„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) 51 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა)
სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით.
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული
სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზით.
კერძოდ, კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია ლიცენზიის გამცემი ორგანოების
მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა შესაბამისი ორგანოს
უფროსის ნორმატიული აქტით. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გამცემ
ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში ნორმა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
,,სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების
წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული
სააგენტოს ნორმატიული აქტით“. აუცილებელია „ანგარიშსწორების წესი“ ჩანაცვლდეს
„ანგარიშგების წესით“, ვინაიდან, შინაარსობრივად ნორმა ეხება შესაბამისი
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ანგარიშგების წესის დამტკიცების კომპეტენციას.
აღსანიშნავია, რომ რეგულირების საფასურის ოდენობას და ანგარიშსწორების წესს თავად
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. რაც შეეხება,
ანგარიშგების წესს, ამავე კანონის თანახმად, უნდა იყოს დამტკიცებული შესაბამისი
ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით. ანგარიშგების
წესი მოიაზრებს დოკუმენტს, რომლითაც განისაზღვრება რეგულირების საფასურის
გადამხდელთა მიერ,
ადმინისტრაციულ ორგანოში ინფორმაციის წარდგენასთან
დაკავშირებული პროცედურული საკითხები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია კანონში არსებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზის აღმოფხვრა.
კერძოდ, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან სსიპ - გარემოს ეროვნულ
სააგენტოსთან და სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან მიმართებაშია
დადგენილი ამ ორგანოების მიერ რეგულირების ანგარიშგების წესის შესაბამისი
ნორმატიული აქტებით განსაზღვრის ვალდებულება, ასევე უნდა იყოს სსიპ - წიაღის
ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაშიც. შესაბამისად, სსიპ - წიაღის ეროვნულ სააგენტოს
მიეცემა შესაძლებლობა გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - „სასარგებლო
წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების
თაობაზე’’.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის 51 მუხლის მე-5 პუნქტში და
მისი ჩამოყალიბება ხდება განახლებული რედაქციით, რომლის თანახმად, ნაცვლად
„ანგარიშსწორების წესისა“ მიეთითება, რომ „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის
რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის ამოქმედება არ საჭიროებს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით
ვალდებულებები;
არ
წარმოიშობა
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ბ.ე)კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართა, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის შემოღებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 51. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის
დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის
ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების
ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები და
სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის დანართით.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის რეგულირების საფასური გადაიხდება:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის – არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო
თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით
გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ
ნაწილებად, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება
სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ
ყოველწლიურად ასათვისებელ მოცულობას – ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო
წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ამ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულირების
საფასურის გადახდის წესი არ ვრცელდება პირზე, რომელზედაც სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო
წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით, მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის
შესწავლის სტადიაზე. თუ ამ პირის მიერ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის
სამუშაოების შესრულებისას აუცილებელი გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება
შესწავლის მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი
კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშიით)
სარგებლობისთვის
–
თევზჭერის
ყოველწლიური
კვოტიდან
ლიცენზიით
გათვალისწინებული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის)
სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარ ნაწილებად, წელიწადში ორჯერ – არაუგვიანეს 31
იანვრისა და 31 ივლისისა.
3. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის
რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 15
რიცხვისა.
4. ინვესტორის წილი ნავთობისა და გაზის (მათ შორის, საკომპენსაციო ნავთობისა და
გაზის) მოპოვების და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის
რეგულირების საფასურები გადაიხდება არაუგვიანეს ყოველი კვარტლის მომდევნო თვის
15 რიცხვისა.
5. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა)
სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით.
სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების
წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული
სააგენტოს ნორმატიული აქტით, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს
კანონით რეგულირებული ურთიერთობების შემთხვევაში – საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ნორმატიული აქტით.