„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრის რევაზ არველაძე
ნომერი
#07-3/146/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, სარეგისტრაციო კოდი: 010.320.050.05.001.000.268) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებისმიერ პირს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს თანამდებობრივი პირის ქონებრივი დეკლარაციის ასლი მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ეხება თანამდებობრივი პირის, მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის ან გერის ქონებრივ მდგომარეობას, გარდა ამ დეკლარაციაში აღნიშნული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა, თანამდებობაზე პირველად განწესებამდე პერიოდისთვის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგი პერიოდისთვის მიკუთვნებული ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის დეკლარაციისა, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოების გრიფი აქვს მინიჭებული.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინასო დეკლარაციის აუცილებლობით. შევსების აღნიშნულ პროცედურებისა დეკლარაციას და შინაარსის კანონპროექტის გამარტივების თანახმად ეწოდება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია და ჩვენი აზრით უნდა გასაჯაროვდეს მხოლოდ თანამდებობის პირისა და უშუალოდ მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობა, გარდა მასთან მუდმივად მცხოვრები პირისა, რადგან აღნიშნული პირის შემოსავლები და ფინანსური ვალდებულებები არ არის დაკავშირებული საჯარო თანამდებობის პირის საქმიანობასთან. შესაბამისად ასეთი ინფორმაცია არ უნდა გახდეს. ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ინფორმაციის გასაჯაროება შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩნდეს თამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები პირის (გარდა მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის ან გერისა) საქმიანობისათვის. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის 2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსურ ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“. თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები პირის ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია თუ იქნება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველი, იგი კი არ უნდა გასაჯაროვდეს, არამედ უნდა გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტოის მიზანია თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციის გასაჯაროებისას არ იქნას ხელმისაწვდომი ის ნაწილი სადაც აღნიშნულია მასთან მუდმივად მცხოვრები პირის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, რაც შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩნდეს თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები პირის საქმიანობისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში და თანამდებობის მიხედვითაც პირის ხდება ქონებრივი მასთან დეკლარაციიდან მუდმივად ამოდის მცხოვრები პირის ის ნორმა, (გარდა რომლის მეუღლისა, არასრულწლოვანი შვილებისა და გერებისა) ქონებრივი მდგომარეობის გასაჯაროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება. მუხლი 19. 1. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს, მიიღოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლი და გაეცნოს მას, გარდა ამ დეკლარაციაში აღნიშნული პირადი ნომრისა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის ნომრისა, თანამდებობაზე პირველად განწესებამდე პერიოდისთვის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგი პერიოდისთვის მიკუთვნებული ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა და დეკლარაციის საიდუმლო გრაფისა, აგრეთვე იმ თანამდებობის პირის დეკლარაციისა, რომლის თანამდებობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საიდუმლოობის გრიფი აქვს მინიჭებული. 2.არ შეიძლება დაწესდეს ან შეიქმნას რაიმე დაბრკოლება დეკლარაციის ასლის მისაღებად 3.დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ბიუროში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. წესით გადაიხდევინება საჯარო