გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
ანგარიში
2017 წლის ანგარიში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ
2018
სარჩევი
შესავალი.................................................................................................................................................. 3
1. „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ............................................................................... 3
ინდივიდუალური ღონისძიებები .......................................................................................... 3
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................. 5
2. „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“ ............................................................................................. 6
ინდივიდუალური ღონისძიებები .......................................................................................... 6
ზოგადი ღონისძიებები ............................................................................................................. 7
3. „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“................................................................................. 18
ინდივიდუალური ღონისძიებები ........................................................................................ 18
ზოგადი ღონისძიებები ........................................................................................................... 20
შეჯამება ................................................................................................................................................. 30
2
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოების
გადაწყვეტილებები
შესავალი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2282-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე,
წინამდებარე
ანგარიშში
წარმოდგენილია
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
(შემდგომში - „გაერო“) კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ ინდივიდუალურ
საჩივრებთან
დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილებების
აღსრულების
შესახებ
ინფორმაცია.
კერძოდ,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მიერ
სააღსრულებო
წარმოება
განხორციელდა/მიმდინარეობს გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ განხილულ
შემდეგ საქმეებზე: 1) „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია №975/2001,
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება); 2) „X
და Y საქართველოს წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია №24/2009, გაეროს ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება); 3) „ჯ.
ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია №573/2013, გაეროს წამების წინააღმდეგ
კომიტეტის 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება).
1. „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2005 წლის 21 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება
საქმეზე - „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც დაადგინა, რომ სახელმწიფომ
დაარღვია მომჩივნის უფლება, გაესაჩივრებინა მისი მსჯავრდება და სასჯელი და,
შესაბამისად,
დადგინდა
„სამოქალაქო
და
პოლიტიკური
უფლებების
შესახებ
საერთაშორისო პაქტის“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა, რომელიც იცავს პირის მიერ
მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ზემდგომ სასამართლოში გადასინჯვის უფლებას.
-
ინდივიდუალური ღონისძიებები
ინფორმაცია კომპენსაციის თაობაზე
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ საქმეებში, გაეროს კომიტეტებმა მოპასუხე სახელმწიფოს
მიუთითეს მომჩივანთათვის კომპენსაციის მინიჭების ვალდებულების თაობაზე, თუმცა,
2016
წლამდე
ეროვნულ
კანონმდებლობაში
არ არსებობდა
გაეროს
კომიტეტების
გადაწყვეტილებათა აღსრულების სამართლებრივი მექანიზმი.
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
კონვენციების
საფუძველზე
შექმნილი
კომიტეტების მიერ გამოტანილი განჩინებების აღსასრულებლად საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო
3
კოდექსებში), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ და ამოქმედდა 2016
წლის 13 მაისს.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები დეტალურად განხილულია იუსტიციის
სამინისტროს მიერ პარლამენტში 2016 წელს წარდგენილ გაეროს კომიტეტების მიერ
საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშში
(შემდგომში - „2016 წლის ანგარიში“), თუმცა მნიშვნელოვანია, კვლავ აღინიშნოს, რომ
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423ე მუხლების თანახმად, თუ არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა
წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა
კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტის განჩინება, რომლითაც დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის
დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას
ეფუძნება,
პირს
შეუძლია
გამოვლენილ/ახლად
მიმართოს
აღმოჩენილ
ეროვნულ
გარემოებათა
გამო
სასამართლოებს
ახლად
განაჩენის/გადაწყვეტილების
გადასინჯვის მოთხოვნით, სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში შესაბამისი
კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში, ხოლო სამოქალაქო საქმეების
შემთხვევაში - 6 თვის განმავლობაში.
რაც
შეეხება
ადმინისტრაციული
სამართალწარმოებისას
გაეროს
ზემოხსენებული
სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე კომპენსაციის გაცემის
შესაძლებლობას,
აღნიშნული
უზრუნველყოფილია
ადმინისტრაციული
საპროცესო
კოდექსის ახალი VII14 თავით.
განმეორებით უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციები კომპენსაციის მოთხოვნასთან
დაკავშირებით გავრცელდა იმ პირებზეც, რომელთა მიმართაც უკვე არსებობდა გაეროს
ადამიანის
უფლებათა
სახელშეკრულებო
ორგანოების
გადაწყვეტილება,
მათთვის
სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე. კერძოდ, ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 353-ე მუხლის თანახმად, პირი, რომლის მიმართაც კოდექსის VII14
თავის ამოქმედებამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ან ქალთა წინააღმდეგ
დისკრიმინაციის
ყველა
ფორმის
აღმოფხვრის
კომიტეტის
მიერ
მიღებულ
იქნა
გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე, უფლებამოსილი იყო,
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით
მიემართა ეროვნული სასამართლოსთვის, VII14 თავის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ბატონმა შოთა რატიანმა
2016 წლის 2 აგვისტოს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა
კოლეგიას
კომპენსაციის
მინიჭების
მოთხოვნით,
რომელიც
ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა და მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ძალაში
დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც გაეროს
4
ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე - „შოთა
რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ საბოლოოდ აღსრულდა.
-
ზოგადი ღონისძიებები
განსახილველ საქმეზე კომიტეტის მიერ დადგენილი დარღვევების პრევენციის მიზნით,
მთავრობის მიერ მიღებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ზოგადი სახის ღონისძიება,
რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2016 წლის ანგარიშში.
5
2. „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“
2015 წლის 13 ივლისს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა
მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე - „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც მომჩივანი
“X” აცხადებდა, იგი 1996 წლიდან განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას მისი ქმრის მხრიდან.
მან
პოლიციაში
რამდენიმე
საჩივარი
შეიტანა
ქმრის
მიერ
განხორციელებული
შეურაცხყოფის გამო, თუმცა, უშედეგოდ. 2001 წლის 23 დეკემბერს, მორიგი კონფლიქტის
შემდეგ,
როდესაც
ქმარმა
მას
ფიზიკური
შეურაცხყოფა
მიაყენა,
მან
მიმართა
სამართალდამცავ უწყებებს, თუმცა ისანი-სამგორის რაიონულმა პროკურატურამ უარი
განაცხადა ინციდენტის თაობაზე სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებაზე.
აღნიშნულის შემდგომ, მომჩივანი კვლავ მიმართავდა სამართალდამცავ უწყებებს სხვა
ინციდენტების თაობაზე, თუმცა კონკრეტული შედეგები მის მიმართვებს არ მოჰყოლია.
ბოლოს კი,
გამოძიების
აღძვრაზე
უარი
მან
გაასაჩივრა თბილისის
სააპელაციო
სასამართლოში, რომელმაც 2006 წლის 7 თებერვალს არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა
დაუსაბუთებლობის გამო. ეს უკანასკნელი არ ექვემდებარებოდა შემდგომ გასაჩივრებას.
ამდენად, მომჩივნებმა მიმართეს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტს.
კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ დაარღვია ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-2(ბ)-(ვ) მუხლი,
პირველ და მე-5(ა) მუხლებთან ერთობლიობაში, ასევე, კომიტეტის მე-19 ზოგადი
რეკომენდაცია, რომელიც კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას. კომიტეტმა მიიჩნია,
რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ მომჩივნების
პრეტენზიების თაობაზე ადეკვატური ზომების გატარება და მათი სრულყოფილი
გამოძიება.
-
ინდივიდუალური ღონისძიებები
ინფორმაცია კომპენსაციის თაობაზე
მომჩივნებმა
2016
წლის
12
აგვისტოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კოდექსში
განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით
მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას,
რომლის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს მომჩივანთა
სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 – 20 000 ლარი. დღეის მდგომარეობით, საქმეზე
წარდგენილია სააპელაციო საჩივარი.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული საჩივრის ავტორებმა მიიღეს ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდისგან შესაბამისი დახმარება.
