„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/188/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „შ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ1) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;“; ბ) „შ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;“; დ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება მოსწავლის დათვალიერება „ჰ3) მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ;“ 2. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სკოლა ვალდებულია სასკოლო დროს შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით კერძო სკოლა უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. საჯარო სკოლაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“; 3. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია, შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.“; 4. მე-19 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა 1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენისა და ამ მიზნით მოსწავლის მიმართ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინოს მოსწავლის მშობელსა და სკოლის დირექტორს. მოსწავლის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს. 3. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად. 4. დაუშვებელია მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა. 5. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და სკოლის წარმომადგენლის ინიციატივით. 6. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების უფლებამოსილება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სქესის მანდატურს ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ, იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილ პირს. ამ პუნქტიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არ არის მოსწავლის შესაბამისი სქესის პირი. 7. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის წარმომადგენელი. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ. 8. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ. თუკი მოსწავლის მიერ წარმოდგენილია ან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აღმოჩენილია იმგვარი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამცავ ორგანოს. აღმოჩენილი ნივთი/საგანი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გადაეცემა მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით. 9. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის/მოსწავლეთა ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და სხვაგვარად შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების აღმოჩენა, მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია მოსწავლის/მოსწავლეთა განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მასწავლებლის/სკოლის წარმომადგენლის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მეთვალყურეობით განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა ტიპის სასკოლო აქტივობებში. მოსწავლის განცალკევების მომენტიდან სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის ან/და სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის/მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რისკის შემცირებისა და მოსწავლის ქცევის მართვის მიზნებს. 12. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ასევე - სამართალდამცავ ორგანოს. 13. მოსწავლის/მოსწავლეთა განცალკევება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, მოსწავლის მშობლის ან მოსწავლის მშობლის მიერ განსაზღვრული პირის სკოლაში გამოცხადებამდე. 14. მოსწავლის განცალკევების უფლება აქვს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს. 15. მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისა და მოსწავლის განცალკევების შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ დგება ოქმი. ოქმში, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ან მოსწავლის განცალკევება. 16. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების შესაბამისად, რომლითაც რეგულირდება შემდეგი საკითხები: ა) სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები; ბ) სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი; გ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი; დ) მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების წესი; ე) მოსწავლის განცალკევების წესი და განცალკევების შემდგომ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები; ვ) მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ უსაფრთხოების საკითხებზე სკოლებისათვის რეკომენდაციის მიცემის წესი, ასევე, სკოლების მიერ აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განხორციელებული მოქმედებების შესახებ უკუკავშირის წესი; თ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა; ი) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენების წესი; კ) სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების განაწილებისა და როტაციის წესი; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი; მ) სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 17. პირის უსაფრთხოების და არასრულწლოვნის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს სკოლის გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოთვალთვალი. 18. სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. “; 6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ჰ10“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“ - „ჰ13“ ქვეპუნქტები: „ჰ11) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს; ჰ12) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დასაგეგმად; ჰ13) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესს.“; 7. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ და ,,კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან; საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი კ2) უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისას უფლებამოსილია დასაბუთებული მიმართვა წარუდგინოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;“; 8. 481 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა: ა) საჯარო სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სკოლასთან თანამშრომლობა; ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; დ) ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და/ან მასწავლებლებისათვის; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენა; ვ) კატასტროფისათვის (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მზადყოფნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის - ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება; თ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ი) ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სკოლასთან თანამშრომლობა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დასაგეგმად.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სრული ზოგადი და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს, ასევე, ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს.