საქართველოს პარლამენტის ევროპასტან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას 2018 წლის 30 იანვარი-1 თებერვალს ევროპარლამენტში ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
წერილი
N 4471
23/03/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ანგარიშს, 2018 წლის, 30 იანვრიდან - 1 თებერვლის ჩათვლით ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარის ევროპარლამენტში ვიზიტის შესახებ.
გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის ბიუროს წევრებისთვის გაცნობა.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ანგარიში
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ევროპარლამენტში ვიზიტის შესახებ
30 იანვარი - 1 თებერვალი, 2018
ბრიუსელი, ბელგია
30 იანვრიდან - 1 თებერვლის ჩათვლით ევროპარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ვიზიტი გაიმართა.
მიმდინარე წლის პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიზნად ისახავდა
ევროპარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას,
ევროპარლამენტთან ერთობლივად მოქმედი საპარლამენტო ფორუმების საქმიანობის
კოორდინაციას, მათ შორის თბილისში დაგეგემილი ევრონესტის საკომიტეტო სხდომების
მომზადების
ხელმღვანელობას
და
სხვადასხვა
პოლიტიკური
ჯგუფების
წარმომადგენელებთან ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრების გამართვას.
ვიზიტი წინ უძღოდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის 4 კომიტეტის და ასოცირებული
ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომების ჩატარებას თბილისში, რის ფარგლებშიც
საქართველოს პარლამენტს ეწვია ევროპარლამენტის დელეგაცია და აღმოსავლეთ პარტნიორი
ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები. აღნიშნული ღონისძიებების მომზადება
მიმდინარეობდა
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
ხელმძღვანელობით
და
ევროპარლამენტის განყოფილებებთან ახლო თანამშრომლობით. ამ მიზნით ბრიუსელში
ვიზიტის პირველ დღეს შევხვდი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს
წარმომადგნელებს. შეხვედრაზე განვიხილეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
სამუშაო პროგრამა, კომიტეტის სხდომების დღის წესრიგები და შერჩეულ საკითხებზე
განვსაზღვრეთ მომხსენებლები როგორც ევროკავშირის და ისე საქართველოს მხრიდან.
აგრეთვე შევხვდი საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებს კლერ მუდის
(გაერთიანებული სამეფო, სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი) და მიჰალ გალერს
(გერმანია, ევროპის სახალხო პარტია). შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასოცირების
ხელშეკრულების განხორციელების 2017 წლის მდგომარეობას. განვიხილეთ ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეაში მოქმედი ასოცირებული ქვენების სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმა.
ევროპარლამენტარებს ვაცნობე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი
ვითარების შესახებ და პარტნიორებთან დავსვი საქართველოს ოკუპაციის თემაზე საგანგებო
რეზოლუციის შემუშავების საკითხი.
ევროპარლამენტში ჩატარებული შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ევროპარლამენტის
წევრთა დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ
რეზოლუციაზე მუშაობის დაწყებას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აგრძელებს
მუშაობას ევროპარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებთან, რათა გადაიდგას რეზოლუციის
ინიცირებისათვის საჭირო ნაბიჯები და განისაზღვროს შესაბამისი სამუშაო კალენდარი.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, კანონს მაუწყებლობის
შესახებ და საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხს საქართველოს
პარლამენტის წინაშე, კერძოდ, პრემიერმინისტრისა და მთავრობის წევრების პარლამენტის
სხდომებზე რეგულარული მოსმენის აუცილებლობას. კოლეგებს განვუმარტე, რომ
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის, რაც პარლამენტის
საზედამხედველო ფუნქციებს აძლიერებს და მთავრობის ანგარიშვალდებულებას ზრდის.
ასევე მივაწოდე ინფორმაცია, უკანაკნელი თვეების განმავლობაში კომიტეტებში მთავრობის
წევრების მოსმენებთან დაკავშირებით და რომ ამ მხრივ არსებული პრაქტიკა თანდათან
უმჯობესდება.
საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან, ბ-ნ გალერთან და ქ-ნ მუდისთან
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ასოცირების საპარამენტო კომიტეტის ვიზიტის გარდა,
საქართველოს ევროპარლამენტარები მაისში ეწვევიან და საქართველოს პარლამენტის
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროპის
დღეების აღსანიშნავ ღონისძიებებში და საჯარო შეხვედრებში თბილისსა და რეგიონებში.
ორმხრივი შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ევროპარლამენტის
შემდეგ წევრებთან: ანელი იატენმაკი (ფინეთი, ლიბერალთა ალიანსი), არტის პაბრიკსს
(ლატვია, სახალხო პარტია), ენდი კრისტეა (რუმინეთი, სოციალისტების პოლიტიკური
ჯგუფი), ხავიერ ნარტ (ესპანეთი, ლიბერალთა ალიანსი), საჯად კარიმი (გაერთიანებული
სამეფო, კონსერვატორი), მიჰალ გალერი (გერმანია, სახალხო პარტია), კრისტიან პრედა
(რუმინეთი, სახალხო პარტია), ლაიმა ანდრიკიენე (ლიტვა, სახალხო პარტია), ანა გომესი
(პორტუგალია, სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფი), კატი პირი (ნიდერლანდები,
სოციალისტების პოლიტიკრუი ჯგუფი) და გუნარ ჰოკმარკი ( შვედეთი, სახალხო პარტია).
დანართი:
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ევროპარლამენტში ვიზიტის
პროგრამა
სამშაბათი, 30 იანვარი
15.00 - შეხვედრა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსთან
14.30 - შეხვედრა კლერ მუდისთან
16.30 - შეხვედრა რობერტ გოლანსკისთან
17.45 - შეხვედრა ხავიერ ნარტთან
ოთხშაბათი, 31 იანვარი
11.30 - შეხვედრა საჯად კარიმთან
12.30 - სამუშაო სადილი ანელი იატენმაკისთან
14.00 - შეხვედრა არტის პაბრიკსთან
15.00 - შეხვედრა ანდი კრისტეასთან
16.00 - შეხვედრა კრისტიან პრედასთან
17.00 - შეხვედრა მიჰალ გალერთან
18.00 - შეხვედრა გუნარ ჰოკმარკთან
ხუთშაბათი, 1 თებერვალი
11.00 - შეხვედრა კატი პირისთან
12.30 - შეხვედრა ანა გომეშთან