„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2018
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/186/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას;“; ბ) ,,თ“, ,,თ1“, ,,კ“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. 51 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ4“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ4) საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესაბამისი დადგენილებით არეგულირებს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,საქართველოსა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბს შორის ნატოს ოპერაციების/წვრთნების განხორციელებისას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმითა“ და ,,საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის უზრუნველყოფის მასპინძელი შესახებ“ ქვეყნის მხარდაჭერისა საქართველოს შეთანხმებით და ტრანზიტის დაეკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების გაწევა ნატო-ს ძალების, ნატო-ს პერსონალისა და ნატო-ს კონტრაქტორებისათვის, რომლებიც განლაგებულნი არიან, მოქმედებენ საქართველოს ტერიტორიაზე ან ტრანზიტით გაივლიან მას. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების აღსასრულებლად, საჭიროა უწყებათაშორისი კოორდინაცია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს არა მხოლოდ კონკრეტული უწყება, არამედ სახელმწიფო. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეიქმნას მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უწყებათაშორისი კომისია და განისაზღვროს მხარდაჭერის რეალიზების რეგულაციები. ,,მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფცია“ დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის №251 ბრძანებულებით, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, საჭიროებს გადამუშავებას. იქედან გამომდინარე, რომ 2013 წლის საკანონმდებლო ზემოაღნიშნულ ცვლილებების ბრძანებულებაში შედეგად, ვერ საქართველოს ხორციელდება პრეზიდენტის ცვლილებების შეტანა, მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხი დაარეგულიროს საქართველოს მთავრობამ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესაბამისი დადგენილებით დაარეგულიროს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხები. ამასთან, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი: ამტკიცებს საჯარისო წესდებებს, ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს, საქართველოს გეგმებსა პარლამენტს და საქართველოს სამოქალაქო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს. 2013 წელს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შევიდა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ამტკიცებს საჯარისო წესდებებს, ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო- ოპერატიულ გეგმებსა და საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს, ასევე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არის უფრო გვიან მიღებული სამართლებრივი აქტი, ვიდრე „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამასთან „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის გარკვეული რეგულაციები აღარ შეესაბამება რეალობას, რადგან, ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ნაწილი (პრეზიდენტის მიერ საჯარისო წესდებების დამტკიცების კუთხით) შედის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,წ“ ქვეპუნქტში. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი შედის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,წ“ ქვეპუნქტში. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ1“ ქვეპუნქტი არის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ც“ ქვეპუნქტი. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი შედის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტში. ,,საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი შედის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ხ“ ქვეპუნქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონთა კოლიზიის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია მითითებული საკითხი გასწორდეს „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც და მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ზემოაღნიშნული უფლებამოსილებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო აქტების მოთხოვნების აღსასრულებლად, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა და საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხების დარეგულირების უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს მთავრობისთვის. ასევე, კანონთა ჰარმონიზაციის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის 51 მუხლში რომლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან დადგენილებით დაარეგულირებს გამომდინარე, საქართველოს, მთავრობა როგორც შესაბამისი მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხებს. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილში „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ იწვევს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 5. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები თავდაცვის სფეროში 1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურას და საჯარისო წესდებებს ან განსაზღვრავს საჯარისო წესდებების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს; ბ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დროშებსა და ალმებს; გ) ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს; დ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს ეს გადაწყვეტილებები საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ე) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არა უგვიანეს 48 საათისა შეაქვს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად; ვ) იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენების და გადაადგილების შესახებ და დაუყოვნებლივ წარუდგენს ასეთ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად; ზ) დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს თავდაცვის სფეროში; თ) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს; თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს; ი) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს; [ ი) (ამოღებულია - 07.03.2018, №2038); (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ] კ) ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს; ლ) ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების დისლოკაციის და სამხედრო ობიექტების განლაგების გეგმებს; მ) გასცემს ბრძანებებს სამხედრო ძალების მიერ საომარი მოქმედებების წარმოებაზე; ნ) ამტკიცებს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს; ო) იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაციის გამოცხადების შესახებ; პ) ამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას. მუხლი 51. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება თავდაცვის ორგანიზების საკითხებში 1. საქართველოს მთავრობა: ა) იღებს აუცილებელ ზომებს ქვეყნის თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო ძალების ფინანსური საშუალებებით, საბრძოლო ტექნიკითა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას; გ) უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ღონისძიებების განხორციელებას; [ დ1) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმას; დ2) ამტკიცებს სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმას და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს მობილიზაციის სფეროში; უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, დაწესებულებების დ3) კოორდინირებულ მოქმედებას მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში; (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივნისიდან) ] ე) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით თავდაცვის სფეროში მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მიერ სამსახურებრივი შესრულებისას საქართველოს ტერიტორიაზე მათ დაშვებას მოვალეობის უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.