“; დ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ნიშნავს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი.“; ათავისუფლებს 9. 482 მუხლის მე-3 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) ნიშნავს და ათავისუფლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის როტაცია;“. 10. 483 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) კატასტროფის დროს (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა, ასევე კატასტროფისათვის მზადყოფნის ღონისძიებების მომზადებაში, დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“ ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;“; ა.გ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და „ლ2“ ქვეპუნქტები: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის „ლ1) ადმინისტრირება; ლ2) მოსწავლის განცალკევება ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში;“; ა.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის გარემოებათა გასარკვევად აღმოჩენის მიზნით უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების ჩატარება მეტალოდეტექტორის გამოყენებით;“; ა.ე) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას თანამშრომლობს სკოლასთან, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“ 11. 486 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 486. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევები და წესი 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ფიზიკური ძალის გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას; ბ) თუ საფრთხე ემუქრება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოსთვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირი მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების დროს: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია; ბ) ფიზიკური ძალა გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 4. აკრძალულია ფიზიკური ძალის გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 5. მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს. 6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა მიეთითოს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება.“. მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეოსათვალთვალო კამერების განთავსება განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული განრიგის მიხედვით. შესაბამისად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მე-20 მუხლის მე-17 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. მუხლი 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის თანამდებობაზე დანიშნულ პირებსა და იმ პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის გადიან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელ კურსებს. მუხლი 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი ეტაპების მიხედვით უზრუნველყოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების გადამზადება, რომლებმაც მოსამზადებელი კურსები გაიარეს ამ კანონის ამოქმედებამდე. მუხლი 5. 2018 წლის 1 ივლისამდე: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცება; ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული წესის დამტკიცება; გ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების განსაზღვრა; დ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყონ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესის დამტკიცება; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცება. მუხლი 6. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ინსტიტუტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და ახალი რეგულაციების შემოღების აუცილებლობა, რაც გამოავლინა პრაქტიკაში არსებულმა გამოწვევებმა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, უფრო დამოუკიდებელი გახადოს მანდატურის ინსტიტუტი, უფრო მეტად უზრუნველყოს სკოლაში უსაფრთხო გარემო, შექმნას ინფორმაციის მიმოცვლისა და კოორდინაციის ბერკეტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, ასევე, აღმოფხვრას ცალკეული სახის საკანონმდებლო ხარვეზები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია „უსაფრთხო სკოლის“ კონცეფციის შექმნა და დანერგვა. უსაფრთხოების ცნება გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ასევე - ფსიქოლოგიურ დაცულობას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ინსტიტუტი „უსაფრთხო სკოლის“ განხორციელების უმნიშვნელოვანესი რგოლია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძალადობრივი შემთხვევების ფაქტებმა და ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებმა რაოდენობრივად მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა, რამდენიმე წლიანმა მუშაობამ გამოკვეთა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საქმიანობის მარეგულირებელი ზოგიერთი ფუნქცია-ამოცანების განსხვავებულად ჩამოყალიბების საჭიროება. შესაბამისად, კანონპროექტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, განისაზღვრება უსაფრთხოების დაცვაც. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციებად განისაზღვრება ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა, ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეების, სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, მათი მშობლების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების და/ან მასწავლებლებისათვის; უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება; საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ძალადობის საწინააღმდეგო (მათ შორის - ანტიბულინგური) საგანმანათლებლო კამპანიების და სხვა პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ხაზგასასმელია, რომ სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში (სამმართველო) დასაქმებული არიან ფსიქოლოგები, ბავშვთა ფსიქიატრები და სოციალური მუშაკები. იქიდან გამომდინარე, რომ ქცევითი და ემოციური პრობლემა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორებისაგან, ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქოკორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად გარეგანი ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლები პრობლემის იდენტიფიკაციის შემდეგ დაეხმარებიან ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციაში, მიზეზების დადგენაში და მართვაში, კერძოდ:  იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის გამომუშავებაში;  ძალადობრივი ქცევის შემცირებასა და მართვაში;  ემოციების რეგულაციაში;  თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის მოგვარებაში;  კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;  მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;  ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში. უნარის გარდა აღნიშნულისა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ასევე განახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაციასა და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენას. ფსიქოლოგების სისტემის მეტი მოქნილობისათვის, დაგეგმილია ფსიქოლოგიური კონსულტაციის შეთავაზება არამარტო საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგების საშუალებით, არამედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების მეშვეობით. ცალკე უნდა აღინიშნოს კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანებს დაემატა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და ორგანიზება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ საკითხზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში 2013 წლიდან ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო), რომელმაც ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება და პრაქტიკა დააგროვა ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულებით, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, თავის სისტემაში, ფსიქოლოგიური მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვის, სერვისის გაუჯობესებისა და ერთიანი სტანდარტის დადგენის მიზნით, მიზანშეწონილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირმა - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრმა (სამმართველომ) უზრუნველყოს ფსიქოლოგად დასაქმების მსურველი სუბიექტის გადამზადება/დატრენინგება ან/და ასეთი გადამზადების/ტრენინგების ორგანიზება. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დანიშვნის წესი. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი. სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულებისას დასაბუთებული მიმართვა წარუდგინოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის როტაცია. აღნიშნულის შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მართვა განხორციელდება უფრო ეფექტიანად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მეშვეობით, ამასთან, ლოგიკურ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ურთიერთობა. საყურადღებოა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 482 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უმთავრესი ფუნქცია და მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, რომელიც ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურების საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მისი მთავარი მიზნების ეფექტურად განხორციელება არ არის მხოლოდ მასზე დამოკიდებული, არამედ სკოლის მიერ დაქირავებულ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურზე, რაც საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ართმევს არაკეთილსინდისიერი მანდატურის სამსახურიდან დათხოვნის უფლებას, აღნიშნული კი თავისთავად აისახება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, სკოლის დირექტორის უფლებამოსილებად განისაზღვრება სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან თანამშრომლობა. აღნიშნული აუცილებელია, რადგან მნიშვნელოვანია სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდეს კოორდინირებული მოქმედებები. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის უფლებამოსილების მინიჭებას, დაამტკიცოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები. აღნიშნული წესის ფარგლებში სისტემურად მოწესრიგდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, მათ შორის, განისაზღვრება ისეთი საკითხები, როგორიცაა:  სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სხვა პირების მიერ განსახორციელებელი მოქმედებები;  სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვისა და ადმინისტრირების წესი;  სკოლაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოების წესი;  მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების წესი;  მოსწავლის განცალკევების წესი და განცალკევების შემდგომ სკოლის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან/და ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები;  მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების, მოსწავლის განცალკევებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ ოქმის ფორმა და შედგენის წესი;  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ უსაფრთხოების საკითხებზე სკოლებისათვის რეკომენდაციის მიცემის წესი, ასევე, სკოლების მიერ აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით განხორციელებული მოქმედებების შესახებ უკუკავშირის წესი;  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკა;  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენების წესი;  სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების განაწილებისა და როტაციის წესი;  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატის შერჩევის წესი;  სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა და არსებობის გარე პერიმეტრის მაკონტროლებელი ვიდეოსათვალთვალო კამერების სავალდებულოობას. არსებულ კანონმდებლობაში მსგავსი ვალდებულება გათვალისწინებულია მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“, ისიც მხოლოდ კერძო სკოლებთან მიმართებით. სკოლაში უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფისთვის მიზანშეწონილია, ვიდეოთვალთვალის მექანიზმს ითვალისწინებდეს კანონი როგორც კერძო, ისე - საჯარო სკოლებისთვის, ხოლო ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფუნქციიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე, სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის (არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფლებამოსილებებს ემატება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დასაგეგმად თანამშრომლობა. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არსებობდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის მიმოცვლის შეჯერებული სისტემა. გარდა ზემოაღნიშნულისა, ცვლილება ასევე ეხება მანდატურის კანდიდატისთვის დადგენილ ასაკობრივ ცენზსა და განათლებას, კერძოდ, ნაცვლად არსებული 20 წლის ზღვარისა, პროექტით გათვალისწინებულია 21 წლიანი ასაკობრივი მოთხოვნა, ხოლო ნაცვლად სრული ზოგადი განათლებისა, კანონპროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდგომ, მანდატურობის კანდიდატობისათვის აუცილებელი იქნება სრული ზოგადი და პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება. ამასთან, მანდატურის მოსამზადებელ კურსთან მიმართებით დგინდება საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ იგი უნდა მოიცავდეს ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც აუცილებელია მანდატურის სათანადო მომზადებისთვის. სწორედ ამ მიზეზით, მანდატურის მოსამზადებელი კურსები დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. კანონპროექტი ითვალისწინებს პირადი გასინჯვის ცნების ცვლილებას უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით, რომელიც უკეთ გამოხატავს აღნიშნული ღონისძიების რეალურ არსს. ამასთან, კონკრეტდება, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხდება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე. მოსწავლის უფლებათა უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება განხორციელდეს მოსწავლის ანალოგიური სქესის მანდატურის, ხოლო ასეთის არარსებობისას - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის პირის მიერ. აღნიშნულიდან გამონაკლისი დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არ არის მოსწავლის შესაბამისი სქესის პირი. