საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
წერილი
N 4764
28/03/2018
4764-3-9-3-201803281639
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტს.
გთხოვთ
ცვლილებებით.
დაამტკიცოთ
პატივისცემით,
კახაბერ კუჭავა
თავმჯდომარე
კომიტეტის
დებულება
მასში
შეტანილი
დანართი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საკანონმდებლო
საკითხების
წინასწარ
მომზადების,
პარლამენტის
გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის
კონტროლის მიზნით პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს.
2. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) თავის საქმიანობას წარმართავს
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის,
სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს კომიტეტის უფლებამოსილებას, მისი
შექმნის, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესებს, აგრეთვე
კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების უფლებამოსილებასა და
კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
4. კომიტეტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი საქმიანობის და
ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოსა და
მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებათა
კოორდინაცია.
5. კომიტეტის მიზანია გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის
საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ევროკავშირის კანონმდებლობასთან
ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი ნორმატიული აქტების
შემუშავებაში მონაწილეობა.
მუხლი 2. კომიტეტის უფლებამოსილებანი
1.
კომიტეტი
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს
კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;
ბ) მონაწილეობს პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტების განხილვასა და
დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი
შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს
გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;
გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს
მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე განიხილავს იმ თანამდებობის პირთა
კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს და რომელთა
დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს წარუდგენს
პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსათვის
წარსადგენად;
დ) განიხილავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს
დასკვნას;
დ1) კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი,
ახორციელებს მისი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით.
საბიუჯეტო
წლის
განმავლობაში
სახელმწიფო
ბიუჯეტის
შესრულების
მიმდინარეობას,
კომიტეტი
განიხილავს
ყოველკვარტალურად;
ე) ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, აგრეთვე „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“
და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგის დროულ და
ეფექტიან
განხორციელებას;
ვ) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას
წარუდგენს
პარლამენტს;
ზ)
ახორციელებს
საქართველოს
მთავრობისა
და
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლს და
საჭიროების
შემთხვევაში
შესაბამის
დასკვნას
წარუდგენს
პარლამენტს;
თ) წყვეტს კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს;
ი)
სარგებლობს
საკანონმდებლო
ინიციატივის
უფლებით;
კ) ამზადებს კომიტეტის სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს მის საქართველოს
პარლამენტის
ვებგვერდზე
გამოქვეყნებას;
ლ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა
საკანონმდებლო
აქტებით
გათვალისწინებულ
სხვა
უფლებამოსილებებს.
2. კომიტეტი წინასწარი გეგმით დამტკიცებული ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე
შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში
გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს
პარლამენტს.
3. პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების
კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა
მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო
ჯგუფების
საქმიანობას
უზრუნველყოფს
კომიტეტის
აპარატი.
4. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და
საქართველოს მთავრობის წევრები, კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში,
ვალდებული არიან, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი
დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო
საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
5. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი,
რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფელბამოსილია, ხოლო
მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი
გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის
ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
6. კომიტეტი განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და
კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე
თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ
ინფორმაციას, მათ შორის, მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომითი გამოცდილებისა და
პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას, კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი
პირი.
7. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას
საქართველოს
მთავრობისათვის
ნდობის
გამოცხადების,
საქართველოს
კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ
დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით,
სხდომაზე
დამსწრე
კომიტეტის
წევრთა
ხმების
უმრავლესობით.
8. სავალდებულოა კომიტეტის დასკვნა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე,
რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.
9. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გადასცემს
საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
მუხლი 3. კომიტეტის შემადგენლობა
1. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3
მოადგილისა (მათ შორის ერთი პირველი მოადგილის) და კომიტეტის წევრებისგან.
2. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ
პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ
ფრაქციაში.
3. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის
შემადგენლობიდან. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ დაინიშნება
მისი უფლებამონაცვლე შესაბამის კომიტეტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
შესაბამის პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ან აირჩევა, დაინიშნება
ან დამტკიცდება კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე.
4. კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს კომიტეტის წევრთაგან,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
დადგენილი
წესით.
5 . კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნაგანმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება
წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს.
6. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის
წარდგენის
დღიდან.
7.
კომიტეტის
თავმჯდომარის
უფლებამოსლებანი
:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის
სხდომებს;
ბ)
წარმოადგენს
კომიტეტს
პარლამენტში,
მის
გარეთ
და
შესაბამის
საპარლამენტთაშორისო
ურთიერთობებში;
გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;
დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის
კანდიდატურას;
ე)
საერთო
ხელმძღვანელობას
უწევს
კომიტეტის
აპარატს;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს
პარლამენტს
საქმიანობის
წერილობით
ანგარიშს;
ზ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით
მისთვის
მინიჭებულ
უფლებამოსილებებს.
