადების
წარდგენისას,
პირის
იდენტიფიცირებისათვის,
მიზანშეწონილია მოხდეს ასევე საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებაც.
საარჩევნო კოდექსი არ განსაზღვრავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრობის
კრიტერიუმებს. მიზანშეწონილია გაიწეროს საინიციატივო ჯგუფის წევრობის მინიმალური ასაკი,
ასევე,
განისაზღვროს,
რომ
საინიციატივო
ჯგუფის
წევრი
არ
შეიძლება
იყოს
საარჩევნო
სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო
კომისიას წარუდგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტს/წესდებას, ხოლო პრესისა და მასობრივი
ინფორმაციის სხვა საშუალებები - წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის - მხოლოდ განცხადებასა
და
წარმომადგენელეთა
სადამკვირვებლო
პირადობის
ორგანიზაციების
მოწმობის/პასპორტის
რეგისტრაციის
ფოტოასლებს.
პროცედურის
ადგილობრივი
გამარტივების
მიზნით,
სასურველია სადამფუძნებლო დოკუმენტის/წესდების ნაცვლად, წარდგენილი იქნეს ამონაწერი
საჯარო რეესტრიდან, ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების
მქონე პირის (პირების) მითითებით, ხოლო პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების
შემთხვევაში კი - განცხადებასთან ერთად, ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ორგანიზაციის
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით).
მიზანშეწონილია კოდექსში მკაფიოდ გაიწეროს, ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ
წარდგენილი კანდიდატებთან ერთად, ვის ეზღუდება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად
დანიშვნის უფლება. ასევე, სასურველია შემცირდეს საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული
წარმომადგენლის გამოწვევის ან/და შეცვლისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოწვევის
ვადები.
ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული, საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების
საარჩევნო
კამპანიის
ფინანსური
მხარდაჭერისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებით
გამოყოფილი დაფინანსება შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნეს სატელევიზიო რეკლამის
დამზადების ხარჯების დასაფარადაც. მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის გაწერა მოხდეს
კანონმდებლობით და პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა აღნიშნული თანხით დაფარონ ასევე
წინასაარჩევნო რეკლამის დამზადების ხარჯებიც.
ამავე დროს, კოდექსის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე
მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე გამოავლენს წილისყრით არაუმეტეს 2
წარმომადგენელს, რომელნიც აკვირდებიან საჩივრების რეგისტრაციის პროცესს. მიზანშეწონილია,
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საჩივრების რეგისტრაციაზე დაკვირვების
უფლება მიენიჭოს არამხოლოდ საარჩევნო სუბიექტის წარმოამდგენლებს, არამედ კენჭისყრის
შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირებსაც.
მანამ, სანამ ძალაში შევა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული საკანონმდებლო
ცვლილებები,
სასურველია
აღნიშნული
პროცედურის
გამარტივების
მიზნით,
შეიცვალოს
საკონტროლო ფურცელზე მისათითებელი რეკვიზიტები - კერძოდ, მოხდეს მხოლოდ პირველი
ამომრჩევლის სახელის, გვარისა და პირადი ნომრის მითითება, ხოლო საარჩევნო ბიულეტენის
3
(ბიულეტენების) გაცემისას, რეგისტრატორმა აღარ მოაწეროს ხელი ბიულეტენის (ბიულეტენების)
უკანა მხარეს და ის (ისინი) დაამოწმოს მხოლოდ რეგისტრატორის ბეჭდით.
საარჩევნო კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლი კონკრეტულად არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვინც
უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის პროცედურების ან/და ხმის დათვლისა და კენჭისყრის
შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილ დარღვევებზე განცხადების/საჩივრის
წარგენაზე, ასევე, არ არის განსაზღვრული, შეუძლია თუ არა იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის
სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს გაასაჩივროს საუბნოს საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რაც ხშირად ქმნის
პრობლემებს.
უმჯობესია
კანონმა
კონკრეტულად
განსაზღვროს
ის
პირები,
რომელნიც
უფლებამოსილი არიან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადების/საჩივრის შეტანაზე.
საარჩევნო დავების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისად პროცესში
ჩართული მხარეების დაბარებისათვის განსაზღვრული შემჭიდროვებული ვადების ფარგლებში
დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, სასურველია სასამართლოების მიერ, საარჩევნო დავებზე
საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ
ეცნობოს ცესკოს, ხოლო ცესკოს მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის ვებგვერდზე
განთავსების შემდგომ, შესაბამისი პირები ჩაითვალონ დაბარებულად სასამართლო პროცესზე.
საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის
სასამართლოში
შეტანის
უფლება
აქვს
დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე
ორგანიზაციასაც.
არასაარჩევნო პერიოდში, ბუნებრივია, ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირებს ვერ მიენიჭებათ დამკვირვებელი ორგანიზაცის სტატუსი. შესაბამისად, მიზანშეწონილია,
ამომრჩეველთა სიების მოთხოვნისა და მათთან დაკავშირებული საკითხების გასაჩივრების
შესაძლებლობისას დაზუსტდეს, რომ არასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სიებში/მონაცემებში
ცვლილებების შეტანის გამო საჩივრის/სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი იქნება ბოლო საერთო
არჩევნებისას რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია. გარდა ზემოთ
აღნიშნულისა, საარჩევნო კოდექსის ზემოთ ხსენებული მუხლით
კატეგორიის
დავაზე
გასაჩივრებაზე
უფლებამოსილია
განსაზღვრულ ზოგიერთი
შესაბამისი
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი (ცესკოში ან შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში). თუმცა მიზანშეწონილია, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების
უფლების მქონე შესაბამის სუბიექტებსაც - პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი - მიეცეთ განსაზღვრულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება.
ამასთანავე, სასურველია ასევე
პრეზიდენტობის კანდიდატსაც მიენიჭოს საარჩევნო უბანში
კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის
განკარგულების, არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს
განკარგულების, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს
შესაბამისი განკარგულებისა და ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო
სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება.
მიზანშეწონილია, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურების
მიზნით,
მხარდამჭერ
ამომრჩეველთა
საჭირო
4
ხმათა
კონკრეტული
ოდენობა,
კანონით
განსაზღვრულის ფარგლებში დადგინდეს ცესკოს განკარგულებით არჩევნების დანიშვნის დღეს
არსებული მონაცემების შესაბამისად.
ასევე, მიზანშეწონილია, კანონით განისაზღვროს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან ერთად, უკვე რეგისტრირებული კანდიდატის
რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებიც - მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ საქართველოს
პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი იქნება, ასევე თუ იარსებებს
კანდიდატის წერილობითი თანხმობა არჩევნებში ერთდროულად მონაწილე ორი ან მეტი საარჩევნო
სუბიექტის მიერ წარდგენაზე ან თუ გაუქმდება პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი
პარტიის/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
საარჩევნო
რეგისტრაცია.
ამავე
დროს,
პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ვადა შესაბამისობაში
უნდა იქნეს მოყვანილი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში კანდიდატის მიერ
არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის ვადასთან. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
ტურს, მიზანშეწონილია მეორე ტურზე არ გავრცელდეს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებული
წესები.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თუ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე არჩეულ წევრს უფლებამოსილება შეუწყდება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე,
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება უახლოეს აპრილში. მიზანშეწონილია,
შუალედური არჩევნების გამართვის ვადა დაემთხვეს საკრებულოს/მერის შუალედური/რიგგარეშე
არჩევნების გამართვის ვადას - მაისს.
მოქმედი საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი
საფუძვლით მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში,
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის/გამართვის სტანდარტულ ვადებს: მერის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში - თუ მერს
უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე
წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა −
უახლოეს მაისში. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს
ნიშნავს ცესკო განკარგულებით, ხოლო არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე
დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო
ღონისძიებათა ვადებს. მიზანშეწონილი იქნება, თუ მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 142-ე მუხლის
პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით (საკრებულო ახალი საბიუჯეტო
წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს) შეწყვეტის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერის
რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და გაიმართოს საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესითა და ვადებში - არჩევნები დაინიშნოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10
დღისა, ხოლო არჩევნები კი ჩატარდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა - როგორც ეს
გათვალისწინებულია საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში.
5
ამავე დროს, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით, საჭიროა
შესაბამისი ცვლილების განხორციელება საარჩევნო კოდექსის 1101 მუხლში (მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის).
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზანია საარჩევნო კოდექსის ნორმების დახვეწა, მასში
არსებული ხარვეზების გამოსწორება და ზოგიერთი პროცედურის გამარტივება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. განხორციელდება საკონტროლო ფურცლისა და სპეციალური კონვერტების გამოყენების, ასევე
მათთან დაკავშირებული პროცედურების გაუქმება 2019 წლის პირველი იანვრიდან.
2. საარჩევნო
კოდექსით
განსაზღვრულ
ტერმინთა
განმარტებით
განისაზღვრება
,,არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების“ ცნება.
3. ცვლილებების შედეგად, დაზუსტდება, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობაში
ყოფნა აღარ იქნება განხილული, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია.
4. დაზუსტდება,
რომ
ჩასატარებელი
არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის
საარჩევნო
ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის
დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.
5. საარჩევნო კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომელიც აკრძალავს ისეთი ინფორმაციის ან
მონაცემების ფოტოვიდეოგადაღებას, ან სხვაგვარ დამუშავებას, რომელიც ამავე კოდექსის
შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს
დამუშავება ან გადაღება გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსით.
6. ცესკოს
აპარატში
ყოველწლიურად
შრომითი
ხელშეკრულებით
განკარგულებით
დასასაქმებელ
განსაზღვრავს
ცესკო,
პირთა
რაოდენობას
დამტკიცებული
საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში. ცესკოს განკარგულებითვე განისაზღვრება საოლქო საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
მიერ
დაქირავებული
ბუღალტრებისა
და
იურისტების
თანამდებობრივი სარგოების ქვედა და ზედა ზღვარი.
7. საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული სოციალური შეღავათები გავრცელდება ასევე საარჩევნო
კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 პუქნტით განსაზღვრულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა
და საოლქო საარჩევნო კომისიების დამხმარე/ტექნიკურ პერსონალზეც. ისინი არ ჩაითვლებიან
,,საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ
საჯარო
მოსამსახურეებად და მათ მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ
ჩაითვლება საჯარო საქმიანობად.
8. შეიცვლება ვადა, რომლის განმავლობაში პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, არ შეიძლება
აირჩეს/დაინიშნოს ცესკოს/საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად და ნაცვლად 8 წლისა,
განისაზღვრება 4 წლით.
6
9. ცვლილების შესაბამისად, ცესკოს მიერ აღარ მოხდება გადაწყვეტილების მიღება შესაბამისი
საუბნო
საარჩევნო
კომისიიდან
შემოსული
პაკეტების
გახსნისა
და
საარჩევნო
ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ.
10. ცესკოს მიერ აღარ მოხდება იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება,
რომელთა
მიერ
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის
დარღვევა
დაადასტურა
სასამართლომ, ასევე, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ
მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად
შესრულებისთვის.
11. კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, ცესკოს აპარატში საჯარო მოხელის
სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
12. განისაზღვრება შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანების მიერ პირის საოლქო/საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას, საბუთებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის
პროცედურები, ასევე, გაიწერება, რომ
უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო/საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ
შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი ცესკოსთვის/შესაბამისი საოლქო საარჩევნო
კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი
ან/და არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის/24-ე მუხლის მე-5
პუნქტის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში პარტიას მიეცემა დამატებითი ვადა ახალი წევრის
წარსადგენად.
13. საოლქო
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
კანონით
განსაზღვრულ
ფუნქციათა
ჩამონათვალს დაემატება, რომ ის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელით უფორმებს
ხელშეკრულებას საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, რომელნიც
არ
განიხილებიან
როგორც
,,საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და შესაბამისად, მათზე არ გავრცელდება
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის
მოთხოვნები.
14. ცვლილებების შესაბამისად, საარჩევნო უბანი შეიქმნება არაუმეტეს 1800 ამომრჩევლისათვის,
სხვა სახელმწიფოში - 3500 ამომრჩევლისათვის, ხოლო იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას
აძლევენ ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
ამომრჩევლები - 2500 ამომრჩევლისათვის. ამის შესაბამისად, ხმის მიცემის ადგილის მოწყობის
მიზნით,
ხმის
მისაცემი
ერთი
ადგილი
გათვალისწინებული
იქნება
ყოველი
600
ამომრჩევლისათვის, ხოლო ამომრჩეველთა ერთი რეგისტრატორი გამოიყოფა ყოველი 400
ამომრჩევლისათვის.
