საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის მიერ წარმოდგენილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#5341/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

წერილი
N 5341 05/04/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჩუგოშვილი
ანგარიში
პერიოდი: 2017 იანვარი-2018 იანვარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში 2017 წლის იანვრიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართულებით გაიმართა 5 სასესიო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგში და განხორციელდა 41 საკომიტეტო და სასემინარო მივლინება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. დელეგაციამ უმასპინძლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის 2 ვიზიტს და მიგრაციის კომიტეტის მომხსენებლის ფაქტების დამდგენ 1 ვიზიტს საქართველოში. გაიმართა 2 შეხვედრა ასამბლეის პრეზიდენტთან, 3 შეხვედრა ასამბლეის გენერალურ მდივანთან, დაიგეგმა და შედგა 2 შეხვედრა სოციალისტების ჯგუფის პრეზიდენტთან და 2 შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, წარმატებით განხორციელდა 2 შეხვედრა ვენეციის კომისიის მდივანთან, 1 შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან. დელეგაციის სამდივნომ ორგანიზება გაუწია შეხვედრებს 24 ქვეყნის დელეგაციასთან, დაფიქსირდა 18 გამოსვლა დებატებზე და მოეწყო 4 კულტურულ-ინფორმაციული ღონისძიება. ორმხრივი შეხვედრების უმრავლესობის ძირითადი თემა იყო საქართველოს მონიტორინგის პროცედურიდან პოსტმონიტორინგის დიალოგის დაწყება. აპრილის სესიაზე დელეგაციამ დაარეგისტრირა შუამდგომლობა „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“. აღნიშნული შუამდგომლობა უკვე ანგარიშის მომზადების მიზნით გადაეცა იურიდიულ კომიტეტს, სადაც დაინიშნა მომხსენებელი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მონიტორინგის კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის სხდომებს, 2018 წლის სექტემბერში, თბილისში უმასპინძლებს. 2017 წლის იანვარი: შეხვედრები:    შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან დელეგაციის განახლებული შემადგენლობის სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან - მონიტორინგის ეტაპის დასრულების შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე გაამახვილა. შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, თორბიორნ იაგლანდთან ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის საკითხების, ასევე, ამ მიმართულებით, ევროსაბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და მის საქმიანობაში ევროსაბჭოს ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.    შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელენა ჩენტემეროსთან კომიტეტის საქმიანობაში ქართული დელეგაციის წევრების როლის გაზრდასა და აქტიურ მონაწილეობაზე ისაუბრეს. შეხვედრა შვედეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის საპარლამენტო დელეგაციებთან - მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელთან, მიქელე ნიკოლეტისთან - მხარეებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ურთიერთობისა და მათ შორის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ იმსჯელეს. სხვა აქტივობები:     დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს. ეკა ბესელია, ასავე ამავე კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. კითხვა იოჰანეს ჰანს, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების თემაზე მოხსენებით გამოდიოდა ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივები. 2017 წლის აპრილი: შეხვედრები:       შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, თორბიორნ იაგლანდთან მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, საქართველოსა და ევროპას შორის აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელთან, მიქელე ნიკოლეტისთან. შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და მომზადებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. მარკერტმა დაადასტურა, რომ ცვლილებების პროექტის ის დებულებები, რომლებიც ეხება უზენაესი სასამართლოს დანიშვნის წესს და უშიშროების საბჭოს შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მუჟნიეკსმა პოზიტიური განცხადებები გააკეთა. შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან - თემა საქართველოს მონიტორინგის პროცედურიდან პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადაყვანის ტექნიკურ მხარეებს შეეხებოდა. გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები შვეიცარიის, ხორვატიის, აზერბაიჯანის, ბოსნია ჰერცეგოვინის, ბელგიის, ლიტვის რესპუბლიკის, დანიის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციების წევრებთან. საუბრის თემები საქართველოს პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადასვლას, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხებოდა. სხვა აქტივობები:     დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ბიუროს შეხვედრაში - ის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად იანვრის სესიაზე აირჩიეს. თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქართველი მხატვრების ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის გამოფენა - „ისტორიის ფრაგმენტები“ პასაჟები ვეფხისტყაოსნიდან. გამოფენის გახსნაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ტკბილეული. დელეგაციამ, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაარეგისტრირა შუამდგომლობა „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“. აღნიშნული შუამდგომლობა უკვე ანგარიშის მომზადების მიზნით გადაეცა იურიდიულ კომიტეტს, სადაც დაინიშნა მომხსენებელი. დებატებზე გამოვიდნენ: ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი. 2017 წლის ივნისი: შეხვედრები:   შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან. შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცედურებზე და მონიტორინგის ეტაპიდან საქართველოს პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადასვლის საკითხებზე. სხვა აქტივობები:  დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე და გიორგი კანდელაკი. 2017 წლის ოქტომბერი: შეხვედრები:  შეხვედრა ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან, ძემა გროზდანოვასთან - ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისა და ღონისძიებების შესახებ. სხვა აქტივობები:  დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი და გიორგი კანდელაკი.  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამრთლოს მოსამართლე აირჩია. სამი კანდიდატიდან ლადო ჭანტურიამ მიიღო 120 ხმა, ლალი ფაფიაშვილმა - 54, ხოლო ოთარ სიჭინავამ - 5 ხმა. ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის გადალახვის მოთხოვნა ლადო ჭანტურიამ დააკმაყოფილა და არჩეულ იქნა მოსამართლედ 9 წლის ვადით. 2018 წლის იანვარი: შეხვედრები:  შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, მიქელე ნიკოლეტისთან - საუბარი იყო საქართველოს დელეგაციის სამომავლო გეგმებზე, საქართველოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ რეფორმებზე, პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადასვლის პროცედურებზე და მიმდინარე სესიის ფარგლებში შექმნილი საგანგებო კომიტეტის მიზნებსა და ფუნქციებზე. სხვა აქტივობები:      დებატებზე გამოვიდნენ: თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გიორგი კანდელაკი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით გაიმართა საქართველოს ახლადარჩეული სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპის საბჭოს ასამბლეის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან - ნინო ლომჯარიამ საქართველოში ადამიანის უფლებების თემაზე მოხსენება გააკეთა. თამარ ჩუგოშვილმა და სახალხო დამცველმა სტუმართა შეკითხვებს უპასუხეს. თამარ ჩუგოშვილმა გამოფენაზე „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს ქართული ანბანისა და ქართული ღვინის ისტორიაზე ესაუბრა. დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას ასევე წარუდგინა „ობზერვერ მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნინო შარაშიძე და ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია გამყრელიძე, რომლებმაც მათ მიერ გამოცემული ჟურნალ „დიპლომატის“ და ჟურნალ „პარლამენტის“ შინაარსსა და ჯგუფის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ეკა ბესელია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ნინო გოგუაძე - კულტურის, მრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო ირინა ფრუიძე - ბავშვთა საკითხებზე ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ნინო გოგუაძე ევროპელი კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის ბიუროს წევრი გახდა.