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების პროცედურულ ცვლილებას, კერძოდ, მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის წარმომადგენელი, რაც ემსახურება მოსწავლის ინტერესებს დაცვას. ამავე მიზნით, მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების გამოყენების შესახებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. ამასთან, პროექტის მიხედვით, ოქმის შედგენის დეტალური წესი და ოქმის ფორმა დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია, მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს მის მშობელს, რასაც სიახლის სახით დამატებით ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი. პროექტის მიხედვით, აღმოჩენილი ნივთი/საგანი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გადაეცემა მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ისეთი შემთხვევის რეგულაციას, როდესაც მოსწავლე უარს განაცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და სხვაგვარად შეუძლებელი იქნება კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, ასევე იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად. ასეთ შემთხვევაში დასაშვებია მოსწავლის განცალკევება, რასაც უნდა ესწრებოდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც თავის მხრივ იქნება გადამზადებული და ექნება სპეციალური ცოდნა მსგავს ვითარებაში მოსწავლესთან სათანადო კომუნიკაციისთვის. მოსწავლის განცალკევება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლის ქმედებით საფრთხე ემუქრება პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას (მაგ., სკოლაში მოსწავლეთა შორის განვითარდა ფიზიკური დაპირისპირება და აუცილებელია სიტუაციის დეესკალაცია, მოსწავლეთა ერთმანეთისგან ფიზიკურად განცალკევება და მათი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლეთა დაპირისპირების სკოლის გარეთ გაგრძელების რისკი). მოსწავლის განცალკევება განხორციელდება მისი მშობლის სკოლაში გამოცხადებამდე (კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როდესაც მშობელი შეიძლება ფიზიკურად ვერ ახერხებდეს სკოლაში გამოცხადებას, რა შემთხვევაშიც მშობლის ნაცვლად სკოლაში უნდა გამოცხადდეს მშობლის მიერ განსაზღვრული პირი), რათა თავიდან იქნას აცილებული მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება. ამასთან, მოსწავლის მშობელს დაუყოვნებლივ ეცნობება მოსწავლის განცალკევების შესახებ. გარდა ამისა, რისკის მყისიერი აღმოფხრის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მოსწავლის/მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გრძელვადიანი მუშაობა, რისთვისაც, კანონპროექტი ითვალისწინებს სკოლის, მანდატურის, ფსიქოლოგის მიერ ღონისძიებების კოორდინირებულად განხორცილებას, რის შესახებაც დეტალურად გაიწერება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტით. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მოსწავლის განცალკევება მოხდეს მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მისთვის ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში. ამასთან, მოსწავლის განცალკევების მიზანს მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რისკის შემცირება და მოსწავლის ქცევის მართვა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, მოსწავლის განცალკევებისას ერთი მხრივ განხორციელდება მოსწავლის/მოსწავლეების ჩართვა სხვადასხვა ტიპის სასკოლო აქტივობებში მოსწავლის განცალკევებისას მასწავლებლის/სკოლის წარმომადგენლის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მეთვალყურეობით, ხოლო მეორე მხრივ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, განხორციელდება ფსიქოლოგის ან/და სოციალური მუშაკის ჩართვა. მსგავსად უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისა, მოსწავლის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ოქმის შედგენას მოსწავლის განცალკევების შემთხვევაშიც. აღნიშნულ ოქმში, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა მოსწავლის განცალკევება. ოქმის შედგენის წესი და ოქმის ფორმა ასევე განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. გარდა ამისა, კანონპროექტით ზუსტდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედება გასაჩივრებადია, რისთვისაც სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია, შექმნას საჩივრების მიუკერძოებლელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. აღსანიშნავია, რომ კანონის არსებული რედაქციით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რომლის ნუსხაც განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №22/ნ ბრძანებით, მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია: ა) მეტალოდეტექტორი და ბ) რაცია. ვინაიდან მეტალოდეტექტორი გამოიყენება პირადი გასინჯვისას (კანონპროექტის მიხედვით, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას), ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა სპეციალურ საშუალებებს, როგორც წესი, საკანონმდებლო დონეზე ჩამოთვლის (მაგ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“), მიზანშეწონილად ჩაითვალა სპეციალური საშუალებების - მეტალოდეტექტორის საკანონმდებლო დონეზე გაწერა (რაც შეეხება რაციას, იგი თავისი არსით ვერ იქნება განხილული იმ მიზნებისთვის, რა მიზნებითაც მოქმედი კანონი სპეციალურ საშუალებებს მოიხსენიებს, არამედ წარმოადგენს ტექნიკურ აღჭურვილობას მხოლოდ კომუნიკაციის მიზნებისთვის). ამდენად, სპეციალური საშუალების ტერმინის არსებობამ კანონში მნიშვნელობა დაკარგა, რის გამოც ახლებულად ჩამოყალიბდა კანონის 486 მუხლი, მათ შორის, მუხლის სათაურიც. გარდა ამისა, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესაძლებლობა გაიწერა უფრო ნათლად და შესაბამისობაში მოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ გავრცელებულ სტანდარტებთან უკიდურესობა და პროპორციულობა. ამასთან, პროექტის მიხედვით, მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შესახებ უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მანდატურის მიერ სამართალდამრღვევის „დაკავების“ შესაძლებლობას, რაც, მანდატურის სამოქალაქო სტატუსიდან გამომდინარე, არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, კანონპროექტით ხდება აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მანდატურის მომზადების უწყვეტობა და ხელი არ შეეშალოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს მანდატურის კანდიდატისადმი პროექტით გათვალისწინებულ შეცვლილ მოთხოვნებზე, კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მანდატურის თანამდებობაზე დანიშნულ პირებსა და იმ პირებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის გადიან მანდატურის მოსამზადებელ კურსებს. რაც შეეხება განახლებულ მოსამზადებელ კურსებს, პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ვალდებულებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი ეტაპების მიხედვით უზრუნველყოს იმ მანდატურების გადამზადება, რომლებმაც მანდატურის მოსამზადებელი კურსები გაიარეს ამ კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნება მოქმედი მანდატურების გადამზადება ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებით შედგენილი მოსამზადებელი კურსის მიხედვით. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები უფრო ეფექტურს გახდის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ყოველდღიურ საქმიანობას, რაც ემსახურება სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილი ხორციელდება 2018 წელს, ხოლო ნაწილი შემდგომ წლებში. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების 2018 წელს განხორციელების მიზნით შესაძლოა აუცილებელი გახდეს დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეოსათვალთვალო კამერების განთავსებას ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე. საყურადღებოა, რომ დღეის მდგომარეობით 2082 საჯარო სკოლიდან ვიდეოსათვალთვალო კამერები განთავსებულია 429 საჯარო სკოლაში. კანონპროექტის შესაბამისად, მანდატურის მოსამზადებელ კურსთან მიმართებით დგინდება საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ იგი უნდა მოიცავდეს ფიზიკური მომზადებისა და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც თავის მხრივ გაზრდის მანდატურის მოსამზადებელი კურსის ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300 მანდატური, ამასთან 2018 წლის სექტემბრიდან დაგეგმილია 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატურის დამატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან იგეგმება 200 მანდატურის დამატება 100 საჯარო სკოლაში. იქიდან გამომდინარე, რომ იცვლება მანდატურის მოსამზადებელი კურსის შინაარსი, აუცილებელია, როგორც უკვე დასაქმებული მანდატურების გადამზადება, ასევე ახალი მანდატურების მომზადება განახლებული კურსით. კანონპროექტის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფუნქციებს ემატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული ფსიქოლოგების საქმიანობის კოორდინაცია და საინფორმაციო მხარდაჭერის აღმოჩენა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს ტერიტორიულ ორგანოებში საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დამატებას, რისთვისაც საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით პროგრამის „განათლების სფეროში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 32 01 02) გათვალისწინებულია 446.4 ათასი ლარი. სწორედ ზემოაღნიშნული ფსიქოლოგების კოორდინაციას განახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, რაც განხორციელდება ,,უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებით. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციას ემატება საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა. ზემოაღნიშნული ფუნქციის მანდატური უზრუნველყოფს შესრულებასაც საგანმანათლებლო დაწესებულების ,,უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებით. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის 2018 და 2019 წლებში აუცილებელი იქნება ჯამურად 10.6 მილიონი ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სკოლების აღჭურვას ვიდეოსათვალთვალო კამერებით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებით, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს საჯარო სკოლებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ იწვევს დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები მიმდინარეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ბავშვთა ფსიქოლოგებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ა1) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა; ა 2) ბრენდირება − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება სკოლას, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს ან/და ახორციელებს აკრედიტებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას და აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს; ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად; ბ1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა; ბ2) დისტანციური სწავლება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მისაღებად ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის დასაძლევად ორგანიზებული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი. დისტანციური სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება; გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა; დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა; ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა; ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებს; ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას; ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება; თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება; ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა; კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები; ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებულ იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად; მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს; ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი); პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას; ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა: ჟ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც; ჟ.ბ) ამ კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ჟ1) საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა − ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ, რომელთანაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება; რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში; ს) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793); ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები; უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად; ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია; ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება; ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს; ღ 1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა; ღ 3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 21 2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს; მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელიც დროებით ასწავლის ღ4) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად; დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – ღ 5 ) ზოგადსაგანმანათლებლო მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სა სწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა დაშეფასებების აღიარება; ღ6) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822); ღ 7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა − საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს; ღ8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში; ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია; ყ1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა; შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი; შ 1 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ; შ 2 ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესებ ის ერთობლიობა; ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ჩ1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას; ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება; ჩ 3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას; ჩ4 ) ექსპერტთა ჯგუფი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც(რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ; ჩ5 ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი; ჩ6 ) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით; ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412); ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა; წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში; წ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო; ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს; ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება; ჯ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; ჯ2) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; ჰ) სკოლის დირექცია ბუღალტერია; – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ჰ1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო; ჰ2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო; ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. მუხლი 9. ზოგადი განათლების მიღების უფლება 1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. 2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს. ქმნის ზოგადი 3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის იქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. 4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. 41 . ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. 5. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით. 6. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს: ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას; ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას. 7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით. 8. მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან. 9. სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის , სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით. 11. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს. 12. მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 12. გასაჩივრების უფლება 1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთ უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. 2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. 3. საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს , სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის , აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს , როგორც სამოქალაქო დავებს , სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო . 4. (ამოღებულია - 20.03.2013, №348). 5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი. მუხლი 19. დისციპლინა 1. სასკოლო დისციპლინა დაცულ უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. 2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი. 3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს. 4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს. 7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან. 8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ. 10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა. 11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან. 12. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით. 121. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა . 122. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას. 13. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა. მუხლი 20. ძალადობის დაუშვებლობა და უსაფრთხოება 1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში; ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას; გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემი ს დებულებებს; დ1) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას; დ2 ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას; დ3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს; დ4 ) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს; ე1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს; ე2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს; სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო ე3 ) ამტკიცებს საჯარო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს; ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და პილოტირებას; ვ1) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში; ვ 2) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367); ვ 3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს; ვ4 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას; ზ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530); თ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530); ი ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლოპროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და საფასუ რებს ; კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად; ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; ლ1) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში; მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დებულებას; შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს; ნ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯა რო სამართლის იურიდიულ პირს დაამტკიცებს მის წესდებას ; უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია . აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურრესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონო მიური რესპუბლიკისგანათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე ; ნ ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო(არაკომერციულ ) იურიდიულ პირს ; 1 ნ2) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისათვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისათვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ავტორიზაციის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე; ო ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს ; საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯაროსკოლის დირექტორობის კანდიდატს /კანდიდატებს ; ო1) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას; პ ) (ამოღებულია – 09.03.2011, №4321); ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით; რ) (ამოღებულია - 21.07.2010, №3530); ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს; ს 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს; ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს; ტ1) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ტ2 ) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ტ3 ) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ტ4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს; ტ5 ) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“; ტ 6 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს; უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში; ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესსა და საფასურს; უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან საქართველოს განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა; ფ1) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ; ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; ყ ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საგანმანათლებლოდაწესებულებებ ის , მათ შორის , ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების , ავტორიზაციის ან /და აკრედი ტაციის ჩატარების მიზნით ; ყ1 ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს; ყ2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას; ყ3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს; შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით კოდექსით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; შ1) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს: შ1.ა) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; შ1.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; შ1.გ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; შ1.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; შ1.ე) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385); შ1.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს; შ1.ზ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; შ1.თ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; შ1.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს; შ1.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს; შ2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის დაჯილდოების წესს; ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით მისი ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან; ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს; ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას; ძ) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793); წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების რეგისტრაციის წესს; ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს; ჭ1 ) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ; ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ჯ ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებე ლთა პროფესიული განვითარების ცენტრისთანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადებ ისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისდებულ ებასა და საფასურს ; ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს ; ჰ1) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს; ჰ2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით; ჰ3 ) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს; ჰ 4 ) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412); ჰ 5 ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას; ჰ 6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ჰ 7 ) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს; ჰ8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური; უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ჰ 9) ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი; ჰ 10) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3. (ამოღებულია – 09.03.2011, №4321) . 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“, „ო1 “ და „ტ5 “ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის „ნ“, „ჟ“, „ტ5 “, „ქ“ და „შ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მუხლი 43. დირექტორის ფუნქციები 1. სკოლის დირექტორი: ა) ახორციელებს სკოლის მართვას; ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს; ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; ზ 1 ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუ წყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოსთანხმობის შემთხვევაში ; ზ 2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა; თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ; ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; ლ 1) ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად; ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას; ნ 1 ) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე; ნ 2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვ ნის , უფლებამოსილების შეწყვეტის ანუფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობი, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლისსამეურვეო საბჭოს ფუნქციებს . ო)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. და სკოლის წესდებით 2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. 3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად. 4. სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 20 1 მუხლის, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ 1“ ქვეპუნქტისა და 48 3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მუხლი 481. საგანმანათლებლო დაწესებულების დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატური, საგანმანათლებლო 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში − საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს. 31. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მუხლი 482. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას; გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს; ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 483. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებია: ა) საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება; გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება; დ) მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ; ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა; ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება; თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა; ი) დამოუკიდებლად ან საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა; კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა; მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენება. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. მუხლი 486 . საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები და წესი 1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ. 3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია; ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.