თ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე
ი)
განსაზღვრავს
კომიტეტის
სხდომის
დღის
წესრიგს.
კ)
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოთხოვნით,
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით
ან
შესაბამისი
კომიტეტების
თავმჯდომარეების
გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალცალკე
კენჭისყრით
იღებენ
შესაბამის
გადაწყვეტილებას.
8. კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია
კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის
თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს
პარლამენტის
ბიუროს.
9. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი
მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი
მოადგილისა - უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული
უმრავლესობაში.
10.
კომიტეტის
თავმჯდომარის
პირველი
მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ბ)
ასრულებს
თავმჯდომარის
დავალებით
ცალკეულ
დავალებას.
11.
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლით
დადგენილი
წესითა
და
პირობებით
ასრულებს
მის
მოვალეობას;
ბ)
თავმჯდომარის
დავალებით
ასრულებს
ცალკეულ
დავალებას.
12.
კომიტეტის
წევრს
უფლება
აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, აირჩიოს და არჩეულ
იქნეს
კომიტეტის
თანამდებობებზე;
ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები,
ჰქონდეს
განსხვავებული
პოზიცია;
გ)
ნებისმიერ
დროს
გავიდეს
კომიტეტის
შემადგენლობიდან;
დ) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით
მისთვის
მინიჭებული
უფლებამოსილებანი.
13. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა
მიიღოს
მის
მუშაობაში.
14.
კომიტეტის
წევრის
უფლებამოსილება
წყდება:
ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის
მომენტიდან;
ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
მომენტიდან;
გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი
კომიტეტში;
დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.
15. კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა
კომიტეტის
მუშაობაში,
განსახილველ
საკითხზე
გამოთქვას
შენიშვნები,
წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის
თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოების
საქმიანობაში,
ჰქონდეს
განსხვავებული
პოზიცია.
16. კომიტეტის წევრს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობის,
შრომის
დისციპლინის
დარღვევისა
და
დაკისრებულ
მოვალეობათა
შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული
პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.
17.
კომიტეტის
თავმჯდომარის
გადადგომის,
გადაყენების,
მის
მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის
წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის
თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს
კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
მუხლი
4.
კომიტეტის
მუშაობის
ორგანიზაცია
1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე
არჩევიდან
3
დღის
ვადაში.
2 . პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილეებს.
3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება
დასამტკიცებლად
წარედგინება
პარლამენტის
ბიუროს.
4. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი
არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას
განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს
არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული,
გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ
დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება
კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი
ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, პარლამენტის
რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობა.
6. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა
მიიღოს მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პარლამენტის
რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის
დაკისრებას.
7. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს
მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს,
აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც
ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის
თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში
შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ.
პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური აღრიცხავს აღნიშნული უფლების
გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომიტეტბსა და ფრაქციებს.
კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას,
შესაბამისი
კომიტეტის
სხდომა
გაცდენილად
არ
ეთვლება.
8. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის
სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში.
კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩეველთან შეხვედრების
კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის
სხდომაზე განსახილვევლი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის
წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია
სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან
შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება
და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2
დღით
ადრე
განთავსდება
პარლამენტის
ვებგვერდზე.
9. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე
დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის
გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომიტეტის
სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის
თავმჯდომარის
ხმა.
10. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი
ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის
სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი
კომიტეტის
წევრებს
ეცნობება
სხდომამდე
არა
უგვიანეს
1
დღისა.
11. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე
თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის
წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე
გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
12. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს
დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღება
კომიტეტის
სიითი
შემადგენლობის
უმრავლესობით.
13. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა
პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.
14.
კომიტეტის
სხდომაზე
დასასწრებად
შეიძლება
მოწვეულ
იქნენ
საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.
15. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით
აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.
შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის
შედეგების
შესახებ
ინფორმაცია
გამოქვეყნდეს
პრესაში.
16.
კომიტეტი
უფლებამოსილია
გამართოს
გასვლითი
სხდომა.
17.
პარლამენტის
თავმჯდომარის
მოთხოვნით,
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით
ან
შესაბამისი
კომიტეტების
თავმჯდომარეების
გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
მუხლი 5 . კანონპროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა
1.