6
-
ზოგადი ღონისძიებები
2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ზოგად ღონისძიებებთან
დაკავშირებით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა მთავრობას
მიუთითა გარკვეული რეკომენდაციები (ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება,
თავშესაფრით უზრუნველყოფა; „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება; ცნობიერების ამაღლებისა
და ტრენინგების ჩატარება), რომლის თაობაზეც, ისევე როგორც მთავრობის მიერ
გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შესახებ, დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია
2016 წლის ანგარიშში. გარდა ხსენებულისა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს შემდეგი სახის
განახლებული ინფორმაცია ზოგადი ღონისძიებების შესახებ:
სამოქმედო გეგმები
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს
მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავდა
არაერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
უნდა ითქვას, რომ, სხვებს შორის, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნამ, ადამიანის
უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის
თანაშემწის პოსტის შემოღებამ, ასევე, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა
განმახორციელებელი
უწყებათაშორისი
საბჭოს
შექმნამ
გაზარდა
გენდერული
თანასწორობისა და სისტემური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
ხაზი უნდა გაესვას, რომ 2014 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით
დაამტკიცა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014–2020
წლებისთვის),1 რომელიც შემუშავდა, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
აქტიური მონაწილეობით. აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია გენდერული
თანასწორობის
უზრუნველყოფა,
ქალთა
უფლებების
დაცვა,
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლა და მისი შედეგების აღმოფხვრა.
სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისთვის საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმები (2014–20152
და 2016-20173 წლებისთვის), რომლებიც ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას,
ქალთა გაძლიერებასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას. გარდა ზემოთ ხსენებულისა,
მთავრობის №341 დადგენილებით დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად
გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა,4 რომელიც ფარავს ქალთა
მიმართ ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ადრეული
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2348314
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2391005
3 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3350412
4 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3350284
1
2
7
ქორწინება. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავება მიმდინარეობდა დარგობრივი
სამინისტროების, გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და
სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით,
რაც შეეხება მომდევნო წლებს, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის
სფეროში
მნიშვნელოვანი
ამოცანებია
გათვალისწინებული
2018-2020
წლებისთვის
შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტითაც,
რომლის
ერთ-ერთ
მიზანს
წარმოადგენს
ადამიანის
უფლებათა
საერთაშორისო
სტანდარტებთან დაახლოვების პროცესის გაძლიერების ფარგლებში, ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციის (CEDAW)
შესრულებაზე მე-6 პერიოდული ანგარიშის მომზადების კოორდინაცია და შესაბამის
კომიტეტში გაგზავნა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ
ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას
წარმოადგენს აღნიშნული კუთხით კანონმდებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკის
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სახელმწიფო სტრუქტურებში
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმების,
დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პრევენციის ხელშემწყობი
მექანიზმების დანერგვა/ფუნქციონირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვ.
ზემოხსენებული
მიზნების
განხორციელების
კუთხით
დაგეგმილია
სხვადასხვა
ღონისძიებები, კერძოდ, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და
პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის (შემდგომში - სტამბულის
კონვენცია)
მოთხოვნათა
საკანონმდებლო
და
ცვლილებების
არსებული
პაკეტის
პრაქტიკიდან
მომზადება
და
გამომდინარე
შემდგომი
პარლამენტში
წარდგენა,
სტატისტიკის
წარმოება
და
მონაცემების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფა,
მსხვერპლთა
ფსიქოლოგიური,
სოციალური
და
რეაბილიტაციის
ეკონომიკური
სტანდარტიზების სახელმძღვანელოების შექმნა და დანერგვა, დამცავი და შემაკავებელი
ორდერების აღსრულების, მონიტორინგის სისტემის შემუშავება და დანერგვა და სხვ.
ხაზგასასმელია, რომ აგრეთვე შემუშავებულია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე
გაეროს უშიშროების
საბჭოს
რეზოლუციების
განხორციელების 2018-2020
წლების
ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს
ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების
სექტორში და სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლის ფარგლებში უსაფრთხოების
სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულია
შესაბამისი პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში ქალების ჩართულობა სახალხო
დამცველმა 2017 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა.5
საქართველოს სახალხო დამცველი, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის
განხორციელება საქართველოში, მონიტორინგის შედეგები, 2017, გვ.11, ხელმისაწვდომია:
http://www.ombudsman.ge/uploads/other/5/5021.pdf
5
8
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია6
ითვალისწინებს, სხვებს შორის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
ფაქტების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესებას; ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას;
პროკურორთა და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას; ამ
კუთხით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და სხვ.7
საკანონმდებლო ცვლილებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევები ეხება 2001-2006 წლებს.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის შემდგომ ოჯახში ძალადობასთან ბრძოლისა და
გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით, სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი
ნაბიჯები. კერძოდ, მიღებულ იქნა შემდეგი კანონები: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის,
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „გენდერული
თანასწორობის შესახებ“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
ამასთანავე,
სისხლის
სამართლის
კანონმდებლობაში
ამ
მიმართულებით
განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია
მოცემულია 2016 წლის ანგარიშში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტამბოლის კონვენციასთან ეროვნული
კანონმდებლობის
ჰარმონიზაციისა
და
მასთან
შესაბამისობაში
მოყვანის
მიზნით
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი,
რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კონვენციის მოთხოვნათა იმპლემენტაციას 25-მდე
საკანონმდებლო აქტში. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე
მოსმენით მიიღო 2017 წლის 4 მაისს და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2017 წლის 5
აპრილს. ეს უკანასკნელი საქართველოსთან მიმართებით ძალაში შევიდა 2017 წლის 1-ელი
სექტემბრიდან.
აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, დამატებითი
მნიშვნელოვანი ცვლილებებია გათვალისწინებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
კანონში. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია შემაკავებელი ორდერის გაცემასა და მასში
იარაღით
სარგებლობის
უფლების
კანონისმიერი
ვალდებულების
ითვალისწინებს
პოლიციელის
შეზღუდვის
შემოღება.
გარდა
უფლებამოსილების
მითითებასთან
ამისა,
ხსენებული
გაზრდას
და
იმ
დაკავშირებით
ცვლილებები
შემთხვევების
განსაზღვრას, როდესაც მას შემაკავებელი ორდერის გაცემისა და მასში იარაღით
სარგებლობის უფლების შეზღუდვის მითითების კანონით უზრუნველყოფილი უფლება
ექნება.
ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/res/docs/saqartvelosprokuratuirsstrategia.pdf
Ⴑაქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 40, ხელმისაწვდომია:
http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf
6
7
9
კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია ოჯახურ დანაშაულებთან ბრძოლის
კიდევ მეტად დახვეწის აუცილებლობით, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ეხება ამგვარი
დანაშაულის ჩადენას იარაღის გამოყენებით.8 აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ადამიანის
უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 23 მარტს მხარი დაუჭირა
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივების პლენარულ სხდომაზე გატანას.
საგამოძიებო ორგანოთა საქმიანობა
საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებენ
აქტიურ მუშაობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლის მიმართულებით.
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
2017 წელს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელ ერთეულად
განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო. ქალთა მიმართ ძალადობისა და
ოჯახური დანაშაულის საქმეების მონიტორინგს და ყოველწლიურ ანალიზს ადამიანის
უფლებათა დაცვის სამმართველოსთან ერთად ახორციელებს საპროკურორო საქმიანობაზე
ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. აღნიშნული
პროცესის ფარგლებში ფასდება გამოძიება, პროკურატურის საქმიანობის ხარისხი და
მუშავდება შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები.9
2017 წელს განახლდა რეკომენდაცია ოჯახში ძალადობაზე და ოჯახური დანაშაულის
საქმეებზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ,
რომლის მიზანია ძალადობის ფაქტებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება, ეფექტიანი
საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება და დასაბუტებული გადაწყვეტილების
მირების უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ გაზრდილია ოჯახური დანაშაულების დაზარალებულების
მიმართვიანობა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი. კერძოდ, 2014
წელს ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 550, 2015
წელს - 1066, 2016 წელს - 1356, ხოლო 2017 წელს - 1986 პირის მიმართ. ოჯახურ დანაშაულში
ბრალდებულ პირთა მიმართ პროკურატურა სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას
აწარმოებს.