15. საარჩევნო კომისიის წევრისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის
მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 წლით. ამავე დროს, შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო
კომისია უფლებამოსილი იქნება კომისიის წევრს ვადაზე ადრე მოუხსნას დისციპლინური
პასუხისმგებლობა, რაც განხორციელდება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მისი დაკისრება,
7
ხოლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნის პირობები განისაზღვრება
ცესკოს დადგენილებით.
16. საარჩევნო კომისიის წევრს, იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის
შემთხვევაში,
უფლებამოსილება
ვადამდე
შეუწყდება
არჩევის/დანიშვნის
შესახებ
სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია
მიიღებს ცნობად და გააფორმებს კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.
17. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა აიკრძალება ასევე კენჭისყრის დღესა და
კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.
18. ამომრჩეველთა
სიის/მონაცემების
გადამოწმების/ცვლილების
შეტანის
მოთხოვნის
შემთხვევაში, შესაბამისი საჭიროების არსებობისას, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოსთან
ერთად,
გადაადგილებულ
საქართველოს
პირთა,
ოკუპირებული
განსახლებისა
და
ტერიტორიებიდან
ლტოლვილთა
იძულებით
სამინისტრო
ან/და
მისი
ტერიტორიული ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ შესაბამისი
ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიას.
19. არასაარჩევნო
პერიოდში
ამომრჩეველთა
სიებთან
დაკავშირებით
საჩივრის/სარჩელის
შეტანაზე უფლებამოსილი იქნება ბოლო საერთო არჩევნებისას დამკვირვებლის სტატუსის
მქონე ორგანიზაცია.
20. გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
მეშვეობით
ხმის
მიცემის
სურვილის
შემთხვევაში,
წერილობითი/სატელეფონო ზეპირი განცხადებისას, სავალდებულო იქნება შესაბამისი
ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითება.
21. დაზუსტდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრობის პირობები, კერძოდ, გაიწერება,
რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18
წლის ასაკიდან. ასევე გაიწერება, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ
შეიძლება იმავდროულად იყოს საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.
22. ადგილობრივ
დამკვირვებელ
ორგანიზაციებად
რეგისტრაციისათვის
წესდების/სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაცვლად მოხდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის
წარდგენა (ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
(პირების) მითითებით), ხოლო ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და საარჩევნო
კოდექსის
39-ე
მუხლის
გადამოწმების/დადასტურების
მე-2
პუნქტით
მიზნით,
გათვალისწინებული
საჯარო
რეესტრის
მოთხოვნების
ეროვნული
სააგენტო
უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და
გადამოწმების შესაძლებლობით.
23. კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, აიკრძალება საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენლად სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, საარჩევნო კომისიის წევრის,
ადგილობრივი დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულების
წარმომადგენლის დანიშვნა. ასევე შეიცვლება და შემცირდება საარჩევნო სუბიექტის მიერ
წარმომადგენლის
გამოწვევის
ან/და
შეცვლის
8
ვადა.
კერძოდ,
საარჩევნო
სუბიექტს
წარმომადგენლის გამოწვევის ან/და შეცვლის უფლება ექნება, ნებისმიერ დროს, გარდა
კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე და კენჭისყრის დღისა.
24. ცვლილების შედეგად, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის (ორგანიზაციის
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) მითითებით)
წარდგენის ვალდებულება განისაზღვრება ასევე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციისათვისაც, გარდა უცხო ქვეყნის პრესისა და
მასობრივი
ინფორმაციის
საშუალებებისა
და
საზოგადოებრივი
მაუწყებლისა
და
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი, ხოლო ამონაწერის
მონაცემების ნამდვილობისა გადამოწმების/დადასტურების მიზნით, საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს ცესკოს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების
ბაზებზე
წვდომის
და
გადამოწმების
შესაძლებლობით.
გარდა
ამისა,
შემცირდება
აკრედიტაციისათვის განცხადების წარდგენის ვადა და განისაზღვრება კენჭისყრამდე
არაუგვიანეს 5 დღით, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, აკრედიტაციის საკითხს
გადაწყვეტს განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ნაცვლად 1 დღისა.
25. საარჩევნო
წელს
პოლიტიკური
პარტიების
საარჩევნო
კამპანიის
ფინანსური
მხარდაჭერისათვის
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილ
თანხაში
გათვალისწინებული იქნება არამხოლოდ სატელევიზიო რეკლამის განთავსების, არამედ მისი
დამზადების ხარჯებიც, რომელიც ასევე ანაზღაურდება ცესკოს მიერ, ხოლო სრულად
აუთვისებლობის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდება მისი დაბრუნება
სახელმწიფო ბიუჯეტში.
26. კენჭისყრის დღეს, საჩივრების რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება შეეძლება კენჭისყრის
შენობაში ყოფნის უფლებამოსილების მქონე ყველა პირს, ნაცვლად, სპეციალურად ამისათვის
წილისყრით შერჩეული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა.
27. შეიცვლება საკონტროლო ფურცლის რეკვიზიტები - მასზე მოხდება მხოლოდ პირველი
ამომრჩევლის სახელის, გვარისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის დაფიქსირება.
28. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის
მეშვეობით ხმის მიცემის დროს, საარჩევნო ბიულეტენების გადაცემისას, რეგისტრატორი აღარ
მოაწერს ხელს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების უკანა გვერდზე. მოხდება მათი
მხოლოდ რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმება.
29. ცვლილების შედეგად, დაზუსტდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის ან/და ხმის დათვლისა და
კენჭისყრის
შედეგების
შეჯამების
პროცედურების
დროს
ჩადენილი
დარღვევების
გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირთა ჩამონათვალი. კერძოდ, თუ კომისიის
თავმჯდომარე არ აღმოფხვრის დარღვევას ან სხვაგვარი ფორმით უარს განაცხადებს
განცხადებაზე/საჩივარზე
რეაგირებაზე,
დამკვირვებელს/საარჩევნო
სუბიექტის
წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო
სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება მიეცემა დაუყოვნებლივ გაასაჩივროს კომისიის
თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
9
30. შეიცვლება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს
ჩადენილი დარღვევების გასაჩივრების წესი. კერძოდ, აღნიშნული განცხადების/საჩივრის
ჩანაწერთა
წიგნში
რეგისტრაციის
შემდგომ,
საუბნო
საარჩევნო
კომისია/კომისიის
თავმჯდომარე ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება
განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა, ხოლო თუ კომისიის
თავმჯდომარე ან/და კომისია არ აღმოფხვრის დარღვევას, ან სხვაგვარი ფორმით უარს
განაცხადებს განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო
სუბიექტის სხვა წარმომადგენელს, უფლება ექნება უკვე ამ პროცედურის შემდგომ,
გაასაჩივროს კომისიის/კომისიის თავმჯდომარის ქმედება შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის შეჯამებელი ოქმი და საარჩევნო უბნის
კენჭისყრის შედეგები გასაჩივრდება საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესით.
31. საარჩევნო დავების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების, შესაბამისად პროცესში
ჩართული
მხარეების
დაბარებისათვის
განსაზღვრული
შემჭიდროვებული
ვადების
ფარგლებში დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით, კოდექსს დაემატება ჩანაწერი, რომლის
შესაბამისად,
სასამართლოების
მიერ,
საარჩევნო
დავებზე
საერთო
სასამართლოებში
წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება ცესკოს.
ასევე,
შესაბამისი
სასამართლოს
მიერ
ცესკოს
ეგზავნება
განსახილველ
საქმესთან
დაკავშირებული განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ,
რომლებსაც ცესკო, მიღებისთანავე დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე;
განჩინების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე აღნიშნული განჩინება
მესამე
პირებისათვის
ჩაბარებულად
ჩაითვლება
და
ისინი
სასამართლო
პროცესზე
დაბარებულად ჩაითვლებიან.
32. კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 78-ე მუხლით
განსაზღვრულ საარჩევნო დავებზე, საარჩევნო კომისიებში განცხადების/საჩივრის შეტანის
უფლება აქვთ ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.
33. საარჩევნო
კოდექსში
შეტანილი
ცვლილებების
შედეგად,
შეიცვლება
საარჩევნო
კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, გასაჩივრების
უფლებამოსილების მქონე პირთა წრე:
ა) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის ცესკოში/შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში წარმომადგენელთან ერთად, მიენიჭება შესაბამის პარტიას/საარჩევნო
ბლოკს, ასევე, აღნიშნული საკითხის გამო სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი იქნება ბოლო
საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებული დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაცია;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი
საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
10
საინიციატივო ჯგუფის შესაბამის საოლქო სარჩევნო კომისიაში წარმომადგენელთან ერთად,
მიენიჭება შესაბამის პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს;
გ) საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო
საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შესაბამის საოლქო
სარჩევნო კომისიაში წარმომადგენელთან ერთად, მიენიჭება შესაბამის პარტიას/საარჩევნო
ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფსა და პრეზიდენტობის კანდიდატს;
დ) არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების, საოლქო საარჩევნო კომისიის
შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულებების, ასევე
ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ პირებთან ერთად, მიენიჭება
პრეზიდენტობის კანდიდატსაც.
34. პრეზიდენტობის
კანდიდატის
წარდგენის
დადასტურების
მიზნით,
მხარდამჭერ
ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას დაადგენს ცესკო განკარგულებით,
არჩევნების დანიშვნის დღეს, იმ დროისათვის არსებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო
კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში.
35. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, შესაბამის განცხადებასთან ერთად,
დაბადების მოწმობის ფოტოასლის ნაცვლად, მოითხოვება კანდიდატის საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლისა და 2 ფოტოსურათის წარდგენა.
36. დაზუსტდება პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის რეგისტრაციის წესი.
37. პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებთან ერთად,
განისაზღვრება უკვე რეგისტრირებული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებიც.
38. შემცირდება პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა და ნაცვლად
კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, განისაზღვრება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღით,
გარდა არჩევნების მეორე ტურისა. მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებზე აღნიშნული წესი
არ გავრცელდება.
39. თვითმმართველი
ქალაქების
სტატუსის
ცვლილებასთან
დაკავშირებული
შესაბამისი
ცვლილებების ასახვა მოხდება საარჩევნო კოდექსის 1101 მუხლში.
40. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრს
უფლებამოსილება შეუწყდება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, საქართველოს პარლამენტის
შუალედური არჩევნები გაიმართება უახლოეს მაისში, აპრილის ნაცვლად.
41. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება შეწყდება საქართველოს
ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით (საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის
დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს), მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები
11
დაინიშნება და გაიმართება საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი
წესითა და ვადებში - არჩევნებს დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შესაბამისი
სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა,
არჩევნები კი ჩატარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
42. საარჩევნო კოდექსში, გარდამავალი დებულების სახით, საქართველოს კონსტიტუციის
შესაბამისი ცვლილების გათვალისწინებით, გაკეთდება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, 2018
წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტი
აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული
კენჭისყრით, 6 წლის ვადით.
43. გარდა
ზემოთ
აღნიშნულისა,
ცვლილებების
შედეგად,
გამარტივდება
კენჭისყრის
პროცედურები, აღმოიფხვრება ტექნიკური ხარვეზები დაიხვეწება და დაზუსტდება არსებული
პროცედურები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შეცვლას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას საკონტროლო
ფურცლებისა
და
სპეციალური
კონვერტების
და
მათთან
დაკავშირებული
პროცედურების გაუქმების გამო.
კერძოდ, კი, ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოცემულია ხარჯები, რომლებიც აღარ გაიწევა შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების შეთხვევაში. მცირდება საარჩევნო ბიულეტენის კონვერტის,
საკონტროლო ფურცლის შესყიდვის საარჩევნო ხარჯები. ამავე ცხრილში მოცემულია ხარჯები,
რომლებიც მიბმულია საარჩევნო უბნების რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში მოცემულია სურათი თუ რა
ზეგავლენაა საარჩევნო უბნების 250 ერთეულით შემცირების პირობებში. მცირდება საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება 250 საარჩევნო უბნისთვის, საარჩევნო სუბიექტების
წარმომადგენლების დაფინანსებისა და საარჩევნო უბნების მოწყობის (საუბნო საარჩევნო კომისიის
აბრა, სადემონსტრაციო ოქმი, ნაბეჭდი პროდუქცია და სხვა) საარჩევნო ხარჯები.
