საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოხსენებაზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
დანართი
N 5088
03/04/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოხსენება
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე
საქართველოს
პარლამენტის
ევროპასთან
ინტეგრაციის
და
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტებმა 2018 წლის 27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებისაგან
მოისმინეს
ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე და
გასული ერთი წელი შეაჯამეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის
ევროკომისიის
მიერ
მომზადებული
თქმით, 2017 წლის 20 დეკემბერს
ანგარიშის
მიხედვით,
საქართველო
წარმატებით სარგებლობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით, თუმცა ბოლო
პერიოდში თავი იჩინა
გარკვეულმა გამოწვევებმა, რომელთა შორის ყველაზე
მნიშვნელოვანი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა და კრიმინალური
ჯგუფების აქტიურობაა.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ
ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის
პირობების დარღვევის პრევენციას ეხება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით
შემუშავდა
კომპლექსური
დოკუმენტი, რომელშიც მთელი რიგი მიმართულებებია გაწერილი. ამ კუთხით
აღინიშნა
საკანონმდებლო
ინიციატივის
შესახებ
გვარის
გამოცვლასთან
დაკავშირებით,რაც საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება და მიზნად
ისახავს სისტემის ბოროტად გამოყენების
შესაძლებლობის მაქსიმალურად
შეზუდვას. მათ შორის არის საინფორმაციო კამპანია, რომელიც 2015 წლიდან
დაიწყო. განხორციელდა საინფორმაციო კამპანიის 2 ფაზა, რომელიც მიმართული
იყო იმ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელიც უვიზო მიმოსვლას თან
ახლავს. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა საინფორმაციო
კამპანიის მესამე ფაზაზე, რომლის განხორციელება სულ ახლახან დაიწყო
და
მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეებს
კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღონ უვიზო მიმოსვლის წესებისა და
უფლებების შესახებ.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცნობიერების ამაღლების მიზნით მართავს შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა
წარმომადგენლებთან: სტუდენტებთან, პედაგოგებთან, რეგიონებში მცხოვრებ
მოსახლებასთან. კამპანიის პროცესში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად
მონაწილეობენ
ნატო-სა
და
წარმომადგენლები,
არასამთავრობო
ევროკავშირის
საინფორმაციო
ორგანიზაციები,
ცნობადი
ცენტრის
სახეები
და
სასულიერო პირები. უახლოეს მომავალში იგეგმება საინფორმაციო რგოლების
სახით კამპანიის დაწყება ტელევიზიის და რადიოს ეთრებით, რომელიც მოიცავს
მთელ ქვეყანას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოხსენებაში ხაზი გაუსვა
საქართველოს დარგობრივი უწყებების ინტენსიურ თანამშრომლობას, როგორც
ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ისე წევრ-სახელმწიფოებთან და აღნიშნა, რომ
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე დღეს საქართველოს წინაშე არ დგას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში
ევროკავშირის შენგენის ზონას უვიზოდ 258 663-ჯერ სტუმრობდა საქართველოს
192 453 მოქალაქე. ერთი წლის განმავლობაში, საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა
1001 მოქალაქეს. ამასთან, შს მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს
რეადმისიის თვალსაზრისით, ევროკავშირთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა
აქვს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა , რომ საქართველოს ევროკავშირის 17 ქვეყანასთან
აქვს გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
საკითხში, 10 ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება ხელშეკრულების
გასაფორმებლად. მისივე თქმით, ეფექტიანი გამოდგა პოლიციის ატაშეების
ინსტიტუტი. საქართველოს ევროკავშირის რვა ქვეყანაში ჰყავს პოლიციის ატაშე. ეს
ქვეყნებია: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი,
საფრანგეთი და შვედეთი.
უახლოეს ხანში საქართველოს შს სამინისტროს ატაშე დაინიშნება ბელგიასა და
ჩეხეთში. ჩეხეთის ატაშე გადაფარავს უნგრეთსა და სლოვაკეთს, შვედეთისა დანიას, ნორვეგიასა და ფინეთს. ესპანეთიდან მოხდება პორტუგალიის, ხოლო
საბერძნეთიდან კვიპროსის, ბულგარეთის, ალბანეთისა და სერბეთის დაფარვა.
მომხსენებლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში,
იგეგმება
ევროპის
დელეგაციის
საზღვრისა
ვიზიტი,
და
რომლის
სანაპირო
ფარგლებშიც
დაცვის
სააგენტოს
არალეგალური
(Frontex)
მიგრაციის
პრობლემასთან ბრძოლის დამატებით შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე
იგეგმება
სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილებების
განხორციელება,
რომელიც უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაციას ახდენს,
მინისტრის მოადგილემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ევროპოლთან 2017 წელს
გაფორმებული „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმების“ საფუძველზე იგეგმება ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის გაგზავნა,
რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო უკვე ევროპოლის სრულუფლებიანი
პარტნიორი გახდება და შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა არა მხოლოდ
წვრილმან დანაშაულებებთან მიმართებაში არამედ გლობალურ ტრანსსასაზღვრო
დანაშაულზე.
სამინისტროების ინფორმაციით, 15 სახელმწიფოდან, რომელსაც უსაფრთხო
ქვეყნად აღიარების სისტემა აქვს, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად რვამ აღიარა.
საქართველო აგრძლებს მუშაობას იმ დანარჩენ ქვეყნებთანაც, რომლებსაც მსგავსი
აღიარება არ გაუკეთებიათ რადგან ეს გადაწყვეტილება საგრძნობლად ამცირებს
თავშესაფრის მაძიებელათა რაოდენობას.
კომიტეტი
დადებითად
სამინისტროების
აფასებს
საგარეო
საქმეთა
და
შინაგან
საქმეთა
მიერ გაწეულ საქმიანობას და მიესალმება კონკრეტულ
ინიციატივებს აღამსრულებელი ხელისუფლების მხრიდან. აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი კოორდინირებული
თანამშრომლობით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანად
უნდა წარიმართოს.
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე