საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის 2018 წლის 11-14 მარტს გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#4945/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

წერილი
N 4945 30/03/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2018 წლის 11-14 მარტს გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 6 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჩუგოშვილი
ანგარიში
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 62-ე სესიაზე მივლინების ანგარიში მივლინებული: საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი: თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დელეგაციის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობა ანა წურწუმია-ზურაბაშვილი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი ნატალია ჯალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ნინო იაკობიძე, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელი ქეთევან ხიდაშელი, კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი (2017) ეთერ ნოღაიდელი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი. 1 მივლინების მიზანი: მივლინების მიზანი იყო გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის გენერალურ დისკუსიებში მონაწილეობა, პარალელური ღონისძიების გამართვა საქართველოში ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ომრხრივი შეხვედრების გამართვა და საქართველოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ სესიაში მონაწილე დელეგაციების ინფორმირება. გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას. საქართველოს დელეგაცია ყოველწლიურად მიემგზავრება CSW სესიაზე. მივლინების ადგილი: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები. მივლინების თარიღი: 2018 წლის 11-14 მარტი ------------------2018 წლის 11 მარტს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის - თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროთან და გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. 12 მარტს საქართველოს დელეგაციამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან - აქიმ შტეინერთან გამართა ორმხრივი შეხვედრა. UNDP საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია რეფორმების განხორციელების, პარლამენტის გაძლიერების, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მხარდაჭერის კუთხით. თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის სხვა წევრებმა UNDP-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე 2 რეფორმები და ძირითადი გამოწვევები გააცნეს. აქიმ შტეინერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ UNDP-ისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და წარმატებული მაგალითია რეგიონისთვის. 12 მარტს, საქართველოს დელეგაციამ, ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა გამართა საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, მირეი კლაპოსთან. დელეგაციის წევრებმა კლაპოს გააცნეს ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, როგორც საპარლამენტო დონეზე გენდერული პოლიტიკის შემუშავების კუთხით, ასევე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების მდგომარეობის შესახებ. ქალბატონმა კლაპომ ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთის პოლიტიკა და დიპლომატია ფემინისტურია. ის განსაკუთრებით დაინტერესდა ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობით და, იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთი გააგრძელებს ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერას ამ კუთხით. საფრანგეთი იმ მეგობარი ქვეყნების ჯგუფშია, რომელიც ეხმარება საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაზრდაში. 12 მარტს საქართველოს დელეგაციამ, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და UNDP საქართველოს ინიციატივით გამართულ პარალელურ ღონისძიებას - „სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე მათი შესაძლებლობების გაძლიერებით“ უმასპინძლა. სპეციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნეპალისა და მონღოლეთის წარმომადგენლები, რომელთაც ისაუბრეს იმ სპეციალურ მექანიზმებზე, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად არსებობს. საქართველოში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე თამარ ჩუგოშვილთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნილს სკოტმა და ქეთევან ხიდაშელმა ისაუბრეს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია გურიიდან და კატო მიქელაძის პრემიის ლაურეატი. 3 ქეთევანის გამოსვლა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს ღონისძიების მონაწილეებმა, ვინაიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ადგილობრივი ქალების წარმოჩენა, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ცვლილებებს უდგანან სათავეში. ღონისძიებას მოდერირება გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კახა იმნაძემ გაუწია. 13 მარტს, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა: შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან გენდერულ საკითხებში, ჯოანა როპერთან. ქალბატონი როპერი დაინტერესდა სავალდებულო გენდერული კვოტირების ინიციატივით, რიმლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა. მისი თქმით, ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა დიდ ბრიტანეთშიც სერიოზული პრობლემაა და ამ მხრივ, საქართველოს მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მისაბაძი მაგალითია ბევრი ქვეყნისთვის. თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე შეხვდა ჯანეტ კამილონს, დომინიკის რესპუბლიკის ქალთა მინისტრს. საქართველოს მსგავსად, დომინიკის რესპუბლიკაშიც გამოწვევაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური სამინისტრო ქალთა საკითხებზე. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტში დომინიკის რესპუბლიკის მეგობართა ჯგუფი არსებობს. 14 მარტს თამარ ჩუგოშვილმა, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე, სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში, იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომელიც ხორციელდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად. მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. ამონარიდი თამარ ჩუგოშვილის გამოსვლიდან: ”ნება მიბოძეთ, ყურადღება გავამახვილო საქართველოს 2017 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევაზე. შარშანდელი წელი მნიშვნელოვანი იყო ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ერთი წლის წინ საქართველომ 4 მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, რასაც შედეგად მოჰყვა 20-ზე მეტ კანონპროექტში ცვლილება, რათა მომხდარიყო ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მექანიზმების უზრუნველყოფა. მე მჯერა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ არის ცალკე მდგარი პრობლემა, არამედ ის პირდაპირ კავშირშია ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასთან, მათ შრომის უფლებებთან, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და დედობის დაცვასთან. მწამს, რომ სოფლად მცხოვრები ქალების და გოგონების გაძლიერება უნდა მოხდეს მათი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაზრდით. შემდეგ კვირას საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის საკანონმდებლო ინიციატივას გენდერული კვოტირების შესახებ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომლის მიღება ხელს შეუწყობს ქალთა წარმომადგენლობის მნიშვნელოვან ზრდას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მიიღებს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობას ქვეყანაში“. გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის დასასრულს, ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: 14 მარტს საქართველოს დელეგაცია შეხვდა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს - მარია ფერნანდა ესპინოზას. ქალბატონ ესპიოზასთან შეხვედრისას, საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა დევნილთა შესახებ გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის დიდი მნიშვნელობა. მათ ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, განგრძობითი ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოების გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების მდგომარეობაზე. ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკის დირექტორთან და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან. საქართველოს დელეგაციამ დააფიქსირა მადლიერება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ. 5 გაეროს ქალთა ორგანიზაცია, როგორც სპეციალიზებული სააგენტო, მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით. ანა წურწუმია-ზურაბაშვილი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორი 6