მთლიანობაში, კანონპროექტის მოცემული სახით მიღება გამოიწვევს არჩევნების საბიუჯეტო
ხარჯების შემცირებას 1 614 335 ლარის ოდენობით.
ხარჯები, რომლებიც აღარ გაიწევა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების
შეთხვევაში
12
ხარჯის დასახელება
ერთეულის ფასი
რაოდენობა
საარჩევნო ბიულეტენის კონვერტი "დიპლომატი"
(1 ტური)
(ლარი) *
0.0357
3,500,000
საარჩევნო ბიულეტენის კონვერტი "დიპლომატი"
(2 ტური) 70%-იანი რეზერვი
სულ
124,950
0.0357
2,450,000
საკონტროლო ფურცელი
87,465
0.08
8,000
640
სულ
213,035
ხარჯები,
რომლებიც
მიბმულია
საარჩევნო
უბნების
რაოდენობაზე
საარჩევნო უბნების რაოდენობა
250
კვალიფიციური პარტიების რაოდენობა
18
ფაქტორები,
რომელთა
შეცვლით
ავტომატურად
იცვლება
თანხობრივი
მაჩვენებლები
ხარჯის დასახელება
ხარჯი ერთეულ
რაოდენობა
საარჩევნო უბნის შრომის ანაზღაურება (33 დღე)
სულ
უბანზე (ლარი) *
3178
250
საარჩევნო უბნების მოწყობის ხარჯები, რაც
ფინანსდება საოლქო მიერ
794,500
290
250
72,500
საარჩევნო უბნების მოწყობის ხარჯები, რაც
ფინანსდება ცესკოს მიერ
კარტრიჯი
25
250
საუბნო კომისიის აბრა
6,250
11.5
700
სხვა დანარჩენი (სადემონსტრაციო ოქმი, ნაბეჭდი
პროდუქცია და სხვა)
სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე
8,050
100
700
70,000
100
13
250
450,000
სულ
1,401,300
ორივე ცხრილის
ჯამი
1,614,335
* შენიშვნა: ფასები მოცემულია 2017 წლის
თვითმმართველობის არჩევნების მიხედვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
14
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
----------------------------------------------
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
------------------------------------------
15
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი
გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი
საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით
მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად,
რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა;
გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების
წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;
დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:
დ.ა)
მორიგი
არჩევნები
–
არჩევნები,
რომელიც
ტარდება
საჯარო
ხელისუფლების
წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების
ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;
დ.ბ)
რიგგარეშე
არჩევნები
–
არჩევნები,
რომელიც
ტარდება
საჯარო
ხელისუფლების
წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის გამო;
ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ
კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების
წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;
ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით
ხელახლა ტარდება:
ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი
კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;
16
ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა
საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა
საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;
ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში
(უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ
მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ
პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;
თ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა
და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;
ი) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე,
ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;
ი 1) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი − არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ
გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ
არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით
დროის მონაკვეთი;
კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების
არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;
ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების
არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;
მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით
მონაწილეობა
მიიღოს
საჯარო
ხელისუფლების
წარმომადგენლობით
ორგანოში
ხალხის
წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ
საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;
ო) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო
ხელისუფლების
წარმომადგენლობით
ორგანოში
ასარჩევად
და
საჯარო
ხელისუფლების
თანამდებობის დასაკავებლად;
პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების,
საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;
ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით
წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;
17
რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული
პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის
კანდიდატი;
რ1) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კვალიფიციური
პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია;
ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
(შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიები;
ტ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი;
უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის
მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;
უ1) კვალიფიციური პარტია – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს;
ფ) საარჩევნო ბლოკი – ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის
გაერთიანება;
ქ)
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატი
–
საქართველოს
პრეზიდენტის
არჩევნებში
მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
ღ) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე;
ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
მიერ
რეგისტრირებულ
პარტიულ
სიაში
შეყვანილი
საქართველოს მოქალაქე;
შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც
ხორციელდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი;
ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი
ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;
18
ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც
იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;
წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და
რეფერენდუმის გამართვისას;
ჭ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს
დედაქალაქის – თბილისის საკრებულო, თვითმმართველი თემის საკრებულო, თვითმმართველი
ქალაქის საკრებულო;
ჭ 1) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;
ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის
წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი
მოადგილეები,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოს
წევრი
და
აღმასრულებელი
ორგანოს
ხელმძღვანელი,
სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი;
ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ –
მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის
არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი
არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს,
ან
მოწოდებას
სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ
გამოტანილი
საკითხის
გადაწყვეტის
სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ
არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ჰ1 )
წინასაარჩევნო
აგიტაცია
–
ამომრჩეველთა
მოწოდება
საარჩევნო
სუბიექტის/საარჩევნო
სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო
მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს
წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში
მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა,
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;
ჰ2 )
საარჩევნო/სარეფერენდუმო
მონაწილის
კამპანიის
საარჩევნო/სარეფერენდუმო
ხარჯები
–
კამპანიისათვის
საარჩევნო
სუბიექტის/რეფერენდუმში
განკუთვნილი
ფულადი
სახსრების
ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული
საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის
ღირებულებისა;
19
ჰ3 ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია
საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა
და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ;
ჰ4) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო
სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები,
აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა
ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;
ჰ5) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული
განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო
ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება;
ჰ 6) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული ფოტოსურათის
გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა (ანკეტირება), აგრეთვე საქართველოს მოქალაქის
პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის
ფლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირზე ეს დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით
ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის შემდეგ;
ჰ 7) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია
საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის
რიგითი ნომერი ;
ჰ 8) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
ჰ 9) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით განსაზღვრული პირები;
ჰ 10) კენჭისყრის შენობა – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო
კომისიის კენჭისყრის ოთახი;
ჰ11) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი.
მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის
მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ
დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების
ჩათვლით).
2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული
დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N
დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
20
3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N
დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას
მითითებული დღის წინა დღიდან.
მუხლი 8. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი
1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის
რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.
2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის
მოთხოვნით.
3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის
უმრავლესობა.
4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე
დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ
არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია
გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო
კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს
სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.
5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
6.
სხდომაზე
საკადრო
საკითხები
წყდება
საარჩევნო
კომისიის
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით.
7. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის
მდივანი.
8. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.
9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს,
წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული
აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ
გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს
სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.
განცხადების/საჩივრის
მიღებისას
საარჩევნო
კომისიის
სარეგისტრაციო
ჟურნალსა
და
განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და
დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
12. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო
ჟურნალში ხელმოწერით.
21
13. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების
შესახებ.
14. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და
არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული
ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების
შესახებ ინფორმაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო
კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების
აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს,
საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, შესაბამის კომისიაში
რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში
რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.
საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში
დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო
კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის
შენობიდან
გაძევებასაც.
დამრღვევის
საარჩევნო
კომისიის
შენობიდან
გაძევების
საკითხზე
გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.
16. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:
ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;
ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;
გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;
დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში
რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;
ე) დამკვირვებლებს.
17. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და
სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).
18. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში
დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით
იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.
22
19. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის)
დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.
20. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან
არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს,
უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო
გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.
21. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი
თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას,
კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის
საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება
კანონით.
22. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან
კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება,
ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის
თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი
შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით
დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის
თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას,
ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი
მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.
23. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის
სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს
კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.
24. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის
მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე კომისიის
სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომის
მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
მუხლი 9. შრომის ანაზღაურება
1.საარჩევნო/ სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკოს და სა
ოლქო საარჩევნო კომისიებისწევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემებისგანვითარების, რეფორმებისა და სწავლების
ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.
23
11.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუ
ალედური არჩევნების პერიოდშიეძლევათ მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო
კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, რომელშიც იმართებაშუალედური არჩევნები.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო
კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის
არჩევნების
შედეგების
შემაჯამებელი
ოქმების
შედგენამდე
ეძლევათ
ხელფასი
არჩევნების
ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
3. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს
აპარატის თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს ცესკო.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომლებიც:
ა) შეყვანილი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ მუხლის
საფუძველზე მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ
შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება;
ბ) იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი.
მუხლი 12. ცესკოს წევრების არჩევის წესი
1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს
წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.
2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის
წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი
გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
კომისიის
შემადგენლობის
ნახევარი
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა
კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების
ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო
შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება
უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.
4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის
ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის
მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი, რომელსაც არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
24
ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში
დაკავებული
თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა
სასამართლომ,
–
სასამართლოს
გადაწყვეტილების
კანონიერ
ძალაში
შესვლიდან
8
წლის
განმავლობაში;
დ) ნასამართლევი პირი;
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება
წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე
არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
7. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.
8. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია
საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანსიაზე არანაკლებ 2 და
არა უმეტეს 3 კანდიდატურას. კანდიდატების შერჩევიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს
პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს
წარუდგენს ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას.
9.
საქართველოს
პრეზიდენტის
მიერ
ცესკოს
წევრობის
კანდიდატების
საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს პარლამენტი სახელობითი
კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს წევრი
არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის
უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ
ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ
კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.
10. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა
ეყრებათ. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ
შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში,
კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2
კანდიდატურას. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე
ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.
11. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
12. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს
პარლამენტს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატურებს,
25
რომლებმაც მიიღეს საქართველოს პარლამენტის არანაკლებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
ხმები, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატურების
არარსებობის შემთხვევაში.
13. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს წევრის არჩევის შესახებ მისი მიღებიდან 7 დღის
ვადაში წარედგინება ცესკოს.
მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება
1. ცესკო:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და
პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;
ბ) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;
ბ 1) დადგენილებით განსაზღვრავს ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ
წევრთა
შრომით
ურთიერთობასთან
დაკავშირებულ
და
სამსახურებრივი
შეუთავსებლობის
საკითხებს;
გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული
მოთხოვნების
შესრულება/ვადების
დაცვა,
უფლებამოსილია
დადგენილებით
განსაზღვროს
ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე,
აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს
წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;
დ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;
ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და
აზუსტებს მათ საზღვრებს;
ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად,
უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი
მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და
მოქმედების ვადა;
ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით
დაკისრებულ
მოვალეობას,
უფლებამოსილია
განკარგულებით,
რომელიც
მიიღება
სრული
შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას
დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების
განხორციელება;
თ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო
ღონისძიებათა გრაფიკს;
ი) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას,
არჩევნების მეორე ტურს;
26
კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების
განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების
გადაწყვეტილებებისა
და
აქტების
კანონიერებას
და
დარღვევის
გამოვლენის
შემთხვევაში
განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას
შესაბამისი
საუბნო
საარჩევნო
კომისიიდან
შემოსული
პაკეტების
გახსნისა
და
საარჩევნო
ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების
ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და
დამკვირვებელ
დათვლას
ორგანიზაციას,
საარჩევნო
უბანზე,
რომელთა
და
მათი
წარმომადგენლებიც
სურვილის
ესწრებოდნენ
შემთხვევაში
ბიულეტენების
უზრუნველყოს
მათი
წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;
ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების
საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს
საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების
(პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს
არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის
თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
მ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ
კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო
ორგანიზაციას,
სხვა
სახელმწიფოში
რეგისტრირებულ
ორგანიზაციას,
სხვა
სახელმწიფოს
ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;
ნ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;
ო) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას;
საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის
საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო
ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით
განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;
პ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;
ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების
კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის
„კ“
ქვეპუნქტში
აღნიშნული
გადაწყვეტილების
მიღების
შემთხვევაში
–
მის ცესკოს
ვებგვერდზე განთავსებასაც;
რ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;
ს) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას და
გავრცელებას;
27
ტ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და
ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების
დებულებებს;
უ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;
ფ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და
საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;
ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული
დამუშავებისა
და
საჯარო
ინფორმაციისთვის
მიკუთვნებული
ნაწილის
(გვარი,
სახელი;
ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის
მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის
– აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე
რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი
პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს
გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში
ამომრჩევლის
რეგისტრაციის
თარიღი) ცესკოს
ოფიციალურ
ვებგვერდზე განთავსებისათვის.
საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს
მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც
უნდა განთავსდეს;
ღ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და
კენჭისყრის პროცედურებს;
ყ) ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა
და ხარჯთაღრიცხვას;
ყ 1) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისათვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების
მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით
უზრუნველყოფის წესს;
შ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და
პირობებს;
ჩ)
განკარგულებით
ადგენს
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
არჩევნებთან/რეფერენდუმთან
დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;
ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ
მონაცემთა ბაზას , რომელთა მიერ
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისდარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რომლებიც
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ანსასამართლომ გა
ათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან ; რომელთა
28
ც შეეფარდათდისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრა
ლეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნადშესრულებისთვის ;
ძ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;
წ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;
ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის
საბიუჯეტო განაცხადს;
ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და
ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;
ჯ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში
არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;
ჯ 1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;
ჯ 2) განკარგულებით ირჩევს ცესკოს წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ჯ3) ერთდროულად სხვადასხვა სახის არჩევნების ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ადგენს
საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის დამატებით წესსა და ვადებს;
ჰ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;
ჰ1 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ცესკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება
გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. ცესკოს განკარგულება, რომელიც ეხება
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3
დღის ვადაში.
3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ
კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან
დაკავშირებულ საკითხებზედაც.
მუხლი 16. ცესკოს აპარატი
1. არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ
უზრუნველყოფას ახორციელებს ცესკოს აპარატი.
2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცესკოს
რეგლამენტით.
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ
დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.
4. დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის
სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი,
29
გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით
გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება
საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო
ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო.
მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი
ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის
უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი,
ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს
მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარე
და
ბუღალტერი.
საოლქო
საარჩევნო
კომისიას
აქვს
არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში
გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.
2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო კომისია ერთი ან ერთზე
მეტი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ
თბილისში.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო
საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცესკომ აირჩია ამ მუხლის
მე-5 პუნქტის საფუძველზე არჩევნების დანიშვნის შემდეგ, განისაზღვრება მათი დანიშვნიდან
შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს ცესკო.
5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით
დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები, ხოლო 1 წევრს სრული
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების
გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.
6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა
წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი
პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს,
ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს.
61. პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს თავის მიერ
დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. ამის თაობაზე პარტიამ უნდა აცნობოს შესაბამის
საარჩევნო კომისიას.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს თავისი
შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
30
8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს
სახელმწიფო
რწმუნებულის
–
გუბერნატორის
ადმინისტრაცია,
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
81. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ
შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.
9. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს,
შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა)
ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.
10. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული
რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე
მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.
მუხლი 20. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესი
1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და
დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ,
კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.
3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის
კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
4. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
5. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი, აღნიშნული
თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც
არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით
განსაზღვრული პირი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა
ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს
განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.
7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის
უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში
აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.
8. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ
– 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი
პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.
31
9. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ცესკოს მიერ
არჩეულ 1 წევრს და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ
წევრებს
უფლებამოსილება
უწყდებათ
შესაბამისი
არჩევნების
საბოლოო
შედეგების
გამოცხადებისთანავე.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.
11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი
განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და
რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
12. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან,
რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის
ვადაა:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ
დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.
13. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი;
განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს
მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და
სახელწოდება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. განცხადებას ხელს უნდა
აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის
ფოტოასლი;
გ)
უმაღლესი
განათლების
(აგრეთვე
აკადემიური
(სამეცნიერო)
ხარისხის
–
თუ
აქვს)
დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი;
ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს
ასეთი გამოცდილება).
14. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს
თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს.
შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის
ბოლო დღისა.
15. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს
კანდიდატთა სიას.
32
16. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ
კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის
სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი
აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე
კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ
კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ
გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ
შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ
არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.
17. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;
ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში
დაკავებული
თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;
გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა
სასამართლომ,
–
სასამართლოს
გადაწყვეტილების
კანონიერ
ძალაში
შესვლიდან
8
წლის
განმავლობაში;
დ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს
ჯარიმა);
ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
ვ) დამკვირვებელი.
18. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის
ვადაში შეასრულოს ამ კანონით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნები.
მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის
მდივნის უფლებამოსილება
1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;
დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის
მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;
ე)
რეგისტრაციაში
ატარებს
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფებს,
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ
33
კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის კანდიდატებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და ქალაქ თბილისის მერის
არჩევნებისა);
ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
მიერ წარდგენილ კანდიდატებს;
ვ1)
სათანადო
საფუძვლის
არსებობისას
გამოსცემს
განკარგულებას
განცხადების/საჩივრის
განუხილველად დატოვების შესახებ;
ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს
წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს,
აგრეთვე მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);
თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის უფლებამოსილების
შესამოწმებლად
საჭირო
დოკუმენტაციასა
და
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობით
განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;
ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს
თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ)
საოლქო
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
განკარგულებით
ახორციელებს
კომისიის
თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო
კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
ბ)
განკარგულებით
რეგისტრაციაში
ატარებს
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო
საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის
მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ
სააკრედიტაციო ბარათებს;
ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების
შემაჯამებელ ოქმებს;
ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
34
მუხლი 23. საარჩევნო უბნები
1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, გარდა ამ მუხლის 2
1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს
ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის
ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო
საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და
აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და
მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს
საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისათვის გამოიყენოს. საქართველოს
პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე
არაუგვიანეს 40 დღისა.
21. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული
ამომრჩევლები,
ამომრჩეველთა
რაოდენობა
2000-ს
არ
უნდა
აღემატებოდეს.
3. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი
შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო
საარჩევნო კომისიის შენობაში.
4. გამონაკლის შემთხვევებში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა
დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო
დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი
ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ
პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება,
საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო
უბანს.
5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ
მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, თვითმმართველი
ქალაქის/თემის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა
და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ
ქვეყნდება.
6. აკრძალულია ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
დაწესებულებების
მოსამსახურეებისათვის
მათი
შესაბამისი
ქვედანაყოფების
ტერიტორიაზე
საარჩევნო უბნების შექმნა, გარდა ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
35
7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 20 და არაუმეტეს
3000 ამომრჩევლისთვის. ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო.
8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის
მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე
აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის
ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.
მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა
1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და
დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.
3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ
შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები.
41. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:
ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ
ან
სასამართლომ
გაათავისუფლა
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაციაში
დაკავებული
თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 8 წლის განმავლობაში;
ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა
სასამართლომ,
–
სასამართლოს
გადაწყვეტილების
კანონიერ
ძალაში
შესვლიდან
8
წლის
განმავლობაში;
გ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს
ჯარიმა);
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;
ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;
ზ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და მათი
მოადგილეები;
თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სასჯელაღსრულებისა
და პრობაციის სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის
36
სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;
ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები;
კ) პროკურატურის თანამშრომლები;
ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;
მ) დამკვირვებელი.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ
მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა). მასზე არ გავრცელდება
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ
დადგენილი
მოთხოვნები.
საუბნო
საარჩევნო
კომისიის
წევრად
საჯარო
მოსამსახურის
დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის
უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება
მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე
შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.
მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს
შესაბამისი
ვაკანსიის
წარმოშობის
შემდეგ,
კომისიის
პირველივე
სხდომაზე,
წევრობის
უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით,
კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს
კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ
შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.
2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის
მოადგილე და კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე
ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა
თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.
3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა
უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე
არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს
არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა
უგვიანეს მე-9 დღისა.
5. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების
დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.
6. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას
37
არჩევნების დღემდე არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა, გარდა საქართველოს
პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 39-ე და არაუგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე-14 და არაუგვიანეს მე-9
დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის
შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.
7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში
შექმნილი კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა
სახელმწიფოში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10
დღისა.
8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის –
არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის –
არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ
რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვთ
ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში)
კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს
განკარგულებით ადგენს ცესკო.
9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და
მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და
ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის –
ცესკოს.
10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის
დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო
კომისიის
შემადგენლობაში
დადგენილ
რაოდენობაზე
ნაკლები
წევრი
აღმოჩნდა,
მისი
შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის
ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს.
11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია და ცესკო ირჩევენ სახელობითი
კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც
მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ
რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე
კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ
გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის
გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ
კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.
38
12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება
კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო
კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის
დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად დანიშნული პირის
საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის წევრად
დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფოტოასლი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა.
13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული
საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით
დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი
საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო
კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით)
მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო
კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.
131. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი კომისიის
წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდა, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო
კომისიისათვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი. ასეთ
შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში
აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით, 1-დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი
წევრის წარსადგენად.
14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის
პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.
15. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
16. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
17. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
18. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
19. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
20. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის
წევრის არჩევისთანავე.
21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ
საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან
არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო
კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.
39
მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის
მდივნის უფლებამოსილება
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო
საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების,
შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ
გაცემისთვის;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის
მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;
ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით
განაწილებას;
ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისათვის;
თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ
დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;
ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა
საარჩევნო საბუთს;
კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს
თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;
ბ)
საუბნო
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის
განკარგულებით
ახორციელებს
კომისიის
თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;
ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;
გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელ ოქმებს;
დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
40
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში
ეკისრებათ ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული
დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მუხლი 28. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომები
1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის
წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;
დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;
ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის
უხეში დარღვევა;
ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი;
ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე
არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა;
თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია
მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა,
სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
2. დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ
შესაბამისმა
ზემდგომმა
საარჩევნო
კომისიამ
შეიძლება
გამოიყენოს
დისციპლინური
პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება;
დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).
3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური
პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
დადგენილ
მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების
წესებს.
საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.
მუხლი 29. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
41
1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ
დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6
პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):
ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო
კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;
ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის
სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;
გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;
დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული
მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო
კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;
ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;
ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი
გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;
თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;
ი)
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის,
საარჩევნო
ადმინისტრაციის
რეგლამენტის
სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.
2.
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარის,
თავმჯდომარის
მოადგილის,
კომისიის
მდივნის
თანამდებობიდან გადადგომისას:
ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;
ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება
წარედგინება ცესკოს;
გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის
მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3. ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი – შესაბამისი
საარჩევნო კომისიის განკარგულებით.
42
4. არჩეული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს
აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო
ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო
ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.
5.
ერთი
და
იმავე
მოადგილის/მდივნის
საფუძვლით
თანამდებობიდან
საარჩევნო
კომისიის
გადაყენების,
თავმჯდომარის/
აგრეთვე
საარჩევნო
თავმჯდომარის
კომისიის
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება
აკრძალულია.
6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ
შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს
პარლამენტი 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება
მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი არჩევა.
8. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით
დადგენილ
ვადაში
არ
დაკმაყოფილდა,
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარე/თავმჯდომარის
მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის
წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო
დღიდან.
9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.
მუხლი 30. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები
1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:
ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება,
ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;
ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის
მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების
შემაჯამებელი ოქმები;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო
საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება
მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება
აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი
აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების
გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი
43
ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ
ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის
დაწვრილებით აღწერას.
3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ ცესკოს სრული
შემადგენლობის ორი მესამედი . დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის
თავმჯდომარე და კომისიის მდივანი . ცესკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეში “ გამოქვეყნებისთანავე , თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ
იქნა განსაზღვრული . აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4
დღისა . ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან . ცესკოს
დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე .
4.
საარჩევნო
კომისიის,
მისი
თავმჯდომარისა
და
კომისიის
მდივნის
განკარგულებები,
კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით
განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის
შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს
მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი
პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად
ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის
სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
5. ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც
გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.
6. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი
უფლებამოსილების
ფარგლებში
მიღებულ
გადაწყვეტილებათა
შესრულება
სავალდებულოა
შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო
უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის
მიხედვით);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის,
44
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის,
რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება
დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება
„საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე –
„იმყოფება უცხოეთში“);
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;
ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი
ციფრულ ფორმატში);
თ) სქესი.
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი
ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული
დამუშავებისა
და
საჯარო
ინფორმაციისთვის
მიკუთვნებული
ნაწილის
(გვარი,
სახელი;
ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი –
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიიდან
იძულებით
გადაადგილებული
პირისთვის,
მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად
გამოცხადდა
სააგენტოს
გადაწყვეტილებით;
ამომრჩეველთა
ერთიან
სიაში
ამომრჩევლის
რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:
ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე,
რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ
მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები,
რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა
გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის
იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა რეგისტრაციას არ
გაივლიან სააგენტოში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების
საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ
სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი
სახლების
შესახებ
გადაცემული
ინფორმაციის
სახელწოდება/ნომერი;
45
საფუძველზე,
რომლებსაც
შეეცვალა
გ)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ
იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;
დ)
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროს,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა,
აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ამ სამინისტროს
სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების იმ
მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები
მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა
საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იმ პირთა
შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებებად
ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული;
ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ
გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით
გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების
საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო
გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან.
6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების
მიზნით:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში
ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე
პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე
ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ
ცესკოს;
ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
ვალდებული
არიან,
თვითმმართველი
თავიანთი
ერთეულის,
ერთეულის,
ისტორიულად
ერთეულის,
მოედნის,
კომპეტენციის
დასახლების,
ჩამოყალიბებული
პროსპექტის
შესაბამისად,
თვითმმართველი
უბნის,
(გამზირის),
46
გეოგრაფიული
ქალაქის
მიკრორაიონის,
გზატკეცილის,
−
ადმინისტრაციული
სხვა
ქუჩის,
ობიექტის
ტერიტორიული
შესახვევის,
ჩიხის,
გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების
მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს.
7.
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიას,
საარჩევნო
ბლოკს,
ამ
კანონის
შესაბამისად
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ
დამკვირვებელ ორგანიზაციას, ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო
საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ
ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო
ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და
მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო
არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და
ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო
ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
71. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი
ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით.
უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო
მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.
72. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის
პირველი პუნქტისა და 852 და 854 მუხლების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ადგილობრივი
თვითმმართველობის
განხორციელებაში
მოქალაქეთა
(ამომრჩეველთა)
მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის აღმასრულებელ ორგანოს,
მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია გადაეცეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული
ვერსია (ფოტოსურათების გარეშე). ცესკოს მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების შემცველი
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაცვისა და გაუმჟღავნებლობისათვის პასუხისმგებელია შესაბამისი
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ორგანო.
8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს.
შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია
განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა. ამ
კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების
შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან,
მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.
81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიის
მიმართვის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საოლქო საარჩევნო
კომისიას შესაბამისი ინფორმაცია.
47
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა
სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო
საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა
სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს
შესაბამის
რაიონულ/საქალაქო
სასამართლოში.
სასამართლოს
მიერ
სარჩელის
დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო
ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ
მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ
დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია,
ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია
(საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები).
ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების
გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო
ადგილას.
12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა
რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში
ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან,
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო
საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია
განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე
ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს
დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო
ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო
საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.
13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის
განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო
არჩევნების დღემდე მე-15-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილებით.
14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა
ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და
საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.
მუხლი 33. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა (გარდა კენჭისყრის დღეს სხვა
სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისა) ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:
48
ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;
ბ) ამომრჩეველი პატიმრობაში იმყოფება;
ბ1) ამომრჩეველი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება;
გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო
დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;
დ) ამომრჩეველი:
დ.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან
სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;
დ.ბ) ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირია და კენჭისყრის
პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;
დ.გ) მსახურობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო
დეპარტამენტში, პენიტენციურ დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში და სამსახურის
პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;
ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.
2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას
მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო
დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს
შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:
ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და
ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ
განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის
მითითებით;
ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი
საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის
მდივნის ხელმოწერებით.
3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ
უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს,
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების
დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი
საარჩევნო
ყუთის
სიაში
შეყვანის
მიზანშეწონილობის
გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
49
საკითხი.
აღნიშნულ
საკითხზე
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3
პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში
შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია
სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.
5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც
არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ
ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.
6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო
საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.
მუხლი 35. ამომრჩევლის ბარათი
1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და
ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს
ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;
ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;
გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;
დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან
განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა
რეკვიზიტები;
ე) საარჩევნო უბნის ნომერი;
ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.
2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის
საფუძველი.
მუხლი 361. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან.
2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.
4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი
მოთხოვნების დარღვევა ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წესით ხარვეზის დადგენის
საფუძველია.
50
მუხლი 40. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია
1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ
ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში
ატარებს ცესკო.
2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო
ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით
უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და
უნდა
წარუდგინოს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
დამოწმებული
სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის
(ოლქების) დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას.
საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის
საკითხს.
4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს და უნდა წარუდგინოს მას
სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა
სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა
წარადგინოს. ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს
მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა
ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.
5.
საარჩევნო
კომისიას
უფლება
არა
აქვს,
დამკვირვებელ
ორგანიზაციას
უარი
უთხრას
რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის
განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას
უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის
განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც
გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.
6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაცია
და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და
ფორმას განკარგულებით ადგენს ცესკო.
7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე
არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს
საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული
უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის
39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო
კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და
საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო
51
საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე
ვადაში და იმავე ფორმით საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის
ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და ზემოაღნიშნული
დოკუმენტები.
71.
რეგისტრირებული
ადგილობრივი
დამკვირვებელი
ორგანიზაციის
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად
ან/და
საარჩევნო
სუბიექტის
წარმომადგენლად
რეგისტრაციაში
გატარების
შემთხვევაში,
რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია
ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება,
რომ
საარჩევნო
სუბიექტად/სუბიექტის
წარმომადგენლად
რეგისტრირებულ
დამკვირვებელი
ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან
შეუწყდება
უფლებამოსილება.
ამ
დოკუმენტის
წარუდგენლობა
აღნიშნული
ორგანიზაციის
რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
8.
ცესკოში
რეგისტრირებულ
ადგილობრივ
დამკვირვებელს
უფლება
აქვს,
დაკვირვება
განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3
პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.
9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და
დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის
სამკერდე ნიშანი.
10. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და
ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ
საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი
ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესის დაცვით.
მუხლი 41. დამკვირვებლის უფლებები
1. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;
ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად
გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს
კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა
რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
52
ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და
სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის
შეუშლელად;
ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;
თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს
საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;
ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა
დოკუმენტების შედგენას;
კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და
კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის
დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;
ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი
აქვს ხელში;
მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო
ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების
შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.
2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ)
აგიტაცია
გაუწიოს
ამომრჩეველს
რომელიმე
საარჩევნო
სუბიექტის
სასარგებლოდ
ან
საწინააღმდეგოდ;
დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.
3.
ადგილობრივი/საერთაშორისო
დამკვირვებლის,
საარჩევნო
სუბიექტისა
და
მედიის
წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში
ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და
სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2
პუნქტის
„ა“–„დ“
ქვეპუნქტების
მოთხოვნების
დარღვევა
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
53
გამოიწვევს
პასუხისმგებლობას
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს
საკუთარი
უფლებამოსილების
განხორციელება
საარჩევნო
კომისიაში
მიმდინარე
ყველა
პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების
მსვლელობის დროს.
მუხლი 42. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს
მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის
შესაბამისად.
2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს
უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი
ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოთა
არჩევნებისას
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფს
უფლება
აქვს,
ორ-ორი
წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო
საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა
საარჩევნო კომისიაში.
21. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18
წლის ასაკიდან.
22. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე ან სხვა საარჩევნო
სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის
შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად
წარდგენის
შემთხვევაში
ცესკოს
თავმჯდომარე
24
საათის
განმავლობაში
განკარგულებით
რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის
მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
31. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში
წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო
საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო
კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი
საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც
იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.
32. საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს იმ საოლქო საარჩევნო
კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი.
54
4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს
პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი/საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მის
მიერ
უფლებამოსილი
პირი,
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში
მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი,
მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საარჩევნო
სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს
მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.
5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო
კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე
გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით.
წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 41-ე მუხლის პირველი
პუნქტითა და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა კენჭისყრის დღისა, გამოიწვიოს ან/და
შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
მუხლი 44. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები
1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს
კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.
2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი
საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე
მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების
აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს
მე-3 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან
პასპორტების ფოტოასლები.
4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და
აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო
მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო
განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).
41.
აკრედიტებული
პრესის
ან
მასობრივი
ინფორმაციის
სხვა
საშუალების
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად
ან/და
საარჩევნო
სუბიექტის
წარმომადგენლად
რეგისტრაციაში
გატარების
შემთხვევაში,
რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც
55
დასტურდება,
რომ
პრესის/მასობრივი
საარჩევნო
სუბიექტად/სუბიექტის
ინფორმაციის
სხვა
საშუალების
წარმომადგენლად
რეგისტრირებულ
ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის
უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის
წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის
გაუქმების საფუძველია.
5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე
ორგანიზაციას
უფლება
აქვს,
საარჩევნო
უბანში
ერთდროულად
ჰყავდეს
არა
უმეტეს
3
წარმომადგენლისა.
6. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების
გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი
განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.
მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო
სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების
10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000
ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო
სუბიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების
საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს
რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ
არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად
მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო
კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას
მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის
შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით
საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი
თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების
შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე-15 დღისა.
4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო
რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ
მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ
დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის
ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში
მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი
პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
56
პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების
რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო
სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო
რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.
41. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამ
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხა სრულად განაწილდება საარჩევნო ბლოკში
გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მაუწყებელს აუნაზღაურებს ცესკო
მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის
მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
6. თუ პარტიამ სატელევიზიო რეკლამის განთავსებისათვის გამოყოფილი თანხა სრულად არ აითვისა,
იგი ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი
თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.
მუხლი 58. კენჭისყრის შენობის მოწყობა
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის
იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და
სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით
შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და
ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ. ამასთანავე, ეს ორგანოები
ვალდებული არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები.
1 1. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობანაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი
შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა,
სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა
იქნეს ყველა ამომრჩევლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე
შენობაში, რომელშიც განთავსებულია:
ა) პარტია;
ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის
შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო
კომისია;
გ) პოლიციის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.
2 1. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული.
3. (ამოღებულია - 07.03.2014, №2093).
57
4. კენჭისყრის შენობაში:
ა) ხმის მიცემის ადგილი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ
საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული
უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა, სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი;
ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების
განთავსებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის
მიკუთვნებული ვერსიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო
ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია
ბათილი საარჩევნო ბიულეტენი, და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).
5. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს
არჩევნებში, ამის შესახებ განცხადება უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და
ფარული კენჭისყრის კაბინებში.
6. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება
აკრძალულია
მუხლი 61. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ
მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას.
2. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი
თანამიმდევრობით:
ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2
გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც, ხელს აწერს მისი
გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას,
რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი;
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი
საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის
სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და
შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის
ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ
კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც
წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;
58
დ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში);
დ1) თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს
განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა
ფუნქციების
გასანაწილებლად
ჩასატარებელ
მორიგ
წილისყრაში
მონაწილეობის
უფლებას.
აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე;
ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც
შეირჩევა:
ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე
ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;
ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300
ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა
გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;
ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;
ვ) წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის
ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს;
ზ) კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა
წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი
აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.
3. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:
ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების
რაოდენობა;
ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;
გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური
კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.
