„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 41 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი
ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ
სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს ამ უფლებით შეუძლია
ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა, ან თუ ის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის XIX, XX, XXII თავებით და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
საქმეზე გამოსაკითხი პირია/მოწმეა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
გათვალისწინებული შენიშვნების ვიზუალურად მკაფიოდ ხილვადი ვერსია
პროექტი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 41 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით., თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ
აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმის წარმოების
ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს ამ უფლებით შეუძლია
ისარგებლოს, თუ იგი გადახდისუუნაროა., ან თუ ის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის XIX, XX, XXII თავებით და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
საქმეზე გამოსაკითხი პირია/მოწმეა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„იურიდიული
დახმარების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
ცვლილება
განპირობებულია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტთან
(07-2/180;
15.03.2018)
შესაბამისობის აუცილებლობით.
ა. ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის
იმპლემენტაციის
პროცესში
გამოვლენილი
სირთულეების
აღმოფხვრა
და
მართლმსაჯულების განხორციელებისას ჩართული ყველა პროფესიის წარმომადგენლის
მიერ ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა ამ ნორმათა უფრო
ნათლად ჩამოყალიბების გზით. კანონპროქტის მიზანია აგრეთვე, ჩამოყალიბებული
სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი ნორმების ცვლილება.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარება არასრულწლოვანი
მოწმის
გარდა,
ასევე
გათვალისწინებულია
არასრულწლოვანი
გამოსაკითხი
პირისთვისაც. ამასთან, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად,
უფასო იურიდიული დახმარების დანიშვნის საფუძვლებს ემატება შემთხვევები, როცა
არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს ეძლევა უფასო იურიდიული დახმარებით
სარგებლობის უფლება, და გადახდისუუნარობის გარდა, ეს იქნება ის შემთხვევები,
როდესაც არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX
(„დანაშაული
სიცოცხლის
წინააღმდეგ“),
XX
(„დანაშაული
ჯანმრთელობის
წინააღმდეგ“), XXII („დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ”) თავებით და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
(„წამება“; „წამების მუქარა“; „დამამაცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) საქმეზე
გამოსაკითხი პირი/მოწმეა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო 2019 წლის და მომდევნო საშუალოვადიანი პერიოდისთვის იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.
1
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას გამოიწვევს შემდეგი საფუძვლით:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება გადახდისუუნარობის გარდა, ასევე
ითვალისწინებს
არასრულწლოვანი
გამოსაკითხი
პირი/მოწმისათვის
უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლებას. ეს იქნება ის შემთხვევები, როდესაც
არასრულწლოვანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX („დანაშაული
სიცოცხლის წინააღმდეგ“), XX („დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ“), XXII
(„დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ”) თავებით
და 1441 - 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის („წამება“; „წამების მუქარა“;
„დამამაცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე
იქნება. დღეის მდგომარეობით, ვერ მოხერხდა ამ დანაშულის საქმეებზე
არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმეების ოდენობის დათვლა, რადგან მსგავსი
სტატისტიკის წარმოება არ ხორციელდება. თუმცა, ნათელია, რომ იურიდიული
დახმარების
მანდატის
გაფართოების
შესაბამისად,
გაიზრდება
სამსახურზე
მიმართვიანობა, რაც სამსახურის რესურსის გაზრდის აუცილებლობას გამოიწვევს.
იმისთვის, რომ იურიდიული დახმარების სამსახურმა უზრუნველყოს სისხლის
სამართლის ზემოთ მითითებული თავებითა და მუხლებით გათვალისწინებულ
შემთხვევებზე არასრულწლოვანთა გამოსაკითხ პირთა/მოწმეთა სრულფასოვანი და
ეფექტური დაცვა, სამსახურისთვის საჭიროა ბიუჯეტის გაზრდა 400 000 (ოთხასი ათასი)
ლარის ოდენობით, რაშიც მოიაზრება არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მომუშავე
ადვოკატების შტატების დამატება და მათთვის საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის
შესაძენი ხარჯები. კერძოდ, საჭირო გახდება სულ 18 ადვოკატის შტატის დამატება,
აქედან თბილისის იურიდიულ დახმარების ბიუროში 7 ადვოკატის შტატის, ხოლო 11
რეგიონალურ ბიუროში – თითო ადვოკატის შტატის დამატება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX, XXII თავებით და 1441-1443 მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულის
საქმეზე
არასრულწლოვანი
გამოსაკითხი
პირის/მოწმის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული პირები სისხლის სამართლის საქმის
წარმოების ნებისმიერ სტადიაზე უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო იურიდიული
დახმარებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
2
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორები:
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი
1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ
უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. სისხლის სამართლის საქმის წარმოების
ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვან მოწმეს ამ უფლებით შეუძლია ისარგებლოს,
თუ იგი გადახდისუუნაროა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს
აგრეთვე 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, თუ იგი ბრალდებულია.