საქართველოს პარლამენტის წევრის რამაზ ნიკოლაიშვილის მომართვა, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წევრობის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი
ნომერი
#4278/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-21
ბიუროს ნომერი 142

📜 ტექსტი

წერილი
4278-3-9-3-201803201519 N 4278 20/03/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ სოფიო ქაცარავას საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 7 მარტის N139/2 გადაწყვეტილების თანახმად, დამტკიცებულ იქნა პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, რომლის თანახმადაც შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) მუდმივმოქმედ საპარლამეტო დელეგაციაში ერთი კვოტა იქნა გამოყოფილი იმ პარლამენტის წევრისათვის, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი, მოგმართავთ, კვლავ შემიყვანოთ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში, რომლის წევრი აქამდეც ვიყავი. პატივისცემით, რამაზი ნიკოლაიშვილი