4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის
დასრულების შემდეგ, შრომის ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო
მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
5. საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე
წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან საჩივრების
რეგისტრაციის პროცესს. თუ ამ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის
რეგისტრაციისას,
აღნიშნული
საჩივრის
რეგისტრაციასთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილებას
დადგენილი წესით იღებს კომისია. ამასთანავე, წილისყრით გამოვლენილი წარმომადგენლები და
59
საჩივრების რეგისტრატორი (კომისიის მდივანი) არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე საარჩევნო
სუბიექტის მიერ წარდგენილი პირი.
6. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი
საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და
აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;
გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს
ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.
7. ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო
ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის
ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა
მეორე ბლოკნოტი და ა. შ..
8. (ამოღებულია - 07.03.2014, №2093).
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო
კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის
დღის ჩანაწერთა წიგნში (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა).
10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის
ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი
ამომრჩევლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.
კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს
(გარდა პირველი ამომრჩევლის მონაცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე
საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი
ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე
ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების
მიზნით.
11. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.
მუხლი 63. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი
1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი
ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების
შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.
2. საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც
მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის
დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.
3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის)
დამზადებას
უზრუნველყოფს
ცესკო,
ხოლო
60
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის
თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი
მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო
ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და
დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე
დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის
განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ
დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3
დამკვირვებლისა.
4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს
მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის
შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადებაზე
პასუხისმგებელი პირების თაობაზე.
5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ
დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა
ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს
ზედმეტი ბიულეტენები.
6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის
პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები
თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა
ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების
სახით. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის
სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების,
საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის)
ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი
ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.
8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა
ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების
ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი
რიცხვისა.
9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო
ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო
ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა
გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.
10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება.
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო
61
საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ
ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების
დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა
ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი
და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის
ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ კომისიაში,
ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს).
საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და
სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი
საოლქო/საუბნო
საარჩევნო
კომისიისთვის
გადასაცემად.
მიღება-ჩაბარების
აქტი
საჯარო
ინფორმაციაა.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი
მხარეები ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან საარჩევნო
ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში; ამის შემდეგ საარჩევნო
ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები.
12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი;
ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);
დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის,
თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის და
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი,
სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ,
საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“;
ე) სარეფერენდუმო ბიულეტენში ასევე აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული
კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო
ვარიანტები: „დიახ“ და „არა“;
ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.
13.
თუ
აღმოჩნდება,
რომ
საარჩევნო
ბიულეტენი
განკუთვნილია
სხვა
საარჩევნო
უბნისთვის/ოლქისთვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს ბეჭდური ან სხვა
სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ხოლო შესაბამისი
საარჩევნო
კომისია
უფლებამოსილია
სათანადო
აქტის
საფუძველზე
დააფიქსიროს ბიულეტენთა რეალური რაოდენობა.
14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:
62
შემაჯამებელ
ოქმში
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი;
ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.
15. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას
ბიულეტენში
საარჩევნო
სუბიექტის
სახელის/სახელწოდების
გასწვრივ
დაისმება
შტამპი
„არჩევნებიდან მოხსნილია“.
16. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის
შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება.
17. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და
შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.
18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო
ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით
დადგენილი წესით.
19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ კონვერტებს
გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.
20. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი
რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.
21. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი –
მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები.
22. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი
ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
23.
ამომრჩეველი
საარჩევნო
ბიულეტენის
(ბიულეტენების)
მიღებას
ამომრჩეველთა
სიაში
ხელმოწერით ადასტურებს.
მუხლი 65. კენჭისყრის ჩატარება
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ
ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის
ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს
შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს თავის პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტს
და
ამომრჩევლისთვის
განკუთვნილ
სარეგისტრაციო
მაგიდასთან
ორზე
მეტი
ამომრჩეველი არ იმყოფება;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც
მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა
რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს
63
მოქალაქის
პასპორტს.
ამომრჩეველთა
რეგისტრატორი
ამოწმებს
წარდგენილ
დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა
სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ
დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან
შესაბამისობას.
შესაბამისობის
დადასტურების
შემთხვევაში
ამომრჩეველთა
რეგისტრატორი
ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის
შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას.
საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის
(მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) სპეციალური ბეჭდით
ამოწმებს;
გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული
კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო
ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ
ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ
მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს
(ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები)
მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული
საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;
ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური
კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები
ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში
მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები
ჭრილი.
2 1. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა,
რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები
(გარდა
ფოტოსურათისა)
შეესაბამება
ამომრჩეველთა
სიაში
არსებულ
მონაცემებს,
მაგრამ
ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა
სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის 2 2 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების
შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.
22. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ:
ა) დაადასტურა ამ მუხლის 21 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს
შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს
64
ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის
ხელმოწერებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ
წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით;
ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის 21 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას არ დაეთანხმა
ამომრჩეველთა რეგისტრატორი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა, ჩანაწერთა წიგნში საამისოდ
განკუთვნილ გვერდზე იგი ჩაწერს თავის განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს, რის შემდეგაც
საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იქვე ჩაწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა
სიაში მის რიგით ნომერს და ჩანაწერს თავისი ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო
კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის
ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით.
3. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც
არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის
კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;
დ) დამკვირვებლისა;
ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან
სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა
ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი.
გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება
კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი
ცალკე შეინახება.
5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს
უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში
ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით
დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი
ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17
საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების
რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის
სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
7. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია
აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის
ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.
65
8. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ
ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას
აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში
აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.
9. კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო
კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული
საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის
საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია.
მუხლი 66. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა
1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9
საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს
არა უგვიანეს 20 საათისა.
2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 33-ე მუხლით
განსაზღვრულ პირებს.
3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო
ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას,
სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური
ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.
4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით
გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე
პირები თავიანთი სურვილისამებრ.
5. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში
ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.
6. ამომრჩეველი (გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული
პირებისა) გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი
ფაქტობრივი ადგილსამყოფელი იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას მიეკუთვნება, სადაც ის არის
რეგისტრირებული.
7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი
გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში
აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი
საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ
საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური
კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების
შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება
66
კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და
ისინი ცალკე შეინახება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება
ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია
წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.
8. თუ ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის
ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქს
მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით
ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი
და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს (გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის
პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირებისა) ეძლევა მხოლოდ პროპორციული
საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო
საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა
სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც
იმყოფება ამომრჩეველი.
10. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ
შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.
11. კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის
მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.
მუხლი 67. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3
მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ
არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს
წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).
2. საარჩევნო
უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან
კომისიის თავმჯდომარე
წილისყრით
გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით
გამოვლენილ
მთვლელებთან
ერთად
მონაწილეობენ
ბიულეტენების
დათვლის
პროცესში.
ამასთანავე,
ნამდვილი
ამ
ან/და
ბათილი
წარმომადგენელთა
საარჩევნო
წილისყრაში
არ
მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის
წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.
3. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და
გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობას.
შედეგები
საუბნო
საარჩევნო
კომისიის
მდივანს
დაუყოვნებლივ
შეაქვს
სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს
ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს.
67
4. გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა
მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე.
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ.
5 1. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
აღრიცხავს ამ კანონის 65-ე მუხლის 2 2პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობას,
ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამის მონაცემებს შეიტანს
ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს
საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს.
6. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი
პროცედურების დაცვით. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი
საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და
გაფუჭებულ
საარჩევნო
ბიულეტენებს.
საარჩევნო
ყუთი,
ამომრჩეველთა
სია,
დალუქული
გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო
საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ
საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი).
7. ძირითადი საარჩევნო უბანი ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ხსნის
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ
კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ
კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს.
8. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც
გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები. ძირითადი
საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი
შემაჯამებელი ოქმით.
მუხლი 68. საარჩევნო ყუთის გახსნა
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის
შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის
მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ
ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით
გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი
ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი
დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე
იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ორი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო
68
კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების
გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე და ორი წარმომადგენელი.
4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები
გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ
გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო
კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს
შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ
აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება
„ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების
შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული პროცედურის დასრულების
შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.
5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო
ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში
საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის
მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება
გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა
სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი
და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში
აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან
გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.
მუხლი 69. ხმის დათვლა
1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა
მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას –
მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო
ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების
შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო
ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა
მიჩნეული.
2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ
მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ
შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში
გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ
კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ
მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა
მიჩნეული.
69
3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და
სპეციალური ბეჭდით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;
ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
4. ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით
შესწორების,
ცვლილების
ან
დამატების
შეტანა
იწვევს
პასუხისმგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები,
რომელთა
ნამდვილობაც
საეჭვოდ
იქნა
მიჩნეული.
თითოეული
საარჩევნო
ბიულეტენის
ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული
საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო
ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების
დასტას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად
მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები იკვრება პაკეტად,
რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ
რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა
და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები
ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.
7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის
კონვერტში. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და
რაოდენობა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული
საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე
მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო
ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ
მიღებულ ხმათა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს
სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.
9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც
სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს
შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს
საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები
70
(დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში
ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.
მუხლი 72. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი
1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან
კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა
წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც
აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო
ნომერი.
2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:
ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
გ) საარჩევნო უბნის ნომერი;
დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი
გახდა;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო
რეაგირება
განცხადებაზე/საჩივარზე
და
აღმოფხვრას
არსებული
დარღვევა.
თუ
კომისიის
თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა
განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, იმავე დარღვევაზე
განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად
და აღნიშნული განცხადების/საჩივრის განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის შედეგების
ბათილობის საკითხზე.
4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებულ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო საარჩევნო კომისია,
კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება ჩანაწერთა
წიგნში.
მუხლი 73. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის
შესახებ
1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი
უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით,
კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
71
2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს
ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის
მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი
რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია ამ განცხადებას/საჩივარს
გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში
(საოლქო
საარჩევნო
კომისიის
მიერ
საბუთების
მიღების
ამ
კანონით
დადგენილი
წესის
გათვალისწინებით). განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე
ვადაში შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
მუხლი
74.
ხმის
დათვლასა
და
კენჭისყრის
შედეგების
შეჯამებასთან
დაკავშირებული
განცხადების/საჩივრის განხილვა
1. ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი
მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო
ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში
განცხადების/საჩივრის
გადაწყვეტილებას
რეგისტრაციიდან
იღებს
2
განკარგულებით,
დღის
ვადაში.
რომელიც
საოლქო
შეიძლება
საარჩევნო
კომისია
გასაჩივრდეს
მხოლოდ
სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.
2. თუ დარღვეულია ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი
ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი
თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და
განუსაზღვროს
გონივრული
ვადა
მის
გამოსასწორებლად,
რომლის
შესახებაც
კომისიის
სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივანი აკეთებს სათანადო ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ
განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში
ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ
მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო
კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი
ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის
დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები,
რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.
4. ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება
სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ
ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.
5. ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული
პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და შესაბამისი
საარჩევნო
კომისიის
თავმჯდომარე
გამოსცემს
განუხილველად დატოვების შესახებ.
72
განკარგულებას
განცხადების/საჩივრის
მუხლი 77. გასაჩივრების ვადა და წესი
1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო
კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო
კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან
(კენჭისყრის დღეს − კენჭისყრის დღიდან) 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს
შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის
ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული
დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს
გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის
მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი
განუხილველი რჩება.
4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი
მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს
იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის
საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო
სასამართლოს
კალენდარული
გადაწყვეტილება
დღის
შეიძლება
ვადაში
გასაჩივრდეს
სააპელაციო
გადაწყვეტილების
სასამართლოში.
გამოტანიდან
სააპელაციო
1
სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
5. ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის
საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო
სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის
ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2
კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
51 . (ამოღებულია - 12.06.2015, №3695).
