„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (სსიპ „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 03/07/2012 სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016009) 251-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი
შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს პარლამენტი დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას
საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების ან ახალი ასამბლეის
შექმნაში მონაწილეობის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
ქუთაისი
2018 წლის ....
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტის მიერ
საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების ან ახალი ასამბლეის
შექმნაში მონაწილეობის საკითხის დარეგულირება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
შეიცავდეს შესაბამის რეგულირებას საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო
საპარლამენტო
ასამბლეაში
გაწევრიანების
ან
ახალი
ასამბლეის
შექმნაში
მონაწილეობის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული საკითხი არ არის დარეგულირებული
საქართველოს პარლამენტის მოქმედი რედაქციით.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე
მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტი იღებს
გადაწყვეტილებას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანების ან
ახალი ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას
პარლამენტი იღებს დადგენილებით.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის
პროექტის
მიღებით
გამოწვეული
შესაძლო
ხარჯების
დაფინანსების წყაროა საქართველოს პარლამენტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნული დამოკიდებული იქნება იმ ფაქტზე, თუ რამდენი
საპარლამენტო
ასამბლეის
შექმნაში
მიიღებს
მონაწილეობას
საქართველოს
პარლამენტი და რამდენ საპარლამენტო ასამბლეაში გაწევრიანდება, აგრეთვე
ასამბლეის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაზე. აღნიშნული
ხარჯები
დაფინანსდება
საქართველოს
პარლამენტისათვის
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების
ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის
პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახადის შემოღებას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ)
რეგლამენტის
პროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები
გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები
გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 251
1. საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარული
ურთიერთობის დასამყარებლად, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
გათვალისწინებით განისაზღვრება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების
შემადგენლობა. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის 32-ე
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. (19.12.2012. N108)
2. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის საქმიანობას წარმართავს
დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველი წლის საგაზაფხულო სესიის
დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტის ბიუროს წარუდგენს გაწეული
საქმიანობის ანგარიშს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ანგარიში შეიძლება
პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდეს. ანგარიშის მოსმენის
დროს თანამომხსენებელია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი.
პლენარულ სხდომაზე ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას.
ამ
გადაწყვეტილებით
შესაძლებელია
დელეგაციის
შემადგენლობაში ცვლილება იქნეს შეტანილი.