აგრეთვე,
გაზრდილია
პატიმრობის,
როგორც
აღკვეთის
ღონისძიების,
მოთხოვნის მაჩვენებელი. კერძოდ, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ ბრალდებულთა 14%-ის
მიმართ იქნა პატიმრობა მოთხოვნილი 2014 წელს, 2015 წელს - 26%-ის, 2016 წელს - 54%-ის,
ხოლო 2017 წელს - 83%-ის მიმართ.10
მნიშვნელოვანია,
რომ
სახალხო
პროკურატურამ
საანგარიშო
დამცველის
პერიოდში
შეფასებით,
გააანალიზა
საქართველოს
ქალთა
მიმართ
მთავარმა
ჩადენილი
მკვლელობების სისხლისსამართლებრივი ასპექტები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/177575?
საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 40, ხელმისაწვდომია:
http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf
10 იქვე, გვ. 41
8
9
10
გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების შედეგად, გაზრდილია
ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოძიებისა და დევნის დაწყების რიცხვი.11
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირებთან საპროცესო
შეთანხმების გაფორმების მაჩვენებელმა იკლო. კერძოდ სტატისტიკური მონაცემების
თანახმად, 2014 წელს საპროცესო შეთანხმება ოჯახური დანაშაულში ბრალდებულ პირთა
57.4%-თან გაფორმდა, 2015 წელს - 50.9%, 2016 წელს - 50.3%, 2017 წელს - მხოლოდ 42.1%თან.12
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის
ეფექტიანად
განხორციელების
მიზნით,
საქმეში
ჩაერთვებიან
სპეციალიზებული
პროკურორები.13 საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა
ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით
განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე (ოჯახში ძალადობა) და მე-111 (ოჯახური დანაშაული)
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავარ
პროკურატურაში გაიმართა კონფერენცია ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აღნიშნულის
ფარგლებში, პროკურატურამ წარმოადგინა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მკვლელობების
საქმეთა ანალიზი. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენ
პირთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკას, ინფორმაციას იმ ღონისძიებების
თაობაზე, რომლებიც ხორციელდება ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისა და
პრევენციის მიზნებისთვის.
აგრეთვე, ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 6 თვის განმავლობაში
ჩადენილი 895 საქმე იქნა შესწავლილი. აღნიშნული განხორციელდა შემდეგი ორი
ძირითადი მიმართულებით: ა) დანაშაულის ნაწილი - რა დროსაც მხედველობაში იქნა,
მიღებული დანაშაულის შესახებ შეტყობინების ავტორები,
დანაშაულის ადგილი,
გარემოებები,
ურთიერთობები,
ბრალდებულსა
და
დაზარალებულს
შორის
ასევე
ბრალდებულისა და დაზარალებულის პერსონალური მახასიათებლები; ბ) გამოძიების
ეფექტურობა - რა დროსაც შესწავლილ იქნა თუ რამდენად სწრაფად მოხდა ინციდენტზე
რეაგირება, რამდენად ადეკვატური და ეფექტურია საგამოძიებო მოქმედებები, როგორი
პოზიცია აქვთ დაზარალებულებს გამოძიების დაწყებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით,
სწორად არის თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და სხვ.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის
11 იანვარს შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითად
ფუნქციას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიება,
საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის
მონიტორინგის ანგარიში 2018, გვ.21, ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/uploads/other/5/5042.pdf
12 საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 42, ხელმისაწვდომია:
http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf
13 იქვე, გვ. 44
11
11
დისკრიმინაციული
დანაშაულების
გამოძიება,
ადამიანით
ვაჭრობისა
და
არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშულების გამოძიება, ადმინისტრაციულ
დანაშაულებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების მონიტორინგი,
აღნიშნულ პროცესებში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის თაობაზე
რეკომენდაციების მომზადება და პრაქტიკაში დანერგვა.
აღნიშნული დეპარტამენტი სრულად უწევს კოორდინაციას ქალთა მიმართ და ოჯახში
ძალადობის საქმეების გამოძიებისას სპეციალიზებული გამომძიებლების საქმიანობას.
ხსენებული დეპარტამენტი ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული
ნიშნით ჩადენილ დანაშულებს, რა კუთხითაც, აპირებს სხვადასხვა სახელმძღვანელოს
შემუშავებასა
და
შესაბამისი
ღონისძიებების
გატარებას
აღნიშნულის
პრაქტიკაში
განხორციელების მიზნით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვას აწარმოებს ახალი პროგრამით,
დეტალური პარამეტრების მიხედვით, კერძოდ: ძალადობის სახეობები, გამოცემული
შემაკავებელი და დამცავი ორდერების ტერიტორიული მაჩვენებლები (მუნიციპალური
ჩაშლა), მოძალადეთა და მსხვერპლთა რაოდენობა სქესის და კონკრეტული ასაკის
მიხედვით, შევსებული კონფლიქტის აღრიცხვის ბარათები და კონფლიქტში მონაწილე
სუბიექტები ტერიტორიული მაჩვენებლების მიხედვით და სხვ.14
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის
შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ
თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე,
ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც
ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა,
ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.15
აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, შემაკავებელი ორდერების
მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიურ
ძალადობას განიცდიან. კერძოდ, 2017 წელს დაფიქსირდა ოჯახში ფსიქოლოგიური
ძალადობის 4176 ფაქტი, ფიზიკური ძალადობის - 990, ეკონომიკურის - 143, იძულების - 97
და უგულებელყოფის - 24. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, სტატისტიკის მიხედვით,
აღნიშნულ ნიადაგზე მომხდარი ძალადობის ფაქტების ყველაზე ნაკლები - 9 შემთხვევა
ფიქსირდება.16 აღსანიშნავია, რომ შესაბამისად, 2017 წელს ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით გამოიცა 4370 შემაკავებელი ორდერი.17
სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა
სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის
ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური
ანგარიში, გვ. 284-285, ხელმისაწვდომია: http://myrights.gov.ge/uploads/files/docs/7452ProgressReport_2016FINAL.pdf
15 ხელმისაწვდომია: http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-bolo-sami-tveshi-odjakhuri-danashaulis-braldebit-855-piridaakava/11537
16 ხელმისაწვდიმია: http://info.police.ge/uploads/5a94207229467.pdf
17 ხელმისაწვდომია: http://info.police.ge/uploads/5a942084ab6dd.pdf
14
12
ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს. ხოლო გამოძიების დაწყების პარალელურად,
მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ გამოსცეს
შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეებს დაუწესდათ გარკვეული შეზღუდვები და
აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.18
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება
როგორც 2016 წლის ანგარიშში უკვე აღინიშნა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების
მიზნით შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი („სახელმწიფო ფონდი“),19 რომლის მიზანს
წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და
ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა
დაცვა და დახმარება, ასევე სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა.
ამჟამად, ფონდის ფარგლებში ფუნქციონირებს 5 თავშესაფარი - თბილისში, ბათუმში,
გორში, ქუთაისსა და სიღნაღში.
თავშესაფარში მიიღებიან ძალადობის (ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის,
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის),
სექსუალური
ძალადობის)
მსხვერპლები/დაზარალებულები (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), განურჩევლად
რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების
ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა,
რელიგიისა
ან
რწმენისა,
ეროვნული, ეთნიკური
ან
სოციალური
კუთვნილებისა,
პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული
შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა ან სხვა ნიშნისა.
თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით უსასყიდლოდ:
ა) სადღეღამისო საცხოვრისით (თავშესაფარში);
ბ) ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით/რეაბილიტაციით;
გ) სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
დ) სამართლებრივი დახმარებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
2016 წლის 6 სექტემბერს თბილისში გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველმა კრიზისულმა ცენტრმა. ცენტრი
დამოკიდებულ პირებთან ერთად 14 ბენეფიციარზეა გათვლილი და ადაპტირებულია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
ხელმისაწვდომია: http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministrom-bolo-sami-tveshi-odjakhuri-danashaulis-braldebit-855-piridaakava/11537
19 ხელმისაწვდომია: http://atipfund.gov.ge/
18
13
2017 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში და 2018 წლის 26 იანვარს გორში გაიხსნა და
ფუნქციონირება დაიწყო ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულმა ცენტრებმა
(დღის მომსახურებების კომპონენტი), რომლებიც მომსახურებას უწევენ ბენეფიციარებს
სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე.
კრიზისული
ცენტრის
მომსახურებით
სარგებლობა
შეუძლია
ძალადობის
მსხვერპლს/დაზარალებულს/სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან
ერთად).
კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს/სავარაუდო მსხვერპლს
(მასზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:
ა) ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარება/რეაბილიტაციით;
ბ) პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
გ) სამართლებრივი დახმარებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.
თბილისის კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს, საჭიროების
შემთხვევაში, დამატებით უზრუნველყოფს დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით.
სახალხო დამცველის თანახმად, 2016 წლიდან 2017 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით,
კრიზისული ცენტრის მომსახურებით 50-მა პირმა, თავშესაფრების მომსახურებით - 232-მა,
ხოლო ცხელი ხაზის მომსახურებით 3108 პირმა ისარგებლა, რითაც აღნიშნული
საქმიანობების ინდიკატორით დასახული მიზანი მიღწეულია.20
ცნობიერების ამაღლება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ძალადობის შესახებ მუდმივად
ხორციელდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ამ მხრივ, 2017 წლის მოვლენებიდან
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს
შემდეგი
ღონისძიებები:
დედაქალაქის
ჩათვლით
საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა 13 შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან, რომლის
ფარგლებში ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებთან გაიმართა ინტერაქციული
ლექციები შემდეგ საკითხებზე: ოჯახში და გენდერული ნიშნით განხორციელებული
ძალადობა, ბულინგი, დისკრიმინაცია, სამართლებრივი მექანიზმები და სახელმწიფო
სერვისები ძალადობის მსხვერპლთა თუ პოტენციურ მსხვერპლთა დასახმარებლად და სხვ.
აღნიშნულ საკითხებზე კიდევ 10 შეხვედრა გაიმართა საქართველოს 10 რეგიონის
ადგილობრივ მოსახლეობასთან ცნობიერების ამაღლების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით 3 რადიო და 7 თოქ-შოუ
იქნა ორგანიზებული და გაშუქებული ეროვნული სატელევიზიო და რადიო-მაუწყებლების
საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის
მონიტორინგის ანგარიში, 2018, გვ, 25, ხელმისაწვდომია: http://ombudsman.ge/uploads/other/5/5042.pdf
20
14
მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკისა და
სამომავლო გეგმების/კამპანიების შესახებ.
შეიქმნა და ტელევიზიების მეშვეობით გაშუქდა სოციალური რეკლამა/ვიდეო რგოლი
ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით;
2017 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
მსოფლიო კამპანიის ფარგლებში სპეციალური საინფორმაციო ბანერები იქნა განთავსებული
საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდამცავი თანამშრომლების მიერ ხუთ
ენაზე - ქართულად, რუსულად, აზერბაიჯანულად, სომხურად და ინგლისურად,
გავრცელებულ იქნა საინფორმაციო ბუკლეტები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან
მიმართებით სახელმწიფო-სამართლებრივი მექანიზმებისა და სერვისების შესახებ.
შინაგან საქმეთ სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
საკითხებზე
საზოგადოების
ინფორმირება,
დაზარალებულთა წახალისება მოქმედებისა და თანამშრომლობისთვის და სამოქალაქო
პასუხისმგებლობის ამაღლება.
ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის პრევენციისა და ცნობიერების
ამაღლების კუთხით, 2016-2017 წლებში „ადგილობრივი საბჭოსა“ და „საზოგადოებრივი
პროკურატურის“ პროექტების ფარგლებში, განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები.
კერძოდ, „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში ჩატარდა 26 შეხვედრა (748 მონაწილე), რამაც
მოიცვა დედაქალაქო და საქართველოს ყველა რეგიონი. 2017 წელს „საზოგადოებრივი
პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა 151 ასეთი შეხვედრა საქართველოს ყველა რეგიონში,
რომელსაც დაახლოებით 7600-მდე პირი დაესწრო.
2017 წლის თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო
კამპანია სახელწოდებით „იმოქმედე“, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
თაობაზე
არსებულ
საკანონმდებლო/ინსტიტუციურ მექანიზმებზე და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში
საზოგადოების გააქტიურება. კამპანიის ფარგლებში სსიპ საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრმა 2017 წლის 1-ელი მაისიდან 15 ნოემბრამდე უფასო ტრენინგები ჩაატარა
საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ 78 ჯგუფისთვის (სულ 886 მონაწილე). ტრენინგზე
რეგისტრაციის და მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ დაინტერსებულ პირს
14
წლის
ასაკიდან.
აღსანიშნავია,
რომ
ტრენინგები
ეროვნული
უმცირესობებით
კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა და სოფლებში ტარდებოდა ორ ენაზე - ქართულად
და ეთნიკური უმცირესობის შესაბამის ენაზე.
გარდა ამისა, სოციალური კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით
დამზადდა სამი ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გზავნილია „#იმოქმედე“. კლიპები
განთავსდა სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.
დამატებით,
შეიქმნა
ონლაინ
პლატფორმა
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
-
„http://imoqmede.ge/“. ვებგვერდზე განთავსებულია ანონიმური წერილის ფორმა, რომლის
15
საშუალებითაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლსა თუ ძალადობის თვითმხილველს
შესაძლებლობა აქვს პრობლემის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
აგრეთვე, არსებობს და მითითებულია შესაბამისი ცხელი ხაზის ნომერი, რომლის
მეშვეობით
შესაძლებელია
ძალადობის
ფაქტებთან
დაკავშირებით
ინფორმაციის
დატოვება.21
დამატებით აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 6 და 23 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციისა
და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა
ჩაატარეს ტრენინგი ადრეული ქორწინების საკითხზე.
2017 წლის 29 ნოემბერს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ინიციატივით, მაცნეს
კლუბის
წევრებთან
(სხვადასხვა
უნივერსიტეტის
იურიდიული
ფაკულტეტის
სტუდენტებთან) შედგა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სსიპ „საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრის“ ტრენერმა მონაწილეებს გააცნო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეები. აღნიშნულ შეხვედრას
ესწრებოდა 21 მონაწილე.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ივნისი-ივლისის თვეში გაეროს ქალთა
ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია - ქალთა საინფორმაციო ცენტრთან
თანამშრომლობით
გურიისა
და
ქვემო
ქართლის
მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლებისთვის,
ასევე,
სამართალდამცავი
ორგანოს
და
სხვა
სერვისის
მიმწოდებელი
წარმომადგენელებისთვის
გაიმართა
ტრენინგი
თემაზე:
უწყების
„გენდერული თანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები ადგილობრივი
თვითმმართველობებისთვის“, რომელსაც ესწრებოდა სულ 66 მონაწილე (40 ქალი/26 კაცი).
ტრენინგები სახელმწიფო უწყებებისთვის
ტრენინგების ჩატარება მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის, სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლებისათვის, მათ შორის, პროკურორებისათვის, მნიშვნელოვანია
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის მიზნით. ამ მიმართულებით
რეგულარულად ტარდება ტრენინგები იუსტიციის უმაღლესი სკოლის, შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და პროკურატურის მიერ სხვადასხვა საერთაშორისო და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
2017
წლის
განმავლობაში
(იანვარი-დეკემბერი)
შინაგან
საქმეთა
სამინისტრომ
უზრუნველყო ad hoc ტრენინგები კანონმდებლობისა და ბოლო დროის ცვლილებების
თაობაზე პოლიციის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით. ტრენინგები
ჩატარდა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო
თანამშრომლობით. კერძოდ, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
საქართველოს
ყველა
რეგიონში
ჩატარდა
35
ტრენინგი
(25
-
გაეროს
ქალთა
ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, 10 - ევროკავშირის პროექტის ფარგლებში), რომელიც
21
ხელმისაწვდომია: http://justice.gov.ge/News/Detail?newsId=6435
16
ეხებოდა
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
სამართლებრივ
მექანიზმებს.
აღნიშნულის ფარგლებში 825 სამართალდამცავმა პირმა გაიარა გადამზადება.
საქართველოს 4 რეგიონში - კახეთში, აჭარაში, გურიასა და სვანეთში, გაიმართა 6 შეხვედრა,
რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, პროკურორები,
სამოქალაქო სერვისების სააგენტოების, სასამართლოებისა და მუნიციპალიტეტების
თანამშრომლები. განხილულ იქნა არსებული ხარვეზები და გამოწვევები აღნიშნულ
სფეროში, რის თაობაზეც გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
რაც შეეხება პროკურატურის სისტემას, ოჯახური დანაშაულის საკითხზე პროკურორთა
კვალიფიკაციის ამაღლება აქტიურად მიმდინარეობდა 2017 წელს. კერძოდ, ქალთა მიმართ
და
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
თემაზე
6
სასწავლო
აქტივობა
განხორციელდა. აღნიშნულის ფარგლებში პროკურატურის 83 მუშაკი გადამზადდა.
