„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 10 ✗ 12
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ სქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 30.09.2002, მუხ. 125), შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141მუხლი:
"მუხლი 141. შრომითი ანაზღაურება
მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი
ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების
1 თვის ოდენობას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროქექტზე
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ სქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში
კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული
ოდენობის განსაზღვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი
ანაზღაურების რეგულირება. კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების
წლიური შრომითი ანაზღაურება 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და სამჯერ
აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას.
ა. გ ) კანონპროექტი ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში
კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების
ზედა ზღვრის დაწესება. კერძოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ
საქართველოს კანონს ემატება 141 მუხლი შემდეგი რედაქციით: მარეგულირებელი კომისიის
წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა
აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას.“
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
წყარო:
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით მოხდება მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარისა და
წევრებისათვის ხელფასის შემცირება, რაც თავისმხრივ გამოიწვევს მათ მიერ ბიუჯეტში
მიმართული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციის
ეროვნული კომისიისა და
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისის ორი თავმჯდომარისა და 4-4 წევრისათვის თვიური
შრომითი ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესებას, რომელიც არ აღემატება პრეზიდენტის
შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ექნება შემდეგი
სახის ზეგავლენა:
კანონპროექტის ამოქმედების მოსალოდნელი ვადის გათვალისწინებით, აღნიშნული
პირების მიერ 7 თვის განმავლობაში განხორციელებული შემცირებული საშემოსავლო
გადასახადის გადახდით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს
მოაკლდება დაახლოებით 102 392 ლარი;
2019-2020 წლებში, სახლმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს ყოველწლიურად
მოაკლდება დაახლოებით 175 529 ლარი;
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის თანახმად, 2021 წლის
1 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტს მაქსიმალური თანამდებობრივი სარგოს ზედა
ზღვრი განსაზღვრულია 10 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ 2021
წლიდან
პრეზიდენტის
და
შესაბამისად
მარეგულირებელი
კომისიების
თავჯდომარეებისა და წევრების ხელფასის განსაზღვრა მოხდება მაქსიმალური
ოდენობით, მარეგულირებელი კომისიების თავმჯდომარეებისა და წევების მიერ
გადახდილი საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტს მოაკლდება წლიურად
დაახლოებით 101 129 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებას ფინანსური გავლენა ექნება, როგორც მარეგულირებელი კომისიის
თავჯდომარესა და წევრებზე, ასევე თავად მარეგულირებელ კომისიების ბიუჯეტზე. კერძოდ,
მარეგულირებელი კომისიის წევრებს და თავმჯდომარეებს 2021 წლამდე ყოველთვიურად
ხელფასები შეუმცირდებათ საშუალოდ ჯამურად 73 137 ლარით, ხოლო წლიურად 877 644
ლარით (კანონპროექტის ამოქმედების გონივრულ ვადის გათვალისწინებით, გავლენა 2018
წლის 7 თვის განმავლობაში შეადგენს 511 959 ლარს). იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის 1
იანვრიდან, კომისიის თავმჯდომარისა და წევრებისათვის ხელფასის განსაზღვრა მოხდება
მაქსიმალური, 10 000 ლარის ოდენობით, ყოველწლიური ჯამური ხელფასების შემცირება
იქნება დაახლოებით
505 644 ლარი. ცვლილების გატარების შემდეგ, აღნიშნული
პირებისათვის ხელფასების შემცირება კი, თავისმხრივ წარმოადგენს მარეგულირებელი
კომისიების ბიუჯეტების ჯამურ დანაზოგს.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტის არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
ასეთი არ არსებობს.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების )
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე )კანონპროექტის ავტორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე