„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(პარლამენტის უწყებანი, N21-22, 14.06.1998, გვ. 6) მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალ ასაშენებელი ობიექტის
პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის
საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4
(ოთხ) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთ)
ლარს.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა, ხაზობრივი ნაგებობის
მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული
თითოეული გრძივი მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთ) ლარს.
22. ისეთი შენობა–ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში,
რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო
ფართობი, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებელი II კლასის ობიექტებისათვის არ
უნდა აღემატებოდეს – 50 ლარს, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარს, ხოლო IV კლასის
ობიექტებისათვის 400 ლარს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე კანონპროექტის მომზადება განაპირობა მშენებლობის ნებართვის
მოსაკრებლის გამოანგარიშების წესში ცვლილების განხორციელების აუცილებელმა
საჭიროებამ.
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის
მოქმედი რედაქციის თანახმად, მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებული იყო ახალ
ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობზე,
რაც უმრავლეს შემთხვევებში განაპირობებდა ერთი და იგივე ფართობზე სხვადასხვა
კლასის შენობა–ნაგებობათა მშენებლობისათვის მოსაკრებლის ერთი და იგივე
ოდენობის განსაზღვრას. რაც, თავის მხრივ, ცხადია უსამართლო იყო.
მაგალითისათვის, თუ 500 მ2-500 მ2 ფართობის მიწებზე, განაშენიანების ფართობი
ორივე შემთხვევაში იყო 150 მ2, მაგრამ ერთგან შენდებოდა III კლასის შენობა-ნაგებობა,
7 სართული, ჯამში 1000 მ2, მრავალფუნქციური დანიშნულების, ხოლო მეორეგან 2
სართული ჯამში 300 მ2, ორივე შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდებოდა ერთი და
იგივე ოდენობით.
გარდა ამისა, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6
მუხლის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ახალ
ასაშენებელ ობიექტს წარმოადგენს ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელსაც არ გააჩნია
განაშენიანების ან/და განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის ფართობი,
მათ შორის, ხაზობრივ ნაგებობებს. აღნიშნული კი პრობლემებს ქმნის ნებართვის
გამცემი ორგანოების მიერ მოსაკრებლის გაანგარიშების პროცესში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
„ადგილობრივი
მოსაკრებლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელი ცვლილების მიზანს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის
მოსაკრებლის
გამოანგარიშების
წესის
შეცვლა
სამართლიანი
მიდგომის
თვალსაზრისით, რაც გულისხმობს, მომსახურებაზე ან/და უფლების მინიჭებაზე
გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებას კანონმდებლობის
შესაბამისად და მოსაკრებლის ოდენობის პროპორციაში მოყვანას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა) ცვლილება შედის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმადაც,
საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება
არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების
ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის
საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შედეგადაც მშენებლობის ნებართვის
მოსაკრებელი განსხვავებულად განისაზღვრება სხვადასხვა ფართობის შენობა–
მოსაკრებლის
ოდენობა,
ნაგებობებთან
მიმართებაში
და,
შესაბამისად,
2
კანონმდებლობის შესაბამისად, პროპორციული იქნება მომსახურებაზე ან/და
უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით.
კანონპროექტის მიხედვით დგინდება მოსაკრებლის ახალი ოდენობა: თითოეული
კვადრატული მეტრისათვის ის არ უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხ) ლარს, ხოლო
საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - 5 (ხუთ) ლარს.
ბ) მე-6 მუხლს ემატება 21 და 22 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც
დარეგულირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ახალ ასაშენებელ ობიექტს
წარმოადგენს ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ან/და
განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის ფართობი და დადგინდება
მოსაკრებლის გამოანგარიშების წესი როგორც ხაზობრივი ნაგებობებისათვის,
აგრეთვე, ისეთი შენობა–ნაგებობებისთვის, რომლებსაც არ გააჩნია განაშენიანების
ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ დანახარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე
ზრდის მიმართულებით. საფუძვლიანი ვარაუდით, მაგალითისათვის, საქართველოს
დედაქალაქ-თბილისის ბიუჯეტში შემოსავლები მშენებლობის ნებართვაზე
მოსაკრებლიდან, ახალი რეგულაციის მიხედვით გაიზრდება 10- 15 მილიონი ლარით.
საყურადღებოა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის
„ფორმა 1“-ის მიხედვით1, ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში მობილიზებული
შემოსავალი, „მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის,
რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვაზე (შემ. კლას.
კოდი 1422312) 2017 წლის განმავლობაში შეადგენდა 4 908 048 ლარს, ხოლო 2016 წლის
განმავლობაში - 3 948 910 ლარს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებზეც გავრცელდება
აღნიშნული ნორმები; ქალაქ თბილისში, საშუალოდ, ეს შეეხება 5 ათასამდე ფიზიკურ და
იურიდიულ პირს.
1
http://treasury.ge/5585; http://treasury.ge/5539
3
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება, მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა
განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის
შესაბამისად: თითოეული კვადრატული მეტრისათვის, ის არ უნდა აღემატებოდეს 4
(ოთხ) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის
- 5 (ხუთ) ლარს. კანონპროექტით დგინდება საკრებულოს მიერ დაწესებული
მოსაკრებლის ოდენობა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო,
ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები ზაზა გაბუნია, გოჩა
ენუქიძე, დავით სონღულაშვილი.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონის პროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 6. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის
რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის (29.12.2006
N4241)
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან
ბირთვული
ობიექტების
მშენებლობისა)
ნებართვისათვის
მოსაკრებლის
გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალ ასაშენებელი
ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული
კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს, ხოლო საკურორტო
ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთ ლარს.
3. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება
განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად
დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
5