2017 წლის 26-27 ოქტომბერს მთავარ პროკურატურაში გაიმართა მულტიდისციპლინური
შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ
სერვისებს.
შეხვედრის
ფარგლებში,
პროკურორები
შეხვდნენ
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და იმ სამსახურებისა და ფონდების 15 წარმომადგენელს, რომლებიც
უზრუნველყოფენ ოჯახური ძალადობის დაზარალებულთა ფსიქოლოგიურ და სამედიცინო
დახმარებას, ასევე თავშესაფარს თუ სხვ. აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა
პროკურორთა
ინფორმირება
პროცესის
განმავლობაში
მსხვერპლთა
სრულყოფილი
დახმარების მიზნით.
აგრეთვე, ეროვნული რეფერალური მექანიზმის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის
სპეციფიკის,
მათ
შორის,
საკანონმდებლო
ცვლილებების
გაცნობის/კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პროფესიული ტრენინგები ჩატარდა
შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფებისათვის.22
ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური
ანგარიში, გვ. 270-272, ხელმისაწვდომია: http://myrights.gov.ge/uploads/files/docs/7452ProgressReport_2016FINAL.pdf
22
17
3. „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“
2017 წლის 12 მაისს გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე
„ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივნები, ჯ. ჩ. და მისი შვილი ჯ. ე., 2010 წლის
10 ოქტომბერს დააკავეს. მომჩივნები კომიტეტის წინაშე აცხადებდნენ, რომ სახელმწიფომ,
მათი დაკავებისა და დაკითხვის პროცესში, დაარღვია წამებისა და სხვა სასტიკი,
არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია.
მეორე მომჩივანი, დაავადებული დიაბეტით, ამტკიცებდა, რომ მას არ მისცეს ინსულინის
ინექციის გაკეთების საშუალება პოლიციის განყოფილებასა და დროებითი მოთავსების
იზოლატორში დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში, 2010 წლის 10-დან 13
ოქტომბრამდე, რამაც გამოიწვია მისი მდგომარეობის გაუარესება. დამატებით, მათ
განაცხადეს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა ეფექტიანი გამოძიების ვალდებულება.
კომიტეტმა დაადგინა კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების დარღვევა პირველ მუხლთან
ერთობლიობაში, ორივე მომჩივანთან მიმართებით, და კონვენციის მე-16 მუხლის 1-ლი
პუნქტის დარღვევა, მეორე მომჩივანთან მიმართებით.
გაეროს გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე სახელმწიფოს დაევალა: განხილული
ფაქტების მიუკერძოებელი გამოძიება (რათა დაზარალებულების მიმართ მოპყრობაზე
პასუხისმგებელი
პირები
წარდგნენ
სამართლებრივი
დაცვის ეფექტური
მართლმსაჯულების
წინაშე)
და
მომჩივნების
საშუალებებით უზრუნველყოფა, მათ შორის,
სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია, აგრეთვე, მათი სამედიცინო რეაბილიტაცია.
გადაწყვეტილების
შესაბამისად,
მოპასუხე
სახელმწიფო
ასევე
ვალდებულია,
განახორციელოს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენცია. კომიტეტმა მოუწოდა
მოპასუხე სახელმწიფოს, წინამდებარე გადაწყვეტილების გადაცემის თარიღიდან 90 დღის
განმავლობაში შეეტყობინებინა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც გატარდა ამ
გადაწყვეტილების საპასუხოდ.
იუსტიციის სამინისტრომ დადგენილ ვადაში - 2017 წლის 4 სექტემბერს, გაეროს წამების
წინააღმდეგ კომიტეტს წარუდგინა საქმის აღსრულების თაობაზე ინფორმაცია.
-
ინდივიდუალური ღონისძიებები
როგორც აღინიშნა, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო 2017
წლის 12 მაისს, შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის 31 ივლისის წერილით
მომჩივნებს ეცნობათ ახალი საკანონმდებლო მექანიზმის ამოქმედებისა და კომპენსაციის
მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ.
გამოძიება
როგორც ზემოთ აღინიშნა, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის გადაწყვეტილებით,
საქართველოს მთავრობას დაევალა მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება
საქმეზე - “ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“.
18
განსახილველი საქმე 2015 წლის 9 მარტს გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს,
რომელიც შეიქმნა 2015 წლის 13 თებერვალს და რომლის მიზანს წარმოადგენს საჯარო
მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება (რომლის შედეგად მოქალაქეებს მიადგათ
ფიზიკური და მატერიალური ზიანი). აღნიშნული დეპარტამენტის მიერ პრიორიტეტი
ენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა
და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ
მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან
გათანაბრებული პირი იმხილება.23
განსახილველ საქმეზე, მომჩივანთა საჩივარ-განცხადებებში მოყვანილი ფაქტობრივი
გარემოებების შესწავლის მიზნით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში დაიკითხა
ათეულობით მოწმე, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან და
ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება.
უფრო კონკრეტულად, საქმეში ფიგურირებს დაახლოებით 45 მოწმე, ხოლო ამ ეტაპზე
გამოკითხულია 28 პირი, მათ შორის, მომჩივნები.
2017
წელს
დაკითხულნი
უზრუნველყოფის
არიან
დეპარტამენტიდან
შემდეგი
მოწმეები:
მოწოდებული
დროებითი
სამედიცინო
მოთავსების
დოკუმენტაციის
ირგვლივ, მორიგე ექიმები; დროებითი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ინსპექტორი იზოლატორში
შესახლებისას
მომჩივნების
სამედიცინო
მდგომარეობის
შესახებ;
მომჩივნების დაკავების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე
თარჯიმნები; დროებითი მოთავსების იზოლატორში ჯ. ე.-თან საკანში შესახლებული
(დაკავებული) პირები; აგრეთვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების
მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ჯ. ე.-თან ერთად; ჯ. ე.-ის მეზობლები,
რომლებიც ესწრებოდნენ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკას და რომლებმაც დაადასტურეს
ბინიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთების ამოღების ფაქტი.
რაც შეეხება ინფორმაციის გამოთხოვას, გამოძიების პროცესში, 2017 წელს გამოთხოვილია
მრავალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის
არქივიდან გამოთხოვილ იქნა მომჩივანთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმის
მასალები; დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, საქართველოს შსს
საექსპერტო
კრიმინალისტიკური
მთავარი
სამმართველოდან,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან
გამოთხოვილი - მომჩივნების ფოტოსურათების თანახმად მათ სახის არეში, რაიმე სახის
ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ ეტყობათ; თბილისის საქალაქო სასამართლოდან
გამოთხოვილია მომჩივნების მიმართ განხილული აღკვეთი ღონისძიების სხდომის ოქმი
(13.10.2010 წ.), რომლის თანახმად, მოსამართლის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი მათ
მიმართ სამართალდამცავების მხრიდან უფლებების დარღვევას, მომჩივნები პასუხობენ,
რომ რაიმე სახის უფლებების დარღვევას სამართალდამცავების მხრიდან ადგილი არ
ჰქონია; დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და საქართველოს
23
ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=643
19
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტიდან
გამოთხოვილია ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც მოთავსებულნი იყვნენ
მომჩივნებთან ერთად საკნებში.
რაც შეეხება გამოძიების დამაბრკოლებელ გარემოებებს, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ
მოწმეთა დიდი ნაწილი წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირს, რის
გამოც ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. დასაკითხ პირთა ნაწილი კი არ იმყოფება
საქართველოს ტერიტორიაზე. გამოძიებას აბრკოლებს ის ფაქტორიც, რომ დანაშაულის
ჩადენიდან გასულია დიდი დრო, რის გამოც მოწმეებს უჭირთ საქმის დეტალების გახსენება.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით,
ჯ. ე.-სა და ჯ. ჩ.-ს მიმართ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება
დამატებითი მოწმეების გამოკითხვა.
