საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაცია საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ მიერ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სასარგებლოდ დათმობისა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციების წევრების წარდგენის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
წერილი
N 4530
26/03/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 23 მარტის №143/1
გადაწყვეტილების
შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
საკითხთა დროებით კომისიაში, რეგლამენტის
74-ე მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქცია „ევროპული
საქართველო“ კვოტას თმობს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველორეგიონების“ სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და პარლამენტის რეგლამენტის 74-ე
მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი
ფრაქციები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით
კომისიაში წარმოგიდგენთ შემდეგ კანდიდატურებს:
1. სერგი კაპანაძე - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის“ ;
2. თენგიზ გუნავა- ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის“;
3. ირაკლი აბესაძე- ფრაქცია ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა
თავისუფლებისთვის“;
4. ლელა ქებურია - ფრაქცია ,,ევროპული საქართველო- რეგიონები“;
5. ლაშა დამენია- ფრაქცია ,,ევროპული საქართველო“-ს კვოტით;
პატივისცემით,
დავით ბაქრაძე
უმცირესობის ლიდერი