5 2. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების
გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში,
რომელიც საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 2 კალენდარული
73
დღის ვადაში. ცესკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან
დაკავშირებით
მიღებული
დავების
განხილვის
საბჭოს
გადაწყვეტილებები
მიღებიდან
2
კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც
სარჩელს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1
კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და
არ გასაჩივრდება.
6.
სასამართლოში
სარჩელის/საჩივრის
შეტანის
შემთხვევაში
სასამართლო
ვალდებულია
დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/ცესკოს სარჩელის/საჩივრის
მიღების,
ხოლო
გადაწყვეტილების
გამოტანის
შემდეგ
–
გადაწყვეტილების
შესახებ.
რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს
მხარეებს.
7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს
გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსის
მე-4,
მე-17
და
მე-19
მუხლების
დებულებათა
გათვალისწინებით.
8.
საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/ საჩივარი შეტანილად ითვლება
შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/სარჩელის/ საჩივრის შეტანა არ აჩერებს
გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება,
თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
11. ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული
პირების
გარდა
სხვა
პირთა
მიერ
საარჩევნო
კომისიაში/სასამართლოში
შეტანილი
განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.
12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის
გასაჩივრების
გადაწყვეტილების
მიღების
ვადა
და
ვადა,
წესი,
ასევე
განცხადების/სარჩელის/საჩივრის
მოსარჩელეთა
წრე
განხილვისა
განისაზღვრება
და
საქართველოს
კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული
არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი
განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის
შემომტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად.
74
15. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან
მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ
ორგანიზაციის
საარჩევნო
კომისიაში
რეგისტრირებულ
შესაბამის
დამკვირვებელს
ან
ამ
ორგანიზაციას.
16. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის
განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 42-ე მუხლის
საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.
17. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა
ეცნობოს.
18. მხარეები ვალდებული არიან, საჩივარში გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო
ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი; ასევე მითითებული უნდა იქნეს
საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
19. საჩივრის განხილვისათვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის
მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის,
მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან
სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:
ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;
ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი
ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების
მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია
მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის,
ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).
19 1. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს ამ მუხლის
მე-19 პუნქტით დადგენილი წესით.
20. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის
სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.
21. ცესკოში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ
აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.
22. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის
ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.
23. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და
ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.
24. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.
25. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.
75
26. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი
საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების
პროექტები და ასლები.
27. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს
მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.
28. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი
მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ
მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.
29. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან
დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ
გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.
30. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის
მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.
31. საჩივრის განხილვის დროს მხარის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ
არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველი.
32.
საარჩევნო
კომისია
ვალდებულია
მიღებულ
გადაწყვეტილებაში
მხარეს
მიუთითოს
გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი),
სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.
მუხლი 78. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე
1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან
ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო
სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება
ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით
დადგენილ
ვადაში
აქვს
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის
წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ
ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის
76
საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის წევრს.
5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის
უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო
ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო,
აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ
კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში
შეტანის
უფლება
ამ
კანონით
დადგენილ
ვადაში
აქვს
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი
საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს
განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების
მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის
სტატუსის მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით
ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.
9. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო
სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10
დღის ვადაში აქვს ცესკოს.
10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა
და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა
ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან
გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
− საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას),
თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
77
გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს
(რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო
ბლოკი,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფი
რეგისტრაციაში
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;
დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას),
დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ
შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი
რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
11.
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატის,
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული
კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის კანდიდატის
რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის
არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო
საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს), თუ ცესკოს
თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ
თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია,
სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო
ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს
არჩევნების დროს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი
ცალკეული კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თვითმმართველი
თემის
მერის
არჩევნების
დროს
პარტიის/საარჩევნო
ბლოკის
მიერ
წარდგენილი
მერობის
კანდიდატები, ან/და ამ საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;
ბ)
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე,
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიას,
რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს), დამკვირვებლის
სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ
მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო
ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი,
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი
78
ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა;
გ)
საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე,
არჩევნებში
დამოუკიდებლად
მონაწილე
პარტიას,
რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს
პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების
დროს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ
საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო
ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ
თბილისისა)/თვითმმართველი
თემის
მერობის
კანდიდატები
რეგისტრაციაში
საქართველოს
საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით
წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ
აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის
დარღვევით დაკმაყოფილდა.
12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ
ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ
ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე
პარტიას/საარჩევნო
ბლოკს,
ამომრჩეველთა
რეგისტრირებული
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ
მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო
კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ
ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო
რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე
რეგისტრირებულ
ორგანიზაციას,
თუ
მათ
მიაჩნიათ,
რომ
დამკვირვებელი
ორგანიზაცია
რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის
შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში
შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს,
რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო
რეგისტრაციის
მქონე
პარტიას/საარჩევნო
ბლოკს,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სასამართლოში
სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
79
ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში
(საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას,
საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის
კანდიდატის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;
ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის
საოლქო საარჩევნო კომისიაში (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს), მაჟორიტარ
კანდიდატს, მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო
კომისიას, თუ სარჩელი საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის
დარღვევას ეხება.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ
საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს და სხვა უფლებამოსილი პირისთვის ასეთი მოთხოვნის
წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3
პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის
სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
161 . (ამოღებულია - 12.06.2015, №3695).
17. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის
წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს,
რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო
ბლოკის,
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წარმომადგენელს
ცესკოში
(საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ
კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.
18. (ამოღებულია - 25.07.2013, №864).
19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის
რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო
სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.
რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების
გამოტანიდან
არაუგვიანეს
მომდევნო
დღისა
სააპელაციო
სასამართლოში,
რომელსაც
გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.
20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო
საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება
აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე
ორგანიზაციას.
80
21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო
საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიის,
საარჩევნო
ბლოკის,
კანდიდატს,
ამომრჩეველთა
თვითმმართველი
საინიციატივო
ჯგუფის
ქალაქის/თვითმმართველი
წარმომადგენელს,
თემის
მერობის
მაჟორიტარ
კანდიდატს,
დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო
კომისიაში.
22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო
სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას,
საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს
პრეზიდენტის არჩევნების დროს), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო
საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე საარჩევნო ოლქს ეხება), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი
თემის
მერობის
კანდიდატს,
დამკვირვებლის
სტატუსის
მქონე
ორგანიზაციას.
23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი
განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად
მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს
საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის
უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ
თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ
თბილისის საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ
გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000
(ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით.
მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი
1. ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ
წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს
თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის:
ა) სახელი, გვარი;
81
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი;
ვ) რეგისტრაციის ადგილი;
ზ) პარტიულობა;
თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;
ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი
წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს
მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა
რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის
წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ფოტოასლი და სამი
ფოტოსურათი.
5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის
ყველა წევრი.
მუხლი 99. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები
1.
საქართველოს
პრეზიდენტობის
კანდიდატის
რეგისტრაციაში
გასატარებლად
პარტიის,
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა
ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს
არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერა.
მუხლი 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს
თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს
აძლევს შესაბამის მოწმობას.
3. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს,
თუ:
ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული
მონაცემები;
ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75
პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;
82
გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.
4.
ცესკო
საქართველოს
დღისა თავის
პრეზიდენტობის
ოფიციალურ
კანდიდატის
ვებგვერდზეაქვეყნებს
რეგისტრაციიდან
ცნობას
არაუგვიანეს
საქართველოს
მე-6
პრეზიდენტობის
კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის
(საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მითითებით.
5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა
უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა
მიმართოს ცესკოს.
მუხლი 105. არჩევნების მეორე ტური
1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა,
ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება
არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე
2 კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა
თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.
4. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.
მუხლი 106. ხელახალი არჩევნები
1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ან მეორე ტურში მონაწილე ყველა
კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა.
2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში.
3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.
4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის
სხვა საშუალებებით.
5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით და ცესკოს
მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 2
თვისა.
მუხლი 1101. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის
1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის ამ კანონის 110-ე მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებული ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ამ არჩევნებამდე
ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებისათვის ამ კანონის
საფუძველზე შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.
83
2.
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტისა
და
გარდაბნის
მუნიციპალიტეტის
მარტყოფის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 22 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
3.
საგარეჯოს,
გურჯაანის,
ხაშურის,
საჩხერის,
ჭიათურის,
წყალტუბოს,
სამტრედიის
მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
4. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, ბალღოჯიანის,
ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
6. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის,
კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და
გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
7. ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის, ვარდისუბნის, თეთრი
წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის, ყარაჯალისა და ართანის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იქმნება 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქალაქ გარდაბნის, ვახტანგისის, კალინინოს, ლემშვენიერის,
ნაზარლოს, სართიჭალის, ქესალოს, ნორიოს და ჯანდარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
10. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის, თელეთის,
კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაქლის, ყარათაქლის, ყარაჯალარისა და ახალსოფლის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
11. ბოლნისის მუნიციპალიტეტში (გარდა კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
12. წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
13. მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს, ქაფანახჩის, ქურთლარის,
ყაჩაღანისა და ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
84
14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, თამარისის, წერეთლის, დამიაგიაურარხის, შულავრის, შაუმიანის, წერაქვის, ხოჯორნის, ახქერფისა და ოფრეთის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
15. ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
16. დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
17.
კასპის
მუნიციპალიტეტისა
და
გორის
მუნიციპალიტეტის
ქვახვრელის
ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
18.
ქარელის
მუნიციპალიტეტისა
და
გორის
მუნიციპალიტეტის
ვარიანისა
და
შინდისის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
19. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდისა და ბერბუკის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
20. გორის მუნიციპალიტეტში (გარდა ქვახვრელის, ვარიანის, შინდისის, ტინისხიდისა და ბერბუკის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
21. ქალაქ ახალციხის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
22. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის
აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
23. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის (გარდა აზავრეთის,
კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა)
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
24. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის, ჭოგნარისა
და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
25. ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის (გარდა კვახჭირის, ჭოგნარისა
და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
26.
ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის,
ილემის,
სანახშირის,
ბაღდათის
შროშის,
მუნიციპალიტეტისა
ფუთისა
და
და
ზესტაფონის
ძირულის
ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
85
27. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (გარდა ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
28. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
29. ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
30. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ნატანების,
ურეკის, ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
31. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
ნაგომრის,
სილაურის,
ძიმითის,
ჯუმათის,
ბაილეთისა
და
ნასაკირალის
ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
32. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა და ღრმაღელის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანებისა
და
ურეკის
ადგილობრივი
მაჟორიტარული
საარჩევნო
ოლქების
საზღვრებში
იქმნება
1
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
33. მარტვილის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის (გარდა ნორიოს, ზანათისა და
წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
34. სენაკის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს, ზანათისა და წყემის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
35. ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის,
ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
36. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
37. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (გარდა აბასთუმნის, ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის,
ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა)
საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
38. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
86
39. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალის, ჩაისუბნის,
საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში
იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
40. ქობულეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ხალის, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქი.
41. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადგილობრივი
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.
42. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის (გარდა მახუნცეთის
ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქი.
მუხლი 129. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით
დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15
ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში,
ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ −
უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ
იმართება.
2. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და
საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2
თვისა.
3. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო
ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, აგრეთვე
პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს ამ კანონის 113-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
წარმომადგენელი
საქართველოს
პარლამენტში, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი
პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს შუალედური არჩევნების
დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო
რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ხორციელდება ამ
კანონის 113-ე მუხლის მე-2−მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით.
4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს,
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი
ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს
შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა
სიის ნიმუში. პარტია, რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია
87
შუალედური არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს საქართველოს
პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა
აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია, ხოლო თუ პარტია
კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია − სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია
მოწმდება ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია
ხორციელდება ამ კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 144. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის
არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:
ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;
ბ) საარჩევნო ბლოკს;
გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით
უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:
ა) გვარი, სახელი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) პროფესია;
დ) თანამდებობა (საქმიანობა);
ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ზ) რეგისტრაციის ადგილი;
თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;
ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).
4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი
დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის
უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.
5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი
სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი,
გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის
88
მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი)
ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი და თანხმობა შესაბამის
საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.
6. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში
წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო
ბლოკის პარტიულ სიაში.
მუხლი 1541. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები
1. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება
შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს
ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტში შესაბამისი საკრებულოს
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.
2. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და
არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
3. რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების
დარჩენილი ვადით.
4. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია/საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით.
საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა
განკარგულებით ადგენს ცესკო.
მუხლი 167. მერობის კანდიდატის რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა
1. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან,
რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.
2. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის
უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს.
(ძალადაკარგულია) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის
გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.
21. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ ამ
კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს, აგრეთვე ამ კანონის
141-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.
3. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა
განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ
მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტი.
89
4.
პარტია/საარჩევნო
ბლოკი/ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფი
მერობის
კანდიდატის
რეგისტრაციისათვის საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს. გამონაკლისია
ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის
კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების
დღემდე 28-ე დღისა:
ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო
დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მერობის კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო
ჯგუფის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში
არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის
მითითებით), თუ ასეთი შეუსაბამობა არსებობს; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საბუთების სრულყოფისთვის 2 დღე ეძლევა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და
კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის კანდიდატს, ხოლო
შეუსაბამობის
შემთხვევაში
იმავე
ვადაში
გამოსცემს
განკარგულებას
მისთვის
საარჩევნო
რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის
თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც
გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ
ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.
7. მერობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.
8. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:
ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;
ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია ხელმძღვანელ პირთა
ხელმოწერებით;
ბ1) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიის/საარჩევნო
ბლოკის
ხელმძღვანელი
პირის
(პირების),
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
წევრთა
ხელმოწერებით;
გ) ორი ფოტოსურათი;
დ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის
პასპორტის ფოტოასლი.
9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის კანდიდატის წარდგენის
შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის:
90
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) სქესი;
დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის
მიხედვით);
ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);
ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;
თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;
ი) საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი;
კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე;
ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.
10. მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების
გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის
არჩევნების დროს კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში
აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში
აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ
აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე
კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ:
ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;
ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა მუნიციპალიტეტის
მერის
არჩევნებში
ან/და
ნებისმიერი
საკრებულოს
არჩევნებში
კანდიდატის
სტატუსით
მონაწილეობაზე;
გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;
დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები.
11. მერობის კანდიდატს მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი მიეკუთვნება.
ამომრჩეველთა
საინიციატივო
ჯგუფის
მიერ
წარდგენილი
კანდიდატის
რიგითი
ნომერი
განისაზღვრება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
მუხლის 1692. მერის რიგგარეშე არჩევნები
1. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო
განკარგულებით. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.
91
2. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში
ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15
ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს
უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მუნიციპალიტეტის
ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.
3.
რიგგარეშე
არჩევნებში
მერი
აირჩევა
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
4. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა
ბოლო
არჩევნებში
მონაწილეობისთვის,
განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს
განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ
პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს
მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. (ძალადაკარგულია) - საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება №3/2/588 - ვებგვერდი, 04.05.2016წ.
41. მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია
გაიარა მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისათვის, განცხადებით
მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით
მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას, ხოლო ამომრჩეველთა
საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ასეთ პარტიას
განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი საარჩევნო
კომისია გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის
მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.
5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა
სიის წარდგენას საჭიროებს, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, შესაბამისად, ცესკოს ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას
წარუდგინოს მერის არჩევნებში პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი
კანდიდატის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.
92
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), ვებგვერდი, 19/02/2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) 56-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
,,8. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე
არჩევნები ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია მერის რიგგარეშე
არჩევნების დანიშვნის/გამართვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესისა და ვადების
ცვლილებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზანია ორგანული კანონის ნორმის შესაბამისობაში
მოყვანა საარჩევნო კოდექსის იმ ცვლილებასთან, რომელიც მერის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს მერის რიგგარეშე
არჩევნების დანიშვნის/გამართვის განსხვავებულ წესსა და ვადებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
მოქმედი
საარჩევნო
კოდექსი
ითვალისწინებს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
ნებისმიერი საფუძვლით მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის/გამართვის სტანდარტულ ვადებს: მერის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში
ან ოქტომბერში - თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა,
რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება
15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. მერის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს ცესკო განკარგულებით,
ხოლო არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა
ვადებს.
მიზანშეწონილი იქნება, თუ მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების საქართველოს
ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი
პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით (საკრებულო ახალი საბიუჯეტო
წლის
დაწყებიდან
3
თვეში
არ
დაამტკიცებს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს) შეწყვეტის შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და გაიმართოს საარჩევნო
კოდექსის 1541 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადებში - არჩევნები
დაინიშნოს
საქართველოს
კონტრასიგნაციით,
პრეზიდენტის
უფლებამოსილების
მიერ
საქართველოს
ვადამდე
შეწყვეტის
პრემიერ-მინისტრის
შესახებ
შესაბამისი
სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო
არჩევნები კი ჩატარდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა - როგორც ეს
გათვალისწინებულია საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
შეცვლას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
----------------------------------------------
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
------------------------------------------
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 56. მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადა;
დ) შვებულება;
ე) დროებითი შრომისუუნარობა;
ვ) საპრეზიდენტო არჩევნებში ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად
წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის
საფუძველზე).
2. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა
ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება
ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის
განსაზღვრული;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
თანამდებობის
პირისთვის
შეუთავსებელი
თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
ი) ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ვადით ან
ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საარჩევნო
კომისიის
მიერ
კანდიდატად
რეგისტრაციიდან
შესაბამისი
არჩევნების
შედეგების
შეჯამებამდე ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას,
გარდა
მე-2
პუნქტის
„ზ“–„ი“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა,
მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო
ჩანაწერით. მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის
მომდევნო დღიდან. მერი პირადი განცხადებით უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს
წინაშე. ასეთ შემთხვევაში მერს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი განცხადების
რეგისტრაციის
მომდევნო
დღიდან.
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის
საკითხზე
გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის
უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი
მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის
მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე.
თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას
მერის
უფლებამოსილების
აღდგენამდე
ან
ახალი
მერის
არჩევამდე
ასრულებს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში
მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის
თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის
შემთხვევაში − მერის მოადგილე.
6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების
ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების ან დაპატიმრების ვადა
ჩაეთვლება მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
7. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილების
კანონიერების
საკითხი
შეიძლება
გასაჩივრდეს
გადაწყვეტილების
მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს
განიხილავს
და
გადაწყვეტილებას
იღებს
2
დღის
ვადაში.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო
სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2
დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
8. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე არჩევნები
ინიშნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს
ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
9. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის
უფლებამოსილების
ვადა
განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
უფლებამოსილების ვადით.
10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის
რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
გაერთიანებების
საქართველოს
შესახებ”
ორგანული
(საქართველოს
კანონის
,,მოქალაქეთა
საკანონმდებლო
მაცნე
პოლიტიკური
(www.matsne.gov.ge),
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997, სარეგისტრაციო კოდი: 010.290.000.05.001.000.283) 30-ე
მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო
არჩევნების
წელს
პოლიტიკური
პარტიების
საარჩევნო
კამპანიის
ფინანსური
მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა
დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის დამზადების/განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ
თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის
შესაბამისი
საერთო
არჩევნების
დასამზადებლად/განსათავსებლად
დანიშვნის
შემდეგ
არჩევნების
მხოლოდ
დღემდე,
ხოლო
განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის
შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას
მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების
მიხედვით
წარმოეშვათ
დაფინანსების
მიღების
უფლება.
ამ
პუნქტის
შესაბამისად
პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო
სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე
და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე.
ამასთანავე,
ბლოკისთვის
არჩევნებში
დამოუკიდებლად
(მიუხედავად
ბლოკში
მონაწილე
პარტიისთვის
გაერთიანებული
პარტიების
და
საარჩევნო
რაოდენობისა)
განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო
სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს
წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან
ეროვნული მაუწყებლები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება განპირობებულია იმით, რომ
კანონით არ არის განსაზღვრული, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოთა საერთო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის
ფინანსური
მხარდაჭერისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებით
გამოყოფილი
დაფინანსება შეიძლება თუ არა გამოყენებული იქნეს სატელევიზიო რეკლამის დამზადების
ხარჯების
დასაფარადაც.
მიზანშეწონილია
აღნისნული
საკითხის
გაწერა
მოხდეს
კანონმდებლობით და პარტიებს მიეცეთ შესაძლებლობა აღნიშნული თანხით დაფარონ ასევე
წინასაარჩევნო რეკლამის დამზადების ხარჯებიც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
ორგანული კანონის პროექტის მიღების მიზანია იმ ნორმის დახვეწა, რომელიც განსაზღვრავს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
საპარლამენტო
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა საერთო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის
ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით
გამოიყოფილი დაფინანსების გამოყენების წესს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნების წელს
პოლიტიკური
პარტიების
საარჩევნო
კამპანიის
ფინანსური
მხარდაჭერისათვის
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაში გათვალისწინებული იქნება
არამხოლოდ სატელევიზიო რეკლამის განთავსების, არამედ მისი დამზადების ხარჯებიც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
შეცვლას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
----------------------------------------------
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
------------------------------------------
საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 30
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად
გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. პარტიის
დაფინანსების უფლება წარმოიშობა საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი
სხდომის
გამართვის
მომდევნო
დღიდან,
აგრეთვე
მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების საერთო არჩევნების საბოლოო
შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმის გამოქვეყნების მომდევნო დღიდან. პარტიის
დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის განკარგულებით, ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების
საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის, პარტიის მიერ საპარლამენტო ფრაქციის შექმნის
შესახებ ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების საერთო არჩევნების შედეგების საფუძველზე.
11.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
საპარლამენტო
ფრაქციის
შექმნის/გაუქმების შესახებ ინფორმაცია ასეთი ფაქტის დადგომის შემდეგ, დაუყოვნებლივ
წერილობით მიეწოდება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად
გამოყოფილ
თანხას
იღებს
საქართველოს
ცენტრალურ
საარჩევნო
კომისიაში
რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის
შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა
ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში
მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა
გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში
მიღებული ხმების მიხედვით).
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა
შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის
გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.
4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1)+(H),
სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო
დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის
წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის
წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000
ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა; H – პარტია, რომელიც ბოლო
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს
პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას. ამ ფორმულის
მიზნებისთვის H=300 000 ლარს.
5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი.
6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო
საპარლამენტო
ან
ბოლო
ადგილობრივი
თვითმმართველობის
საერთო
არჩევნებში
მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო
დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L ნულის ტოლია, თუ
პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება შესაბამისი
ოდენობით (მცირდება ან იზრდება), თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის
წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ 3 თვის ვადაში დატოვეს პარტია ან
შეუერთდნენ პარტიას, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით იღებს საბიუჯეტო
დაფინანსებას. საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების მქონე პარტია, რომელსაც ამ
პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დატოვებს ან/და შეუერთდება პროპორციული სისტემით
არჩეული პარლამენტის წევრი, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით
აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. პარტიის მიერ ამ პუნქტის
საფუძველზე მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ცვლილება აისახება და ძალაში შევა
მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრული, 3-თვიანი ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
71. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო
დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან
შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში
(ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში),
რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და
ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ
მცირე 30%-ით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო
ან უკანასკნელი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები
გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული
პირობებით.
9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში
ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში
შემავალ პარტიათა რაოდენობაზე.
10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის.
11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის
საფუძველზე,
რომელიც
უნდა
წარედგინოს
სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურს
ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ
წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების
თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით
აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა.
თუ პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ
წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების
მიღების უფლებას, რის შესახებაც მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით
აცნობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის
საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა
დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
12. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნების
წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებით
გამოიყოფა
დაფინანსება
სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება
შეიძლება რეკლამის განსათავსებლად მხოლოდ შესაბამისი საერთო არჩევნების დანიშვნის
შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან
ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო
საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ
პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების
რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური
გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე
პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების
რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს.
საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა
იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ
არიან ეროვნული მაუწყებლები.