სხვა ინდივიდუალური ღონისძიებები
საქმეზე - „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“, სახელმწიფოს სხვა ღონისძიებებთან
ერთად დაევალა მომჩივანთა სამედიცინო რეაბილიტაცია.
აღნიშნულ ინდივიდუალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილის მიხედვით,
სასჯელის მოხდის პერიოდში, მომჩივნებმა მათი ჩივილების შესაბამისად, მრავალჯერ
გაიარეს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაცია. მათ ჩაუტარდათ
კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, როგორც სასჯელის
მოხდის ადგილზე, ასევე სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებებში. ასევე, მათ
ჩაუტარდათ
სხვადასხვა
საკონტროლო
გამოკვლევები.
უნდა
აღინიშნოს,
რომ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის წერილის
თანახმად, მომჩივნები გათავისუფლებულნი არიან პენიტენციური დეპარტამენტის N8
დაწესებულებიდან.
-
ზოგადი ღონისძიებები
ზემოაღნიშნული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და სამთავრობო
სამოქმედო გეგმებით წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ
პრიორიტეტადაა განსაზღვრული. გარდა ამისა, პროკურატურის ხსენებული 2017-2021
წლების სტრატეგია მოიცავს არასათანადო მოპყრობის გამოვლენისა და საჩივრების
დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების საკითხებს.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რომლებიც
დამკვიდრებული იყო საქართველოში 2012 წლამდე, დღეს აღარ არის სისტემისთვის
დამახასიათებელი, რაც მკაფიოდ დაფიქსირდა გაეროს სპეციალური მომხსენებლის − ხუან
20
მენდესის 2015 წლის ანგარიშში. ამ უკანასკნელის მიერ აღინიშნა, რომ მთავრობის მიერ
განხორციელებული ღონისძიებები თვალსაჩინო და ხელშესახებია.24
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
სახალხო
დამცველმა
აგრეთვე
აღნიშნა,
რომ
სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა მრავალი პოზიტიური ცვლილება. წამება
და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა კი სისტემურ პრობლემას
აღარ წარმოადგენს. 25
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების
შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT) მიესალმება
ქართული ხელისუფლების მიერ გადადგმულ (ან გადასადგმელ) ნაბიჯებს პოლიციის მიერ
არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით. როგორც ევროპულმა კომიტეტმა აღინიშნა:
„დელეგაციის მიერ გამოკითხული პირების უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათ პოლიციის
ოფიცრები
ეპყრობოდნენ
სათანადოდ.
ეს
ადასტურებს
იმ
ზოგად
პოზიტიურ
შთაბეჭდილებას, რომელიც მივიღეთ საქართველოში წინა პერიოდული ვიზიტის დროს
პოლიციის მიერ დაკავებული პირების მოპყრობასთან დაკავშირებით.“ 26
წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის
გაძლიერების კუთხით აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის მინისტრის
თავმჯდომარეობით, ფუნქციონირებს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან
პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული
ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც
2017 წლის 15 მაისის სხდომაზე დაამტკიცა 2017-2018 წწ. ადამიანთა წამების, არაჰუმანური,
სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის
სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ ამავე სხდომაზე წარდგენილ იქნა 2015-2016 სამოქმედო
გეგმის შესრულების ანგარიში.27
სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისათვის მოიცავს ისეთ ძირითად მიმართულებებს,
როგორიცაა:
არასათანადო
მოპყრობის
წინააღმდეგ
ბრძოლის
სამართლებრივი,
პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის
ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და
ეფექტიანი გამოძიება; არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა, კომპენსაცია და
რეაბილიტაცია;
არასათანადო
შესაძლებლობების
გაძლიერება,
მოპყრობის
შესახებ
ინფორმაციის
სწავლებისა
გავრცელება
და
და
შესაბამისი
საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლება.28
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის 2015 წლის ანგარიში, A/HRC/31/57/Add.3, პარა. 26,
ხელმისაწვდომია: https://documents-dds-ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G15/273/24/PDF/G1527324.pdf?OpenElement
25 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ, 2013 წელი, გვ. 12, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1486.pdf.
26 ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო
ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 2015 წლის 15 დეკემბერი, გვ. 6, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/16806961f8.
27 ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/310
28 ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/310
24
21
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წლის მარტში, ეუთოს ადამიანური განზომილებების
კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფომ, გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველო მიიწვია
წამების წინააღმდეგ ბრძოლის მოდელის გაზიარებისთვის.29 აღნიშნულით დასტურდება ამ
კუთხით, საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
საქართველოს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მიზნით გატარებული რეფორმების
კუთხით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის მაისში საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა უარი თქვა საპროკურორო უფლებამოსილებაზე. ეს უკანასკნელია აისახა
კანონმდებლობაში, რაც საგამოძიებო ორგანოების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით,
მეტად მნიშნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
„პროკურატურის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებათა განხორციელების
შედეგად, 2015 წლის 27 ნოემბერს პირველად განხორციელდა საქართველოს მთავარი
პროკურორის გამჭვირვალე და დამოუკიდებელი პროცედურით არჩევა, რომელშიც
მონაწილეობას აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და
თავად პროკურორები იღებდნენ, საპროკურორო საბჭოს მეშვეობით. ეს უკანასკნელი კი,
როგორც
დამოუკიდებელი
კოლეგიური
ორგანო,
შეიქმნა
თავად
პროკურატურის
დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების
მიზნით. იგი შედგება 15 წევრისაგან, საიდანაც 8-ს ირჩევს საქართველოს პროკურორთა
კონფერენცია. აღნიშნული 8 წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის
გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება,
მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3წლიანი გამოცდილება. თავის მხრივ, საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის
პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა
საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა და რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს საკითხი
და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ საქართველოს პროკურორთა კონფერენციის სხდომას
ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი.
პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
შეტანილი
საკანონმდებლო
ცვლილებების თანახმად, მთავარი პროკურორი ვალდებულია, საპროკურორო საბჭოს
წარუდგინოს ანგარიში, ექვს თვეში ერთხელ მაინც, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის
შესახებ,
რომელიც
მაჩვენებლებს,
შეეხება
დანაშაულთან
სამართალწარმოების
ბრძოლის
პროცესში
პოლიტიკას,
ადამიანის
სტატისტიკურ
უფლებებისა
და
თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს,
პროკურატურის
საქმიანობის
პრიორიტეტულ
მიმართულებებს,
პროკურორთა
პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული
29
ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=5375
22
სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, მის სასამართლო განხილვასთან ან/და საქმის
ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
2017 წლის 19 ივლისს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინა ანგარიში
2016 წლის ბოლოს და 2017 წლის პირველ ნახევარში პროკურატურის სისტემის
გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ხსენებულ პერიოდში,
დამტკიცდა პროკურატურის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და პროკურორთა შეფასების
კრიტერიუმები; შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები; გადაიდგა ნაბიჯები სისხლის
სამართლის საქმეების წარმოების ელექტრონული პროგრამის დახვეწისკენ; დაინერგა ახალი
ტრენინგ-პროგრამები; ჩატარდა ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებები და
დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარება; პროგრესი იქნა მიღწეული
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით.30
2018 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2017
წლის მეორე ნახევარში განხორციელებული პროკურატურის სისტემის განვითარებისკენ
მიმართული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება
გამახვილებულია საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე,
როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლა, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ. ამასთანავე, საქართველოს
მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებების
საფუძველზე
ჩატარებული
გამოძიების
შედეგებზეც
მიაწოდა
ინფორმაცია.31
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პროკურატურის სისტემასთან მიმართებით
და
პრაქტიკაში
მათი
იმპლემენტაცია
უზრუნველყოფს
პროკურატურის
დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.
დამატებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის ხარვეზების
აღმოსაფხვრელად და კონსტიტუციის დახვეწილი რედაქციის შესამუშავებლად,
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო
კომისია, რომელმაც შეიმუშავა ცვლილებათა ახალი პაკეტი. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი
ცვლილებები, რომლებიც შევიდა მეორე თავში - ადამიანის ძირითადი უფლებები და
მეექვსე თავში - სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა.