საკანონმდებლო
ინიციატივის
უფლების
მქონე
სუბიექტების
მიერ
პარლამენტისათვის
წარმოდგენილ
კანონპროექტს
პარლამენტის
ბიურო
განსახილველად
გადასცემს
კომიტეტს;
2 კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა (გარდა იმ
კანონპროექტისა, რომლის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება
მიიღო პარლამენტის ბიურომ) და არაუგვიანეს 3 კვირისა განიხილავს კომიტეტის
სხდომაზე;
3. პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში კომიტეტი კანონპროექტს
განიხილავს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების, (ნაწილების),
მუხლების,
თავების
ან/და
კარების
მიხედვით;
)
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების
შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;
5. მეორე მოსმენით მიღებიდან 5 დღის ვადაში კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე
მოსმენით განხილვისას გაზიარებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და
გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
მუხლი 6 . კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის
აპარატი, რომელიც არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის
აპარატის
მუდმივმოქმედი
სტრუქტურული
ერთეული.
2.
კომიტეტის
აპარატი:
ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა
გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების
შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების
მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;
ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს
ორგანიზაციულ-ტექნიკურ
მომსახურებასა
და
საქმისწარმოებას;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა
და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას
პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის
თავმჯდომარე.
4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და
სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული
სპეციალისტები).
5.
კომიტეტის
აპარატის
უფროსი:
ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს
კომიტეტის აპარატს, კომიტეტის აპარატის მუშაკებს უნაწილებს ფუნქციებსა და
დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული
ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, კოორდინაციას უწევს კომიტეტის
აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის
ურთიერთობებს;
ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული
გადაწყვეტილებებისა
და
სხდომათა
ოქმების
გაფორმებას;
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის
დაცვას, კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით პარლამენტის აპარატის
უფროსის წინაშე მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
დ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის
დებულებებით
განსაზღვრულ
სხვა
ფუნქციებს.
6.
კომიტეტის
აპარატის
სპეციალისტები:
ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა
საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და
სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების
შემუშავებაში, ანალიზსსა და განზოგადებიაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და
მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა
საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;
ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას
გამოთქმულ
შენიშვნებსა
და
წინადადებებს;
გ) ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა
და კომიტეტის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
დანართი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 7 დეკემბრის №114/1
გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
დებულების მეორე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი
შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით აკონტროლებს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას. როგორც წესი, მიმდინარე წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას კომიტეტი განიხილავს
ყოველკვარტალურად;“.
დანართი
ამონაწერი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
2018 წლის 28 მარტის N 42 სხდომის ოქმიდან
სხდომის თავმჯდომარე: კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი და
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ენძელა მაჭავარიანი
კომიტეტის წევრები: სულხან მახათაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ედიშერ თოლორაია, გოგი
მეშველიანი, კობა ლურსმანაშვილი, ემზარ კვიციანი, თინათინ ბოკუჩავა, ზაზა კედელაშვილი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:
გულორდავა, აკაკი ბობოხიძე.
ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, გოგა
აპარატის თანამშრომლები: კომიტეტის აპარატის უფროსი ნათია ზედგინიძე, კომიტეტის
აპარატის წამყვანი სპეციალისტი ელისო შანავა, კომიტეტის აპარატის მთავარი სპეციალისტი
ნანა გოგიტიძე - სხდომის მდივანი.
დღის წესრიგი
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულებაში ცვლილების
განხილვა.
მოისმინეს:
კახაბერ კუჭავას ინფორმაცია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. აღინიშნა, რომ ბიუჯეტის
ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ნაწილია. ეს პროცესი ფაქტობრივად მთელი საბიუჯეტო წლის განმავლობაში
მიმდინარეობს და ყოველი კვარტლის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო
ბიუჯეტის მიმოხილვას. ბოლო პერიოდში საპარლამენტო კონტროლი
აღმასრულებელ ხელისუფლებაზე გაზრდილია და ჩვენ ვგეგმავთ კვარტალურად
მოვისმინოთ ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში.
ამდენად, მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული აისახოს კომიტეტის დებულებაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე კომიტეტის დებულებაში შედის შემდეგი
ცვლილება:
„1. დებულების მეორე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“
ქვეპუნქტი:
„დ1) მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებული სფეროს მიხედვით აკონტროლებს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას. როგორც წესი, მიმდინარე
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობას კომიტეტი განიხილავს
ყოველკვარტალურად;“.
გადაწყვიტეს: შეტანილ იქნეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დებულებაში კომიტეტის თავმჯდომარის კახაბერ კუჭავას მიერ წარმოდგენილი
ცვლილება.
სხდომის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
სხდომის მდივანი
ნანა გოგიტიძე