საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ წერილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებული „შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის“ პლენარულ სხდომაზე განხილვის შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.03.2018
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობა
ნომერი
#4899/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145

📜 ტექსტი

წერილი
N 4899 30/03/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულმა “შესაბამისობის აუდიტის ანგარიშმა” საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ანგარიში მიმოიხილავს მაუწყებელში არსებულ ფინანსურ და მმართველობით პრობლემებს, მათ შორის მონაცემებს ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის, შესყიდვებში არსებული ხარვეზების, მორგებული ტენდერებისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. საგულისხმოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ დაეთანხმა აუდიტის ანგრიშში მითითებულ დარღვევებს (საუბარია 2015-2016 წლების პერიოდზე). იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებაში არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ანგარიშის (დასკვნის) საჯაროდ განხილვა. პარლამენტის რეგლამენტის 129-ე მუხლის საფუძველზე მოგმართავთ აღნიშნული საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე. პატივისცემით უმცირესობაში შემავალი ფრაქციების თავმჯდომარეები გიორგი წერეთელი თავმჯდომარე ოთარ კახიძე თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილი თავმჯდომარე