„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
და დამატების
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 1551 -ე მუხლი
2.1551 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1551 . რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა
1. რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და
მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის
გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების
შეურაცხყოფას, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
2. რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე
ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების და დამატების შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში
გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების
და წმინდანების შეურაცხყოფა.
რამდენიმე წელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ საბაბით
პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული
სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ.
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები.
რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე.
საკანონმდებლო სივრცეში რელიგიური შეურაცხყოფის დასჯის არარსებობა,
მოქალაქეებს უბიძგებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ.
ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა იგივე სახის დანაშაულზე მკაცრად
რეაგირებს და სისხლის სამართლის კოდექსით არეგულირებს შემდეგ ქვეყნებში:
გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, შვეიცარია, დანია,
ნორვეგია, პოლონეთი, ისლანდია, ლიტვა, ფინეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი,
ჩეხეთი, ხორვატია.
2016 წელს საქართველოს პარლამენტის „ადამიანის უფლებათა დაცვის და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა“ იმსჯელა „რელიგიური გრძნობების
შეურაცხყოფის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით სამართალდამრღვევს ფულად ჯარიმას
აკისრებდა. „ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა“ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას, იმ პირობით, რომ
წარმოდგენილი ფორმულირება, შეიცვლებოდა ახალი ფორმულირებით.
ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 2018
წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, სადაც
საუბარია, რომ „სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს რელიგიური
გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყანის სტაბილურობის ერთერთ მთავარ ფაქტორს".
„რელიგიური გრძობების შეურაცხყოფის შესახებ“ კანონის მიღების
მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
მცდარია გავრცელებული მოსაზრება, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება
უსაზღვროა. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციის“ მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით: აზრის
გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და
პასუხისმგებლობისგან, რის გამოც მას კანონი უქვემდებარებს წესებს, პირობებს,
შეზღუდვებს და სანქციებს. როდესაც საქმე ეხება: ეროვნული უშიშროების,
ტერიტორიული მთლიანობის, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს,
ჯანმრთელობის ან მორალის დაცვას, სხვათა უფლებების ან ღირსების დაცვას.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში
არსებული რელიგიების და მათი მიმდევრების შეურაცხყოფისგან დაცვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება
დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან
თავისუფლების აღკვეთა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფა, თუმცა მისი ზუსტი გაანგარიშება ამ ეტაპზე არ არის
შესაძლებელი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან იმ პირებს, რომლებიც დაჯარიმდებიან 1551 მუხლის 1-ლი და
მე-2 პუნქტების საფუძველზე, დაეკისრებათ ჯარიმა. შესაბამისად, აღნიშნულმა
შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ზრდის მიმართულებით. თუმცა მისი ზუსტი გაანგარიშება ამ ეტაპზე არ არის
შესაძლებელი, რადგან ეს დამოკიდებული იქნება შემთხვევების რაოდენობასა
და მოსამართლის შესაბამის გადაწყვეტილებაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. ვინაიდან იმ პირებს რომლებიც დაჯარიმდებიან 1551 მუხლის 1-ლი
და მე-2 პუნქტების თანახმად, სასჯელის სახით შეიძლება შეეფარდოთ
თავისუფლების აღკვეთა 1 ან 2 წლის ვადით. თუმცა მისი ზუსტი გაანგარიშება
ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი, რადგან ეს დამოკიდებული იქნება
შემთხვევების რაოდენობასა და მოსამართლის შესაბამის გადაწყვეტილებაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით დგინდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ვინაიდან
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში, შესაძლოა მათ სასჯელის სახით მოუწიოთ ჯარიმის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
კანონპროექტით სასჯელის სახედ განისაზღვრება ჯარიმა იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები
ასეთი არ არსებობს.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ემზარ კვიციანი (პარლამენტის წევრი)