კერძოდ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა ის, რომ პროკურატურის - როგორც
დამოუკიდებელი უწყების, სტატუსი განისაზღვრება კონსტიტუციით და იგი
ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. აგრეთვე, საპროკურორო საბჭო ხდება
კონსტიტუციური ორგანო და იმპიჩმენტის პროცედურა გავრცელდება გენერალურ
პროკურორზეც.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 814-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ პროკურატურის
ორგანოები შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. ცვლილებების მიხედვით კი
პროკურატურის ორგანოები აღარ შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რაც ხელს
30
31
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1293
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1514
23
შეუწყობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. ასევე,
კონსტიტუციის ახალი რედაქცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის უფლებების
დაცვისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიებს მართლმსაჯულების სისტემა ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დამოუკიდებელი და
გაძლიერებულია.
მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის 23 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი
რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიზანი იყო ვენეციის
კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა საქართველოს კონსტიტუციის ახალ
რედაქციაში.32
არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება
უნდა აღინიშნოს, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებასთან
მიმართებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება
განხორციელდა.
კერძოდ, გაუმჯობესდა სტატისტიკის მოდული, რაც გულისხმობს არასათანადო მოპყრობის
ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ
აღრიცხვას. წამებისა და არასათანადო მოპყრობის დეტალური ცხრილის თანახმად,
გამიჯნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტის
შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებისა და კერძო პირების მიერ ჩადენილი
წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღრიცხვა.33
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დანაშაულთა კვალიფიკაციის სწორი პრაქტიკის
დანერგვის მიზნით, შემუშავებულია რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული
პირის
მიერ
ჩადენილი
არასათანადო
მოპყრობის
ფაქტების
გამოძიების
შესახებ.
რეკომენდაცია ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2017 წლის
10 მარტს.34
საქართველოს პროკურატურამ შეისწავლა და გააანალიზა ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ მიღებული, საქართველოს პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო
ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები. აღნიშნულის შესახებ მომზადდა
სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია
ევროპული სასამართლოს განმარტებები
სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ
განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.35
ხელმისაწვდომია: http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/plenaruli-sxdomebi/plenarulisxdomebi_news/parlamentma-115-xmit-axali-redaqciis-konstituciashi-ganxorcielebul-cvlilebebs-mxari-dauchira.page
33 „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, გვ. 68-69, ხელმისაწვდომია:
http://www.justice.gov.ge/Multimedia%2FFiles%2F2017%2F%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%
E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%8
3%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%202015-2016.pdf
34 საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 19 ივლისი, 2017, გვ. 50, ხელმისაწვდომია:
http://pog.gov.ge/res/docs/angarisi19_07_2017.pdf
35 იქვე, გვ. 57
32
24
უნდა
აღინიშნოს,
რომ
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
სტატისტიკური
მონაცემების თანახმად, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული
დანაშაულები სწრაფ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას ექვემდებარება. კერძოდ,
საქართველოს მთავარი პროკურორის ახალი 2018 წლის 6 თებერვლის ანგარიშის თანახმად,
2013-2016 წლების სტატისტიკური მონაცემებით, პენიტენციური დაწესებულებისა და
სამართალდამცავი
ორგანოების
თანამშრომლების
მხრიდან
განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 127 პირის მიმართ
დაიწყო.
კონკრეტულად 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ.
კერძოდ, პოლიციის 3 (1 პირის მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით და 2 პირის მიმართ სსკ-ის 1443
მუხლით) და პენიტენციური დეპარტამენტის 14 თანამშრომლის მიმართ (აქედან, 2 პირის
მიმართ სსკ-ის 1441 და 1443 მუხლებით, 10 პირის მიმართ სსკ-ის 1443 მუხლით, 2 პირის
მიმართ სსკ-ის 333-ე მუხლით).36
საქმეთა კვალიფიკაციასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო
დამცველი მიესალმა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის კუთხით არსებულ
მდგომარეობას. რამდენადაც, წინა წლებში შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე
გამოძიება ძირითადად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით
იწყებოდა (სისხლის სამართლის კოდექსის („სსკ“) 333-ე მუხლი)), ხოლო 2017 წელს - 10
შემთხვევიდან 4 ფაქტზე გამოძიება სსკ-ის სპეციალური, 1441-1443 მუხლებით37 დაიწყო.
დარჩენილი ექვსი შემთხვევა დაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტებად.38
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა დამოუკიდებელი
საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც
მთავრობამ 2018 წლის 15 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესაქმნელად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა უკვე დაიწყო.
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების
გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება. ამგვარ დანაშაულებს
სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს. ცვლილებათა პაკეტი, მანამ, სანამ მას საქართველოს
მთავრობა განიხილავდა, სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე
განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო
სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, შეიქმნა
სრულიად ახალი კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“, რომლის
საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 47, ხელმისაწვდომია:
http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf
37 სსკ-ის მუხლი 1441 . წამება; მუხლი 1442. წამების მუქარა; მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
38 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 8, ხელმისაწვდომია: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4959.pdf
36
25
თანახმად,
სახელმწიფო
ინსპექტორი
გამოიძიებს
სამართალდამცავი
უწყებების
წარმომადგენლების მიერ ჩადენილ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს,
აგრეთვე, სხვა დანაშაულებს, რომელთაც გამოიწვიეს პირის სიცოცხლის მოსპობა;
გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ
საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას.
სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა არჩევითი იქნება. მას საკონკურსო კომისია
შეარჩევს,
რომელიც
პრემიერის
ბრძანებით
იქმნება.
კომისიის
წევრები
იქნებიან
აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები,
საქართველოს სახალხო დამცველი. კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს სახელმწიფო
ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს
პრემიერ-მინისტრს, რომელიც 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2
კანდიდატურას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. ინსპექტორის
უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა.
სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად კანონპროექტით
განსაზღვრულია დამოუკიდებლობის/ხელშეუხებლობის ძლიერი გარანტიები, კერძოდ,
დამოუკიდებლობა
თავისუფლება
ყველა
თანამდებობის
პროფესიული
ვალდებულებისაგან,
მათ
შორის,
პირისა
და
ოფიციალური
საიდუმლოების
შესახებ
ინსპექტორობის
თანამდებობაზე
ორგანოსაგან;
ჩვენების
მიცემის
ყოფნის
ვადის
ამოწურვის შემდეგაც.
სახელმწიფო ინსპექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მას
ირჩევს პარლამენტი. იგი საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს ერთწლიანი მუშაობის
ანგარიშს; ასევე, წელიწადში ერთხელ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტის წინაშე წარდგება ანგარიშით ფარული საგამოძიებო მოქმედებების
შესახებ.
სახელმწიფო
დადგენილ
ინსპექტორის
საპროცესო
პროკურატურა
გამოსაძიებელი
ხელმძღვანელობას
განახორციელებს.
ამ
საქმეების
და
მიზნით
მიმართ
კანონმდებლობით
ზედამხედველობას
მთავარ
საქართველოს
პროკურატურაში
მთავარი
პროკურორისადმი დაქვემდებარებული ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება,
რომლის ფუნქციაც იქნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ
საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება. რაც შეეხება სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებს, რომელიც თავად
პროკურატურის მუშაკის მიერ არის ჩადენილი, მათზე ზედამხედველობას მთავარი
პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს, რომელიც, ასევე, მთავარ
პროკურორს ექვემდებარება.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება სამართალდამცველთა
მიერ წამების, არასათანადო მოპყრობის და სხვა მსგავსი კატეგორიის დანაშაულების
გამოსაძიებლად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ადამიანის
უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმით აქვს აღებული. იგივე რეკომენდაციები ჰქონდათ
26
როგორც
ავტორიტეტულ
საერთაშორისო
მისიებს,
ისე
ქართულ
არასამთავრობო
ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს.
ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებისათვის კანონპროექტის მომზადების
პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან,
საქართველოს
პროკურატურასთან,
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებთან.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს ყველა წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი
შენიშვნები
და
მოსაზრებები.39
ხსენებული
კანონის
პაკეტთან
დაკავშირებით
წარმოდგენილი წინადადებებიდან, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივაში აისახა,
აღსანიშნავია
პროცესში
შემდეგი:
შესაძლო
სახელმწიფო
გამოძიებისა
ინტერესთა
ინსპექტორის
და
კონფლიქტთან
სამსახურის
გამოძიებაზე
ზედამხედველობის
დაკავშირებით
დაზუსტდა,
რომ
ქვემდებარეობა
არ
საგამოძიებო
გავრცელდება მთავარი პროკურატურის ახალი სტრუქტურული ერთეულის - სახელმწიფო
ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურზე საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის
პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
რაც შეეხება შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
გამოძიების
წარმოებისა
და
ფარული
კონტროლის
განხორციელებისას,
საგამოძიებო
აღნიშნული
მოქმედებების
საკითხი
კანონიერების
გათვალისწინებული
იქნა
შემდეგნაირად: ძირითად კანონპროექტსა და სისხლის პროცესს დაემატა მთელი რიგი
დებულებებისა, რომელთა თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში
არსებულ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
ჩატარებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებების კანონიერებაზე კონტროლს განახორციელებს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლე (ზედამხედველი მოსამართლე).40
დაზარალებულთა უფლებების გაზრდა
დაზარალებულთა უფლებების გაზრდის კუთხით იუსტიციის სამინისტროს მიერ
შემუშავდა
საკანონმდებლო
ცვლილებები
ევროპული
კონვენციის
სტანდარტების
იმპლემენტაციის მიზნით.
ამ კუთხით, აღსანიშნავია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2014
წელს გატარებული რეფორმა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა დაზარალებულის
უფლებები სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების პროცესში. ამ ცვლილებების
საფუძველზე,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობა
დაზარალებულის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისობაში მოვიდა
ხელმისაწვდომია: http://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=7637
„სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პაკეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებები,
რომლებიც ასახულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივაში, გვ. 1, ხელმისაწვდომია:
http://www.justice.gov.ge/AboutUs/Council/238
39
40
27
ადამიანის
უფლებათა
ევროპულ
კონვენციასა
და
სასამართლოს
პრეცედენტულ
სამართალთან.
კერძოდ, დაზარალებულებს მიენიჭათ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები (სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის თავი VII), როგორიცაა: სისხლის სამართლის საქმის
მასალების გაცნობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს; დაზარალებულად
ცნობის მოთხოვნა; გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან დევნის
დაწყებაზე
პროკურორის
დაზარალებულად
უარის,
ცნობის
დაზარალებულად
დადგენილების
ცნობაზე
გაუქმების
უარის,
შესახებ
ასევე,
პროკურორის
დადგენილების ზემდგომ პროკურორთან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
შემთხვევაში
−
სასამართლოში
გასაჩივრების
უფლება;
ბრალდებულის
მიმართ
გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების და მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებიდან
გათავისუფლების
შესახებ
ინფორმაციის
მიღება,
მოთხოვნის
შემთხვევაში; დანაშაულის შეტყობინების შესახებ წერილობითი ცნობის მიღება; სხდომის
ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ შუამდგომლობის დაყენების მოთხოვნით
ბრალდების მხარისთვის მიმართვის უფლება.
მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვა-დაკითხვის ახალი წესი
2016 წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდა გამოძიების პროცესში მოწმე/დაზარალებულის
გამოკითხვა-დაკითხვის ახალი წესი.
კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ახალი რედაქციით
ჩამოყალიბდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი, რომლის თანახმად
ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია,
გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
თუ გამოკითხვას ბრალდების მხარე ატარებს, გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე
უარის თქმის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია, განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ ის
შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ
ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს
გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ინფორმაცია უნდა
აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
აგრეთვე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს,
რომ
ბრალდების
მხარის
შუამდგომლობით
გამოძიების
ადგილის
ან
მოწმის
ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება
დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც
დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის
საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს
პირი გამოკითხვაზე უარს ამბობს. ამასთან, 114-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა. არსებითად მნიშვნელოვანია ის
28
გარემოება, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის
თაობაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე.
გამოკითხვა-დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებამდე სამართლებრივი რეგულაციების
ნაწილში ტრენინგი ჩაუტარდა პროკურატურის ყველა პროკურორსა და გამომძიებელს,
აგრეთვე, ტრენინგები ჩატარდა გამოკითხვის ტექნიკასა და მეთოდოლოგიაში. ერთიანი
პრაქტიკისა და მიდგომების დანერგვის მიზნით საქართველოს პროკურატურისა და შსს-ის
თანამშრომლების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდა სასწავლო აქტივობები. ასევე,
მოწმე/დაზარალებულის გამოკითხვა-დაკითხვის ახალი წესის მიხედვით მომზადება
გაიარეს საქართველოს პროკურატურის სტაჟიორებმა.
მთავრობის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი ღონისძიებების
გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის
გავრცელებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მუდმივად
ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, პროკურატურის, შინაგან საქმეთა
სამინისტროსა
და
სხვა
შესაბამისი
უწყებების
თანამშრომლებისთვის
ტარდება
კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების
მიზნით 2017 წელს საქართველოს პროკურატურაში განხორციელდა 162 სასწავლო
აქტივობა, რომელთა ფარგლებში გადამზადება გაიარა 2300 პირმა. ტრენინგები ეხებოდა
სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, მათ შორის, წამებასა და არასათანადო მოპყრობას. 41
საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიში, 6 თებერვალი, 2018, გვ. 52, ხელმისაწვდომია:
http://pog.gov.ge/res/docs/6tebervalimtavariprokurorisangarishi.pdf
41
29
შეჯამება
ინდივიდუალური ღონისძიებები
გაერთიანებული
კომიტეტების
ერების
მიერ
ორგანიზაციის
გამოტანილი
კონვენციების
განჩინებების
საფუძველზე
აღსასრულებლად
შექმნილი
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი
(საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო,
სამოქალაქო
საპროცესო
და
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში), რომელიც დამტკიცდა საქართველოს
პარლამენტის მიერ და ამოქმედდა 2016 წლის 13 მაისს. აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებების საფუძველზე უკვე ისარგებლეს მომჩივნებმა და მიიღეს შესაბამისი
საკომპენსაციო თანხები, რაც მიანიშნებს საკანონმდებლო ცვლილებების წარმატებულ
პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე;
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი
დანაშაულის
გამოძიების
დეპარტამენტში
მიმდინარეობს
გამოძიება
სისხლის
სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯ. ე.-სა და ჯ. ჩ.-ს მიმართ
პოლიციის
თანამშრომლების
მხრიდან
განხორციელებული
სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის
გადაწყვეტილება - „ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“).
ზოგადი ღონისძიებები
„X და Y საქართველოს წინააღმდეგ“ - ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლა
საქართველოს
მთავრობის
ერთ-ერთ
მთავარ
პრიორიტეტს წარმოადგენს და ამდენად, აქტიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი
ღონისძიებები,
რათა
სრულყოფილად
შესრულდეს
ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებები და კომიტეტის მიერ მითითებული ზოგადი რეკომენდაციები.
„ჯ. ჩ. და ჯ. ე. საქართველოს წინააღმდეგ“ - წამება აღარ არის დღეს სისტემური
პრობლემა, რაც დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებითა
და გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის
საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის ანგარიშით.
საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და დაზარალებულთა
უფლებების გაზრდის კუთხით არაერთი საკანონმდებლო ცვლილება უკვე
განხორციელდა. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან
დაკავშირებით.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პროკურატურის ორგანოები აღარ შედის
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში. პროკურატურის - როგორც დამოუკიდებელი
უწყების, სტატუსი განისაზღვრება კონსტიტუციით. იგი ანგარიშვალდებული იქნება
პარლამენტის წინაშე. ამასთანავე, საპროკურორო საბჭო ხდება კონსტიტუციური ორგანო
და იმპიჩმენტის პროცედურა გავრცელდება გენერალურ პროკურორზეც.
30
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციისათვის, ასევე - ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მუდმივად
ტარდება ტრენინგები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები.
მთავრობა
გააგრძელებს
ზემოაღნიშნულ
რეფორმებს,
ნაკისრი
საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებების
აღსრულების კუთხით, რის თაობაზეც მიაწვდის ინფორმაციას როგორც გაეროს
შესაბამის ორგანოებს, ასევე საქართველოს პარლამენტს.
31