„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი
ნომერი
#07-3/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №54, 12.10.2010, მუხ.343) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულებ ის სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება; ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.“ მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2018 წლის 1 მაისამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2017 წლის 28 დეკემბერს, საქმეზე სს „ტელენეტმა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლი მე-4 ნაწილი, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული ნორმის მიხედვით, „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს ... საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ქონების ღირებულების საბაზრო ფასით გადაანგარიშების შესაძლებლობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებად და არა ვალდებულებად. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების პროცესში თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ღონისძიება. თუ იგი საჭირო ჩათვლის, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულებას გადაუანგარიშებს საბაზრო ფასით, თუ მიიჩნევს, რომ ამგვარი საჭიროების წინაშე არ დგას, მას შეუძლია, გამოიყენოს სხვაგვარი გადაწყვეტა. შესაბამისად, ბუნებრივია, გადასახადის სხვადასხვა გადამხდელთან მიმართებით, სხვადასხვა შემთხვევაში საგადასახდო ორგანოს მიდგომა იქნება განსხვავებული. საგადასახადო შემოწმების პროცესში ზოგ გადასახადის გადამხდელს შეიძლება დასაბეგრი ქონების ღირებულება გადაუანგარიშდეს საბაზრო ფასით და ზოგს არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმის მოქმედების სფეროში მოქცეულ პირებთან მიმართებით, საგადასახადო ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საკითხს. სასამარლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა საგადასახადო ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას ქონების გადასახადის ადმინისტრირების მიზნით, გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ტვირთი განუსაზღვროს ქონების საბალანსო ანდა საბაზრო ფასის შესაბამისად. აღნიშნული მოცემულობის გარდა, სადავო ან საგადასახადო კოდექსის რომელიმე სხვა ნორმა არ განსაზღვრავს რაიმე სახის კრიტერიუმს, სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს საგადასახადო ორგანომ აღნიშნული დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას. არც საქართველოს კანონმდებლობის რომელიმე სხვა ნორმა მიუთითებს უშუალოდ სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებაზე, თვითონ განსაზღვრონ დისკრეციის გამოყენების კრიტერიუმები. შესაბამისად, სადავო ნორმით ან მასთან დაკავშირებული რომელიმე საკანონმდებლო რეგულირებით არ იკვეთება, რა კრიტერიუმზე დაყრდნობით ახორციელებს საგადასახადო ორგანო განსხვავებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტებს სხვადასხვა სუბიექტების მიმართ. ამასთან, მითითებული პრობლემა შეუძლებელს ხდის სუბიექტის მიერ მის მდგომარეობაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმა არ იძლევა რაიმე დამცავ მექანიზმს, რაიმე სახის გარანტიას, რომელიც გადასახადის გადამხდელებს დაიცავდა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე დისკრიმინაციული ტენდენციებისგან. ამავე დროს, არ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ანდა სასამართლოს მისცემდა უშუალოდ ნორმით დადგენილ დისკრეციასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო, ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს ადმინისტრაციული ორგანოს კონკრეტული გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის მიზნები მიღწეული იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ საგადასახადო ორგანოს ხსენებული უფლებამოსილების გამოყენება არ იქნება მინდობილი აბსოლუტურ დისკრეციაზე და მას სავალდებულო ხასიათი ექნება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს დიფერენცირებულ მოპყრობას. ამავე დროს, თუ კანონმდებელი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა ჰქონდეს საშუალება, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების საბალანსო ღირებულება არ შეცვალოს საბაზრო ფასით, მაშინ მას შეუძლია ამ შემთხვევების იდენტიფიცირებისათვის გარკვეული კრიტერიუმები დაადგინოს. ამდენად, მოპასუხის მიერ ქონების საბაზრო ფასით განსაზღვრის საჭიროებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტაცია, მათ შორის მითითებული ლეგიტიმური მიზნები, არ გამოდგება სადავო ნორმის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის აბსოლუტური დისკრეციის მინიჭების გამართლებისათვის. ერთიანობაში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილება ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, რომლის განხორციელებით გამოწვეული დიფერენცირება არ უკავშირდება რაიმე გონივრულ კრიტერიუმს და იძლევა ნორმის დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 30 აპრილი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის N2/7/667 გადაწყვეტილების „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ აღსრულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლი მე-4 ნაწილის შესაბამისობაში მოყვანა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი, აღნიშნული მუხლი ყალიბდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად:  ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებით, საგადასახადო ორგანო, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულებას განსაზღვრავს საბაზრო ფასით, მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი დააკმაყოფილებს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე ქონების გადასახადის ნაწილში, ზემოაღნიშნული კანონპროექტის გავლენით საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოს/ორგანიზაციის დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის შესაძლო ცვლილების შედეგად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მიღება: კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შესაბამის პირებზე, გადასახადის გადამხდელებზე (საწარმოებზე/ორგანიზაციებზე), მათ მიერ გადასახდელი ქონების გადასახადის მიმართულებით საგადასახადო ორგანოს მიერ დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის შესაძლო ცვლილების შედეგად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის შესაბამისად ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელს (საწარმოს/ორგანიზაციას) საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კანონპროექტის გ.გ) ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ინიცირებული კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია, სადაც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართები თ უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით. 2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე. 3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. 31 . სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით. 4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულებ ის სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ; ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-4 ნაწილი, არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულია 2018 წლის 30 აპრილიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/7/667 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. 5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. 6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; გ) დარიცხული ხელფასი; დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის: დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს; [ ე) ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირისათვის: ე.ა) ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 15%; ე.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემოსავალს. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან) ] 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის: ა) შემოსავლებში არ შეიტანება: ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მისსაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ა.გ) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; ა . ე ) ამ კოდექსის 82- ე მუხლის პირველი ნაწილის „ ბ 1“ და „ ბ 2“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადითდაბეგვრისაგან გათავისუფლებუ ლი შემოსავალი ; ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. 8. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.